მასწავლებლის ბლოგი • Teacher's Blog

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მასწავლებლის ბლოგი • Teacher's Blog

მასწავლებლის ბლოგი • Teacher's Blog მასწავლებლის ბლოგი - ჯანსაღი, ჰუმანური, კრიტიკული და თანამედროვე იდეების განვითარებისთვის, სასკოლო ცხოვრებაში.

29/09/2026

არა, მე პედაგოგი ვარ...🥱🤍😭
მასწავლებლის ბლოგი • Teacher's Blog

🎬 „სოხუმის აჩრდილი“27 სექტემბერი — თარიღი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ დარჩა.ეს მოკლ...
29/09/2026

🎬 „სოხუმის აჩრდილი“

27 სექტემბერი — თარიღი, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დღედ დარჩა.

ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი არის მცდელობა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სოხუმი — ომამდე, ომის დროს და მისი დაცემის შემდეგ; გავიხსენოთ ადამიანები, რომელთათვისაც აფხაზეთი მხოლოდ რუკაზე მონიშნული ადგილი კი არა, სახლი, ბავშვობა, ოჯახი და სამშობლო იყო.

„სოხუმის აჩრდილი“ ისტორიული მეხსიერების შესახებ შექმნილი ნამუშევარია — ომზე, დაკარგულ ადამიანებზე, დევნილობაზე და იმ ტკივილზე, რომელიც ათწლეულების შემდეგაც არ გამქრალა.

ჩვენი ვალდებულებაა, ახალ თაობას მოვუყვეთ ეს ისტორია — არა სიძულვილის გასაღვივებლად, არამედ იმისთვის, რომ არ დავივიწყოთ.

🇬🇪 აფხაზეთი საქართველოს ისტორიისა და მეხსიერების განუყოფელი ნაწილია.

🎥 ნახეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი — „სოხუმის აჩრდილი“
🔗 https://youtu.be/3IC6t4c2ysI

თუ ფიქრობთ, რომ ეს ისტორია მეტმა ადამიანმა უნდა იცოდეს — გააზიარეთ.

✍️ ავტორი: Shalva Mindadze
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

#სოხუმისაჩრდილი #სოხუმი #აფხაზეთი #27სექტემბერი #აფხაზეთისომი #ისტორიულიმეხსიერება #საქართველოსისტორია

🌅🎬 სსიპ ქ. თბილისის N70 საჯარო სკოლა • LEPL Tbilisi Public School N...

28/09/2026

📚 როგორია წარმატებული მასწავლებელი საჯარო სკოლაში?

წარმატებული მასწავლებელი მხოლოდ ის არ არის, ვინც საკუთარ საგანს კარგად ფლობს.

თანამედროვე სკოლაში წარმატებული მასწავლებელი არის პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია მოსწავლის საჭიროებების დანახვა, სწავლის პროცესის სწორად დაგეგმვა, მოტივაციის შექმნა, ეფექტიანი უკუკავშირის მიცემა და მუდმივად საკუთარ პრაქტიკაზე ფიქრი.

🔹 ძლიერი საგნობრივი ცოდნა
🔹 მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება
🔹 კლასის ეფექტიანი მართვა
🔹 დიფერენცირებული და ინკლუზიური მიდგომა
🔹 სამართლიანი შეფასება და ხარისხიანი უკუკავშირი
🔹 მოსწავლეთა კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება
🔹 თანამშრომლობა კოლეგებთან და მშობლებთან
🔹 პროფესიული ეთიკა
🔹 უწყვეტი პროფესიული განვითარება და თვითრეფლექსია

საბოლოოდ, წარმატებული მასწავლებელი არ არის „იდეალური“ მასწავლებელი — ის არის ადამიანი, რომელიც მუდმივად სწავლობს, აკვირდება საკუთარ პრაქტიკას, ცვლის არაეფექტიან მიდგომებს და ცდილობს, თითოეულ მოსწავლეს განვითარებისთვის რეალური შესაძლებლობა შეუქმნას.

