23/11/2023
"ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს".
ჯორდანო ბრუნო
კითხვა ერთ ერთია იმ ყველაზე მნიშვნელოვან, ფუნდამენტურ უნარებს შორის, რომლებიც ბავშვებმა (ან ნებისმიერმა ადამიანმა) იმისთვის უნდა განივითარონ, რომ წარმატებას მიაღწიონ. ბავშვის ინტელექტუალური განვითარების სტიმულირებისთვის კითხვა საუკეთესო პრაქტიკაა.
კითხვის პროცესი ერთგვარი ვარჯიშია გამართული კითხვისა და წაკითხულის გააზრებისათვის.
კითხვის პროცესი ბავშვებს მათ ირგვლივ არსებული სამყაროს უკეთ ჩაწვდომაში ეხმარება.
კითხვის პროცესი გამოგზაურებთ იმ ადგილებში, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილხართ და ამდიდრებს თქვენს ფანტაზიას.
თქვენ შეიმეცნებთ საკითხების, ადგილების, ისტორიის, მეცნიერების, იდეებისა და გაცილებით უფრო მეტის შესახებ, რასაც სხვა შემთხვევაში, კითხვის გარეშე ვერ შეძლებდით.
კითხვის პროცესი გასწავლით გრამატიკას, წინადადებათა სტრუქტურას და ავითარებს თქვენს საკომუნიკაციო უნარებს.
კითხვა აფართოებს თქვენს თვალთახედვასა და მსოფლმხედველობას.