26/06/2023
მარი კუტუბიძე ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ჩაირიცხა! საქართველოს ჰარვარდის კლუბის ფინანსური მხარდაჭერით, სულ მალე, იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება და პროფესიული განვითარების ახალ, დაუვიწყარ ეტაპს დაიწყებს.
მარი გურიიდან არის. კერძოდ, ჩოხატაურიდან. #1 საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა თსუ-ს სამართლის ფაკულტეტზე გააგრძელა კერძო სამართლის მიმართულებით. მისი აზრით, სამართალს დიდი გავლენა აქვს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე. სწორედ ამან განაპირობა მისი დაინტერესება ხსენებული სფეროთი.
ჰარვარდიდან დაბრუნების შემდეგ მარი აპირებს ქართულ ბიზნეს სამართალში დასავლური გამოცდილების გამყარებას. მისი აზრით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ეხლა, როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე დგას.
საქართველოს ჰარვარდის კლუბი წარმატებებს უსურვებს მარის ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. მოუთმენლად ველით მის დაბრუნებას და კლუბში გაწევრიანებას.
აქვე, გვსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ კლუბის მოქმედ წევრებს, რომელთა ფინანსურმა კონტრიბუციამ შესაძლებელი გახადა მარის მხარდაჭერა.