27/09/2026
საქართველოს ანტიდოპინგური კონტროლისა და განათლების სააგენტოს (GADCEA) და ცენტრალური ევროპის ანტიდოპინგური ორგანიზაციის (CEADO) მენტორობის პროგრამის ფარგლებში საქართველოში დოპინგ-კონტროლის ოფიცრების პროფესიული განვითარებისა და გადამზადების მხარდაჭერა გრძელდება.
მენტორობის პროგრამის ფარგლებში, GADCEA-ს დოპინგ-კონტროლის ოფიცრების პროფესიულ გადამზადებასა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა კოლეგებმა. ტრენინგის ჩასატარებლად საქართველოში სერბეთიდან ჩამოვიდნენ დოპინგ-კონტროლის ოფიცრები Zorana Stankovic, Aleksandra Pucar და Vladimir Sekulic, ხოლო ბულგარეთიდან — Boris Georgiev Kadinov.
ტრენინგი დოპინგ-კონტროლის პროცესის პრაქტიკულ საკითხებსა და შესაბამისი პროცედურების ეფექტიანად განხორციელებას დაეთმო. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება პრაქტიკაში გამოიყენეს და დოპინგ-კონტროლის მისიებში მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პრაქტიკული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია დოპინგ-კონტროლის სფეროში პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებისა და პროცესების მუდმივი გაუმჯობესებისთვის.