🏫 მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებლის წარმატება მხოლოდ მის პირად ძალისხმევაზე არ არის დამოკიდებული. ამისთვის აუცილებელია სკოლაში არსებობდეს მხარდამჭერი გარემო, პროფესიული თანამშრომლობა, სამართლიანი მართვა და განვითარებაზე ორიენტირებული კულტურა.

წარმატებული მასწავლებელი = ცოდნა + პედაგოგიური კომპეტენცია + პასუხისმგებლობა + რეფლექსია + თანამშრომლობა + განვითარება

🎥 მომდევნო მასალაში უფრო დეტალურად განვიხილავ, რა ქმნის ეფექტიან მასწავლებელს საჯარო სკოლაში და რას გვიჩვენებს ამ საკითხზე თანამედროვე კვლევები.

მასწავლებლის ბლოგი • Teacher's Blog

ავტორი: Shalva Mindadze | ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, განათლების მკვლევარი,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი (2025)

27/09/2026

"კამანის ტრაგედიიდან 33 წელი“
1993 წელს დაახლოებით 1 500 რუსი საოკუპაციო ძალის წარმომადგენელი დნესტრისპირეთიდან საქართველოს სოფელ კამანში შევიდა. 35 ქართველი ბოლომდე უწევდა მათ წინააღმდეგობას. ოკუპანტებმა სოფლის მოსახლეობა დახოცეს და სოფელი გადაწვეს.
დაღუპულთა შორის იყვნენ მართლმადიდებელი მღვდელი — მამა ანდრია და აფხაზი გიორგი (იური) ანუა, რომელმაც 1975 წელს აღადგინა კამანის ისტორიული მონასტერი.
სოფელ კამანში განისვენებს წმინდა იოანე ოქროპირის — კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის — ნეშტი, რომელიც 407 წელს გარდაიცვალა.

35 ქართველი მტერს ბოლომდე უწევდა წინააღმდეგობას. მათ შორის იყვნენ:
ბატალიონის მეთაური, მაიორი ზაზა ფაკელიანი და მისი მებრძოლები — გიუნტერ გულედანი, ანზორ სუბელიანი, ეგნატე კვიციანი, თამაზ ჩხეტიანი, ადამ გვიჩიანი, ვალოდია და თამაზ კახიანები, გოგი და ზურა გვიჩიანები, მერი ფაკელიანი, ალექსანდრე გამსახურდია, ელგუჯა გვიჩიანი და სხვა ქართველი გმირები.

„მათი სისხლის წინაშე ვფიცავთ, რომ მტერზე შურს ვიძიებთ!“

ავტორი: Shalva Mindadze | ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, განათლების მკვლევარი,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი (2025)

მასწავლებლის ბლოგი • Teacher's Blog

25/09/2026

აბა როგორ მოგწონთ ახალი წიგნები?!😗
მასწავლებლის ბლოგი • Teacher's Blog

ელექტრონული ჟურნალის წარმოების ახალი წესისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის №109/ნ ბრძანები...
25/09/2026

ელექტრონული ჟურნალის წარმოების ახალი წესი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის №109/ნ ბრძანების სრული და პრაქტიკული ანალიზი მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

დოკუმენტში დეტალურად განვიხილავთ ელექტრონული ჟურნალის წარმოებასთან დაკავშირებულ ახალ მოთხოვნებს, მასწავლებლისა და ადმინისტრაციის ვალდებულებებს, შეფასებებისა და კომენტარების ასახვის წესს, დასწრების აღრიცხვას, მონაცემების შეტანის ვადებსა და სხვა მნიშვნელოვან პრაქტიკულ საკითხებს.

მიზანია, ახალი რეგულაციები მარტივად, გასაგებად და ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკასთან კავშირში განვმარტოთ.

