დაინახე

დაინახე 🔰 დავინახე, გადავამოწმე, გაგიზიარე ჩვენ ვართ ადამიანების ჯგუფი, ვინც ცდილობს, მოგაწოდოთ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია

09/01/2026

მ ა ტ რ ი ც უ ლ ი თ ე ო რ ი ა
🇬🇪 გაგრძელება . . ყველაფერი ვცადეთ! ხომ არ გვეცადა ერთიც - აზროვნება, . . . . . რათა იმ კანონზომიერებაში გავერკვეთ, რომელიც ნორმალურ, ღირსეული ადამიანის საკადრის საზოგადოებას ქმნის, რათა ჩვენი საზოგადოების მეტ-ნაკლებად განათლებული ნაწილის საკუთარი ბედისადმი გაუგონარი, გულგრილი, დამამცირებელი მიდგომის ასახსნელად ჩვენს შემდგომ თაობებს სერიოზული თავის მტვრევა არ მოუწიოთ.

გავერკვეთ - რა გვტანჯავს?!
სიღატაკე _ დიახ, სიღატაკე!
ის ფიტავს და თრგუნავს ადამიანს. სწორედ ესაა ჩვენი შიდა თუ გარეშე მტრებთან დაპირისპირებისას გამომჟღავნებული უსუსურობისა და დაუცველობის მიზეზი.

სულიერი სიღატაკე - ერთი მხრივ, უსაზღვრო ამპარტავნება და, მეორე მხრივ, პიროვნების არასრულფასოვნების კომპლექსი, ვიღაცისადმი, თუ რაღაცისადმი აბსოლუტური მორჩილება.

სწორედ, სულიერი სიღატაკეა მატერიალური სიღატაკის საფუძველი. სულიერად ღატაკთა სიმრავლე მთელი სოციუმის დეგრადირებას იწვევს.
სიღატაკე საშინელებაა თუნდაც იმიტომ, რომ ის მთელ ჩვენს დროს ითხოვს. შესაბამისად, გააზრების საშუალება აღარ გვაქვს. შედეგად, სითამამის, თავისუფლებისაკენ სწრაფვის იმპულსიც კი ქრება.

ეს ის ამაზრზენი დაქვეითებული ენერგეტიკული მდგომარეობაა, რაც ადამიანში დაუნდობლად კლავს სიხარულს. ადამიანი “საღათას ძილში” გადაჰყავს. პრობლემის ტრაგიზმი ის არის, რომ შეიძლება ადამიანს არსებობის საშუალება ჯერ კიდევ შემორჩა, მაგრამ ეს მის სიღატაკის ზღვართან მიახლოებას სულაც არ გამორიცხავს.

სიღატაკისკენ მიმავალ გზაზე არც შლაგბაუმი დაგხვდებათ და არც გამაფრთხილე¬ბელი აბრა წარწერით _ “აი, ამ ხაზის შემდეგ იწყება ის, რაც შენში ადამიანს გასრესს!” . . . .

მ ა ტ რ ი ც უ ლ ი თ ე ო რ ი ა
თამაზ ბუთხუზი
კარი 1. უმაღლეს ფასეულებებზე შეთანხმება
თავი 1. ს ა წ ყ ი ს ი

(გაგრძელება იქნება)

#საქართველო #პოლიტიკა #ევროპული #მატრიცულითეორია

03/01/2026

Wasteless - სპეციფიკური ნარჩენების მართვის ასოციაცია (არამომგებიანი იურიდიული პირი)

03/01/2026

მ ა ტ რ ი ც უ ლ ი თ ე ო რ ი ა
🇬🇪 (გაგრძელება)
. . ანტიკური დროიდან დღემდე, ყველა დროსა და სივრცეში, საღად, რაციონალურად მოაზროვნე, თავისი ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალ ადამიანთა ძირითადი პრობლემა იყო და არის ისეთი საზოგადოების, სახელმწიფოს შექმნა, რომელიც ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეში შემოქმედებით ძალებს განავითარებს, შრომის ნაყოფიერებასა და ცხოვრებისადმი ინტერესს აამაღლებს, და რაც მთავარია, ადამიანს პიროვნულ თავისუფლებას მიანიჭებს.

