სახელოსნო, ეს არის ადგილი, რომელიც თითქოს უსასრულობის ნიშანთან ასოცირდება, რადგან მისი მიმართულება უსაზღვროა, როგორც ადამიანის. ის, რაც გარეთ არის, ყველაფერი ჩვენშია. თეას სახელოსნოში შენ შეძლებ შეისწავლო: ხატვა- ფერწერა, ხატვა-კერამიკა. Ასევე, შეძლებ თვითშემეცნებას სხვადასხვა თერაპიული მოდელით.
ხატვა-ფერწერა: გრაფიკა, როგორც სააბიტურო, ასევე სამოყვარულო დონეზე კომპოზიცია, თავისუფალი თემა შერეული ტექნიკით, სახვითი ხელოვნება-კოლაჟი.
კერამიკა: შესწავლა პრაქტიკული კუთხით, შესაძლებელია როგორც კურსის, ასევე ერთჯერადი ვიზიტის სახით, კერამიკაზე ხატვა.
თერაპია: თვითშემეცნება სხვადასხვა თერაპიული მოდელით.
არტ-თერაპია არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესია, რომელიც იყენებს ხელოვნების შემოქმედებით პროცესს, ფიზიკური, გონებრივი და ემოციეური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. ეს ემყარება რწმენას, რომ შემოქმედებითი პროცესი, რომელიც მხატვრულ თვითგამოხატვაშია ჩართული ადამიანებს კონფლიქტებისა და პრობლემების მოგვარებაში, შინაგანი პიროვნული უნარების განვითარებაში, ქცევის მართვაში, სტრესის შემცირებაში, თვითშეფასების ამაღლებასა და ცნობიერების გაზრდაში ეხმარება.
არტი როგორც თერაპია: ხელოვნება, როგორც თერაპია არის ის, როდესაც ხელოვნების შექმნის აქტივობობები გამოიყენება, როგორც თერაპიული საშუალება სამკურნალო პროცესის, გონების გასუფთავებისა და საკუთარი თავის განვითარებისთვის.
არტ თერაპია:
არტ თერაპია ორ კატეგორიად იყოფა:
1. Ხელოვნება, როგორც თერაპია.
2. ხელოვნების ფსიქოთერაპია.
სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მათი ერთად გამოყენება.
არტ ფსიქოთერაპია
ხელოვნების ფსიქოთერაპია არის ექსპრესიული თერაპიის ფორმა, რომელიც ემყარება აზრს, რომ ხელოვნება არის სიმბოლური კომუნიკაციის საშუალება.
თერაპიები:
მე და მე: მუშაობა ნეიროგრაფიკის მიმართულებით. ნეიროგრაფიკა ქვეცნობიერთან კომუნიკაციის არავერბალური საშუალებაა, ეს არის ცნობიერების გარდაქმნის გრაფიკული მეთოდი, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი ნერვული კავშირები თავის ტვინში და შესაბამისად, შეცვალოს აზროვნება და გამოიწვიოს ცხოვრებაში სწრაფი პოზიტიური ცვლილებები.
გამოხატე თავი შენი: სინესთეზიური არტი. სინესთეზია წარმოადგენს რეალობის აღქმის ისეთ მოვლენას, როდესაც გრძნობის ერთი ორგანოს ამოქმედების დროს ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომელიც ამ ორგანოსთვის დამახასიათებელი არ არის .
კარს მიღმა: შეხვედრა შინაგან ბავშვთან. სანამ რაიმეს მოიშორებ უნდა იცოდე, რომ ის არსებობს.
გამოძერწე შენი ემოცია: სულის შემოქმედება, ემოციური ბალანსი, შფოთის დასასრული, განთავისუფლება.
თეას სახელოსნო თანამშრომლობს Nano Ceramics-თან. Singing bowl, მომღერალი თასი:
ხმის თერაპია რეგენერაციის უძველესი ფორმაა, რომელიც ტიბეტში 6000 წლის წინ ‘’სულიერმა ტურისტებმა’’ აღმოაჩინეს. გონგის ხმა რასაც ის გამოსცემს, ტვინის ორივე ნახევარსფერო ბალანსში მოჰყავს. ხელს უწყობს სტრესის მოხსნას, ორგანოებიდან ტოქსინებს გამოდევნის და ა.შ. თერაპიის შემდეგ ემოცია მშვიდია, ხოლო გონება უფრო ნათელი. მისი ვიბრაცია გავლენას მთელ სხეულზე ახდენს.