Center for Migration and Diaspora Studies

Center for Migration and Diaspora Studies ცენტრი დაარსდა 2020 წელს და წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალ კვლევით ერთეულს.

2026 წლის 5 სექტემბერს ტალინში წარმატებით დასრულდა ევროპული სამეცნიერო ქსელის - COST Action TraFaDy-ის, ოთხწლიანი პროექტ...
19/09/2026

2026 წლის 5 სექტემბერს ტალინში წარმატებით დასრულდა ევროპული სამეცნიერო ქსელის - COST Action TraFaDy-ის, ოთხწლიანი პროექტი, რომლის მუშაობაშიც აქტიურად იყო ჩართული გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლელა გოგინავა.
მისი ინტენსიური სამეცნიერო თანამშრომლობის ორწლიანი პერიოდი გამოირჩევა ნაყოფიერი აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობით, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა პროექტის განვითარებაში, კერძოდ:
საერთაშორისო სამეცნიერო პუბლიკაციები: უცხოელ კოლეგებთან თანაავტორობით მომზადდა მნიშვნელოვანი ერთობლივი კვლევითი სტატიები და სამეცნიერო კრებულები, რომლებიც სიღრმისეულად იკვლევს მულტილინგვურ კლასებში მასწავლებელთა პრაქტიკას, მათ მედიატორულ როლს ტრანსნაციონალური ოჯახების ბავშვებისთვის და მიგრანტი ფონის მქონე სტუდენტების საგანმანათლებლო პოლიტიკის გამოწვევებს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. მომზადებული სტატიები უახლოეს მომავალში პრესტიჟულ აკადემიურ ჟურნალებში გამოქვეყნდება;
აკადემიური წარმომადგენლობა საერთაშორისო კონფერენციებზე: პროექტის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი კვლევების შედეგები წარდგენილ იქნა შვედეთსა და პორტუგალიაში გამართულ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციებზე. აღსანიშნავია, რომ ლისაბონში ჩატარებულ სამეცნიერო ვორკშოპზე ლელა გოგინავა წარმოადგენდა ღონისძიების თანაორგანიზატორსა და სამეცნიერო კომისიის წევრს, ასევე, მოდერაციას უწევდა სესიას;
პრაქტიკული სახელმძღვანელოების თარგმანი და ადაპტირება: მკვლევრის უშუალო ძალისხმევით, ქართულ ენაზე ითარგმნა მიგრაციის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორი ჩარჩო დოკუმენტი. მათგან უკვე ხელმისაწვდომია „ტრანსნაციონალურ ოჯახებთან მუშაობის ეთიკა - პრაქტიკული სახელმძღვანელო“. ამასთან ერთად, საქართველოს შესახებ მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი ეროვნული ანგარიშით: Policy Brief Live-In Country Reports;
შემაჯამებელი ღონისძიება ტალინში: პროექტის დასკვნით კონფერენციაზე გამართულ გამოფენაზე ავტორმა ფართო საზოგადოებას წარუდგინა აკადემიური პოსტერი, რომლის ნახვაც შესაძლებელია ბმულზე — Not a Place, But a Presence: Four Journeys Home.
აღნიშნულმა პროექტმა საფუძველი ჩაუყარა არა მხოლოდ უდიდეს აკადემიურ გამოცდილებას, არამედ მყარ საერთაშორისო კავშირებსა და წამყვან უცხოელ მეცნიერებთან სამომავლო თანამშრომლობის ფართო პერსპექტივებს.
მოპოვებული საერთაშორისო აღიარება და გამოცდილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისა და უშუალოდ მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრისთვისაც. ევროპულ სამეცნიერო ქსელთან მჭიდრო, ნაყოფიერი, თანამშრომლობა მნიშვნელოვნად აძლიერებს კვლევითი ცენტრის ინსტიტუციურ პოტენციალს და ხელს უწყობს მის ინტერნაციონალიზაციას. ეს ყველაფერი ქმნის მყარ პლატფორმასა და ახალ შესაძლებლობებს უნივერსიტეტის მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის, რათა ისინი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ მაღალი სტანდარტის მქონე ევროპულ კვლევით საქმიანობაში.

2026 წლის 25-28 აგვისტოს ვარშავაში ევროპელ სოციოლოგთა ასოციაციის (ESA) მასშტაბური კონფერენცია გაიმართა. სოციოლოგიისა და ...
19/09/2026

2026 წლის 25-28 აგვისტოს ვარშავაში ევროპელ სოციოლოგთა ასოციაციის (ESA) მასშტაბური კონფერენცია გაიმართა. სოციოლოგიისა და მომიჯნავე მეცნიერებების სფეროში ESA ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული აკადემიური პლატფორმაა, რომელსაც წელს ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტებიდან და უნივერსიტეტებიდან 3000-მდე მონაწილე სტუმრობდა.

