Leano Academy - ლინო აკადემია

Leano Academy - ლინო აკადემია Are you looking for a reliable and trustworthy, professional and accurate partner in finance?

📊 რას შეისწავლით ფინანსური მენეჯერის კურსზე და რა უნარებს გამოიმუშავებთ?კარგი ფინანსური მენეჯერი მხოლოდ ფინანსურ ანგარიშ...
24/09/2026

📊 რას შეისწავლით ფინანსური მენეჯერის კურსზე და რა უნარებს გამოიმუშავებთ?

კარგი ფინანსური მენეჯერი მხოლოდ ფინანსურ ანგარიშგებას არ ამზადებს. მას უნდა შეეძლოს ციფრების მიღმა ბიზნესის დანახვა, ფინანსური რისკების შეფასება, მომავალი შედეგების პროგნოზირება და მენეჯმენტისთვის გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება.

სწორედ ამ უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული ლინო აკადემიის ფინანსური მენეჯერის პრაქტიკული კურსი.

🎯 რას ისწავლით და რაში დაგეხმარებათ ეს ცოდნა?

📈 1. ფინანსური ანგარიშგება და ანალიზი

ისწავლით Excel-ში ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებლად მომზადებას, ფინანსური კოეფიციენტების გამოთვლასა და კომპანიის შედეგების შეფასებას კონკურენტებთან შედარებით.

გამოიმუშავებთ უნარს, ფინანსური მონაცემების საფუძველზე შეაფასოთ კომპანიის მომგებიანობა, ლიკვიდურობა და ფინანსური მდგრადობა.

📊 2. ბიუჯეტირება და ფინანსური დაგეგმვა

შეისწავლით კომპანიის ბიუჯეტის შედგენას, ფაქტობრივი შედეგების ბიუჯეტთან შედარებასა და სცენარულ ანალიზს.

შეძლებთ შეაფასოთ, როგორ აისახება კომპანიის ფინანსურ შედეგებზე გაყიდვების შემცირება, ხარჯების ზრდა ან სხვა ბიზნესგადაწყვეტილებები.

💰 3. დაფინანსება და ფინანსური გადაწყვეტილებები

ისწავლით სესხისა და ლიზინგის გრაფიკების მომზადებას, დაფინანსების ხარჯების გაანგარიშებასა და კომპანიისთვის სესხის ოპტიმალური მოცულობის განსაზღვრას.

განივითარებთ უნარს, შეაფასოთ კომპანიის სასესხო შესაძლებლობები და დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკები.

📑 4. IFRS, აუდიტი და კონსოლიდაცია

ისწავლით აუდიტის ტრანსფორმაციის ფაილის მომზადებას, აუდიტორული კორექტირებების ანალიზს, ჯგუფის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების შედგენასა და მენეჯერულ აღრიცხვასა და IFRS-ს შორის განსხვავებების გააზრებას.

🧠 ყველაზე მნიშვნელოვანი — ფინანსური აზროვნების განვითარება

კურსის მიზანი მხოლოდ Excel-ის ფაილებისა და ფინანსური მოდელების მომზადების სწავლება არ არის.
ჩვენ გვინდა, შეძლოთ ფინანსური მონაცემების ბიზნესის ენაზე გადათარგმნა, პრობლემების დროულად იდენტიფიცირება, ალტერნატიული გადაწყვეტილებების შეფასება და მენეჯმენტისთვის დასაბუთებული რეკომენდაციების წარდგენა.
ყველა თემას განვიხილავთ ქართულ ბიზნესგარემოზე მორგებული პრაქტიკული მაგალითებითა და რეალური სამუშაო პროცესებით.
📌 კურსის დეტალები
📅 დაწყება: 6 ოქტომბერი
⏰ დრო: 19:00 – 22:00
📆 დღეები: სამშაბათი, ხუთშაბათი
🕒 ხანგრძლივობა: 40 საათი
📚 შეხვედრები: 13
💸 ღირებულება: 950 ლარი
სარეგისტრაციო

https://docs.google.com/forms/d/1Br5jBZogWf7cfDgQbSudpcExCqHL96kfZ1ywmIj3P2I/viewform?edit_requested=true