ამიტომ ცდილობდნენ ისინი ისეთი კანონების შექმნას, რომლებიც შინაგანად თავისუფალი ადამიანის კეთილ ნებას შეესაბამებოდა. ეს კანონები შესრულებადი, ბუნების კანონზომიერებასთან შეთავსებადი უნდა ყოფილიყო, ანუ სოციუმის შესაძლებლობის ფარგლებში ჩატეულიყო.

განათლებულმა პატრიოტმა იცის, რომ ქვეყნის სიძლიერე, სიკეთე სწორედ ასეთი საფუძვლის შექმნა - დამკვიდრებაზეა დამოკიდებული.
ყოველივე ამას, ალბათ, სოციალური აზროვნების ძირითადი პრინციპი უნდა ვუწოდოთ.

შევხედოთ სიმართლეს თვალებში:

ვცადეთ ეკონომიკური მდგომარეობის ამაღლება და სიღატაკის ჭაობი მივიღეთ. ვცადეთ არმიის შექმნა და ჯარში გაწვეული ახალგაზრდები, ისინიც კი, ვინც სამშობლოსათვის თავდადებისთვის მზად იყვნენ, გაუაზრებელი სამხედრო სტრატეგიით და ტაქტიკით ფსიქიკურად გავანადგურეთ. ისინი უკვე არა თუ სამშობლოს, საკუთარ თავს საკუთარი “მე”-სგან ვეღარ იცავენ;

ვცადეთ სახელმწიფო სტრუქტურების შექმნა და დახვეწილი, ღრმად ფესვგადგმული კრიმინალური მონსტრი მივიღეთ;

ვცადეთ პარლამენტის შექმნა და მივიღეთ ის, რასაც ადამიანი სახელსაც ვერ მოუძებნის; . . .
ყველაფერი ვცადეთ!
ხომ არ გვეცადა ერთიც - აზროვნება, . . .

მ ა ტ რ ი ც უ ლ ი თ ე ო რ ი ა
თამაზ ბუთხუზი

- კარი 1. უმაღლეს ფასეულებებზე
შეთანხმება
- თავი 1. ს ა წ ყ ი ს ი

(გაგრძელება იქნება)

#მატრიცულითეორია
#საქართველოს #პოლიტიკა #ევროპული მაუწყებელი • Mautskebeli მთავარი News • Mtavari News საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

12/12/2025

მერე რატომ არ გვისმენთ ერთი წელია ქუჩაშია ხალხი? რატომ გაუშვით ხმამაღლა აზრის დაფიქსირებისთვის ხალხი სამსახურებიდან? რატომ დალეწეთ ხალხი ვინც აპროტესტებდა? რატომ დასაჯეთ მაშხალის სროლისთვის ხალხი ხუთმაგად და რატომ არ აგებინეთ პასუხი მოქალაქეების დალეწვისთვის? ჩვენი ქალაქის მერი რატომ თავხედობს მოქალაქეების მიმართ?

12/12/2025

🇬🇪რუსთაველზე ხალხი დგას და გამვლელები გადაადგილდებიან. დემონსტრანტები არავის უკეტავენ გზას. ასეთია ყველა საღამო. ეს არის პირველი ვიდეო.

მეორე ვიდეოში პოლიციელები უკეტავენ გზას დემონსტრანტებს - კანონის მუხლის მითითების გარეშე, განმარტების გარეშე უშლიდნენ დემონსტრანტებს გადაადგილებას. ეს კანონის დარღვევაა კლასიკური ვერსია.

