ფუსფუსი // Puspussy

ფუსფუსი // Puspussy Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ფუსფუსი // Puspussy, Tbilisi.

ისწავლე როგორ დაიცვა საკუთარი თავი ✊
რჩევები • ტექნიკები • საზღვრები
ვორქშოფები და სხვა 👇🏻

https://forms.gle/tLoUYKNmXaWEu2uXA

✊ Support: GE22TB7075036070100001 “ფუსფუსი” ფემინისტი აქტივისტების გაერთიანებაა, რომლის მიზანია საქართველოში ქალების გაძლიერება და მხარდაჭერა.

ამიტომაც ვცდილობთ შევქმნათ ქალებისთვის კომფორტული და უსაფრთხო სივრცე, სადაც თავისუფლად გავუზიარებთ ერთმანეთს ცოდნებსა და გამოცდილებებს და მხარს დავუჭერთ ერთმანეთის წამოწყებებსა და გეგმებს.

“ფუსფუსის” სივრცეში გთავაზობთ:
✅ საგანმანათლებლო ტრენინგებსა და ვორქშოფებს
✅ თვითზრუნვის პრაქტიკებს
✅ საბაზისო ცოდნებს freelance მუშაობისთვის
✅ ციფრული უნარების განვითარებას
✅ და სხვა საინტერესო და სასარგებლო დისკუსიებს, ლექციებსა და ვორქშოფებს.

იფუსფუსე ჩვენთან ერთად ^^

24/09/2026

შეხსენება, რომ უსაფრთხოება წვრილმანებშია 🛡️ #თავდაცვა #უსაფრთხოება #ფუსფუსი

21/09/2026

⚠️ გაფრთხილება:
შეურაცხმყოფელი და ლანძღვის შემცველი კომენტარები წაიშლება.
✔️მიიღება მხოლოდ ჯანსაღი დისკუსია და კონსტრუქციული კრიტიკა.

შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო ყველასთვის! 💜

#ფუსფუსი #უსაფრთხოება #თავდაცვა #საზღვრები #პირადისივრცე

09/09/2026

თქვენ რა უსაფრთხოების გზებს მიმართავთ ღამე გადაადგილებისას? 💬 #ფუსფუსი #უსაფრთხოება #ქალებისუსაფრთხოება #თავდაცვა

07/09/2026

უსაფრთხოება ჩვევაა, რომელსაც ყოველდღიურად ვავითარებთ ✊🏻 🛡️
ახლა თქვენგან ველოდებით - „მე ფუსფუსის გამომწერი ვარ და რა თქმა უნდა...“ 👇💬 #ფუსფუსი #უსაფრთხოება #ქალებისუსაფრთხოება

01/09/2026

💬 თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში მსგავსი თემატიკის ვორქშოფების ჩატარება და კიდევ რა სივრცეებში ისურვებდით მათ ნახვას? გაგვიზიარეთ კომენტარებში! 💜 #თავდაცვა #უსაფრთხოება

29/08/2026

✋მტკიცე „არა“ ან ხმამაღალი შეძახილი ხშირად საკმარისია საფრთხის შესაჩერებლად, სანამ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივა.
⚠️თუმცა თუ გრძნობ რო დაპირისპირება გარდაუვალია ვმოქმედებთ ფორმულით:
🔺მოულოდნელი შეძახილი (არა! გაჩერდი! არ გიცნობ! ხელი გამიშვი! მომშორდი! უკან დაიხიე! თავი დამანებე! მეთვითონ! არ შემეხო! მიშველეთ! პოლიცია გამოიძახეთ! და ა.შ.)
🔺მოულოდნელი ძლიერი დარტყმა სუსტ წერტილებში (ცხვირი, ფეხებსშუა…)
🔺გაქცევა ‘სამშვიდობოს’/მხარდამჭერის ჩართვა
#ფუსფუსი #თავდაცვა #უსაფრთხოება

28/08/2026

სოლო მოგზაურობა ბევრის ოცნებაა, თუმცა უსაფრთხოებაზე ნერვიულობის გამო ნაბიჯის გადადგმა ხშირად გვიჭირს. ეს სრულიად ბუნებრივია! ✨