🎓 ლინო აკადემიაში დასრულდა პრაქტიკული კურსი — „IFRS for SMEs და მასთან დაკავშირებული საგადასახადო ასპექტები“, რომელსაც უ...
23/09/2026

🎓 ლინო აკადემიაში დასრულდა პრაქტიკული კურსი — „IFRS for SMEs და მასთან დაკავშირებული საგადასახადო ასპექტები“, რომელსაც უძღვებოდნენ აკადემიის თანადამფუძნებლები, IFRS ექსპერტი ნანო სამყურაშვილი და საგადასახადო ექსპერტი სალომე ოდიშარია.
💙 მადლობა თითოეულ მონაწილეს ნდობისთვის, აქტიური ჩართულობისა და საინტერესო@ შეხვედრებისთვის! გისურვებთ წარმატებებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში!

როგორც დაგპირდით, დღეს ლინო აკადემიის ორგანიზებით განმეორებით ჩავატარეთ უფასო ვებინარი თემაზე — „III კატეგორიის საწარმოე...
22/09/2026

როგორც დაგპირდით, დღეს ლინო აკადემიის ორგანიზებით განმეორებით ჩავატარეთ უფასო ვებინარი თემაზე — „III კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენა“.
ვებინარს უძღვებოდა ლინო აკადემიის თანადამფუძნებელი, IFRS ექსპერტი ნანო სამყურაშვილი.
პირველ ვებინარზე დაფიქსირებული მაღალი ინტერესისა და ტექნიკური შეზღუდვის გამო გადავწყვიტეთ შეხვედრის გამეორება, რათა რაც შეიძლება მეტ მსმენელს მისცემოდა დასწრების შესაძლებლობა.
განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც პირველ შეხვედრაზე ვერ შემოგვიერთდა და დღეს კვლავ გამოგვიცხადა ნდობა. 💙
მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიურობისთვის, საინტერესო კითხვებისა და ჩვენი აკადემიის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის!
შევხვდებით ლინო აკადემიის მომდევნო საგანმანათლებლო ღონისძიებებზე! 💙

✨ ლინო აკადემია 19 ნოემბრიდან გთავაზობთ: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) სიღრმისეული კურსს 📅 დაწ...
22/09/2026

✨ ლინო აკადემია 19 ნოემბრიდან გთავაზობთ: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) სიღრმისეული კურსს
📅 დაწყება: 19 ნოემბერი
📍 ლოკაცია: ლინო აკადემია | დელისის ბიზნეს ცენტრი (ვაჟა-ფშაველას გამზ. 45)
🕖 დრო: 19:00 – 22:00
📆 ხანგრძლივობა: 30 სთ | სამშაბათი & ხუთშაბათი
💳 ღირებულება:
1 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში - 650 ლარი
ლინოს კურსდამთავრებულებზე და კომპანიიდან 2-ზე მეტი თანამშრომლის დასწრების შემთხვევაში - 650 ლარი
1 ოქტომბრის შემდეგ რეგისტრაცია 750 ლარი
👩‍🏫 კურსს გაუძღვება ნანო სამყურაშვილი
▪ SARAS-ისა და IFRS Foundation-ის ტრენერთა გადამზადების პროგრამის სერტიფიცირებული ტრენერი
▪ ACCA Global-ის წევრი
▪ ლინო აკადემიის თანადამფუძნებელი
🔎 კურსის განმავლობაში:
✔ შეისწავლით IFRS სტანდარტებს დეტალურად, (განიხილება პრაქტიკაში გამოყენებადი ყველა სტანდარტი)
✔ ბრუნვითი უწყისიდან მოამზადებთ სრულ ფინანსურ ანგარიშგებას, როგორც ინდივიდუალური ასევე კონსოლიდირებული
✔ ისწავლით მაკორექტირებელი გატარებების ასახვას
✔ მოამზადებთ განმარტებით შენიშვნებს
📚 სილაბუსი მოიცავს:
IAS 16, IAS 36, IAS 40, IFRS 5, IAS 20, IFRS 16, IAS 38, IAS 23, IAS 2, IFRS 15, IAS 37, IAS 8, IAS 10, IAS 24, IAS 41, IAS 21, IFRS 9, IFRS 10, IFRS 11, IAS 28 და სხვა აქტუალურ სტანდარტებს, ასევე IFRS-ის განახლებებს (IFRS 18, IFRS S1, IFRS S2).
📝 რეგისტრაცია:
https://docs.google.com/forms/d/1AWXUDjJPPnAIAKh5pm-RkoR1OiNcZoIuAxIzEyusuhU/edit
🎓 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი
📞 დამატებითი ინფორმაცია: 577 97 28 03
📧 [email protected]

