With us • ჩვენთან ერთად

With us • ჩვენთან ერთად სივრცე პიროვნული და ორგანიზაციული განვითარებისთვის

16/08/2026
✨ როდესაც ვამბობთ, რომ With us • ჩვენთან ერთად არის სივრცე პიროვნული და ორგანიზაციული განვითარებისთვის, ჩვენთვის ეს მხოლ...
07/08/2026

✨ როდესაც ვამბობთ, რომ With us • ჩვენთან ერთად არის სივრცე პიროვნული და ორგანიზაციული განვითარებისთვის, ჩვენთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ არის — ეს ჩვენი ყოველდღიური მისიაა. ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი, პოზიტიური ცვლილებები სწორედ მაშინ იწყება, როცა ადამიანებს საკუთარი პოტენციალის აღმოჩენასა და რეალიზებაში ვეხმარებით. ამიტომაც, ჩვენთან ერთად ყოფნა ყოველთვის ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის! 🌟

✨ამ მისიის რეალური შედეგია ის უდიდესი სიხარული, რომელსაც ახლა გიზიარებთ: „With us“-ის მიერ ჩატარებული ტრენინგების ფარგლებში აღმოჩენილი გამორჩეული მონაწილე — Nino Kolodi, ზრდასრულთა განათლების აკადემიაში ისწავლის! 👏

🤝 ჩვენი ორგანიზაციული თანამშრომლობის ფარგლებში, ნინოს კანდიდატურა DVV International-სა და საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი / Georgian Adult Education Network (GAEN) სწორედ „With us“-მა წარუდგინა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ მის ნიჭსა და პოტენციალს ჰქონოდა განვითარების შესაძლებლობა საერთაშორისო მასშტაბით — და უზომოდ გვიხარია, რომ მან ეს კონკურსი წარმატებით გაიარა!

👏ნინო გახდა ზრდასრულთა განათლების აკადემიის 14-დღიანი პროფესიული განვითარების პროგრამის მონაწილე, რომელიც 2026 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე გაიმართება.

📚 რა არის ზრდასრულთა განათლების აკადემია?
ეს არის საერთაშორისო სტანდარტების მქონე პროგრამა, რომელიც ეფუძნება DVV International-ის აღიარებულ კურიკულუმებს (Curriculum globALE, Curriculum managerALE, და Curriculum institutionALE) და მიზნად ისახავს ზრდასრულთა განმანათლებლების/ტრენერების კომპეტენციების გაძლიერებას.

აკადემიის ფარგლებში ნინო გაიღრმავებს ცოდნას ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა:
▪️ ტრენინგის დაგეგმვა, ფასილიტაცია და შეფასების პრაქტიკული მეთოდები;
▪️ მსმენელზე ორიენტირებული, ინკლუზიური და მონაწილეობითი სწავლება;
▪️ სასწავლო პროცესის ორგანიზება და ხარისხის უზრუნველყოფა;
▪️ პროფესიული უკუკავშირი და საერთაშორისო ქსელებთან/ბაზებთან წვდომა.

ჩვენი ორგანიზაციისთვის, როგორც საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) წევრისთვის, განსაკუთრებით ღირებულია ისეთი პარტნიორების გვერდით დგომა, როგორიცაა DVV International (სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტი).

ვამაყობთ ნინოს ამ დიდ წარმატებით, ვულოცავთ მას ამ ახალ, მნიშვნელოვან ეტაპს და მზად ვართ, კვლავაც ვიყოთ მისი და ყველა ჩვენი მონაწილის საიმედო დასაყრდენი განვითარების გზაზე! 🚀💫

31/07/2026

ჯუნის სექტემბრის ჯგუფის დაკომპლექტება დავიწყეთ 💜💛

📌 ჩვენთან ერთად ამჯერად ქედის ბაღებია 😍🟡საგანმანათლებლო პერსონალთან ინტენსიური ტრენინგების ფარგლებში ვმუშაობათ ისეთ მნიშ...
25/07/2026

📌 ჩვენთან ერთად ამჯერად ქედის ბაღებია 😍

🟡საგანმანათლებლო პერსონალთან ინტენსიური ტრენინგების ფარგლებში ვმუშაობათ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა:

👉სოციალურ-ემოციური განვითარება კურიკულუმ "თამაშის" მიხედვით;
👉ინდივიდუალიზაცია და ინდივიდუალური გეგმები.

