საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია 🇬🇪
(1)

22/06/2025

🇬🇪22 ივნისს პროექტის ფარგლებში, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, თემაზე: “კიბეროპერაციები, როგორც ჰიბრიდული საფრთხე”.

მომხსენებელი: ანდრო გოცირიძე – CYSEC – დამფუძნებელი; თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი დირექტორი.

🔰მადლობას ვუხდით საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი • სდასუ-ს თანამშრომლობისთვის!

20/06/2025
🔰საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები.   🇬🇪გიორგი ქავთარაძე – საქართველოს თავდაცვის ძალების, სპეციალური ძალების მაიორ...
19/06/2025

🔰საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები.

🇬🇪გიორგი ქავთარაძე – საქართველოს თავდაცვის ძალების, სპეციალური ძალების მაიორი,ოფიცერი.

🇬🇪პროექტის  “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება ჰიბრიდული ომის გამოწვევების ფონზე: რისკების ანალიზი”- ფარგლებში მორიგი შეხ...
17/06/2025

🇬🇪პროექტის “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება ჰიბრიდული ომის გამოწვევების ფონზე: რისკების ანალიზი”- ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.

🔰ადამიანური რესურსებით დაზვერვა (HUMINT), გადაბირება და შპიონაჟი;

შეხვედრას უძღვებოდა თორნიკე შურღულაია – გლობალური უსაფრთხოებისა და დაზვერვის ექსპერტ – ანალიტიკოსი.

🤝მადლობას ვუხდით საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი • სდასუ-ს თანამშრომლობისთვის!

16/06/2025

🇬🇪15 ივნისს, პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა თემაზე: ადამიანური რესურსებით დაზვერვა (HUMINT), გადაბირება და შპიონაჟი.

🔰სესიას უძღვებოდა თორნიკე შურღულაია – გლობალური უსაფრთხოებისა და დაზვერვის ექსპერტ – ანალიტიკოსი.

🔹სესიის მიზანი იყო პროექტის მონაწილეებისთვის, ძირითადი ინფორმაციის მიწოდება HUMINT-ის მეთოდებზე, გადაბირების მექანიზმებზე და შპიონაჟის თანამედროვე საფრთხეებზე.

🔹შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა დაესვათ კითხვები და განეხილათ პრაქტიკული მაგალითები.

🤝მადლობას ვუხდით საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი • სდასუ-ს თანამშრომლობისთვის.

11/06/2025

საჯარო ლექციების კურსი უსაფრთხოების თანამედროვე საკითხებზე!

ურთიერთთანამშრომლობის და პარტნიორობის ფარგლებში „თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრისა“ და „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაციის” ორგანიზებით საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ) ტარდება ლექციების კურსი:

საჯარო ლექციის მიზანია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახლობის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ცნობიერების ამაღლება თანამედროვე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

15 ივნისი 14:00 – 17:30 სთ.

კურსის თემატიკა:

ადამიანური რესურსებით დაზვერვა (HUMINT), გადაბირება და შპიონაჟი;
საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციები.
მომხსენებლები:

თორნიკე შურღულაია – გლობალური უსაფრთხოებისა და დაზვერვის ექსპერტ – ანალიტიკოსი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი; მსოფლიო ლიდერთა კონსორციუმის მრჩეველი მდგრადი განვითარების საკითხებში; კამბოჯის მენეჯმენტის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი; ჰუმანიტარული და საგანგებო სიტუაციების მართვის უნივერსიტეტის UBC-ის საპატიო დოქტორი; გაერო-სთან არსებული ინდოეთის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის ეროვნული ფონდის საპატიო დოქტორი.

გიორგი ქავთარაძე – საქართველოს თავდაცვის ძალების, სპეციალური ძალების მაიორი,ოფიცერი.

22 ივნისი 14:00- 16:00 სთ.

კურსის თემატიკა:

კიბეროპერაციები, როგორც ჰიბრიდული საფრთხე.

მომხსენებელი:

ანდრო გოცირიძე – (CYSEC – დამფუძნებელი; თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ყოფილი დირექტორი.