არსებობს მარტივი წესები, რომლებიც მოგზაურობას ბევრად უსაფრთხოს და მშვიდს გახდის:
📍გაუზიარე შენი გეგმა და live-ლოკაცია min. 1 მეგობარს.
🗺️ წინასწარ გადმოიწერე offline რუკები.
🏕️ ნუ ეტყვი უცნობ ადამიანებს რომ მარტო მოგზაურობ, რას გეგმავ ან სად რჩები.
👭თუ უცნობი საეჭვოდ გელაპარაკება - ახსენე, რომ მეგობართან ერთად ხარ და შემდეგ ლოკაციაზე გელოდება.
🤳არ დადო სთორები და პოსტები რეალურ დროში და მხოლოდ მას შემდეგ გააზიარე, რაც იმ ადგილს დატოვებ.
🛜 გქონდეს საკუთარი მობილურის ინტერნეტი, რომ მხოლოდ უფასო Wi-Fi-ზე არ იყო დამოკიდებული.
📱მობილური საკიდით გადაიკიდე, ან ჩანთაზე/ტანსაცმელზე მიიმაგრე.
😎 უცნობ ადგილებშიც თავდაჯერებულად იარე, თითქოს ეს ადგილი კარგად იცი.
🛏️ თუ Airbnb-ში რჩები, ჯობია მასპინძელი/ბინის მეპატრონე ქალი იყოს.
⚠️ყოველთვის ენდე ინტუიციას! თუ გრძნობ, რომ რაღაც ისე ვერ არის - დატოვე სიტუაცია, თუნდაც თანხა უკვე გადახდილი გქონდეს. უსაფრთხოება ყოველთვის პრიორიტეტია!
🚎 წინასწარ დაგეგმე ტრანსპორტირების ვარიანტები და ნუ დარჩები ავტოსგოპის იმედად. იცოდე რომ მაღალი რიაკის ქცევაა და მთლად გამართლებაზე გათვლა არ გააკეთო.
💧🥪🔋ატარე წყალი, საკმარისი საკვები, Power-Bank/მობილურის დამტენი, მზისგან დამცავი, სათვალე, საწვიმარი და პირველადი დახმარების ნივთები, ყოველი შემთხვისთვის.

🫂აბა, კეთილი მგზავრობა/მოგზაურობა!

⬇️ შეინახე ვიდეო უსაფრთხო სოლო მოგზაურობისთვის და გაგვიზიარე შენი რჩევებიც კომენტარებში 💬 #უსაფრთხოება #სოლომოგზაურობა

26/08/2026

პატარა, ყოველდღიურმა ჩვევებმა შეიძლება ხშირად ძალიან დიდი საფრთხე აგვარიდოს - შენ რომელში ამოიცანი საკუთარი თავი? #ფუსფუსი #უსაფრთხოება #თავდაცვა

25/08/2026

ლიფტის უსაფრთხოება იწყება არა უშუალოდ ლიფტში, არამედ მაშინ როდესაც ველოდებით.

ამიტომ დაიმახსოვრე:
• არ დადგე ზურგით ვინმეს წინ
• დადექი ისეთ წერტილში, საიდანაც დაინახავ რა ხდება გარშემო
• შეინახე ტელეფონი და ყურსასმენები, აქტიურად აკონტროლე გარემო

გახსოვდეს, სიტუაციური ანალიზი ყოველთვის არის უსაფრთხოების პირველი წესი.

ჩვენ გიზიარებთ ამ ინფორმაციას, რადგან ყველა ჩვენგანი იმსახურებს იაროს ნებისმიერ სივრცეში მშვიდად, მივიდეს სახლში უსაფრთხოდ და იყოს თავდაჯერებული.
#უსაფრთხოება #თავდაცვა #ფუსფუსი

24/08/2026

უსაფრთხოება პარანოია არ არის, ეს პრევენციაა! პირველი ვიდეოს შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ თემებზე საუბარი — სანამ ვიღაცისთვის ეს „ხუმრობაა“, ჩვენთვის ყოველდღიური რეალობა და სტატისტიკაა. #ფუსფუსი #უსაფრთხოება

Address

Tbilisi
0105

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფუსფუსი // Puspussy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ფუსფუსი // Puspussy:

Shortcuts

Share