📌ონლაინ ფორმატის მიუხედავად, პროცესი ძალიან ინტერაქციული, ნაყოფიერი და ენერგიულია, რაც ჩვენი საოცარი მონაწილეების და ტრენერის დამსახურებაა💻🤝

💭 თუ გსურს შენც განვითარდე ჩვენთან ერთად, უბრალოდ მოგვწერე! 💌

21/07/2026

📌ვაგრძელებთ ჩვენი ამბების გაზიარებას 😍
📌რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დღევანდელობა, არამედ ისიც, თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და რა გზა გაიარა ამ ბაღმა.
📌დარჩით ჩვენთან მეტი საიმტერესო ამბის მოსასმენად 🗞️📰

20/07/2026

❓სულ გაინტერესებდათ, რეალურად როგორ მიდის მუშაობა და როგორ ვამზადებთ ბაღებს ავტორიზაციისთვის?

🧑‍💻დღეს გადავწყვიტეთ, ყოველგვარი ფილტრების გარეშე გაგიზიაროთ ჩვენი სამუშაო პროცესი.

📌თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბაღსაც სჭირდება დახმარება ამ საპასუხისმგებლო გზაზე, ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად. მოგვწერეთ პირადი შეტყობინება და ერთად გავიაროთ დეტალები 🗂️

14/07/2026

🔝რა არის წარმატების საიდუმლო სკოლამდელი განათლების სფეროში?

📍ილია ჭავჭავაძის საგარეჯოს საზოგადოებრივი კოლეჯის ინიციატივით სწორედ ამ თემაზე ჩავატარეთ ვორქშოპი, რომელშიც მონაწილეობდნენ კოლეჯის აღმზრდელის პროგრამის სტუდენტები და პედაგოგები, საგარეჯოს საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლები, დირექტორები და აღმზრდელები.

✍🏻ვორქშოპის მთავარი იდეა თავიდანვე ერთი იყო - წარმატებაზე გვესაუბრა არა მხოლოდ ცოდნისა და უნარების, არამედ პროფესიული იდენტობის, თვითიდენტობის, ღირებულებითი სისტემისა და კომპეტენციების კონტექსტში. რადგან გვჯერა, რომ სწორედ ამ ოთხი კომპონენტის ერთიანობა ქმნის წარმატების ფორმულას.

❓სკოლამდელი განათლების სფეროში განსაკუთრებით იგრძნობა ღირებულებით განათლებაზე ორიენტირებული სივრცეების ნაკლებობა. სივრცეების, სადაც პროფესიონალები საკუთარ თავს უსვამენ კითხვებს: რატომ ავირჩიე ეს პროფესია? რას ვემსახურები? რა ღირებულებები განსაზღვრავს ჩემს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს?

📚სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიება აყალიბებს პროფესიულ იდენტობას. და როდესაც ეს საფუძველი სუსტია, ხშირად ჩნდება პროფესიისადმი გულგრილობა, მოტივაციის შემცირება და საკუთარი საქმიანობის დაუფასებლობის განცდა. პროფესიის დაფასება იწყება იქ, სადაც თავად პროფესიონალი აცნობიერებს საკუთარი როლის მნიშვნელობას.

🗣️ასეთი ფორმატის ვორქშოპი შესაძლოა უჩვეულოდაც კი მოგეჩვენოს. აქ მზა პასუხები ნაკლებია, ვიდრე კითხვები. მაგრამ სწორედ ეს კითხვები მიგყვება შინ, არ გასვენებს და ნელ-ნელა იწყებს შინაგან ცვლილებას.

🫆ჩვენ გვჯერა, რომ გრძელვადიანი ცვლილება მხოლოდ ახალი ინფორმაციის მიღებით არ იწყება. ის იწყება მაშინ, როცა ადამიანი საკუთარ პროფესიულ იდენტობას ხელახლა აღმოაჩენს.

