Semita.სემიტა

Semita.სემიტა საგანმანათლებლო სივრცე „სემიტა” Any willing person will be able to study different languages and receive a necessary knowledge for academic writing.

„სემიტა“ - ეს არის ნანა შავთვალაძის საგანმანათლებლო სივრცე ქართულენოვანი და უცხოენოვანი უფროსებისთვის, მოზარდებისთვისა და ბავშვებისთვის. ჩვენი ამოცანაა საფუძვლიანად და მარტივი გზებით შევასწავლოთ უცხოენოვან სტუდენტებს ქართული ენა, განვუვითაროთ წერის უნარები როგორც ქართველ, ისე უცხოენოვან სტუდენტებს. ნებისმიერი მსურველი შეძლებს დაეუფლოს სხვადასხვა უცხო ენას და მიიღოს აკადემიური წერისთვის საჭირო ცოდნა. Semita – This is Nana Shavtvaladze`s educational space for Georgian and foreign students, including adults, entrants and children. Our task is to help the students develop writing skills and give a simplified thorough knowledge in Georgian Language to foreign students,.

“Biliki” is a series of Georgian language textbooks designed to help foreigners learn Georgian gradually, practically, a...
21/09/2026

“Biliki” is a series of Georgian language textbooks designed to help foreigners learn Georgian gradually, practically, and thoroughly.

📘 A1 Level — First steps in learning Georgian�📗 A2 Level — Deepening acquired knowledge and using Georgian more freely in everyday communication.

Both levels include:
�📌 Georgian vocabulary;�📌 Grammar materials;�📌 Everyday communication situations;�📌 Listening, reading, and speaking activities;�📌 Practical exercises to reinforce the material learned.

📖 Each textbook is accompanied by a corresponding workbook, giving students the opportunity for additional practice and independent study.
The main goal of “Biliki” is not simply to teach the rules of the Georgian language, but to prepare learners for real-life communication in Georgian.

„ბილიკი“ ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოების სერიაა, რომელიც უცხოელებს ეხმარება ქართული ენის ეტაპობრივად, პრაქტიკულად და საფუძვლიანად შესწავლაში.

📘 A1 დონე — ქართული ენის პირველი ნაბიჯები
📗 A2 დონე — მიღებული ცოდნის გაღრმავება და ყოველდღიურ კომუნიკაციაში უფრო თავისუფლად გამოყენება.

ორივე დონე აერთიანებს:

📌ქართული ენის ლექსიკას;
📌გრამატიკულ მასალას;
📌ყოველდღიურ საკომუნიკაციო სიტუაციებს;
📌მოსასმენ, საკითხავ და სალაპარაკო აქტივობებს;
📌პრაქტიკულ დავალებებს ნასწავლი მასალის განსამტკიცებლად.

📖 თითოეულ სახელმძღვანელოს თან ახლავს შესაბამისი სამუშაო რვეული, რომელიც მოსწავლეს დამატებითი პრაქტიკისა და დამოუკიდებელი მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.

„ბილიკის“ მთავარი მიზანი მხოლოდ ქართული ენის წესების სწავლა კი არა, ქართული ენით რეალური კომუნიკაციისთვის მომზადებაა.

საუბრები თვითზრუნვაზე:როგორ ხარ, რეალურად?!ხშირად ყოველდღიური საქმეებით, სამსახურითა და სხვებზე ზრუნვით იმდენად ვართ დაკ...
18/09/2026

საუბრები თვითზრუნვაზე:

როგორ ხარ, რეალურად?!

ხშირად ყოველდღიური საქმეებით, სამსახურითა და სხვებზე ზრუნვით იმდენად ვართ დაკავებულნი, რომ გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი - საკუთარი თავი.

თვითზრუნვა კი არ არის ფუფუნება, ის აუცილებლობაა. სწორედ ამიტომ, გეპატიჟებით თავისუფალ, მყუდრო და მეგობრულ შეხვედრაზე, სადაც ერთმანეთს პირად გამოცდილებასა და იდეებს გავუზიარებთ.

რაზე ვისაუბრებთ?

* რა არის ჩვენთვის თვითზრუნვა და როგორ ვპოულობთ დროს საკუთარი თავისთვის?
* რატომ გვიჩნდება დასვენების დროს დანაშაულის გრძნობა?
* რომელი მარტივი ყოველდღიური ჩვევები გვეხმარება ენერგიისა და შინაგანი სიმშვიდის აღდგენაში?