ძალიან ხშირად პოლიციელებს ჰგონიათ რომ მათი ნებისმიერი მოთხოვმა დაკმაყოფილებული უნდა იყოს მოქალაქეების მხრიდან და არანაირ განმარტებას არ იძლევიან - ეს არასწორია, არაკანონიერია, თუნდაც იმ კანონმდებლობითაც კი რაც დღეს გვაქვს ანუ სამართლიანობის თუ უსამართლობის იმ დონეზეც კი რაც გვაქვს, კანონს არღვევენ კანონის ,,დამცველები”

შეკრების და მანიფესტაციის კანონში ცვლილება გულისხმობს იმას რომ ნებისმიერი შეკრება საჯარო სივრცეში, ნებისმიერი მოტივით, თუნდაც არაპოლიტიკური და რაღაც სხვა ინტერესით, შეუაძლია მოაქციოს ამ კანონში და მოქალქეები დააკავონ ამ ცვლილების საფუძველზე. ეს ,,ქართული ოცნების” მიერ საზოგადოების კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმია - დასრულდა ის ეპოქა რომელიც გულისხმობდა ხმის ამოღების თავისუფლებას.

ჩვენ იმიტომ ვაგებთ რომ ცოტანი ვართ აქტიურები. თუმცა თუ ხუთასიათასი გამოვალთ ქუჩაში ეს სურათს შეცვლის, ეს წარმოიდგენლად მიგვაჩნია? ისე რეალურია. ორასიათასი რომ ვიყავით რა შეიცვალა, ის დასაწყისი იყო, ახლა სხვა დროა.

#ევროპული #პოლიტიკა #საქართველოს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მთავარი News • Mtavari News მაუწყებელი • Mautskebeli TV Imedi ქართული ოცნება / Georgian Dream შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

10/12/2025
09/12/2025

მ ა ტ რ ი ც უ ლ ი თ ე ო რ ი ა
🇬🇪 თამაზ ბუთხუზი (გაგრძელება)

კარი 1. უმაღლეს ფასეულებებზე შეთანხმება. თავი 1. შესავალი:

- როგორ ჯობია აღვზარდოთ შვილი?
- დაბადე წესიერ სახელმწიფოში!
ქ ს ე ნ ო ფ ი ლ ე

… ყველა, ვინც მეცნიერების ისტორიით ოდნავ მაინც დაინტერესებულა, დაგვეთანხმება, რომ სხვადასხვა დროსა და სივრცეში, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, ერთი და იმავე მოვლენასა თუ პრობლემაზე უამრავი თეორია არსებობდა და არსებობს.

ამავე დროს, თითოეული თეორიის ავტორი, საკუთარი აზროვნების შედეგს უტყუარ ჭეშმარიტებად მიიჩნევდა; არც საკუთარ, არც სხვის ნერვებსა და ენერგიას არ ინანებდა, რათა სხვისი თეორია პრიმიტიულ სისულელედ გამოეცხადებინა, მაშინაც კი, თუ აღნიშნული თეორია სამყაროში მიმდინარე მოვლენებს მშვენივრად ხსნიდა.

მეცნიერების ნებისმიერ დარგში შოკისმომგვრელია თეორიათა სიმრავლე. ამ მხრივ სოციალური თუ სამართლის ფილოსოფიაც არაა გამონაკლისი.

ეს გააზრება იწყება _ ”პტახოპეტის სწავლებით” (XXVIII საუკუნე ჩვ.წ.აღ-მდე), “მკვდართა წიგნით” (XXV საუკუნე ჩვ.წ.აღ-მდე), თხზულებით _ “ჰერაკლეოპოლისელი მეფის სწავლება შვილისადმი” (XXIII საუკუნე ჩვ.წ.აღ.-მდე) და დღესაც დიდი ენთუზიაზმით გრძელდება.

ეთნოსის, ერის, საზოგადოების, სახელმწიფოს წარმოქმნის შესახებ აზრს, სოციალური ფილოსოფიის სპეციალისტების გარდა, მრავალი ცნობილი პიროვნებაც გამოთქვამდა.
შედეგი კი ისაა, რასაც გარშემო ვხედავთ.

არა, აქ ირონია არაფერ შუაშია, უბრალოდ, პრობლემა, მართლაც, ურთულესია.