16/09/2026

🏦ლინოს თანადამფუძნებლის სალომე ოდიშარიას კომენტარი საპენსიო ჯარიმების ამინისტიასთან დაკავშირებით
📢 საპენსიო ჯარიმების ამნისტია იგეგმება!
კანონპროექტის მიხედვით:
🟩 დაახლოებით 13 500 დამსაქმებელს ჩამოეწერება ჯამში 43 მლნ ლარის გადაუხდელი ჯარიმა, თუ საპენსიო დავალიანებასა და დარიცხულ სარგებელს 2026 წლის ბოლომდე სრულად დაფარავს;
🟩 ჯარიმა მცირდება — 500/1000 ლარის ნაცვლად იქნება 300 ლარი;
🟩 შესაძლებელი გახდება დავალიანების 18 თვემდე ეტაპობრივი გადახდა;
🟩 საპენსიო ფონდში შეიქმნება დავების განხილვის სამსახური;
🟩 შენატანის 10 დღეში დაფარვის შემთხვევაში ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას მისი აღსრულება შეჩერდება.
📌 მთავარი: ამნისტია ეხება ჯერ გადაუხდელ ჯარიმებს და ძალაში შესვლის შემთხვევაში ჩამოწერა შესაძლებელი იქნება იმ პირობით, რომ საპენსიო დავალიანება და დარიცხული სარგებელი 2026 წლის ბოლომდე დაიფარება

15/09/2026

📣 ლინო აკადემია 6 ოქტომბრიდან იწყებს კურსს : „Excel ფინანსისტებისა და ბუღალტრებისთვის - პროფესიონალური დონე“
თუ Excel ყოველდღიურად თქვენი სამუშაოს ნაწილია და გსურთ მონაცემებთან მუშაობა უფრო სწრაფად, ეფექტურად და პროფესიონალურ დონეზე შეძლოთ - ეს კურსი თქვენთვისაა.
✅ დაწყების თარიღი: 6 ოქტომბერი
✅ ტრენერი - ვახტანგ ქელბაქიანი, MS EXCEL-ის ექსპერტი, ფინანსისტი
✅სატრენინგო დღეები: სამშაბათი / პარასკევი
✅ დრო: 19:00–21:00
✅ კურსის ხანგრძლივობა: 22 საათი
✅ ფორმატი: ონლაინ
✅ ორგანიზატორი: ლინო აკადემია
👉 ტრენინგის მიზანია მსმენელებმა გაიღრმაონ MS Excel-ის ცოდნა და განივითარონ ფინანსურ და საბუღალტრო საქმიანობაში საჭირო მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის პრაქტიკული უნარები.
კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:
• დიდი მოცულობის მონაცემების ორგანიზებასა და დამუშავებას;
• Excel-ის პროფესიონალურ ფუნქციებსა და ფორმულებს;
• მონაცემების ეფექტურად დამუშავებისა და ანალიზის ტექნიკებს;
• სტრუქტურირებული ცხრილების შექმნას;
• მონაცემების სხვადასხვა ჭრილში გაანალიზებას;
• გარე წყაროებიდან მონაცემების იმპორტირებასა და დამუშავებას.
👉 კურსი განკუთვნილია ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისთვის და სხვა პროფესიონალებისთვის, რომლებიც სამუშაო პროცესში აქტიურად იყენებენ Excel-ს და უკვე ფლობენ პროგრამის საბაზისო ცოდნას.
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, უფრო სწრაფად დაამუშაონ სამუშაო მონაცემები, მოაწესრიგონ დიდი მოცულობის ცხრილები და მიიღონ ანალიზისთვის საჭირო ინფორმაცია.
👉სარეგისტრაციო ბმული:
https://docs.google.com/forms/d/1cCdUAZiUQSTXuFE7PYXpqQk6y9aZLRDmIq265f60NYE/edit
📩 დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:
📧 [email protected]
📞 577 97 28 03

