24/08/2026
სსიპ გრიგოლ კობახიძის სახელობის ქალაქ თბილისის N77 საჯარო სკოლის პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ!
📚პირველკლასელთათვის, სასკოლო ფორმების შეძენა (მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორებით, ნებისმიერი საბანკო ბარათით) შესაძლებელია სსიპ გურამ რამიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N20 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ სარეალიზაციო პუნქტში, 11:00 საათიდან 19.00 საათამდე.
❗️❗️❗️(მისამართი: ჯამბულის ქუჩა №5 ; მარი ბროსეს ქუჩა №8 )
🗓️ჩვენი სკოლისთვის , ფორმების შესაძენად განრიგით განსაზღვრულია 4 სექტემბერი.
❗️❗️❗️ადგილზე შეგიძლიათ მიიყვანოთ ბავშვი, თან იქონიეთ აუცილებლად ბავშვის დაბადების მოწმობა.
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმა უსასყიდლოდ გადაეცემა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც
✅ 1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია. დოკუმენტაციის წარდგენა არ არის საჭირო, მონაცემები ელრქტრონულად ჩატვირთულია.
✅ 2. იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
✅3. სასკოლო ფორმას ასევე მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
ძვირფასო მშობლებო, იმედი გვაქვს თქვენი ორგანიზებულობის, გთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვათ დადგენილი განრიგი! ⏰
ნებისმიერი გაუგებრობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სსიპ გრიგოლ კობახიძის სახელობის ქალაქ თბილისის N77 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას. 2 74 76 38
წარმატებებს გისურვებთ🥰
Send a message to learn more