გელოდებით „სემიტაში“ ერთი თბილი შეხვედრისთვის საკუთარ თავთან და ერთმანეთთან. 🤍

📞 დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 577 45 43 32 | +995 551 25 56 62

📍 მის.: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #3, კორპ. #38
(შენი სახლი ჯიქიაზე)

🔗 დასწრება უფასოა. ლექციაზე ჩასაწერად დარეგისტრირდით ბმულზე:

https://forms.gle/LHoFX7vkZzSjJ5JWA

17/09/2026

დღეს „სემიტას“ დამფუძნებლისა და დირექტორის, ქალბატონი ნანა შავთვალაძის, დაბადების დღეა! ❤️

ადამიანის, რომლისთვისაც განათლება მხოლოდ პროფესია კი არა, დიდი სიყვარული, პასუხისმგებლობა და ცხოვრების მთავარი ღირებულებაა.

ქალბატონი ნანა წლებია ქმნის სივრცეს, სადაც სწავლა, განვითარება, ერთმანეთის მხარდაჭერა და შესაძლებლობების აღმოჩენა ერთ დიდ, მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება. 📚❤️

„სემიტას“ თითოეულ ადამიანს აქვს თავისი განსაკუთრებული ისტორია, და ამ ისტორიების უკან დგას ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვაჩვენებს, რომ შეგვიძლია უფრო მეტი, ვიდრე გვგონია.

ქალბატონო ნანა, გილოცავთ დაბადების დღეს! ❤️
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიყვარულს, უამრავ წარმატებულ წელს და კიდევ ბევრ ადამიანს, ვისთვისაც თქვენი ცოდნა, გამოცდილება და მხარდაჭერა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

გილოცავთ! გვიყვარხართ და გვეამაყებით! 🎂❤️

Today is the birthday of Ms. Nana Shavtvaladze, the founder and director of “Semita”! ❤️

A person for whom education is not simply a profession, but a great passion, a responsibility, and one of life’s most important values.

For many years, Ms. Nana has created a space where learning, personal growth, mutual support, and discovering new opportunities come together in service of one great and meaningful purpose. 📚❤️

Every person at “Semita” has their own unique story, and behind all these stories is someone who always reminds us that we are capable of achieving more than we think.

Ms. Nana, Happy Birthday! ❤️

We wish you good health, happiness, love, many successful years ahead, and many more people whose lives will be enriched by your knowledge, experience, and support.

Happy Birthday! We love you and are so proud of you! 🎂❤️

„სემიტას“ „4ვ” პროგრამის ფარგლებში ამ სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი ჩავატარეთ ჩვენს მესამე კლასელებთან! 💛პირველი შეხვე...
16/09/2026

„სემიტას“ „4ვ” პროგრამის ფარგლებში ამ სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი ჩავატარეთ ჩვენს მესამე კლასელებთან! 💛

პირველი შეხვედრა ბევრი ღიმილით, თამაშით, კითხვებით, ფიქრითა და სახალისო მომენტებით დავიმახსოვრეთ!✨

ბავშვებთან ერთად კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სწავლა ყველაზე საინტერესო მაშინ ხდება, როცა ის სახალისო პროცესად იქცევა — როცა ბავშვი არა მხოლოდ პასუხს ეძებს, არამედ ფიქრობს, მსჯელობს, კითხულობს და საკუთარ აზრს თამამად გამოხატავს. 📚

ეს მხოლოდ დასაწყისია! წინ ბევრი საინტერესო შეხვედრა, ახალი აღმოჩენა და უამრავი სასიამოვნო ამბავი გველოდება. ❤️

#სემიტა #4ვპროგრამა #ვიკითხოთვიფიქროთვიმსჯელოთდავწეროთ #მესამეკლასი

Mother Sidonia ❤️🇬🇪❤️ When you truly want to learn the Georgian language, no obstacle can stand in your way…Mother Sidon...
14/09/2026

Mother Sidonia ❤️
🇬🇪❤️ When you truly want to learn the Georgian language, no obstacle can stand in your way…

Mother Sidonia, a visually impaired Orthodox Christian who came from the United States, is learning Georgian with extraordinary dedication, warmth, and love. For her, each lesson is not only about learning new words and phrases, but also another opportunity to discover Georgian culture and learn more about our country. ❤️

At “Semita,” we believe that learning a language is about more than just grammar and vocabulary—it is also about the special connections that are created between people. 💛

#ქართულიენა #ისწავლექართული #სემიტა

დედა სიდონია ❤️

🇬🇪❤️ როცა ქართული ენის სწავლა გულით გინდა, დაბრკოლება აღარ არსებობს…

ამერიკიდან ჩამოსული, უსინათლო მართლმადიდებელი დედა სიდონია განსაკუთრებული გულისხმიერებითა და სიყვარულით სწავლობს ქართულ ენას. თითოეული გაკვეთილი მისთვის მხოლოდ ახალი სიტყვებისა და ფრაზების სწავლა კი არა, ქართული კულტურისა და ჩვენი ქვეყნის გაცნობის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. ❤️

„სემიტაში” გვჯერა, რომ ენის სწავლა მხოლოდ გრამატიკა და სიტყვები არ არის, ეს არის ადამიანებს შორის შექმნილი განსაკუთრებული ურთიერთობაც. 💛

#ქართულიენა #ისწავლექართული #სემიტა

📚III კლასელებისთვის! „4ვ “ვიკითხოთ, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და ვწეროთ!სემიტას „4ვ“ პროგრამაზე მიღება გრძელდება! 💛„4ვ“ არის პ...
11/09/2026

📚III კლასელებისთვის!
„4ვ “ვიკითხოთ, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ და ვწეროთ!

