Tamara's Space•თამარას სივრცე

Tamara's Space•თამარას სივრცე

Share

"თამარას სივრცე“
განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც უყვარს მუსიკა და სურს შემოქედებითი განვითარება. Run by Tamara Shaverdashvili

Tamara & Ming - Warm Summer Nights (Raw Session) 09/01/2026

მეგობრებო, გიზიარებთ ექსპერიმენტულ, დაუმუშავებელ და პროცესშივე შემთხვევით შემოწერილ სიმღერას.
დაუმუშავებელს, იმიტომ რომ ზუსტად ისეთი გვინდოდა დარჩენილიყო, რა იდეაც ედგა საფუძველშივე. ჩემმა ჯგუფელმა სპონტანურად დაუკრა, მე სპონტანურად ვიმღერე. გზაში ჩემს ძველ, დაუსრულებელ და ბოლომდე ვერგახსენებულ ტექსტებს დავესესხე.
იქამდე ვბჭობდით პერფექციონიზმზე, შიშებზე, სისუსტეებზე, კრიტიკასა და მაკრიტიკებლებზე, ქებასა და მაქებრებზე…
გვინდოდა პროცესი მედიტაციური ყოფილიყო და არა სიმღერის სრულყოფაზე, ან სხვა რაიმე გარე ფაქტორებზე ორიენტირებული.
არ გვქონია არანაირი წინასწარი რეპეტიცია, არც რაიმე წინასწარი გათვლა. დახვეწილობაზე საუბარი ზედმეტია, არ დავლოდებივართ საუკეთესო ან კარგთან ახლო ფორმაში მოსასვლელად.
ავდექით, დავჯავშნეთ სტუდია და ჩავწერეთ რაც აღმოგვხვდა ის:)

ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. სულის მალამოსავით იყო 🙂

გიზიარებთ ამ მდგომარეობას:)

***

Friends, I’m sharing an experimental, unpolished song that was recorded spontaneously, in the middle of the process.

Unpolished, because we wanted it to remain exactly as the original idea intended. Ming played spontaneously, I sang spontaneously. Along the way, I borrowed fragments from my old, unfinished, and partly forgotten lyrics.

Before that, we had been talking about perfectionism, fears, vulnerabilities, criticism, and critics, praise and praise-givers…
We wanted the process to be meditative, focused not on perfecting a song or on any external factors.

There was no pre-planning and it was intentionally left unrefined. We didn’t wait to reach our “best” or even a “good enough” form. We just got up, booked a studio at BIMM and recorded whatever came out.

I felt immense pleasure in the process. It felt like a balm for the soul:)

I’m sharing this state with you:)

Tamara & Ming - Warm Summer Nights (Raw Session) Friends, I’m sharing an experimental, unpolished song that was recorded spontaneously, in the middle of the process.Unpolished, because we wanted it to remai...

Photos from Tamara's Space•თამარას სივრცე's post 14/12/2025

When I moved to London, I really thought I’d be writing music in English, like I always did, exploring myself wrapped in this ‘fancy’ English coat :))
Without me even noticing, my Georgian roots started calling louder, pulling me back into the whole magic of Georgian mythology, folklore, and the universe of my heritage.
It made me question and re-question what authenticity really means, and what MYSELF can actually contribute to the world of creation, not to the world of numbers and algorithms.

I love this process of going back home, while my home is so far away.

Thank you, dear London ❤️

10/12/2025

What a privilege 💅🏻

Photos from Tamara's Space•თამარას სივრცე's post 13/03/2025

Let me give you a glimpse behind the scenes of the vocal process ✨

Hearing phrases like “I don’t know where to start,” “I don’t have talent or a voice,” or “I’m too old for this” instantly hits me like a spark, and that’s exactly where I want to help.

I love diving deep into the complexity of expression, breaking away from the limits of established understanding. Deep Introspection, self-exploration, self-relief, self-therapy with all its ugliness and beauty, is what art can “accidentally” cause. No comparisons, no competition-just a pure journey of technical and mental growth.

This is a snob-free space that can help you find answers to your biggest questions about voice, singing, and self-expression.

