კერძო სკოლა ჰელიოსი / Private School Helios

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კერძო სკოლა ჰელიოსი / Private School Helios

კერძო სკოლა ჰელიოსი / Private School Helios კერძო სკოლა ჰელიოსი

სკოლა "ჰელიოს"-ში მიიღებიან ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები და ასევე პირველკლასელები რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.

სკოლა "ჰელიოსი" მოსწავლეებს და მათ მშობლებს სთავაზობს ახალ ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, უმაღლესი ხარისხის სასკოლო ინვერტარს, მოსწავლის ასაკის შესაბამის მერხებსა და სკამებს, თანამედროვე დაფებსა და საინფორმაციო-კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, უახლეს და მრავალფეროვან სასწავლო რესურსს:
საინტერესო და ეფექტურ სახელმძღვანელოებს, სასწავლო ფილმებს. სკოლა დაკომპლექტებულია სწავლების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური პედაგოგებით, რომლებიც ფლობენ სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდებსა და მიდგომებს. სკოლაში მაღალ დონეზე ისწავლება უცხოური ენები (ინგლისური. რუსული, გერმანული, ფრანგული).
სკოლას აქვს საკუთარი საცურაო აუზი, ჰყავს კვალიფიციური მწვრთნელები, მოქმედებს ჭადრაკის ცეკვის და სახვითი ხელოვნების წრეები, ფუნქციონირებს გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფები, მოსწავლეები უზრუნვენლყოფილნი არიან ორჯერადი კვებით.
სკოლა „ჰელიოსის“ ამოცანა დიფერენცირებული სწავლება - თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე. უნარებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებული მეცნიერებებისა და რამდენიმე უცხო ენის სწავლება.
სკოლა აგრეთვე მიაქცევს ყურადღებას და განავითარებს მოსწავლეთა მეტყველების და კითხვის კულტურას. სკოლა ჰელიოსში მიღებული ცოდნით მოსწავლეები წარმატებით გაართმევენ თავს ერთიანი ეროვნული გამოცდების სირთულეებს
მისამართი: დ.აღმაშენებლის 95ა
ტელეფონი: 599 51 01 37
სწავლის წლიური საფასური: 6000 ლარი

✨ შემეცნებითი მოგზაურობა კახეთშიჩვენმა IX კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიისა და კულტურის სიღრმისეულად გასაცნობად ...
07/08/2026

✨ შემეცნებითი მოგზაურობა კახეთში

ჩვენმა IX კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიისა და კულტურის სიღრმისეულად გასაცნობად გრემი და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მოინახულეს! 📚

📍 გრემში მოსწავლეები კახეთის სამეფოს ისტორიასა და უნიკალურ არქიტექტურულ კომპლექსს გაეცნენ;
📍 ყვარელში, ილიას სახლ-მუზეუმში კი, დაათვალიერეს დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პირადი ნივთები, ხელნაწერები და კიდევ ერთხელ გაიაზრეს მისი უდიდესი როლი ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში.

💡 ეს დღე იყო არა მხოლოდ საინტერესო და შთამბეჭდავი, არამედ საუკეთესო შესაძლებლობა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან დასაკავშირებლად.

✨სკოლა ჰელიოსის მესამე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საგარეჯოში, ახალი ცოდნითა და საინტერესო გამოცდილებით შეაჯამეს. ...
24/07/2026

✨სკოლა ჰელიოსის მესამე კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი საგარეჯოში, ახალი ცოდნითა და საინტერესო გამოცდილებით შეაჯამეს. ნინოწმინდისა და ჩაილურის ციხის მონახულების შემდეგ, ბავშვებმა კაკაბეთის მარანში თათარა მოადუღეს, ჩურჩხელები ამოავლეს და ხინკალი მოახვიეს 👩‍🍳👨‍🍳

დღე თბილი ნოტით დასრულდა: მოსწავლეებმა მესამე კლასის დასრულების საზეიმო სერტიფიკატები და დამრიგებლისგან გულსაბნევები მიიღეს 💎

🌟 სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში, ჩვენი სკოლის VIა კლასის მოსწავლეები ღვთაების მონასტერს ესტუმრნენ📚 ბავშვებმა...
23/07/2026

🌟 სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში, ჩვენი სკოლის VIა კლასის მოსწავლეები ღვთაების მონასტერს ესტუმრნენ

📚 ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს XII საუკუნის ტაძარი, მოისმინეს წმინდა ანტონ მარტოდმყოფელის მოღვაწეობის შესახებ და გაიაზრეს ამ უმნიშვნელოვანესი ძეგლის როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში 🤝

როცა სწავლა და დასვენება ერთმანეთს ერწყმის 🌟💡 „ჰელიოსის“ VIIბ კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი დ...
21/07/2026

როცა სწავლა და დასვენება ერთმანეთს ერწყმის 🌟

💡 „ჰელიოსის“ VIIბ კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.

📚 ექსკურსიამ მოსწავლეებს ახალი, საინტერესო ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გაფართოების შესაძლებლობა მისცა. ეს იყო დღე, სადაც დასვენება, მეგობრობა და სწავლა ერთმანეთს შეერწყა 📜✨

ცოცხალი ისტორიის გაკვეთილი ანანურში🏰✨📚 ისტორიის სწავლა მხოლოდ სახელმძღვანელოებით არ შემოიფარგლება. ჩვენი მოსწავლეები ანა...
20/07/2026

ცოცხალი ისტორიის გაკვეთილი ანანურში🏰✨

📚 ისტორიის სწავლა მხოლოდ სახელმძღვანელოებით არ შემოიფარგლება. ჩვენი მოსწავლეები ანანურის ციხესიმაგრეს ესტუმრნენ.