მასწავლებლის ბლოგი • Teacher's Blog

ავტორი: Shalva Mindadze | ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, განათლების მკვლევარი,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი (2025)

24/09/2026

#როგორი #უნდა #იყოს #ხარისხიანი #სახელმძღვანელო?!!

ის უნდა იყოს სამეცნიეროდ ზუსტი, მეთოდურად გამართული, ასაკთან შესაბამისი და ისეთი სტრუქტურით შექმნილი, რომელიც მოსწავლეს არა მხოლოდ ფაქტების დამახსოვრებაში, არამედ აზროვნებაში, შედარებაში, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვასა და საკუთარი დასკვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება.

კარგ სახელმძღვანელოს სჭირდება ძლიერი ავტორთა გუნდი, სანდო წყაროები, ექსპერტული რეცენზირება, მასწავლებელთა ჩართულობა, პილოტირება და რეალური უკუკავშირი.

განსაკუთრებით ისტორიის სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ მხოლოდ ის კი არ გაიგოს, რა მოხდა, არამედ ისიც — რატომ მოხდა, როგორ ვიცით ამის შესახებ, რას გვიჩვენებს წყარო და სად იწყება ისტორიკოსის ინტერპრეტაცია.

კარგი სახელმძღვანელო პასუხებს კი არ გვაწვდის მხოლოდ — ის სწორ კითხვებსაც გვასწავლის.

📚 როგორ იქმნება ხარისხიანი სახელმძღვანელო და რა არის ამისთვის მთავარი — სწორედ ამ საკითხებზეა ეს მასალა.

მასწავლებლის ბლოგი • Teacher's Blog

ავტორი: Shalva Mindadze | ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, განათლების მკვლევარი,
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი (2025)

ხუთი დღის წინ, ბატონი ჯაბას ინიციატივით (ბატონი ჯაბა, მოგეხსენებათ, ამავე დროს თსუ-ის რექტორია) — ისტორიის მასწავლებელთა...
23/09/2026

ხუთი დღის წინ, ბატონი ჯაბას ინიციატივით (ბატონი ჯაბა, მოგეხსენებათ, ამავე დროს თსუ-ის რექტორია) — ისტორიის მასწავლებელთა ასოციაციის წევრები ბატონ ჯაბას შევხვდით, რათა ბატონი ჯაბას თანაავტორობით შექმნილ X კლასის ისტორიის სახელმძღვანელოზე ბატონ ჯაბასთან გვესაუბრა.

შეხვედრაზე ბატონმა ჯაბამ სცადა ბატონი ჯაბას სახელმძღვანელოს გაკეთილშობილება. ზოგ საკითხზე ბატონი ჯაბას განმარტებები საინტერესო იყო, ზოგან — დამაჯერებელიც, ზოგან კი იმდენად საინტერესო, რომ ბოლოს უკვე თვითონ საკითხი უფრო გასაგები იყო, ვიდრე ბატონი ჯაბას პასუხი.

მაგალითად, ბატონი ჯაბას სახელმძღვანელოში წერია, რომ დასავლეთ რომის იმპერია 476 წელს „ჰუნების შემოსევის შედეგად“ დაეცა.

ბატონ ჯაბას ავუხსენით, რომ 476 წელი ოდოაკრის მიერ რომულუს ავგუსტულუსის გადაყენებას უკავშირდება და რომ ჰუნები აქ უშუალო მიზეზად ვერ ჩაიწერებიან.

ბატონმა ჯაბამ კი ვერ გაიგო, რატომ იყო ბატონი ჯაბას წიგნში დაწერილი ეს წინადადება პრობლემა.

ანუ სიტუაცია დაახლოებით ასეთი გამოვიდა:

ბატონი ჯაბა წერს.
ბატონი ჯაბა კითხულობს.
ჩვენ ბატონ ჯაბას ვეუბნებით, რომ ბატონ ჯაბას დაწერილი არასწორია.
ბატონი ჯაბა ვერ იგებს, რატომაა ბატონი ჯაბას დაწერილი არასწორი.