📢 მსმენელთა დიდი ინტერესიდან გამომდინარე კვლავ გთავაზობთ უფასო ვებინარს აქტუალურ თემაზე:IIIკატეგორიის საწარმოების ფინანს...
15/09/2026

📢 მსმენელთა დიდი ინტერესიდან გამომდინარე კვლავ გთავაზობთ უფასო ვებინარს აქტუალურ თემაზე:
IIIკატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენა და ხშირად დაშვებული შეცდომები.
📅 თარიღი: 22 სექტემბერი
🕒 დრო: 10:00 - 11:00
📍 ჩატარების ადგილი: Google meet პლატფორმა
👩‍🏫 ტრენერი: ნანო სამყურაშვილი - ლინოს თანადამფუძნებელი, IFRS ექსპერტი, IFRS for SMEs სერტიფიცირებული ტრენერი, ACCA წევრი
🔍 ვებინარზე განხილული იქნება ფინანსური ანგარიშგების მომზადების პრაქტიკული ხერხები და ხშირად დაშვებული შეცდომები
📌 რეგისტრაცია სავალდებულოა!
https://docs.google.com/forms/d/1j3KTFhvYeZ_KqzsZMeNpEHsuq1xfXO04Or79p7ZLV-k/edit

დღეს ლინო აკადემიის ორგანიზებით ჩავატარეთ უფასო ვებინარი თემაზე — „III კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარ...
08/09/2026

დღეს ლინო აკადემიის ორგანიზებით ჩავატარეთ უფასო ვებინარი თემაზე — „III კატეგორიის საწარმოების ფინანსური ანგარიშგების წარდგენა“, რომელსაც უძღვებოდა ლინო აკადემიის თანადამფუძნებელი, IFRS ექსპერტი ნანო სამყურაშვილი.

ვებინარზე რეგისტრაცია 400-მდე მსმენელმა გაიარა, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით. ასეთი მაღალი ინტერესი ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი იყო. 💙
სამწუხაროდ, ორგანიზაციული შეცდომის გამო ვებინარი გაეშვა Google Meet-ის ბმულიდან, რომელზეც მონაწილეთა რაოდენობა 100 ადამიანით იყო შეზღუდული. შედეგად, რეგისტრირებულ მსმენელთა დიდმა ნაწილმა შეხვედრაზე შემოსვლა ვერ შეძლო.
გულწრფელად გიხდით ბოდიშს თითოეულ თქვენგანს, ვინც ვერ შემოვიდა.
თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდს, 1 ოქტომბრამდე ამ ვებინარს აუცილებლად გავიმეორებთ.
მადლობა ასეთი დიდი ინტერესისა და ნდობისთვის! 💙

06/09/2026

📊 ძველი ბუღალტრული ჩანაწერები პრობლემად არ უნდა დარჩეს.

დაგროვილი ხარვეზების დროული აღმოჩენა და ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგება ამცირებს საგადასახადო რისკებს და გაძლევთ შესაძლებლობას, ბიზნესი უფრო მყარ საფუძველზე განავითაროთ.

თუ თქვენს კომპანიას სჭირდება ძველი ბუღალტრული მონაცემების აღდგენა და მოწესრიგება — ჩვენ დაგეხმარებით. ✅

📩 დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის
595 040 436
[email protected]
#საგადასახადო #საგადასახადორისკი #ძველიპერიოდისაღდგენა

Address

ვაშა-ფშაველას გამზ. # 45
Tbilisi
0186

Telephone

+995595040436

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Leano Academy - ლინო აკადემია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Leano Academy - ლინო აკადემია:

Shortcuts

Share

Category