Sincerely,

Tamara

23/02/2025

გუშინ განსაკუთრებული დღე იყო!
ჩემმა მოწაფემ გამართა მცირე სოლო კონცერტი, სადაც შეასრულა თავისი საავტორო სიმღერები, ხოლო მეორე მოწაფე ეხმარებოდა მუსიკალური ჰარმონიისა და არანჟირების შექმნაში🩷

საოცრად შთაგონებული ვარ, როდესაც ვაკვირდები თუ როგორ იზრდებიან ჩემი მოწაფეები ტექნიკურად და ემოციურად; როგორ იძენენ ავთენტურ იდენტობას, როგორც შემსრულებლები, სიმღერების ავტორები, შემოქმედები…

***

Yesterday was a truly special day!
My student held a mini solo concert, performing her original songs with another student helping her with creating the musical harmony and arrangement🩷

Im incredibly inspired watching my students grow technically and emotionally, exploring themselves, experimenting, stepping into their authentic identities as performers, songwriters, CREATORS…

14/12/2024

მეგობრებო, ამ მოვლენების ფონზე, თქვენი უფასო ან დონაციური ვორქშოპებისთვის/სესიებისთვის მინდა უსასყიდლოდ დაგითმოთ “თამარას სივრცე”.
თუ თვლით რომ რაიმეთი შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანებს და ჩემი სივრცე გამოგადგებათ, - გელოდებით!

პატივისცემით,

თამარა

07/11/2024

🗣️

ვოკალურ ტექნიკაზე მუშაობის დროს, სხეულს ახალი ინფორმაცია მოსდის და რაღაცების ახლებურად გაკეთების სურვილი უჩნდება; იღვიძებს ახალი შეგრძნებები; შეგრძნებები აღვიძებს ახალ ბგერას, რომელიც, შესაძლოა, სადღაც ჩაკეტილ ყბაში, დაღლილ ენაში, პირით სუნთქვით ცოდვასა, თუ ა.შ ადგილებში გქონდეთ ჩამალული.
ამ ემოციების ზემოჩამოთვლილ “სამალავებს” შეისწავლის მიოფუნქციური თერაპია, რომელიც გვეხმარება პირის, ენის, ტუჩებისა და ყბის კუნთების სწორად ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში.

ყბისა და ენის არასწორმა პოზიციონირებამ დროთა განმავლობაში შეიძლება უამრავი პრობლემა გაგვიჩინოს, მაგალითად: მეტყველება და არტიკულაცია, სუნთქვა, ძილის პრობლემები, თავის ტკივილები, არასწორი თანკბილვა, საჭმლის გადამუშავება, სხეულის არასწორი პოსტურა (კისრის წინ წამოწევა, მოხრილობა, ა.შ) და ა.შ. და დიახ, - თუ სხეულის რომელიმე ნაწილი შეზღუდულად მუშაობს, იზღუდება ბგერაც და გამოხატვის თავისუფლებაც.

აქვე დავძენ, რომ მე არ ვარ მიოფუნქციის სპეციალისტი, მაგრამ ყველას გირჩევთ გაეცნოთ იმ ზღვა ვიდეო მასალას, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში; თქვენი ვოკალი შესაძლებელია სულ სხვა კუთხით დაინახოთ და მოცემული სავარჯიშოებით სულ მთლად შეიცვალოთ სიმღერის ხარისხიც.

ᲠᲐ ᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐᲨᲘᲐ ᲨᲔᲜᲘ ᲔᲜᲐ? 😛

ერთი წუთი დაუთმეთ თქვენს თავს და ყურადღება მიაქციეთ რა პოზიციაშია თქვენი ენა, როცა ისვენებთ (სურათი კომენტარებში).

1.👅თუ ენის ზედაპირი მთლიანად “გეკრობათ” სასაზე - გილოცავთ! ეს პოზიცია გეხმარებათ პირის აპარატის სწორად ჩამოყალიბებასა და ცხვირით სუნთქვაში!
ცხვირით სუნთქვა ძაააალიან მნიშვნელოვანია ვოკალისტებისთვის და ყვეეელა მოკვდავისთვის :))
ამ დროს ხდება ჰაერის ბუნებრივი ფილტრაცია მტვერის, ალერგენებისა და ბაქტერიებისაგან; ნოტიოვდება სახმო სიმები (გამომშრალს ფუნქცია უჩლუნგდება), ხოლო ჟანგბადი, სანამ ფილტვებს გადაეცემა, - თბება, რითიც რესპირატორულ სისტემას იცავს გაღიზიანებისგან; ღრმა დიაფრაგმულ სუნთქვას უწყობს ხელს, რაც აუცილებელია ხმის კონტროლისთვის; ცხვირის ღრუში წარმოიქმნება აზოტის ოქსიდი რომელიც ხსნის სასუნთქ გზებს და სისხლის მიმოქცევასთან ერთად, სხეულში ჟანგბადის მიწოდებას აუმჯობესებს, რაც გვაძლევს - ენერგიას!

