Kharacho.ხარაჩო

Kharacho.ხარაჩო

Share

საბავშვო საგანმანათლებლო დაწესებულება

26/04/2025

რა იწვევს დაბალ თვითშეფასებას მოზარდობის წინა ასაკში?

მცირეწლოვან ბავშვებს აქვთ ძალიან მაღალი თვითშეფასება, რომელიც შეიძლება დაქვეითდეს მოზარდობის წინა პერიოდში. ამას, როგორც წესი, რამდენიმე მიზეზი აქვს:

შედარება სხვებთან
6-11 წლის ასაკში ბავშვები იწყებენ საკუთარი თავის შედარებას თანატოლებთან. ეს ხდება, როგორც შემეცნებითი, ისე სოციალური მიზეზების გამო.
ფსიქოლოგი ერიკ ერიკსონი მიიჩნევდა, რომ თვითშედარება ამ ასაკის ბავშვების უდიდესი გამოწვევაა. მისი აზრით, მათი მთავარი კონფლიქტია კომპეტენტურობის განცდა არასრულფასოვნების განცდის წინააღმდეგ.

თავის არაკომპეტენტურად გრძნობა
თუ ბავშვი გააცნობიერებს, რომ მისი ძალისხმევა არც ისე კარგია, როგორც მისი თანატოლებისა, შეიძლება დაუქვეითდეს თვითშეფასება. თუმცა, ეს ვრცელდება მხოლოდ იმ სფეროზე, რომელიც მას მნიშვნელოვნად მიაჩნია. მაგალითად, თუ არ აფასებს მუსიკას, შესაძლოა არ მოახდინოს გავლენა მასზე იმან, რომ მისი მეგობარი უკეთ უკრავს.

მაღალი მოთხოვნები ახლობლებისგან
ადრეული და შუა ბავშვობის პერიოდში, მშობლები და მასწავლებლები ცდილობენ შეაქონ მათი ნებისმიერი ძალისხმევა, მოზარდობის მოახლოებისთანავე კი უფრო მეტს ელიან ბავშვებისგან; ძალისხმევას ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ შესრულებას – კიდევ უფრო მეტი. შედეგად, ამ ასაკის ბავშვები არა მხოლოდ საკუთარ თავს ადარებენ თანატოლებს, არამედ ისინი ისმენენ, როგორ ადარებენ მათ სხვებს.

სხვისი იმედგაცრუების აღქმა
თუკი ბავშვს სჯერა, რომ მშობელი ან საყვარელი მასწავლებელია იმედგაცრუებულია მის გამო, შეიძლება ამან უარყოფითად იმოქმედოს მის თვითშეფასებაზე. აშკარაა, რომ მშობლებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ბავშვებში ჯანსაღი თვითშეფასების შენარჩუნებაში. და აი როგორ:

მოუსმინეთ და ყურადღება მიაქციეთ
ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ჩვენს შვილებს შეგვიძლია გავუკეთოთ, არის დრო და მთელი ყურადღება. ეს ფაქტი განსაკუთრებით მართებულია თვითშეფასების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. თუნდაც ათი წუთით რომ გაესაუბროთ ყურადღების გადატანის გარეშე, ეს მეტია ვიდრე, 3 საათი “ერთად” ყოფნა, მაგრამ მისი არ მოსმენა.
იყო კარგი მსმენელი – ნიშნავს არ შესთავაზო განსჯა, კრიტიკა ან თუნდაც რჩევა. უბრალოდ მოისმინეთ, რას ამბობს თქვენი შვილი და გაიმეორეთ მისი კომენტარები, რათა მიახვედროთ, რომ აქტიურად უსმენთ. მაგალითად, თუ ის საუბრობს მის მასწავლებელზე და მეგობრებზე, რომლებიც მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე ფიქრობენ, შეიძლება თქვათ: “შენ თავს ისე გრძნობ, თითქოს არავინ ფიქრობს შენზე სკოლაში”. თავიდან შეიძლება ეს უცნაურად ჩანდეს, მაგრამ რეგულარული, ამრეკლი მოსმენის სესიები ბავშვს დაეხმარება მიიღოს საკუთარი განცდები.