ისტორიის მასწავლებლისთვის ცოტა უცნაური სანახავია, ისტორიის სახელმძღვანელოს ერთ-ერთ ავტორს უხსნიდე, რატომ არ აუღიათ ჰუნებს რომი 476 წელს.

თუმცა ბატონი ჯაბას შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი არც ეს ყოფილა.

ინტერპრეტაციებზე საუბრისას ვკითხეთ ბატონ ჯაბას, რატომ არის წიგნში არაერთი სადავო ისტორიოგრაფიული მოსაზრება ისე დაწერილი, თითქოს ისტორიულ მეცნიერებაში საკითხი დიდი ხნის წინ დახურული იყოს.

ბატონი ჯაბას პასუხი არსებითად ასეთი იყო: მასწავლებლებს საქმე არ გავურთულეთ და პირდაპირ დავწერეთო.

და აქ ბატონმა ჯაბამ კიდევ ერთი არგუმენტი გაგვიზიარა.

ბატონ ჯაბას თურმე მისმა ბიჭმა უთხრა:

„მამი, გეხვეწები, რთული წიგნი არ დაწერო.“

სრულიად ადამიანური თხოვნაა.

უბრალოდ, რამდენადაც მივხვდი, ბატონი ჯაბას ბიჭის თხოვნამ ისტორიის სწავლების მეთოდოლოგიაზე საკმაოდ მასშტაბური გავლენა მოახდინა.

შვილმა ბატონ ჯაბას სთხოვა რთული წიგნი არ დაეწერა — და ბატონმა ჯაბამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ყველაზე უსაფრთხო გზა იყო არა რთული საკითხების გასაგებად ახსნა, არამედ ზოგ შემთხვევაში თვითონ სირთულის გაქრობა.

სადავო საკითხია? — ნუ გავურთულებთ.

არსებობს ორი ინტერპრეტაცია? — ერთს დავწერთ.

პირდაპირი წყარო არ არსებობს? — მაინც გავამარტივებთ.

ისტორიკოსები კამათობენ? — მოსწავლეს ნუ შევაწუხებთ.

მიზეზი რთულია? — შედეგი ხომ ვიცით.

და ბოლოს მივიღეთ ისტორიის სწავლების სრულიად ახალი პრინციპი:

„მამი, რთული წიგნი არ დაწერო.“

პრობლემა ისაა, რომ მარტივად დაწერილი წიგნი და გამარტივებული ისტორია ერთი და იგივე არ არის.

შესაძლებელია რთული ისტორიული მოვლენა მარტივი ენით აუხსნა ბავშვს ისე, რომ სიმართლე არ დაკარგო.

შესაძლებელია უთხრა:

„ამ საკითხზე ისტორიკოსები არ თანხმდებიან“.

შესაძლებელია დაწერო:

„ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით“.

შესაძლებელია უთხრა:

„ზუსტად არ ვიცით“.

ეს წინადადებები ბავშვს ცხოვრებას არ დაუნგრევს.

პირიქით — პირველად აგრძნობინებს, რომ ისტორია მეცნიერებაა და არა მზა პასუხების კატალოგი.

ბატონმა ჯაბამ რამდენიმე საკითხზე თავისი კვლევითი სივრციდანაც მოიყვანა არგუმენტები. უნდა ვთქვა, ბატონი ჯაბა კარგი ორატორია და რამდენიმე არგუმენტი ნამდვილად დამაჯერებლადაც ჟღერდა.

მაგრამ აქ ისევ ბატონი ჯაბას პრობლემა გვაქვს:

ბატონი ჯაბასთვის დამაჯერებელი მოსაზრება ავტომატურად ისტორიულ ფაქტად არ იქცევა.

ბატონი ჯაბა შეიძლება საკითხს ათწლეულებია იკვლევს.

ბატონი ჯაბა შეიძლება დარწმუნებულია.