☝️არ დაიბნეთ, მეგობრებო, პირით სუნთქვის მიზანმიმართული პრაქტიკებიც გვაქვს (მაგ: ზოგიერთი პრანაიამა, ვიმ ჰოფის მეთოდი; სიმღერში “ბელთინგის” დროს ვიღებთ ჰაერს პირით და ა.შ), რასაც სხვადასხვა ფიზიოლოგიური რეაქციების შესაქმნელად ვიყენებთ, მაგრამ პირით სუნთქვა, როგორც მუდმივი ჩვევა, არის მავნებელი.

2.👅 ენის მეორე პოზიციამ შეიძლება დროთა განმავლობაში ბევრი პრობლემა გამოიწვიოს და ყველა სასიმღერო, თუ სასიცოცხლო პოტენციალის საზღვრები შეავიწროვოს.

ᲓᲐᲫᲐᲑᲣᲚᲘ ᲧᲑᲐ ᲓᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲑᲒᲔᲠᲐᲖᲔ

განვმეორდები და ენის მსგავსად ყბასაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს სიმღერაში. იმას აღარ განვავრცობ დაძაბული ან შეკრული ყბა პირის აპარატს რომ ზღუდავს და გავლენას ახდენს ხმის რეზონანსზე, ბგერის სიმკვეთრეზე, გამოთქმის თავისუფლებაზე 😬.

ყბის დაძაბულობის მიზეზად, ფიზიოლოგიურთან ერთად, ხშირად, ფსიქოლოგიური ფაქტორებიც გვევლინება - სტრესი, შიში, ბავშვობის დიდი თუ მცირე ტრავმები, etc.
გრძელვადიან მონაკვეთში, ეს პრობლემები ხან კუნთების სპაზმად ჯდება, ხან კიდევ ღმერთმა უწყის რად.

დააკვირდით, ღამით კბილებს თუ აკრაჭუნდებთ; საუბრის დროს კბილებს თუ ადებთ ერთმანეთს, ან ყბის სახსარი თუ გიტკაცუნებთ..
ეს ის პრობლემებია, რომლის აღმოსაფხვრელად, სპეციალისტის დახმარებითა და საკუთარი თავის უკეთ შეცნობის სურვილით, ზომები უნდა მიიღოთ.

თუ საქმე რთულ შემთხვევებთან არ გვაქვს, მარტივი მიოფუნქციური სავარჯიშოებით ამ პრობლემებს აუცილებლად გადალახავთ და მალევე დაინახავთ, თუ როგორ იცვლება თქვენი ხმა უკეთესობისკენ.

ᲔᲜᲘᲡ ᲛᲝᲙᲚᲔ ᲚᲐᲒᲐᲛᲘ (TONGUE-TIE) ᲓᲐ ᲛᲘᲡᲘ ᲒᲐᲕᲚᲔᲜᲐ ᲑᲒᲔᲠᲐᲖᲔ

ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი არა მხოლოდ მომღერლებში, არის - ენის მოკლე ლაგამი ანუ ანკილოგლოსია (ვიდეო კომენტარებში). ის ზღუდავს ენის მოძრაობას, იწვევს ყბა-სახის არასწორ ფორმირებას და ყველა იმ პრობლემას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.
ამასთან ერთად ენა (რომელიც ამ ლაგამით პირის ღრუსთანაა მიერთებული) მთლიანად ვეღარ ეკრობა ანუ ვეღარ ‘ისვენებს’ სასაზე, რაც პირით სუნთქვას აპროვოცირებს და ართულებს ჰაერის კონტროლს სიმღერის დროს.
ყველა არასწორი მოძრაობა, მარტივად რომ ვთქვათ, იმ საწყალი კუნთებით კომპენსირდება, რომლებიც არაფერ შუაში არ არიან 😞

მიოფუნქციური თერაპია დაგეხმარებათ ამ კუნთების აზრზე მოსაყვანად, მაგრამ
რთული შემთხვევების დროს პატარა ოპერაციაც - ფრექტონომია კეთდება (ვიდეო კომენატრებში ).