მიეცით მას მარცხის უფლება
წარუმატებლობის წინაშე მდგრადობამ შეიძლება შეამციროს შფოთვისა და დეპრესიის რისკი. ბავშვებმა შეიძლება ისწავლონ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მას და არა თავი აარიდონ.
ადამიანები იძენენ კომპეტენტურობის გრძნობას ახალი გამოწვევების გათვალისწინებით და მათში წარმატების მიღწევით. თუ წარუმატებლობას უარყოთად შეხვდებით, თქვენს შვილს დაუკარგავთ ახალი რამეების ცდის სურვილს.

მიეცით მაგალითი
ამ ასაკის ბავშვები სწავლობენ ჯანსაღ თვითშეფასებას მათთვის ძვირფას უფროსებზე დაკვირვებით. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რამდენად ხშირად აკეთებთ დამამცირებელ კომენტარებს საკუთარ თავზე, როგორიცაა “მე მსუქანი ვარ” ან „ვერასდროს მივაღწევ რამეს“. რამდენადაც შეიძლება უთხრათ თქვენს შვილს, რომ ის მშვენიერია და ყველაფერი შეუძლია, ის უფრო მეტს ისწავლის თქვენი საქციელით, ვიდრე თქვენი სიტყვებით. ამიტომ, საკუთარი თვითშეფასების ასამაღლებლად მუშაობამ შეიძლება პირდაპირი სარგებელი მოუტანოს თქვენს შვილს. ეს ხანგრძლივი პროცესია. ამასობაში, შეგიძლიათ იმუშაოთ თქვენი უარყოფითი კომენტარების დაკავებასა და შემცირებაზე. ასე არა მხოლოდ თქვენ იგრძნობთ თავს კარგად, არამედ თქვენი შვილიც.


წყარო: დედამ იცის

24/04/2025

22/04/2025

ვისაც შეგხვდებათ პოსტი,მოიწონეთ. გვერდის აქტიურობას ვიწყებთ ისევ

21/04/2025

გაჯეტებზე დამოკიდებულება თანამედროვე საზოგადოების აქტუალური პრობლემაა. ვირტუალურ სამყაროში ჩვენ საათებს ვატარებთ, ვშორდებით რეალურ ცხოვრებას, ზიანს ვაყენებთ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობა
განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს გაჯეტები ბავშვებზე. რაც ყველაზე ცუდია, ბევრი მშობელი თვითონ აჩვევს ბავშვს სმარტფონსა თუ პლანშეტს. არსებობს მიზეზთა ერთობლიობა, რის გამოც არ უნდა მისცეთ ბავშვებს ისინი.

0-დან 3 წლამდე პერიოდი მნიშვნელოვანია მხედველობის განვითარებისთვის, სამეტყველო აპარატისა და სიტყვების მარაგის გამდიდრებისთვის ბავშვებში. სამ წალმდე ასაკის ბავშვებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება დიდი დრო გაატარონ უფროსებთან და ესაუბრონ მათ.

გაჯეტებზე დამოკიდებულება
უფროსების მხრიდან ყურადღების ნაკლებობა, ბავშვებში კომპენსირდება გაჯეტებთან ურთიერთობით. ბავშვები ამ დროს ეჯაჭვებიან ციფრულ ტექნიკას.
ცოცხალი კომუნიკაცია ნულამდე ეცემა, მშობლებისადმი ნდობა ქრება, რაც მომავალში უფრო მეტად დაგაშორებთ შვილებს.

განვითარების შეფერხება
ფიზიკური აქტიურობა ავითარებს ყურადღებას და ახლის ათვისებას აადვილებს.
გაჯეტებთან ურთიერთობა კი აფერხებს მოძარაობას.

ძილის პრობლემები
გაჯეტებთან ურთიერთობის შემდეგ ბავშვი ზეაგზნებული ხდება, ამიტომ მას უჭირს პლანშეტთან განშორება და შესაბამისად, ძილი.

ფსიქოლოგიური დარღვევები
ინტერნეტთან მიჯაჭვულობას მივყევართ ჩაკეტილობისაკენ და ფობიებთან.
ბავშვი უპირატესობას ანიჭებს პლანშეტთან ურთიერთობას, ვიდრე ადამიანებთან. შესაძლოა აუტიზმის განვითარება და მიჯაჭვულობის მოშლა მშობლებთან.