ამ პრესტიჟულ ფორუმზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი გახლდათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლელა გოგინავა. სესიაზე – „მიგრაცია და გენდერი სამხრეთ ევროპის საზოგადოებებში“, მან აუდიტორიას გაუზიარა სიღრმისეული ანალიზი საქართველოსა და სამხრეთ ევროპას შორის ცირკულარული მიგრაციის ტრაექტორიებში არსებული გენდერული პარადოქსებისა და სოციალური იძულების საკითხების შესახებ. გამოსვლამ საერთაშორისო კოლეგების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, რისი დასტურიც იყო ერთდროულად მიღებული ხუთი შეთავაზება ერთობლივი კვლევების განხორციელების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ESA-ს კონფერენციაზე წარსადგენად აბსტრაქტები გადის მკაცრ, ორმაგ ანონიმურ რეცენზირებას (peer review), სადაც მაღალი კონკურენციის პირობებში მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვლევები შეირჩევა. შესაბამისად, ასეთ მასშტაბურ ფორუმზე ქვეყნის ერთადერთ მომხსენებლად ყოფნა მკვლევრის უდიდესი პროფესიული აღიარებაა. ეს უზრუნველყოფს ქართული რეალობის ევროპულ სამეცნიერო დისკურსში ინტეგრირებას და ზრდის როგორც ავტორის, ისე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საერთაშორისო ცნობადობას.

თანამედროვე განათლება - თანამედროვე უნივერსიტეტში

2026 წლის 25-28 აგვისტოს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა და მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის...
05/09/2026

2026 წლის 25-28 აგვისტოს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა და მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლელა გოგინავამ მონაწილეობა მიიღო ქ. ვარშავაში (პოლონეთი) გამართულ ევროპელ სოციოლოგთა ასოციაციის კონფერენციაში, რომელმაც ევროპის უნივერსიტეტებიდან 3000-მდე მონაწილეს მოუყარა თავი. იგი ერთადერთი წარმომადგენელი იყო საქართველოდან.
სესიაზე, რომლის თემასაც წარმოადგენდა „მიგრაცია და გენდერი სამხრეთ ევროპის საზოგადოებებში“ (Migration and Gender in Southern European Societies), ლელა გოგინავამ წარადგინა მოხსენება თემაზე: „Beyond the Return: Gendered Paradoxes and Social Coercion in the Circular Migration Trajectories between Georgia and Southern Europe“, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. მსგავსი აქტიური ჩართულობა და მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვნად აძლიერებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ავტორიტეტს გლობალურ აკადემიურ სივრცეში.

On August 25-28, 2026, Lela Goginava, Assistant Professor at Grigol Robakidze University and Director of the Center for Migration and Diaspora Studies, participated in the European Sociological Association conference held in Warsaw, Poland. The event brought together up to 3,000 participants from universities across Europe. She was the sole representative from Georgia.
During the session themed "Migration and Gender in Southern European Societies," Lela Goginava presented a paper titled "Beyond the Return: Gendered Paradoxes and Social Coercion in the Circular Migration Trajectories between Georgia and Southern Europe," which received high praise. Such active involvement and the experience gained significantly strengthen the reputation of Grigol Robakidze University in the global academic space.

28/08/2026

-ის პროექტის ფარგლებში
მომზადდა და ოფიციალურად გამოქვეყნდა ინგლისურენოვანი ბროშურა: „Ethics in Working with Transnational Families: Practical Guidelines for Social Protection Professionals”, რომელიც უკვე 15 ენაზეა ხელმისაწვდომი, მათ შორის ქართულად.
📌 რას წარმოადგენს ეს დოკუმენტი და რატომ ითარგმნა იგი სხვადასხვა ენაზე?
სახელმძღვანელო შექმნილია მიგრანტებთან და მათ ოჯახის წევრებთან მომუშავე სოციალური მუშაკების, მკვლევრებისა და პრაქტიკოსების დასახმარებლად. მთავარი მიზანი იყო, რომ ეს ღირებული ცოდნა მხოლოდ აკადემიურ სივრცეში არ დარჩენილიყო და ფართო საზოგადოებისთვისაც გლობალურად ხელმისაწვდომი გამხდარიყო.
🇬🇪 რა სარგებელი მოაქვს ამ პროექტს საქართველოსთვის?
ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც მიგრაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და უამრავი ტრანსნაციონალური ოჯახი არსებობს, მსგავსი პროფესიული რესურსების ქართულ ენაზე არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული სახელმძღვანელო საქართველოს სოციალური დაცვის სფეროს პროფესიონალებს, პედაგოგებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს დაეხმარება, გაეცნონ თანამედროვე საერთაშორისო მიდგომებს. შედეგად, ისინი შეძლებენ, უფრო ქმედითად და ეთიკური პრინციპების მკაცრი დაცვით დაუჭირონ მხარი მიგრაციის პროცესში ჩართულ ოჯახებს.
🔗 დოკუმენტის ქართულენოვანი ვერსიის სანახავად ეწვიეთ ბმულს:

20/07/2026

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც საზოგადოებას წარედგინა ახალი მასშტაბური კვლევა.
კვლევის ავტორია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ლელა გოგინავა, ხოლო თანაავტორი – ამავე ცენტრის მკვლევარი, ტატიანა სიჭინავა.
აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს მიგრანტი მშობლების შვილების მხარდაჭერასა და მათი საჭიროებების სიღრმისეულ შესწავლას. აღსანიშნავია, რომ მოცემულ თემაზე ეს არის პირველი სრულმასშტაბიანი კვლევა, რომელმაც საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. მისი მთავარი ამოცანაა, შექმნას მყარი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საფუძველი მიგრანტი ოჯახებისა და მათი შვილების კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად.
მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრი დიდ მადლობას უხდის Civitas Georgica, -ს და ყველა იმ პროფესიონალს, ვისი ჩართულობითაც ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება გახდა შესაძლებელი.


On July 3rd of the current year, the summarizing event of "Civitas Georgica" was held, featuring the presentation of a new large-scale research study.
The author of the research is Lela Goginava, Assistant Professor and Director of the Migration and Diaspora Research Center at Grigol Robakidze University, co-authored by Dr. Tatiana Sichinava, a researcher at the same center.
The research focuses on supporting the children of migrant parents and deeply analyzing their needs. It is worth noting that this is the first full-scale study on this topic covering all regions of Georgia. Its primary objective is to create a solid, evidence-based foundation for taking vital steps toward the well-being of migrant families and their children.
The Migration and Diaspora Research Center extends its sincere gratitude to@civitasgeorgica, Georgia], and all the professionals whose involvement made the implementation of this crucial project possible.


https://www.civitas.ge/files/Publication%20texts/LBC_Report_II_Civitas.pdf?fbclid=IwdGRjcATCst5wZG9mA2ZkaWQWUKhtd7QRToExOBT8W8AzEVOsuebt9WV4dG4DYWVtAjExAHNydGMGYXBwX2lkCjY2Mjg1NjgzNzkAAR480rBaP2j8ysH8aYLAacy3doJIrc7mAngBFIkIjQ6KBKeNw4YaSrR4dKccxA_aem_o40f_tfINKT4q2p2RDRsCg

2026 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ასისტენტ-პ...
07/07/2026

2026 წლის 29 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა და მიგრაციისა და დიასპორის კვლევების ცენტრის დირექტორმა, ლელა გოგინავამ ესპანეთში, ქალაქ ჟირონაში, მიგრაციის კვლევების პრესტიჟულ ფორუმში — IMISCOE-ს 23-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ვიზიტის ფარგლებში იგი ჩაერთო დოქტორანტთა ვორქშოფში, სადაც კოლეგებს მკვლევრის მოტივაციასა და აკადემიურ მხარდაჭერას შორის არსებულ კავშირებზე საკუთარი ხედვა გაუზიარა. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო სესიაში თემაზე: „ენა, სწავლება და კუთვნილება“, სადაც გადაწყდა სპეციალური გამოცემის (Special Issue) მომზადება, რომლის სარედაქციო ჯგუფშიც თავად იქნება წარმოდგენილი. ამასთან, კონფერენციამ შესაძლებლობა შექმნა სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებთან სამომავლო თანამშრომლობისა და ახალი პროფესიული კავშირების დასამყარებლად. საერთაშორისო ქსელში ეს აქტიური ჩართულობა და მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვნად აძლიერებს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ავტორიტეტს გლობალურ აკადემიურ სივრცეში.
From June 29 to July 2, 2026, with the financial support of Grigol Robakidze University, Lela Goginava, Assistant Professor and Director of the Center for Migration and Diaspora Studies, participated in the 23rd IMISCOE Annual Conference, a prestigious migration studies forum held in Girona, Spain. During the visit, she took part in a doctoral workshop, sharing her vision with colleagues regarding the connection between a researcher's motivation and academic support. Additionally, she participated in a session titled "Language, Teaching, and Belonging," where the preparation of a Special Issue was planned, with her serving on the editorial board. The conference also provided an opportunity to establish new professional connections with researchers from various countries for future collaboration. This active engagement in the international network and the experience gained significantly strengthen the authority of Grigol Robakidze University in the global academic space.