*****

თუ თქვენს ვოკალურ რუტინაში მიოფუნქციურ სავარჯიშოებს ჩართავთ, თქვენს სხეულს აუცილებლად დაეხმარებით ზედმეტი დაძაბულობის მოშორებაში, საჭირო კუნთების გაძლიერებასა და ხმის კონტროლის გაუმჯობესებაში!

საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალას კომენტარებში გაგიზიარებთ!
ნურც თქვენ დაიშურებთ თქვენი გამოცდილებებისა და ცოდნის გაზიარებას
კო მენ ტა რებ ში 😌

ყველა გარკვეულ, თუ გაურკვეველ ვითარებაში გისურვებთ სიმღერას 🙂

პატივისცემით,

თამარა

12/10/2024

ONE-TWO; ONE-TWO 🗣️

****

მეგობრებო, ეს თავზარდამცემი სათაური ნუ შეგაშინებთ! ვოკალის ტერმინოლოგიაში უარესებიც შეგვხვდებათ!
თუ ამ განსაცდელს გაუძლებთ, უაღრესად სასარგებლო რამეებს ამოიკითხავთ და სხვანაირადაც შეიძლება გაგინათდეთ 💡

“მიაწექი-მოაწექის” დონეზე არაფერი არ გამოდის და თუ ცოტა მაინც არ გესმის სიმღერის დროს სხეულში რა ფიზიკური პროცესები ხდება, ყველაფერი სამარადჟამოდ მიუღწეველად მოგეჩვენება.

ქართულ ენაში ეს ტერმინი არ გამიგია, ინგლისურად Phonation Threshold Pressure (PTP) ჰქვია და გადავთარგმნე, როგორც ფონაციის ზღვრული წნევა (ფზწ) (თუ უკეთესი ვარიანტები გაქვთ, გამიზიარეთ).

ᲤᲝᲜᲐᲪᲘᲐ არის, მარტივი ენით, - ხმის წარმოქმნის პროცესი, რომელიც სახმო სიმების გაღება-დახურვით გამოწვეული ვიბრაციით ხდება (კომენტარებში გავაზიარებ ვიდეოს). იმისათვის, რომ ეს ვიბრაცია წარმოიქმნას, გვჭირდება გარკვეული სიმძლავრის წნევა, ანუ ფონაციის ზღვრული წნევა (ფზწ) .
სიტყვა ᲖᲦᲕᲠᲣᲚᲘ, მიხვდებოდით, ნიშნავს ზღვარს მიღწეულს, რომლის იქეთაც რაღაც ვეღარ შეიძლება :))

როცა მაღალ ნოტებს გაუაზრებლად ვიღებთ, ფზწ გვიმაღლდება და იწვევს ყელის დაღლას, ხმის ჩახლეჩას, etc.
როცა რბილად, ან დაბალ ხმაზე ვმღერით - ფზწ ბუნებრუვად დაბალია, ამიტომ არაფერიც არ გვეღლება.

(❗️)ჩვენი მიზანი, იდეალურ შემთხვევაში, არის ამ წნევის მუდმივად მაქსიმალურად დაბალ მდგომარეობაში შენარჩუნება❗️

📌ᲠᲐ ᲘᲬᲕᲔᲕᲡ ᲤᲖᲬ-Ს ᲐᲠᲐᲡᲐᲡᲣᲠᲕᲔᲚ ᲐᲬᲔᲕᲐᲡ?

-წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება/ დეჰიდრატაცია
-ანთებითი პროცესები
-სახმო სიმების ავადობები (კვანძები, პოლიპები, ა.შ)
-კუნთების დაძაბულობა, ასაკობრივი/ ჰორმონალური ცვლილებები
-არასწორი სუნთქვა (ეს თემა ძააააალიან მნიშვნელოვანია და ცალკე ფართო განხილვას იმსახურებს), წნევის არასწორად გადანაწილება სიმღერის დროს, ყვირილი, ა.შ

📌ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲕᲘᲜᲐᲠᲩᲣᲜᲝᲗ ᲤᲖᲬ ᲓᲐᲑᲐᲚ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐᲨᲘ?