იმედის მომცემი კი ისევ მეცნიერების ისტორიაა, რომლის თანახმად, ყოველ შემდგომ პერიოდში, ან თეორიათა რიცხვი მცირდება, ან ადგილი აქვს თეორიათა გაერთიანებას. . . .

#მატრიცულითეორია
I კარი, I თავი, ს ა წ ყ ი ს ი
თამაზ ბუთხუზი

(გაგრძელება იქნება)

#საქართველოს #პოლიტიკა #საქართველო #ევროპული

06/12/2025

‼️ე.ი. ,,ქართულმა ოცნებამ,” ,,შსს”-მ და ,,სუს”-მა საკუთარი თავი გამოიძიეს და დანაშაული ვერ აღმოაჩინეს.

თან ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ მხოლოდ სუს-მა ჩაატარა ეს გამოძიება, ანუ მაქსიმალურად ჩაკეტილი სივრცე შექმნეს, უწყებათაშორისი გამოძიებაც კი არ ჩაატარეს რომ რამე ინფორმაციას არ გასულიყო.

არაფერს ვამბობ რომ არ იყო არც ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტების და არც საერთაშორისო ორგანიზაციები.

ვის სჯერა ასეთი გამოძიების?!

შეგახსენებთ: ქართულმა ოცნებამ, შსს-ს არ ათქმევინა რა ნივთიერება გამოიყენა. ეს მოთხოვნა ერთი წლის წინ უამრავმა ქართველმა დააყენა, რატომღაც არა მოხდა რეაგირება და რეაგირება მოხდა მხოლოდ BBC-ს ჩარევის შემდეგ‼️

#პოლიტიკა #ევროპული საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მთავარი News • Mtavari News TV Imedi მაუწყებელი • Mautskebeli ქართული ოცნება / Georgian Dream შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

04/12/2025

🇬🇪 ვის სჯერა ამ გამოძიების?!

ერთი წელია არ ასახელებენ აქციის წინააღმდეგ გამოყენებულ ნივთიერებებს:

‼️მოწამლეს რუსთაველის მიმდებარედ
მოსწავლე ბავშვები;

‼️მოწამლეს რუსთაველზე
მაცხოვრებლები;

‼️ მოწამლეს პოლიციელები;

‼️ ნაძვის ხეზე დაპატიჟეს მოქალაქეები არასრულწლოვანი ბავშვებით მაგრამ თავად ბავშვების გარეშე ბრძანდებოდნენ;

‼️ აქციის ათასობით მონაწილის მოწამვლაზე არაფერს ვამბობთ;

საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა - გაასაჯაროვეთ რა იყო დამოყენებული, რომ სამკურნალო პროცესები ვმართოთ - ერთი წელია არაფრად ჩააგდეს და მხოლოდ მერე დაიწყეს გამოძიება როცა ევროპელებმა შეარყიეს - ეს არის მათი ქართველობა, სუვერენიტეტი, კონსტიტუციის პატივისცემა და საზოგადოების მსახურება.

თუ არაფერი ჰქონდათ დასამალი, რატომ არ გაასაჯაროვეს თავის დროზე?

აქ მეორე საკითხიც არის: რამდენად ჰქონდათ უფლება ნებისმიერ ნივთიერებაგარეული ჭავლი გამოეყენებინათ დიდ მასაზე?

სხვაობაა აგრესიული დემონსტრანტების და არააგრესიული დემონსტრანტების მიმართ გამოყენებაზე როცა აქციას იშლება.

აქციებზე აგრესია ვისგან დაიწყო, ეგ კიდევ ცალკე თემაა, რომლის მტკიცებულებებსაც წარმოგიდგენთ.

#საქართველოს #ევროპული მაუწყებელი • Mautskebeli TV Imedi მთავარი News • Mtavari News შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ქართული ოცნება / Georgian Dream

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00
Saturday 09:00 - 19:00
Sunday 09:00 - 19:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დაინახე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category