LEAF - სწავლა საზღვარგარეთ

LEAF - სწავლა საზღვარგარეთ

Share

www.leaf.ge; საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 294 61 74; 577 68 77 33.

განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ შემდეგ სერვისებს: TOEFL, IELTS, SAT გამოცდებისთვის მომზადება და საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის პროგრამებისა და სწავლის დაფინანსების მოძიებაში დახმარება.

06/08/2026

როგორ მოემზადო საზღვარგარეთ უნივერსიტეტეში ჩასაბარებლად? 🎓

Photos from LEAF - სწავლა საზღვარგარეთ's post 05/08/2026

✨იტალიაში, Rome Business School-ის ბიზნესის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა LEAF-ის კურსდამთავრებული თამარი პირველი.
🎓მან ასევე წარატებით ჩააბარა GBSB Global Business School, ესპანეთში.

“ნუ შეგეშინდებათ გამოწვევების. გადადგით ეს ნაბიჯი, მიიღეთ ახალი გამოცდილება და ირწმუნეთ საკუთარი თავის, რადგან სწორედ ასე იწყება დიდი შესაძლებლობები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი გამოწვევებით სავსე იყო, საკუთარი თავის, ინტერესებისა და უნარების უკეთ გააზრებამ სწორი მიმართულების არჩევა გამიადვილა.

განსაკუთრებული მადლობა LEAF-ს, რომლის მხარდაჭერამ დიდი როლი ითამაშა ჩემი მიზნების რეალობად ქცევაში და ცხოვრების ახალი ეტაპის დაგეგმვაში.

საზღვარგარეთ განათლების მიღება ჩემთვის ბავშვობიდანვე დიდი მიზანი და შინაგანი მისწრაფება იყო. დროთა განმავლობაში ეს სურვილი მტკიცე გადაწყვეტილებად ჩამოყალიბდა - მინდოდა საერთაშორისო გარემოში მიმეღო ძლიერი აკადემიური საფუძველი, რათა მომავალში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემი ქვეყნის განვითარებისთვის გამომეყენებინა.

ამ ხედვამ მომცა მოტივაცია, გამეღრმავებინა საკუთარი შესაძლებლობები და მაქსიმალურად დამეხვეწა უნარები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩემს პროფესიულ განვითარებაში და დამეხმარება დიდი კარიერული მიზნების მიღწევაში.

უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც აკადემიური ხარისხი, ისე გარემო - თანამედროვე სწავლების მიდგომები, მრავალფეროვანი საზოგადოება და შესაძლებლობები, რომლებიც სტუდენტს პროფესიულ სივრცეში განვითარებაში ეხმარება.
მომავალს დიდი ოპტიმიზმით ვუყურებ და მჯერა, რომ ეს გამოცდილება დამეხმარება როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებაში, მომცემს ღირებულ ცოდნას და საერთაშორისო გარემოში მნიშვნელოვანი კავშირების შექმნის შესაძლებლობას.”

💚

Photos from LEAF - სწავლა საზღვარგარეთ's post 04/08/2026

✨გვანცა ქურციკიძემ წარმატებით ჩააბარა იტალიის უნივერსიტეტებში:
🎓University of Padua 🎓Catholic University of the Sacred Heart
და მომავლი წლიდან მოლოკულური ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის University of Padua-ში.

“ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო მეპოვა უნივერსიტეტი, რომელიც აღჭურვილი იქნებოდა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ლაბორატორიებით და პროგრამა, რომლის სასწავლო გეგმა სრულად შეესაბამებოდა ჩემს ინტერესებს.

სწავლას ვაგრძელებ მაგისტრატურაზე მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით, სადაც ცოცხალ ორგანიზმებს შევისწავლი.
დარწმუნებული ვარ, რომ იტალიაში და უფრო კონკრეტულად პადოვას უნივერსიტეტში უამრავ სასიამოვნო გამოცდილებას მივიღებ, გავიღრმავებ ცოდნას, გავივლი სტაჟირებებს და ჩავერთვები საინტერესო პროექტებში. ასევე გავიცნობ ჩემი სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ყველაზე რთულ ეტაპად მიმაჩნდა სწორი უნივერსიტეტის მოძებნა და შესაბამისი საბუთების შეგროვება. მიხარია, რომ მივმართე LEAF-ს, სადაც ყველა ეტაპზე დამეხმარნენ და ეს პროცესი გამიმარტივეს. ვფიქრობ, ვისაც სურს სწავლა საზღვარგარეთ და არ იცის საიდან დაიწყოს ეს პროცესი, LEAF საუკეთესო არჩევანია!”

💚

04/08/2026

🎓 თქვენ როგორ ემზადებით საზღვარგარეთ ჩასაბარებლად? ✨

Photos from LEAF - სწავლა საზღვარგარეთ's post 03/08/2026

✨ესპანეთში, Les Roches International School of Hotel Management-ში ქართველი სტუდენტი, LEAF-ის კურსდამთავრებული - ალექსანდრე გეგენავა ისწავლის.