ბატონი ჯაბა შეიძლება ძალიან კარგადაც ხსნის.

მაგრამ თუ სამეცნიერო სივრცეში საკითხი კვლავ სადავოა, სასკოლო წიგნში უნდა ეწეროს, რომ სადავოა.

ისტორიულ მეცნიერებაში ფრაზა „ბატონმა ჯაბამ თქვა“ ჯერ კიდევ არ არის წყაროს ციტირების სტანდარტი.

შეხვედრაზე კიდევ უფრო საინტერესო ამბავიც გავიგეთ.

ბატონი ჯაბა საუბრობდა ფსიქოლოგების ჩართულობაზე და იმაზე, რომ მათი რეკომენდაციებით ტექსტი მნიშვნელოვნად შემცირდა.

აქ იდეა თავისთავად სრულიად ნორმალურია.

X კლასელს სამეცნიერო მონოგრაფია არ უნდა მივცეთ.

მაგრამ შემდეგ ჩნდება ერთი პატარა პრობლემა:

რას ვამცირებთ?

თუ ტექსტიდან ზედმეტ სიტყვებს ვიღებთ — ძალიან კარგი.

თუ ტექსტიდან განმეორებას ვიღებთ — კიდევ უკეთესი.

მაგრამ თუ ტექსტთან ერთად მიზეზსაც ვიღებთ, შედეგის წინაპირობასაც, კონტექსტსაც და ალტერნატიულ ინტერპრეტაციასაც, ბოლოს ისტორიის სახელმძღვანელო კი აღარ გვრჩება, არამედ ისტორიული ფაქტების PowerPoint.

დარჩა მეფე.

დარჩა ბრძოლა.

დარჩა თარიღი.

დარჩა შედეგი.

და შუაში რაც უნდა მომხდარიყო — რატომ დაიწყო, ვინ რას ცდილობდა, რა შეიცვალა, რა შეიძლებოდა სხვაგვარად განვითარებულიყო — ბატონი ჯაბას ბიჭისთვის რომ წიგნი რთული არ გამოსულიყო, ისიც სადღაც გაქრა.

ბატონმა ჯაბამ ასევე არ იცოდა, რომ სასწავლო წლის დაწყების მიუხედავად წიგნები სკოლების ნაწილში ჯერაც არ იყო.

ბატონმა ჯაბამ ზუსტად ვერ გვითხრა, რა მდგომარეობაში იყო მასწავლებლის წიგნი.

ბატონ ჯაბასთან საუბრისას არც ის შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სახელმძღვანელოს შექმნის პროცესი, სასწავლო სტანდარტი, საათობრივი ბადე, მასწავლებლის რესურსი და სამინისტროს საორგანიზაციო ნაწილი ერთმანეთთან განსაკუთრებით მჭიდროდ იყო კოორდინირებული.

ანუ ბატონი ჯაბა ძირითადად წიგნს წერდა.

დანარჩენი სისტემა კი, როგორც ჩანს, სადღაც წიგნის მიღმა არსებობდა.

და ესეც პრობლემაა.

რადგან წიგნის დაწერა და სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა ერთი და იგივე არ არის.

სასკოლო სახელმძღვანელოს სჭირდება სტანდარტი.

სჭირდება საათობრივი ბადის გათვალისწინება.

სჭირდება მასწავლებლის წიგნი.

სჭირდება მეთოდიკური კონცეფცია.

სჭირდება პასუხი კითხვაზე, როგორ ვითარდება მოსწავლის ისტორიული აზროვნება.

და სჭირდება მიზეზ-შედეგობრივი ხაზი.

ბატონ ჯაბას ამ უკანასკნელზე განსაკუთრებით დიდხანს ვესაუბრეთ, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, საბოლოოდ ბატონმა ჯაბამ გაიგო თუ არა, რატომ არ არის ისტორია უბრალოდ მზა ფაქტების კოლექცია.

ამის კარგი მაგალითი სწორედ 476 წელია.