სიმღერის დროს ფონაციის წნევა დაბალ მდგომარეობაში რომ შენარჩუნდეს, პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ ორგანიზმში წყლის ბალანსი, მეორე რიგში - მოდით განვიხილოთ ჩემი საყვარელი SOVT (Semi-Occluded Vocal Tract/ ნახევრად დახურული ვოკალური ტრაქტი ) სავარჯიშოები!

🖇️*ვოკალური ტრაქტი (სურათს და ვიდეოს კომენტარებში დავდებ) ეს არის სახმო სიმებს ზევით მდებარე, ხორხისა და თავის დამაკავშირებელი მილი, რომელშიც შედის: ტუჩები, კბილები, ენა, მაგარი სასა, რბილი სასა (ველუმი), ფარინგსი (ცხვირსა და პირს უკანა სივრცე), ლარინგსი (ე.წ. ვოის ბოქსი, სადაც სახმო სიმებია მოთავსებული), ცხვირის ღრუ და პირის ღრუ.

SOVT სავარჯიშოების, მაგალითად Lip trills, Tongue trills, Blowing Raspberries, Straw Phonation, Voiced Fricatives, Nasal Consonants (თუ არ გაგიგიათ, დაგუგლეთ!) და ა.შ, დროს - ვოკალური ტრაქტი* ვიწროვდება და ჰაერის გამოსვლისას მეტი წინააღმდეგობა გვხდება. ამ წინააღმდეგობის წყალობით, პირის ღრუსა და ხორხში (ანუ სახმო სიმებს ზევით) ზედმეტი წნევა იქმნება და უცებ, - თავისუფლად ვმღერით!

როცა ვღრიალებთ, ვყვირით, თუ არასწორად ვიღებთ მაღალ ნოტებს, ეს წნევა გვეხეთქება სახმო სიმების ქვემოდან! ჩვენი საყვარელი სახმო სიმი თავის თავზე იღებს იმ პასუხისმგებლობას, რაც მას საააერთოდ არ ეხება! შედეგად გვეღლება ყელი, სიმღერა ვეღარ მიგვყავს ბოლომდე და ვვარდებით წუთისოფლის ამაოებაში!

Დ Ა Ს Კ Ვ Ნ Ა 👩🏻‍🎤

როცა სახმო სიმების ზევით ვიქმნით წნევას, ამით ჩვენს სხეულს ჯანსაღი და ძლიერი ბგერის გამოშვებაში ვეხმარებით; ხმის გამოცემის დროს ვზოგავთ ენერგიას და სახმო სიმებს ხელს ვუწყობთ ჯანსაღად გაიხსნან და დაიხურონ.
როცა წნევა ქვემოდან აწვება სახმო სიმებს, (მაგალითად ყვირილის დროს) - ისინი ამხელა ნაკადს ვერ უმკლავდებიან, არათანაბარ მოძრაობებს აკეთებენ, ვარდებიან პანიკაში და აჰათ! გეღლებათ ყელი!

*****

SOVT სავარჯიშოები ვოკალურ რუტინას ბოლომდე ვერ შეგიცვლიან, მაგრამ საოცრად დაგეხმარებიან “ხმის კუნთების” სწორად ჩამოყალიბებაში, სახმო სიმების მოქნილობის განვითარებაში ( მაღალ ნოტებზე სახმო სიმი ავტომატურად უნდა დაწვრილდეს და დაგრძელდეს, დაბალ ნოტებზე - პირიქით, დამოკლდეს და გასქელდეს) და როგორც კი სხეული ამ სავარჯიშოებით სწორ ჩვევებს გამოიმუშავებს - დროთა განმავლობაში, სულ სხვანაირად, ჯანსაღად და თავისუფლად ამღერდებით!

ყველა ფიზიკურ და მენტალურ მდგომარეობაში გისურვებთ თავისუფალ სიმღერას!

პატივისცემით,

თამარა 🍫☕️

Photos from Tamara's Space•თამარას სივრცე's post 06/10/2024

We are fun but serious,
We are who we are, but always pushing to grow,
We are relaxed, but fully committed,
We are awkward, but sincere,
We are making noise, but with purpose!
We are imperfect, but full of passion,
We are free-spirited, but focused on the journey,
We are bold, but always staying true to ourselves!

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Website

Address


ყაზბეგის ქ. 30
Tbilisi