🎓ცოდნა გასწავლის, როგორ იმოქმედო;
🖐🏻უნარები გეხმარება, უკეთ გააკეთო;
😊ღირებულებები კი განსაზღვრავს, რატომ აკეთებ ამას.

💫და სწორედ ეს „რატომ“ არის წარმატების ყველაზე მყარი საფუძველი.

#ჩვენთანერთად #პროფესიულიიდენტობა #სკოლამდელები

05/07/2026

✨ მხოლოდ 3 თავისუფალი ადგილი მშობლებისთვის, ვისაც სრული ემოციური განტვირთვა სჭირდება!
👇 მოკლედ პროექტის შესახებ:
🎯მიზანი: მშობლობის თვითანალიზი, ბუნების თერაპია;
🍀 ფორმატი: 2 საღამო თბილისში (სამუშაო დროის შემდეგ) + 1 დღე ქალაქგარეთ ;
📅თარიღი: 15-16-17 ივლისი;
💰 ფასი: 250 ლარი.
⚠️ ადგილების ლიმიტი: ჯგუფში იქნება მხოლოდ 12 მშობელი.
🎓ტრენერი: სესიებს გაუძღვება მარიამ გოგინაშვილი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი, 15 წლიანი გამოცდილებით ამ სფეროში;
👉 არ გადადო, მოგვწერე DM-ში ახლავე და დაიკავე შენი ადგილი!
#მშობლობა #ჩვენთანერთად # #მშობლისმხარდაჭერა

ჩვენო ერთგულო მეგობრებო, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჯუნი უკვე იმსახურებს პირად გვერდს 😍 ჯუნის შესახებ სიახლეებს, მშობლობის,...
03/07/2026

ჩვენო ერთგულო მეგობრებო, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჯუნი უკვე იმსახურებს პირად გვერდს 😍

ჯუნის შესახებ სიახლეებს, მშობლობის, ბავშვთა განვითარების და ყველა იმ ჯადოსნური უნარის შესახებ რაც ცხოვრებისთვის ბავშვებს სჭირდებათ სწორედ ჯუნის გვერდიდან გამცნობთ ხოლმე 💚💛

ამიტომ გთხოვთ, ეს გვერდით მოიწონოთ, დააფოლოვოთ, გამოიწეროთ რათა არ გაოგრჩეთ ჯუნის სიახლეები 🥰

ჯადოსნური უნარების ნაკრები - საგანმანათლებლო პროგრამა ორგანიზაციისგან "ჩვენთან ერთად".

ჯუნის დახმარებით 5-16 წლამდე ბავშვები სწავლობენ ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს.

30/06/2026

✨ მხოლოდ 3 თავისუფალი ადგილი მშობლებისთვის, ვისაც სრული ემოციური განტვირთვა სჭირდება!

📌 უყურე ვიდეოს და გაიგე, როგორ შეგიძლია გახდე ამ განსაკუთრებული ტრანსფორმაციის ნაწილი.

👇 მოკლედ პროექტის შესახებ:

🎯მიზანი: მშობლობის თვითანალიზი, ბუნების თერაპია;
🍀 ფორმატი: 2 საღამო თბილისში (სამუშაო დროის შემდეგ) + 1 დღე ქალაქგარეთ ;
📅თარიღი: 15-16-17 ივლისი;
💰 ფასი: 250 ლარი.

⚠️ ადგილების ლიმიტი: ჯგუფში იქნება მხოლოდ 12 მშობელი.

🎓ტრენერი: სესიებს გაუძღვება მარიამ გოგინაშვილი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი, 15 წლიანი გამოცდილებით ამ სფეროში;

👉 არ გადადო, მოგვწერე DM-ში ახლავე და დაიკავე შენი ადგილი!

#მშობლობა #მშობლობაპროფესია #მშობლობისძალა #მშობლობისრუტინა #მშობლობისრჩევები #მშობლისარჩევანი #ჩვენთანერთად

Address

Isani, Kakheti Highway N3, Floor N4
Tbilisi
0190

Opening Hours

Monday 09:00 - 22:00
Tuesday 09:00 - 22:00
Wednesday 09:00 - 22:00
Saturday 09:00 - 22:00
Sunday 09:00 - 22:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when With us • ჩვენთან ერთად posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category