✨მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს მასწავლებლის მონათხრობი და საკუთარი თვალით იხილეს საქართველოს ისტორიის ქრონიკები.

📚 სკოლა ჰელიოსის პირველკლასელებმა სასწავლო წელი იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ ვარიანში დააგვირგვინეს! ბავშვებმა დაათვალიერ...
17/07/2026

📚 სკოლა ჰელიოსის პირველკლასელებმა სასწავლო წელი იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ ვარიანში დააგვირგვინეს! ბავშვებმა დაათვალიერეს მწერლის სახლ-მუზეუმი და ცოცხლად შეეხნენ იმ გარემოს, სადაც ქართული ანბანის დიდებული ისტორია ცოცხლდება 🏡✨

ექსკურსიის დასასრულს კი მათ პირველი, საამაყო სერთიფიკატები დაიმსახურეს, რაც მათი შრომისა და წარმატებული სასწავლო წლის სიმბოლოა! 🌟❤️

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში, VIბ კლასის მოსწავლეები მარტყოფის ღვთაების მონასტერს ესტუმრნენ 💫ისტორიული ტაძრ...
15/07/2026

სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში, VIბ კლასის მოსწავლეები მარტყოფის ღვთაების მონასტერს ესტუმრნენ 💫

ისტორიული ტაძრის დათვალიერებამ ბავშვებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ შეეცნოთ და დაეფასებინათ საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობა 📚✨

⚗️ ჰელიოსის II ბ კლასელები ექსპერიმენტორიუმში დაესწრნენ ღონისძიებას, სადაც მეცნიერებასა და ფიზიკის კანონებს თამაშითა და ...
13/07/2026

⚗️ ჰელიოსის II ბ კლასელები ექსპერიმენტორიუმში დაესწრნენ ღონისძიებას, სადაც მეცნიერებასა და ფიზიკის კანონებს თამაშითა და ექსპერიმენტებით გაეცნენ 💫

თბილი გარემო, საინტერესო ექსპონატები, რომლებთან შეხებაც თავად შეეძლოთ და სიმბოლური სერტიფიკატები ბავშვებს დიდი ხნით დაამახსოვრდებათ 🎓

ჰელიოსში მობილობა და პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება! 🚀✨ეძებთ სკოლას, სადაც თქვენი შვილის შესაძლებლობები და საჭიროე...
10/07/2026

ჰელიოსში მობილობა და პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება! 🚀✨

ეძებთ სკოლას, სადაც თქვენი შვილის შესაძლებლობები და საჭიროებები ნამდვილად ფასდება? თბილისის შუაგულში (მეტროსთან ახლოს) გელოდებათ თბილი, უსაფრთხო და ოჯახური გარემო, სადაც სასწავლო პროცესი თითოეული ბავშვის ინტერესებზეა მორგებული.

🗓️ მიმდინარე მიღება (2026-2027 სასწავლო წელი):
პირველ კლასში - რეგისტრაცია შეუძლია ბავშვს, რომელსაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება 6 წელი.
მობილობა - სხვა სკოლებიდან გადმოსვლის მსურველთათვის.

💳 სწავლის საფასური:
წლიური ღირებულება: 7000 ₾ (დედმამიშვილებისთვის - 6300 ₾).
გადახდის მოქნილი გრაფიკი: 10 გადახდად, სემესტრულად ან წლიურად.

🍏 საფასურში შედის:
გაძლიერებული ინგლისური ენისა და მათემატიკის პროგრამა 🔢🇬🇧
რუსული, გერმანული და ფრანგული ენების სწავლება 🌍
გახანგრძლივებული ჯგუფი 18:00 საათამდე 🕒
ორჯერადი, ჯანსაღი კვება 🍎
ჭადრაკის, ხატვისა და მეტყველების განვითარების წრეები 🎨♟️
VII კლასიდან საგნობრივი წრეები და საოლიმპიადე ჯგუფები 🔬🏆
აკადემიური მოსწრების მონიტორინგის თანამედროვე სისტემა 📈

შემოუერთდით ჰელიოსის დიდ ოჯახს! 💛
📍 დეტალებისთვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 📲 599 510 137 | 593 223 732 | 593 983 223

სასწავლო ვიზიტი ფრანგული კულტურის ცენტრში. 🇫🇷 ჰელიოსის მეხუთეკლასელებმა მედიათეკა დაათვალიერეს, ანიმაციურ ფილმს უყურეს დ...
20/04/2026

სასწავლო ვიზიტი ფრანგული კულტურის ცენტრში. 🇫🇷 ჰელიოსის მეხუთეკლასელებმა მედიათეკა დაათვალიერეს, ანიმაციურ ფილმს უყურეს და თემატურ თამაშებში ჩაერთნენ. 📖

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მედიათეკის მკითხველები გახდნენ და შესაბამისი ბარათებიც გადაეცათ. 🎫
დღის ბოლოს მათ ფრანგული კერძები დააგემოვნეს და სკოლას კმაყოფილები დაუბრუნდნენ. 🍽️✅

Address

აღმაშენებლის გამზირი 95ა
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 18:30
Tuesday 09:00 - 18:30
Wednesday 09:00 - 18:30
Thursday 09:00 - 18:30
Friday 09:00 - 18:30

Telephone

+995599510137

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კერძო სკოლა ჰელიოსი / Private School Helios posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to კერძო სკოლა ჰელიოსი / Private School Helios:

Shortcuts

Share

Category