რეალობიდან მოწყვეტა
ვირტუალურ სამყაროში დროის გატარება, ბავშვს წყვეტს რეალურ სამყაროს. ისინი ცხოვრებაში ნაკლებად ემპათიურები და კომუნიკაბელურები არიან. უჭირთ ადაპტაცია საზოგადოებაში.
გაჯეტები-აუცილებელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა ასაკში მივაწოდოთ ისინი ბავშვს.

24/03/2025

3 წელი გვერდის არსებობიდან,მადლობა ყველას 🙏🤗🎉

29/01/2025

ალბათ, ყველას გვქონია ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც გამუდმებით უკმაყოფილონი არიან, გამუდმებით წუწუნებენ და აცხადებენ, რომ გაცილებით მეტს იმსახურებენ, ვიდრე იღებენ; მარცხის შემთხვევაში ყოველთვის სხვას ადანაშაულებენ, თავს უსამართლოდ დაჩაგრულად წარმოაჩენენ და იშვიათად ეძებენ მარცხის მიზეზს საკუთარ თავში. თუმცა ისეთებიც გვხვდებიან, რომლებიც, მიუხედავად სათანადო შესაძლებლობებისა, ნებისმიერ საქმეს გაურბიან იმის შიშით, რომ ვერ დაძლევენ და თავს შეირცხვენენ. ასეთი ადამიანები ხშირად ისეთ წინადადებაზეც კი ამბობენ უარს, რომელსაც წარმატებით გაართმევდნენ თავს. ყოველივე ამის გამო ისინი ითრგუნებიან, ვერ იკმაყოფილებენ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას, არარეალიზებულები არიან ცხოვრებაში, რაც უარყოფითი ემოციური განცდებისა და საკუთარ თავში ჩაკეტვის მიზეზად იქცევა. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ადამიანის ქცევის განმსაზღვრელი ხდება თვითშეფასება, რომელიც შესაძლოა საკმაოდ ადრეულ პერიოდში იყოს ჩამოყალიბებული.

თვითშეფასება არის ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების შეფასების უნარი, მისი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობებისადმი, პიროვნული თვისებებისადმი, გარეგნობისადმი. ნებისმიერ ჩვენთაგანს გარკვეული თვითშეფასება აქვს და ჩვენი ქცევა ძირითადას ჩვენივე თვითშეფასებით არის ნაკარნახევი. თვითშეფასება დაახლოებით იგივეა პიროვნებისთვის, რაც ხერხემალი სხეულისთვის.

თვითშეფასების სწორად ჩამოყალიბების შემთხვევაში ბევრი სირთულის თავიდან აცილებას შევძლებდით. ამდენად, კარგი იქნება, თუ ნებისმიერი აღმზრდელი, პედაგოგი და მშობელი მიიღებს საჭირო ინფორმაციას თვითშეფასების, მისი სახეებისა და ჩამოყალიბების პირობების შესახებ.

თვითშეფასება პიროვნების ცენტრალური წარმონაქმნია და მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წრმოადგენს. იმ ფაქტორთა შორის, რომლებიც განსაზღვრავს პიროვნების ფორმირებას, თვითშეფასებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის, თუ როგორი პიროვნება დადგება ამა თუ იმ ბავშვისგან მომავალში, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, როგორი თვითშეფასება გამოუმუშავდება მას. ბავშვებს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უყალიბდებათ და უვითარდებათ თვითშეფასება – საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს მათ ქცევას. ყველა ასაკის ბავშვისთვის ქცევის მოტივაციური მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ თვითშეფასებასა და შეფასებას შორის კონფლიქტის დროს ქცევის წამყვან მოტივად თვითშეფასება იქცევა.

თვითშეფასება შეიძლება იყოს ადეკვატური და არაადეკვატური. არაადეკვატური თვითშეფასება, თავის მხრივ, არადეკვატურად მაღალი ან არაადეკვატურად დაბალია.

თემის გაგრძელების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი გვერდი

06/01/2025

რა არის სოციალურ-ემოციური განვითარება და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი განვითარება ადრეული ასაკიდან?