სამუშაო ენა: ქართული

ფორმატი და ადგილი: პირისპირ, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი (სდასუ), ჭავჭავაძის 25. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი.

რეგისტრაციისათვის გადადით ბმულზე:

https://forms.gle/YVJcsycsFQrGbmHc9
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი!

🇬🇪თბილისის 107-ე საჯარო სკოლაში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობა“- რომელსაც უძ...
11/06/2025

🇬🇪თბილისის 107-ე საჯარო სკოლაში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „ქალთა უფლებები და ოჯახში ძალადობა“- რომელსაც უძღვებოდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაციის დირექტორი, ანა კორტი.

🔰შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებისთვის ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებულ საკანონმდებლო და სოციალურ მექანიზებზე ინფორმაციის მიწოდება.

🔹 შეხვედრის პირველი ეტაპის ფარგლებში განხილული იყო:
• ქალთა უფლებების ისტორიული განვითარება;
• ქალთა უფლებების დაცვის ძირითადი მექანიზმები;
• ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის გზები;
• ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის გარანტიები;
• საკანონმდებლო ინსტრუმენტები — მათ შორის, დამცავი და შემაკავებელი ორდერი.

🔹 შეხვედრის მეორე ეტაპზე გაიმართა დებატები კარლ პოპერის ფორმატის შესაბამისად.
გუნდები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, პრაქტიკული მუშაობის გზით გაიაზრეს შეხვედრის პირველ ნაწილში მიღებული თეორიული ცოდნა.

🔰საბოლოო შედეგმა დაამტკიცა, რომ ღონისძიებამ მიზანს მიაღწია — ახალგაზრდებში გაჩნდა ინტერესი პრობლემური და რეალურ ცხოვრებაში აქტუალური საკითხების მიმართ; მათ მიიღეს ცოდნა და უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანია სამოქალაქო ცნობიერებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებისათვის.

📷 გიზიარებთ შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას.

09/06/2025
🇬🇪2025 წლის 25 მაისს და 7 ივნისს ჩატარდა პროექტის :  “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება ჰიბრიდული ომის გამოწვევების ფონზე...
08/06/2025

🇬🇪2025 წლის 25 მაისს და 7 ივნისს ჩატარდა პროექტის : “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება ჰიბრიდული ომის გამოწვევების ფონზე: რისკების ანალიზი”-ს პირველი და მეორე სასესიო დღე, რომლის ფარგლებში მოხსენებები ჩაატარეს სტრატეგიულ საკითხებზე :
კომპანია ჯეოქეისის მრჩეველმა შალვა ლომიძემ და ამავე კომპანიის მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, საერთაშორისო მდივანმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

🔰მოხსნების თემები:

25 მაისი: თემა _ “დაზვერვის როლი ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში”

7 ივნისი: თემა_ “ჰიბრიდული ომი : უსაფრთხოების გამოწვევები”

🤝განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.

🇬🇪 7 ივნისს, გაიმართა მორიგი შეხვედრა, თემაზე — „საინფორმაციო ოპერაციები“.🤝 შეხვედრას უძღვებოდა გრიგოლჯულუხიძე - ექსპერტ...
07/06/2025

🇬🇪 7 ივნისს, გაიმართა მორიგი შეხვედრა, თემაზე — „საინფორმაციო ოპერაციები“.

🤝 შეხვედრას უძღვებოდა გრიგოლ
ჯულუხიძე - ექსპერტი ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში.

🔰მადლობას ვუხდით Iliauni's Student Self-Government • ილიაუნის სტუდენტური თვითმმართველობა-ს თანამშრომლობისთვის!

🇬🇪 საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი • სდასუა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაციას შ...
03/06/2025

🇬🇪 საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი • სდასუა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

🤝 თანამშრომლობის მიზანია ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და პროფესიული კავშირების გაღრმავება.

🔰მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი საქმიანობა მიზანმიმართული ინიციატივებით წაახალისებს რეალურ ცვლილებებს განათლებისა და ეროვნული უსაფრთხოების სფეროში.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share