ვეკუას სკოლა / Vekua’s School

ვეკუას სკოლა / Vekua’s School კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვეკუას სკოლაში!

სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N 42 საჯარო სკოლა • LEPL Academician Ilia Vekua Tbilisi N 42 Public School of Physics and Mathematics

📌ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-14 საერთაშორისო ტურნირს   IYNT 2026-ს წელს საქართველომ უმასპინძლა!👍📍 ტურნირში მონაწილეობდა 1...
07/08/2026

📌ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-14 საერთაშორისო ტურნირს IYNT 2026-ს წელს საქართველომ უმასპინძლა!👍

📍 ტურნირში მონაწილეობდა 11 ქვეყნის 17 გუნდი, მათ შორის 3 საქართველოდან.

🥈საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, რომელიც შემდეგი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი:
📍საბა მესხიშვილი (კაპიტანი), ემილია ხუხუა და ანდრია ფირცხალავა (აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ვეკუას სახელობის ფიზიკა მათემატიკის ქ. თბილისის #42 საჯარო სკოლა).
📍ნათია ქიტიაშვილი, რეზი გაბრიელაშვილი და თევდორე ხაჩიძე (კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკის 199-ე სკოლა).

📌ეროვნულმა ნაკრებმა ფინალურ ეტაპამდე შეინარჩუნა ყველაზე მაღალი ქულა და ტურნირის განმავლობაში აჯობა საბერძნეთის, შვეიცარიის, ხორვატიის, პაკისტანის, რუმინეთისა და ყაზახეთის გუნდებს, ხოლო ფინალში მცირედი ქულით ჩამორჩა ჩინეთის გუნდებს.

🥉თბილისის ნაკრებმა მოიპოვა ბრინჯაოს მედალი, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:

📍მარიამ ხუხუა, საბა შონია და გვანცა კოხრეიძე - (აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ვეკუას სახელობის ფიზიკა მათემატიკის ქ. თბილისის #42 საჯარო სკოლა).

📍ნიკოლოზ მექვაბიშვილი (კაპიტანი), ნინი ქვრივიშვილი და ნიკოლოზ ფხაკაძე - (კომაროვის სახელობის ფიზიკა მათემატიკის 199-ე სკოლა).

📍ეროვნული და თბილისის ნაკრებების მენტორები გახლდათ :გიორგი ბახტაძე, ალექსანდრე გვარამია, ლუკა ჩახნაშვილი, ლუკა თვალავაძე და ნიკა გოცაძე.
📣აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ IYNT-2026 -ში ვეკუას სკოლის მოსწავლემ-ანდრია ფირცხალავამ მოიპოვა თასი საუკეთესო ოპონირებისთვის!
🥉ბრინჯაოს მედალი ასევე მოიპოვა ქუთაისის ნაკრებმაც.

📌დიდი მადლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისთვის.

📌აუცილებლად უნდა აღინიშნოს ტურნირის საორგანიზაციო ჯგუფის და მისი ხელმძღვანელის ბატონ რობიკო ცინცაძის დაუღალავი საქმიანობა, რამაც განაპირობა ტურნირის მაღალორგანიზაციულ დონეზე ჩატარება.

დიდი მადლობა მათ! და კიდევ ერთხელ - დიდი მადლობა საქართველოს ნაკრებებს და მათ ხელმძღვანელებს ამ ბრწყინვალე წარმატებისთვის!💙💙
ვულოცავთ ჩვენს საუკეთესო მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო ბევრ გამარჯვებას!❤️❤️❤️❤️

ქიმიის 58-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენი სკოლის მოსწავლემ გია კვაშილავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! ❤️❤️❤️👍👍👍ოლიმპიადა ჩ...
22/07/2026

ქიმიის 58-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენი სკოლის მოსწავლემ გია კვაშილავამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! ❤️❤️❤️👍👍👍

ოლიმპიადა ჩატარდა ქალაქ ტაშკენტში, უზბეკეთში. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 363 მონაწილე, მსოფლიოს 96 ქვეყნიდან.

➡️საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
➡️ნაკრების მომზადება მიმდინარეობა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. გუნდს ამზადებდნენ მენტორები: ელიზბარ ელიზბარაშვილი (ლიდერი), ვახტანგ კურცხალია (თანალიდერი), თინათინ ბუთხუზი და სოფიკო ფაცაცია. ასევე მეცადინეობებში აქტიურად იყვნენ ჩართული გასული წლების მედალოსნები ილია დოკაძე (ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული) და ანანო აბულაძე.

საშაბათო სკოლის შემაჯამებელი და სარეკომენდაციო წერების აპელაციების შედეგები იხილეთ ბმულებზე:• საშაბათო: https://vekua42....
13/07/2026

საშაბათო სკოლის შემაჯამებელი და სარეკომენდაციო წერების აპელაციების შედეგები იხილეთ ბმულებზე:
• საშაბათო: https://vekua42.edu.ge/saturday-school
• სარეკომენდაციო: https://vekua42.edu.ge/exams

აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა- მათემატიკის ქ. თბილისის N 42 საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელების რეკომენდაცია ეძლევათ მოსწავლეებს, რომლებმაც ორივე წერის შემდეგ აჩვენეს შედეგები ( გათვალისწინებულია ორივე წერიდან მაქსიმალური ქულა):
• VII კლასში გადამსვლელთათვის 30 ქულა და მეტი
• VIII კლასში გადამსვლელთათვის მათემატიკა და ფიზიკა ჯამში 40 ქულა და მეტი
• IX კლასში გადამსვლელთათვის მათემატიკა და ფიზიკა ჯამში 17 ქულა და მეტი
• X კლასში გადამსვლელთათვის მათემატიკა 6 ქულა , ფიზიკა 6.5 და მეტი
• XI კლასსი გადამსვლელთათვის მათემატიკა 6 ქულა, ფიზიკა 7 ქულა და მეტი
აპელაციაზე გასული ნაშრომების ნახვა შესაძლებელია სკოლაში, 14-15 ივლისს, 10 საათიდან 13 საათამდე.
სკოლა ულოცავს ყველა მოსწავლეს მიღწეულ შედეგებს და უსურვებს წარმატებებს.
ინფორმაცია დამატებითი ადგილების შესახებ ცნობილი გახდება საშემოდგომო გამოცდების შემდეგ, 15 სექტემბრისთვის.
ყველა მოსწავლის მშობელი / კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც აქვთ ზემოთ მითითებული შეფასებები და სურს სწავლა გააგრძელოს ვეკუას სკოლაში, განცხადების დასაწერად მობრძანდით სკოლაში 14-17 ივლისის პერიოდში, 10 საათიდან 15 საათის ჩათვლით.
მშობელმა/ კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს ბავშვის პირადი ნომერი

სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის ოფიციალური ვებ-გვერდი

3 ივლისის ფიზიკის სარეკომენდაციო წერის ვარიანტები პასუხებით
09/07/2026

3 ივლისის ფიზიკის სარეკომენდაციო წერის ვარიანტები პასუხებით

06/07/2026

VIII, IX, X და XI კლასებში გადამსვლელ მოსწავლეთა საყურადღებოდ!
ინფორმაცია იმ მოსწავლეების შესახებ, რომლებსაც ეძლევათ რეკომენდაცია სწავლა გააგრძელონ აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა მეთემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლაში ცნობილი გახდება აპელაციების დასრულების შემდეგ.

განცხადებების მიღება აპელაციებთან დაკავშირებით დასრულდება 8 ივლისს.

აპელაციების შედეგები ცნობილი გახდება 13 ივლისს.

გისურვებთ წარმატებებს

Send a message to learn more

3 ივლისს ჩატარებული, სარეკომენდაციო წერის შედეგები  ფიზიკაში  VIII,IX,X და XI კლასში გადამსვლელი მოსწავლეებითვის იხილეთ ...
06/07/2026

3 ივლისს ჩატარებული, სარეკომენდაციო წერის შედეგები ფიზიკაში VIII,IX,X და XI კლასში გადამსვლელი მოსწავლეებითვის იხილეთ ვებ გვერდზე https://vekua42.edu.ge ან გადადით ლინკზე https://vekua42.edu.ge/exams
განცხადებების მიღება ფიზიკის ნაშრომების აპელაციებზე 7 და 8 ივლისს 11 საათიდან 15 საათის ჩათვლით სკოლაში, ჩაიკოვსკის ქ. 9

სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის ოფიციალური ვებ-გვერდი

2 ივლისის, მათემატიკის  სარეკომენდაციო წერების ვარიანტები პასუხებით
06/07/2026

2 ივლისის, მათემატიკის სარეკომენდაციო წერების ვარიანტები პასუხებით

04/07/2026

მათემატიკის საშაბათო და სარეკომენდაციო წერების აპელაციების განცხადებები მიიღება 6 და 7 ივლისს, 11 საათიდან 15 საათის ჩათვლით, სკოლაში ჩაიკოვსკის ქ. N 9.

აპელაცია ეხება ყველა კლასს.

2 ივლისს ჩატარებული, სარეკომენდაციო წერის შედეგები  მათემატიკაში VIII, IX, X  და XI კლასში გადამსვლელი მოსწავლეებითვის ი...
04/07/2026

2 ივლისს ჩატარებული, სარეკომენდაციო წერის შედეგები მათემატიკაში VIII, IX, X და XI კლასში გადამსვლელი მოსწავლეებითვის იხილეთ ვებ გვერდზე https://vekua42.edu.ge ან გადადით ლინკზე https://vekua42.edu.ge/exams

სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის ოფიციალური ვებ-გვერდი

03/07/2026

აკადემიკოს ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა მათემატიკის ქ. თბილისის N42 საჯარო სკოლის VII კლასში სწავლის გაგრძელების რეკომენდაცია ეძლევათ მოსწავლეებს, რომლებმაც მიიღეს 30 ქულა და მეტი.

საშაბათი სკოლის შემაჯამებელი და სარეკომენდაციო წერების შედეგებიდან, მოსწავლეების ჩარიცხვისათვის გათვალისწინებული იქნება ამ ორი წერიდან საუკეთსო ქულა.

აპელაციებზე განცხადებები მიიღება 6 და 7 ივლისს 11 სააtიდან 15 საათის ჩათვლით სკოლაში მისამართზე ჩაიკოვსკის ქ.N9

Send a message to learn more

Address

9 Tchaikovsky Str
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

+995322990073

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ვეკუას სკოლა / Vekua’s School posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ვეკუას სკოლა / Vekua’s School:

Shortcuts

Share

Category