On May 29 of the current year, the official presentation of the large-scale research project - "Prominent and Famous For...
03/06/2026

On May 29 of the current year, the official presentation of the large-scale research project - "Prominent and Famous Foreign Migrants in Georgia" - was held at Grigol Robakidze University. The project, whose main goal is to highlight the cultural and historical traces left by migrants living in Georgia during different eras, was prepared at the university's Center for Migration and Diaspora Studies (CMDS) under the leadership of its director, Lela Goginava. Students of the Faculty of Tourism were actively involved in data collection and processing, under the supervision of Maka Piranashvili, the Head of the Tourism Bachelor's Program.
The presentation showcased the results of a long and labor-intensive research effort, which combines two main components:
Extensive Academic Database: The students created a detailed catalog encompassing the biographical data of the migrants, exact geographical coordinates (streets, buildings, memorial plaques), their nationality, and field of activity. Every entry is supported by appropriate literary and bibliographic sources.
Interactive Map: Based on the database, a dynamic map was created that visually reflects the traces of migrants across Tbilisi. Hundreds of locations are marked on the map, revealing previously unknown or understudied chapters of the history of the capital and the country from a completely new perspective.
The processing of voluminous information, the accuracy of coordinates, and the academic validity of the sources demonstrate the colossal work undertaken by the working group. An interactive map of such format, content, and precision is unprecedented in Georgia.
It is noteworthy that the created database is an extremely important resource for conducting multidisciplinary research at the university. University professors and researchers are given the opportunity to use the data purposefully to prepare new scientific-analytical papers (in the fields of history, cultural studies, tourism, or other directions), to plan grant projects, and to enrich the educational process.
In the future, it is planned to expand the scope of the project to the regions of the country and, simultaneously, to present the results of the already completed first stage of research to the general public. Furthermore, to ensure public access to the project's outcomes, a special link will be placed on the university website, through which any interested person will have free access to the created interactive map.

თანამედროვე განათლება - თანამედროვე უნივერსიტეტში

06/05/2026

თანამედროვე განათლება - თანამედროვე უნივერსიტეტში

23/04/2026

საქართველოში მყოფი მუდმივი ბინადრობის არმქონე პირებისთვის შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.

შრომითი საქმიანობის უფლების მიღების განაცხადი განიხილება სტანდარტული წესით არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო დაჩქარებული წესით - 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა პირველ ჯერზე ერთ წლამდე ვადით, შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში - კონკრეტულ დამსაქმებელსა და პოზიციაზე, თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში – კონკრეტულ საქმიანობაზე ან/და საქმიანობის კონკრეტულ სფეროზე.

პოზიციის, დამსაქმებლის ან საქმიანობის სფეროს შეცვლის შემთხვევაში საჭიროა ახალი ნებართვის მიღება.

🔗 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: labourmigration.moh.gov.ge ან დარეკეთ 1505
***

For foreign nationals in Georgia who do not hold a permanent residence permit, a work permit is issued by the State Employment Promotion Agency.

Work permit applications are processed within a maximum of 30 calendar days under the standard procedure, and within 10 working days under the accelerated procedure.

The work permit is initially issued for a period of up to one year. In the case of a labour migrant, it is granted for a specific employer and position, while for a self-employed foreign national, it is granted for a specific activity and/or field of activity.

In the event of a change in position, employer, or field of activity, a new permit must be obtained.

🔗 For more information visit: labourmigration.moh.gov.ge or call 1505

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელ...
08/04/2026

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა გოგინავამ, წარადგინა მოხსენება თემაზე: „სახლსა და საზღვარს შორის: ქალთა დაბრუნებისა და განმეორებითი მიგრაციის სოციალური, სამართლებრივი და ეკონომიკური პარადოქსები თანამედროვე საქართველოში“
Within the framework of the permanent seminar at Grigol Robakidze University, Lela Goginava, Head of the Migration and Diaspora Research Center, presented a report on the topic:"Between Home and Border: Social, Legal, and Economic Paradoxes of Women's Return and Re-migration in Modern Georgia."

Address

ი. ენუქიძის ქ. N3 დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. , ამერიკის საელჩოს მიმდებარედ)
Tbilisi
0176

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Center for Migration and Diaspora Studies posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Center for Migration and Diaspora Studies:

Shortcuts

Share