დაამტკიცეთ რომ n⁴+2n³-n²-2n იყოფა 24-ზე, როცა n€N.
მათემატიკა
საინტერესო მათემატიკა
ამ გვერდის შექმნის მთავარი იდეა არის მათემატიკის წინ წამოწევა თანამედროვე ადამიანებში. დღევანდელ საქართველოში ლაპარაკობენ, განიხილავენ, არჩევენ ყველა საკითხს, მაგრამ ის რაც მნიშვნელოვანია უკანა პლანზეა გადასული. მე არ ვისაუბრებ მათემატიკის სწავლის აუცილებლობაზე, მე მხოლოდ ყველასათვის ისედაც მარტივ ჭეშმარიტებას გავუსვამ ხაზს. მათემატიკა გვეხმარება აზროვნებაში, სწორედ ამიტომაც გირჩევთ შემოგვიერთდეთ,
23/07/2023
მოგესალმებით! მე ვარ დავით სადაღაშვილი. მცირე ინფორმაციას მოგაწვდით ჩემს შესახებ. 2011 წელს დავამთავრე კომაროვის სკოლა, შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე და პარალელურად დავიწყე მოსწავლეების მომზადება მათემატიკასა და ზოგად უნარებში, 2017 წლიდან დღემდე ვარ ა(ა)იპ „ჩვენი სკოლის“ მათემატიკის მასწავლებელი და ასევე, კერძოდ ვამზადებ მოსწავლეებს. სექტემბრიდან კვლავ ვაპირებ აღნიშნული საქმიანობის გაგრძელებას, მოსწავლეებს მივიღებ წყნარ და კომფორტულ გარემოში,
მისამართი: გლდანი, ქერჩის ქუჩა N 1
(გლდანის გამგეობის უკან)
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დამიკავშირდით ნომერზე, 598423500 ან მომწერეთ პირად შეტყობინებაში.
ყალბი მონეტის ერთხელ აგდებისას გერბის მოსვლის ალბათობის შეფარდება საფასურის მოსვლის ალბათობასთან 0,75-ის ტოლია. იპოვეთ გერბის მოსვლის ალბათობა ამ მონეტის ერთხელ აგდებისას.
მეცნიერული მიღწევებისთვის ნიუტონს ლორდის წოდება უბოძეს. იქიდან მოყოლებული, გენიოსი 24 წლის განმავლობაში სიტყვისუთქმელად ესწრებოდა ლორდთა პალატის სხდომებს. და აი, ერთხელ ნიუტონმა, ბოლოს და ბოლოს, სიტყვა ითხოვა. ბუნებრივია, დამსწრენი უდიდესმა ინტერესმა მოიცვა.
- ბატონებო! მიმართა ნიუტონმა პალატას.
- თუ წინააღმდეგი არ იქნებით, გთხოვთ, სარკმელი დავხუროთ: მგონი დარბაზში ორპირია.
რამდენი თევზი დაიჭირეს ვაჟამ და ზურამ ერთად, თუ ვაჟამ დაიჭირა ზურას დაჭერილი თევზების რაოდენობის ნახევარზე 5-ით მეტი, ხოლო ზურამ დაიჭირა ვაჟას დაჭერილი თევზების რაოდენობის ნახევარზე 20-ით მეტი.
გამარჯობა!
ხვალ, 22 ივნისს, 13:00 საათზე გავარჩევ მათემატიკა 7-12-ის(მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა) 2021 წლის ტესტს, zoom-ის საშუალებით.
23 ივნისს, 13:00 საათზე განვიხილავ მათემატიკა 1-6-ის 2022 წლის ტესტს.
პერიოდულად, გამოცდებამდე კიდევ გავარჩევ სხვა წლების ტესტებსაც.
ჩემზეც რომ გითხრათ, ჩაბარებული მაქვს აღნიშნული გამოცდა 2021 წელს 41(41) ქულაზე. ჩემ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ, ჩემი პროფილიც დაათვალიეროთ.
1 შეხვედრის ღირებულება იქნება მიზერული, 10 ლარი. შეხვედრას ჩავიწერ და შემდეგ ვიდეოსაც მოგაწვდით.
პირად შეტყობინებაში მომწერეთ მსურველებმა.
https://www.facebook.com/ninmzha
მაიმუნი ბედნიერია თუ ის შეჭამს 3 ცალ განსხვავებული სახის ხილს. რა უდიდესი რაოდენობის მაიმუნი შეგვიძლია გავაბედნიეროთ თუ გვაქვს 20 მსხალი, 30 ბანანი 40 ატამი და 50 მანდარინი?
მილიონერმა სიკვდილის წინ თავის ფეხმძიმე მეუღლეს დაუტოვა 21 მილიონი პირობით: თუ დაიბადება გოგო,მეუღლეს შეხვდება 14 მილიონი ხოლო ბავშვს 7 მილიონი, ხოლო თუ დაიბადება ბიჭი მეუღლეს 7 მილიონი ხოლო ბიჭს 14 მილიონი. რამდენი მილიონი შეხვდება მეუღლეს თუ დაიბადა ორი ბავშვი ბიჭი და გოგო?
არსებობს მოსაზრება, რომ სამფეხა მაგიდა არასოდეს არ ქანაობს, მაშინაც კი, თუ მისი ფეხები განსხვავებული სიგრძისაა. სწორია თუ არა ეს მოსაზრება?
"ბუნება ის წიგნია, რომელიც მათემატიკურ ენაზეა დაწერილი". გალილეო გალილეი
11/06/2023
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Telephone
Website
Address
ქერჩის ქუჩა, N1ბ
Tbilisi