სოციალურ-ემოციური განვითარება მოიცავს ისეთ უნარებს, რომელიც ეხმარება ბავშვს საკუთარი თავის შესწავლაში, საკუთარი ემოციების ამოცნობაში, იმპულსებისა და ქცევის მართვაში, თანატოლებთან და უფროსებთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და ა.შ.

ბავშვები, რომლებსაც სოციალურ-ემოციური უნარები აქვთ განვითარებული უკეთ იცნობენ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს, აქვთ საკუთარი თავის, უნარებისა და შესაძლებლობების რწმენა, უკეთესად თანაცხოვრებენ როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან.
სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება ეხმარება ბავშვებს წარმატებულები იყვნენ, როგორც სკოლაში, ასევე ზდასრულ ცხოვრებაში - სწავლისას მათი აკადემიური მოსწრება უფრო მაღალია, ზდასრულობაში კი უკეთ ართმევენ თავს როგორც სამსახურში წამოჭრილ, ასევე სხვა ცხოვრებისეულ სირთულეებს.

P.S. ჩვენი მთავარი საზრუნავია, იყვნენ ბავშვები ბედნიერები და თავის შესაძლებლობებში დარწმუნებულნი

02/01/2025

🔴 მოიწონეთ პოსტი
,,წარმატებას დედის სახე აქვს,როგორი დამოკიდებულებაც გაქვს დედასთან ქვეცნობიერ დონეზე, ისეთივე იქნება თქვენი წარმატებაც…კაცი კი მხოლოდ მაშინ მოახერხებს წარმატების მიღწევას, როცა განივითარებს ინტუიციას და მოახერხებს წარმატებულ უკუკავშირს სამყაროსთან.
თქვენ შეგიძლიათ თეორიულად დაუსრულებლად ამტკიცოთ, რომ გიყვართ დედა, მაგრამ სიმართლეზე რეალობა ლაპარაკობს. რეალობაა სწორედ უკუკავშირი თქვენს ჭეშმარიტ სიყვარულზე მისდამი…ვისაც კარგი კავშირი აქვს დედასთან,მას სიხარულის გამოვლინება აქვს და უყვართ სხვებს. ეს ადვილადაა შესამჩნევი.ხოლო როცა ვინმე ამბობს, რომ არაა ბედნიერი, ყოველთვის ვეკითხები როგორი ურთიერთობა აქვს დედასთან.

ყველაზე მეტად დედისადმი წყენას ადამიანის ცივი მზერა ამხელს. დედით ,,იმედგაცრუება” საკუთარი თავით იმედგაცრუებამდე მიდის, რომელსაც მარტოობა მოჰყვება კვალში.
დედისადმი პრეტენზიები ხელს გიშლით ცხოვრებაში, მათ შორის პირად ცხოვრებაში. შესაძლოა გარშემომყოფთა თვალში წარმატებულიც ჩანდეთ, მაგრამ თქვენი ამბიციები, სანამ დედისადმი პრეტენზიებისგან არ გათავისუფლდებით, არ დაკმაყოფილდება.

❗️რაც შეეხება მამისადმი პრეტენზიებს, ამაზე თქვენი შიშები, თავდაჯერების ნაკლებობა და საქმეში მერყეობა მიანიშნებს. ასეთი წყენა გართმევთ დაცულობის გრძნობას და ლუკმა პურისთვის მძიმე შრომას გაიძულებთ.
❗️არა აქვს მნიშვნელობა რა სახის, რა ფორმის ურთიერთობა გაქვთ მშობლებთან ახლა, საერთოდ გაქვთ თუ არა ურთიერთობა, ან საერთოდ გყავთ თუ არა მშობლები. თქვენ საკუთარ თავში მათდამი პრეტენზიებისადმი უნდა გათავისუფლდეთ და ეს საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთოთ.ეცადეთ,გადახარშოთ მშობლებისადმი წყენა და გააფართოვოთ მათი სიყვარული თქვენში)