მან ასევე წარმატებით ჩააბარა 🎓ESBS European Sport Business School-სა და 🎓Universidad Europea-ს სპორტის მენეჯმეტის პროგრამებზე.

“საზღვარგარეთ სწავლა სპორტის სფეროში მაღალი დონის განათლების მისაღებად გადავწყვიტე, რადგან ამ მიმართულებით მეტი განვითარების შესაძლებლობას ვხედავ.
უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო სწავლების მოქნილი მეთოდი, ქვეყანა, უნივერსიტეტის რეპუტაცია და რეიტინგი.

სპორტი ყოველთვის ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მჯერა, რომ სპორტის მართვის შესწავლა ამ სფეროში კარიერისთვის აუცილებელია და მინდა მიღებული ცოდნით საქართველოში სპორტის განვითარებას შევუწყო ხელი.
ახალი ეტაპისგან ბევრ შესაძლებლობას, საინტერესო გარემოს და პროფესიულ ზრდას ველოდები.

LEAF-ის გუნდი პროფესიონალია. ჩემი აკადემიური მრჩევლის გამოცდილება, რჩევები და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ გზაზე.”

💚

Photos from LCC International University's post 03/08/2026

💚

29/07/2026

✨თუ გინდა შემდეგი წარმატებული სტუდენტი შენ იყო, მოგვწერე 🎓😍

29/07/2026

რომელია შენთვის საოცნებო ქვეყანა და უნივერსიტეტი? ✨☀️

Photos from LEAF - სწავლა საზღვარგარეთ's post 24/07/2026

✨ლიეტუვაში, LCC International University-ში ისწავლის LEAF-ის კურსდამთავრებული, თეიმურაზ სვანიძე.

🎓“საზღვარგარეთ სწავლა გადავწყვიტე, რადგან მინდოდა დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება, უცხო ენაზე კომუნიკაციის გაუმჯობესება, ახალი ქვეყნისა და ადამიანების გაცნობა.

უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ხელმისაწვდომობა, სწავლის ხარისხი, გარემო და პროგრამები. ასევე დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ მე ვარ კალათბურთელი და უნივერსიტეტს განსაკუთრებული კალათბურთის გუნდი ჰყავს.

პროფესიული გზის არჩევა მარტივი არ იყო, თუმცა საბოლოოდ ავირჩიე ის, რაც ყოველთვის მაინტერესებდა. ახალი ეტაპისგან ველოდები თავგადასავლებს, ახალ ადამიანებს, მნიშვნელოვან გამოცდილებას და ახალი კულტურის გაცნობას.

LEAF ძალიან დამეხმარა უნივერსიტეტის შერჩევასა და კომუნიკაციაში. მათ, ვინც საზღვარგარეთ სწავლაზე ფიქრობს, ვურჩევდი, ბოლომდე იშრომონ და არ დანებდნენ - ეს არის შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ.”

💚

Photos from LEAF - სწავლა საზღვარგარეთ's post 23/07/2026

✨ლიეტუვაში, Vilnius University-ში Politics of Global Challenges-ის საბაკალავრო პროგრამაზე ისწავლის LEAF-ის კურსდამთავრებული, თეკლა გაზდელიანი.

🎓მან ასევე წარმატებით ჩააბარა Mykolas Romeris University-ში.

“საზღვარგარეთ სწავლა ხარისხიანი განათლებისა და საერთაშორისო გარემოში განვითარების სურვილით გადავწყვიტე. ჩემი მთავარი მოტივაცია ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა იყო.

უნივერსიტეტის არჩევისას ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სწავლის ხარისხი, პროგრამის შინაარსი და მისი შესაბამისობა ჩემს ინტერესებთან.

ყოველთვის მაინტერესებდა პოლიტიკა და მისი გავლენა საზოგადოებაზე. მჯერა, რომ ამ სფეროში შემიძლია რეალური გავლენის მოხდენა და წარმატებული კარიერის შექმნა.

ახალ ეტაპზე ველოდები ახალ გამოცდილებას, პროფესიულ და პიროვნულ ზრდას, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების გაცნობას და ხედვის გაფართოებას.

LEAF ძალიან დამეხმარა მთელი პროცესის განმავლობაში. უნივერსიტეტის არჩევიდან დაწყებული, განაცხადის შევსებითა და დოკუმენტების მომზადებით დამთავრებული.
ვინც ფიქრობს საზღვარგარეთ სწავლაზე, ვურჩევდი, რომ არ შეგეშინდეთ ნაბიჯის გადადგმის. სწორ დახმარებასთან ერთად ეს პროცესი სრულიად შესაძლებელია.”

💚

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


D. Gamrekeli Street 19
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 11:00 - 19:00
Tuesday 11:00 - 19:00
Wednesday 11:00 - 19:00
Thursday 11:00 - 19:00
Friday 11:00 - 19:00