საქმე ის კი არ არის მხოლოდ, რომ „ჰუნები“ უნდა ამოვიღოთ და „ოდოაკრი“ ჩავწეროთ.

თუ მხოლოდ ამას გავაკეთებთ, ისევ ცუდი ისტორიის წიგნი გვექნება.

მოსწავლემ უნდა დაინახოს, რომ დასავლეთ რომი ერთ დღეს არ ჩამოშლილა.

იყო მრავალწლიანი პოლიტიკური კრიზისი, სამხედრო ცვლილებები, ეკონომიკური პრობლემები, გერმანული ჯგუფების გადაადგილება, ჰუნთა ზეწოლა, შიდა პოლიტიკური რყევები და ბოლოს — 476 წლის კონკრეტული პოლიტიკური მოვლენა.

აი, ეს არის ისტორია.

„476 — რომი დაეცა“ არის პასუხი.

როგორ მივედით 476-მდე — არის ისტორია.

შეხვედრაზე ბევრი საკითხის დასმა ვერ მოვასწარით. ბატონ ჯაბას საუბარი უყვარს და დასაწყისში ბატონმა ჯაბამ იმდენი ისაუბრა, რომ საბოლოოდ ჩვენი კითხვების მნიშვნელოვანი ნაწილი დროის მსხვერპლი გახდა.

მაგრამ სამართლიანობისთვის ესეც უნდა ითქვას:

ბატონმა ჯაბამ თანამშრომლობის მზაობა არაერთხელ გამოთქვა.

ბატონმა ჯაბამ თქვა, რომ მასწავლებლების მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

ბატონმა ჯაბამ მასწავლებლის წიგნის მომზადებაშიც თანამშრომლობის სურვილი დააფიქსირა.

და რამდენიმე საკითხში ბატონი ჯაბას პასუხი ნამდვილად საინტერესო იყო.

ამიტომ საქმე ბატონი ჯაბას პიროვნებაში საერთოდ არ არის.

ბატონი ჯაბა შეიძლება იყოს სასიამოვნო ადამიანი.

ბატონი ჯაბა შეიძლება იყოს კარგი მეცნიერი.

ბატონი ჯაბა შეიძლება იყოს კარგი ორატორი.

ბატონი ჯაბა შეიძლება იყოს თსუ-ის რექტორი.

და ამ ყველაფრის მიუხედავად, ბატონი ჯაბას თანაავტორობით დაწერილი X კლასის სასკოლო სახელმძღვანელო მაინც შეიძლება საჭიროებდეს სერიოზულ სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ გადამუშავებას.

ეს წინააღმდეგობა არ არის.

ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ჩემი მთავარი შთაბეჭდილება შეხვედრის შემდეგ ასეთია:

ბატონმა ჯაბამ წიგნი დაწერა, მაგრამ წიგნის გარშემო არსებული სასწავლო სისტემა დიდად არ ყოფილა ბატონი ჯაბას ყურადღების ცენტრში.

ხოლო მოსწავლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტული შეცდომა ავტორმა დაწერა, რედაქტორმა ვერ ნახა, სამინისტრომ არ გადაამოწმა, საათები შეამცირეს თუ ფსიქოლოგმა ურჩია ტექსტის მოკლება.

მოსწავლე ბოლოს ერთ პროდუქტს იღებს.

და თუ ამ პროდუქტში ფაქტი, ვარაუდი და ინტერპრეტაცია ერთმანეთში ირევა, თუ მიზეზ-შედეგობრივი ხაზი დაკარგულია და თუ ზოგიერთ ადგილზე ავტორის პოზიცია „აქსიომურ ჭეშმარიტებად“ არის ქცეული — მოსწავლეს ბატონი ჯაბას კარგი განზრახვა ვეღარ დაეხმარება.

ამიტომ ჩემი კითხვა ბატონ ჯაბასთან კვლავ ძალაში რჩება:

ბატონო ჯაბა, წიგნი შეიძლება მარტივი იყოს — მაგრამ რატომ უნდა იყოს ისტორია გამარტივებული?