პ.ს. როდესაც საბოლოოდ გათავისუფლდებით დედის მიმართ პრეტენზიებისგან,თავადაც გაგიკვირდებათ როგორ დაიკავებს გათავისუფლებული წყენის ადგილს თქვენს ცხოვრებაში წარმატება, სილამაზე, ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა და ჰარმონიული ურთიერთობები. სიმძიმე გაქრება და მიხვდებით, რომ სინამდვილეში დედათქვენი არაფერ შუაში იყო, რეალურად ეს პრეტენზიები თქვენ დააკოპირეთ მისგან ისე, როგორც გესმოდათ, თქვენ დაუწერეთ ეს სტანდარტები საკუთარ თავს და მერე ცხოვრებას იწამლავდით თქვენივე გამოგონილი დანაშაულის გრძნობით მისი სახელით.. გახსოვდეთ!წარმატებას დედის სახე აქვს,როგორი დამოკიდებულებაც გაქვს დედასთან ქვეცნობიერ დონეზე, ისეთივე იქნება თქვენი წარმატებაც.”

(ბერტ ჰელინგერი (1925 —2019) —გერმანელი ფილოსოფოსი,
ფსიქოთერაპევტი,ღვთისმეტყველი.)

02/01/2025

მოგესალმებით მეგობრებო!გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. ბედნიერების,სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს თითოეული ჩვენთაგანისთვის

22/11/2024

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია 13 წლამდე ასაკის ბავშვები დასაძინებლად მარტო არ გაუშვან და ძილის წინ მათ მიმართ განსაკუთრებული სითბო გამოიჩინონ:
„ბავშვი არ გაუშვათ მარტო ძილში. „უკვე დროა, დაწექი!“- ეს შეიძლება 13-14 წლის ბავშვს. იმასაც კი უნდა, რომ დედა დაუჯდეს გვერდით, აკოცოს, მოეფეროს. კი გეტყვის, დამანებე თავიო, მაგრამ თავმოყვარეობა არ აძლევს ნებას. რას გამორბიხარ ოთახიდან? დააწვინე ბავშვები? რაღაცა უთხარი, შენი ცხოვრებიდან უთხარი რაღაც, მამის ცხოვრებიდან უთხარი, ​გუშინდელი ზღაპარი გააგრძელეთ. ამ ზღაპარში თვითონ გახადე გმირი.“
შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვის აღზრდა ძილშიც გრძელდება:
„მოუგონე ბავშვს ზღაპარი. იყო ერთი პატარა ბიჭი, სახელად დანიელი ერქვა, დანიელი და დედა სადღაც წავიდნენ. დანიელმა ასე გააკეთა, ისე გაააკეთა, დანიელმა დაიცვა დედა. შეაბრუნე ისტორია. დანიელი ზღაპარში კარგად იქცევა, ჩაეძინება. ​ძილში აღზრდა გრძელდება. სული არცერთი წამით არ იძინებს. სულმა ძილი არ იცის და აღზრდა სულში ხდება, სხეულში კი არა. მე გავაყოლე რა ხატი ბავშვს, მან ის უნდა დაამუშავოს. შიგნით ნათელი წერტილი გაჩნდება.“
„დილით გაიღვიძა ბავშვმა, მოეფერე. მოთმინება და დრო თუ დათმე, სიყვარულიც ვერ გაუძლებს ბოლომდე. გიყვარს ბავშვი, მაგრამ აღზრდის სიყვარულით არ გიყვარს. დაისვი ბავშვი და ჰკითხე: „აბა, როგორ მიყვარხარ მე: „ამხელათი თუ ამხელათი?“ თუ იცი, რატომ მყავხარ შენ ან შენ რატომ გყავარ მე?! ოთხი წლის ბავშვთან ასეთი საუბარი შეიძლება. დილით უთხარი ბავშვს, რომ დღეს ეს საქმე მაქვს, შენ რას გააკეთებ? ცხოვრება აუგე შვილს. ერთად ითამაშეთ ძალიან ხშირად. ოთხი წლის ბავშვს ახსნა-განმარტებები და თითის ქნევა არ ეყურება. ​დააძინე ბავშვი ასე: ლოცვები წაუკითხე, მოეფერე, უთხარი: როგორ მინდა შენი თითები მეფერებოდეს, დამაძინე რა... სიყვარულში გაავარჯიშე ბავშვი,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.
წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“

უპირობოდ გვიყვარდეს!!

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Website

Address


დავით კვაჭანტირაძის 30
Tbilisi
995