და ბატონი ჯაბას ბიჭსაც, სრულიად გულწრფელად, ვეთანხმები:

რთული წიგნი ნამდვილად არ უნდა დავწეროთ.

#ფოტოყურადღებისთვის — ფოტო რეალური არ არის.

ხო, სხვათა შორის, სანამ ბატონი ჯაბა თავის სახელმძღვანელოს გადაამუშავებს, მანამდე სულაკაური • Sulakauri-ის X კლასის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო ნამდვილად ღირს ყურადღებად — განსაკუთრებით მეთოდოლოგიური თვალსაზრისით.

წიგნი ბევრად უკეთ ინარჩუნებს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ისტორიული პროცესის უწყვეტობას, წყაროებზე მუშაობის პრინციპს და საქართველოს ისტორიის მსოფლიო ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირებას.

იდეალური სახელმძღვანელო, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს გამოცემა მეთოდოლოგიურად ბევრად უფრო გამართული და სასწავლო პროცესისთვის ფუნქციური ჩანს.

უბრალოდ რთული ისტორია ისე უნდა ავხსნათ, რომ მარტივად გასაგები გახდეს — და არა ისე, რომ ისტორიის სირთულე საერთოდ გავაქროთ.

მალე, მასზეც გამოვაქვეყნებ რეცენზიას.🤍

მასწავლებლის ბლოგი • Teacher's Blog

20/09/2026

📚 როგორ იქმნება კურიკულუმი?

კურიკულუმი მხოლოდ თემების ჩამონათვალი არ არის.

ის პასუხობს გაცილებით მნიშვნელოვან კითხვებს:

🔹 რას ვასწავლით?
🔹 რატომ ვასწავლით?
🔹 რა თანმიმდევრობით?
🔹 რა შედეგამდე უნდა მივიდეს მოსწავლე?
🔹 როგორ უნდა ვასწავლოთ?
🔹 და ბოლოს — როგორ გავიგოთ, რომ სწავლა რეალურად მოხდა?

🎥 ახალ სასწავლო ვიდეოში ეტაპობრივად განვიხილავ, როგორ იქმნება საგნობრივი კურიკულუმი — მიზნების განსაზღვრიდან, სწავლის შედეგების ფორმირებამდე, სასწავლო აქტივობებისა და შეფასების დაგეგმვამდე.

ვიდეო მომზადებულია თანამედროვე განათლების მეცნიერებებისა და საერთაშორისო კვლევითი ჩარჩოების საფუძველზე.

განვიხილავთ:
📌 სწავლის შედეგებს
📌 საგნობრივ პროგრესიას
📌 Backward Design-ს
📌 Constructive Alignment-ს
📌 განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას
📌 ინკლუზიურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ დაგეგმვას
📌 კურიკულუმის ანალიზსა და გაუმჯობესებას

🎓 მთავარი იდეა მარტივია:

მიზანი → სწავლის შედეგები → შინაარსი → სწავლება → შეფასება → ანალიზი → გაუმჯობესება

📖 „მასწავლებლის ბლოგი“ — განათლებაზე პროფესიულად, პრაქტიკულად და კვლევებზე დაყრდნობით.

#მასწავლებლისბლოგი #კურიკულუმი #განათლება #მასწავლებელი #სწავლება #შეფასება

მასწავლებლის ბლოგი • Teacher's Blog

Shalva Mindadze

18/09/2026

სახელმძღვანელოები და დღევანდელი სკოლა — ღია შეხვედრა

ნაწილი 2

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 08:00 - 22:00
Tuesday 08:00 - 22:00
Wednesday 08:00 - 22:00
Thursday 08:00 - 22:00
Friday 08:00 - 22:00
Saturday 08:00 - 22:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მასწავლებლის ბლოგი • Teacher's Blog posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share