სემიტას „4ვ“ პროგრამაზე მიღება გრძელდება! 💛

„4ვ“ არის პროგრამა, რომელიც ყველა კლასის მოსწავლისთვისაა, დაწყებითი საფეხურიდან უფროსკლასელებამდე. პროგრამის მიზანია, მოსწავლემ განივითაროს კითხვის, გააზრების, მსჯელობის, მეტყველებისა და წერითი უნარები.

ჩვენ გვჯერა, რომ კარგი მკითხველი მხოლოდ ის არ არის, ვინც ტექსტს კითხულობს. მნიშვნელოვანია, გაიგოს, იფიქროს, დასვას კითხვები, იმსჯელოს, საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს და შეძლოს მისი სწორად გადმოცემა. 📖💭✍️

🌟 ამჯერად კი განსაკუთრებულად ველოდებით მესამე კლასელებს, ვინაიდან მესამე კლასი მნიშვნელოვანი ეტაპია ბავშვის განვითარებისთვის. ამ ასაკში განსაკუთრებით აღსანიშნია, რომ მოსწავლემ თანდათან შეძლოს დამოუკიდებლად წაკითხული ტექსტის გააზრება, მთავარი აზრის ამოცნობა, საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება და მისი წერილობით გადმოცემა.

სწორედ ამიტომ, „4ვ“ მათთვის საუკეთესო შესაძლებლობაა!
მესამე კლასელებისთვის გაკვეთილი ჩატარდება:
🗓️ ყოველ სამშაბათს
⏰ 17:00–19:00

📩 რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

🟠 „4ვ“ პროგრამაზე რეგისტრაცია გრძელდება!

1. 4ვ ყველასთვის - კლასი I - XI: https://forms.gle/AHmF9hk52y2L3G5U6
2. ⁠4ვ IB პროგრამის მოსწავლეებისთვის - კლასი VI - XII: https://forms.gle/2VTLw69CfpAJ75p78

📍 მის.: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #3, კორპ. #38
(შენი სახლი ჯიქიაზე)

09/09/2026

და თქვენთვის რას ნიშნავს „სემიტა“? 💛

🇬🇪 Mimi’s Georgian language journey continues! 💛Mimi Suriasoro has been a student at “Semita” for two years now.�She liv...
07/09/2026

🇬🇪 Mimi’s Georgian language journey continues! 💛
Mimi Suriasoro has been a student at “Semita” for two years now.�She lives in Georgia and studies Georgian with us every day, step by step.
Mimi started learning at “Semita” at the A1 level. Today, with the help of the “Biliki” textbook, she continues her journey of learning Georgian. 📚
We’re especially happy to see how much she has progressed over these two years. Today, Mimi speaks Georgian much more fluently, reads, writes, and most importantly — uses Georgian with greater confidence in her everyday life. 🥰
This is what makes us happiest — when a student isn’t satisfied with simply completing a course, but continues their journey with the Georgian language.
Mimi is still our student, and we’re very proud of every step she takes. 💛
Good luck, Mimi! The journey continues! 🇬🇪📚

🇬🇪 მიმის ქართული ენის გზა გრძელდება! 💛

მიმი სურიასორო უკვე ორი წელია „სემიტას“ სტუდენტია.
ის საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენას ჩვენთან ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობს.

მიმიმ „სემიტაში“ სწავლა A1 დონიდან დაიწყო. დღეს კი უკვე „ბილიკის“ სახელმძღვანელოს დახმარებით აგრძელებს ქართული ენის შესწავლას. 📚

ამ ორი წლის განმავლობაში მისი წინსვლა ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა. დღეს მიმი ქართულად ბევრად უფრო თავისუფლად საუბრობს, კითხულობს, წერს და რაც მთავარია — ქართულ ენას ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო თავდაჯერებულად იყენებს. 🥰

ყველაზე მეტად სწორედ ეს გვახარებს — როცა სტუდენტი მხოლოდ კურსის დასრულებით არ კმაყოფილდება და მისი ქართული ენის გზა გრძელდება.

მიმი ისევ ჩვენი სტუდენტია და ჩვენ ძალიან გვეამაყება მისი თითოეული ნაბიჯი. 💛

წარმატებები, მიმი! გზა გრძელდება! 🇬🇪📚

04/09/2026

Every day life at “Semita” behind the scenes 🎬💛

„სემიტას” ყოველდღიურობა კადრს მიღმა 🎬💛

თუ გსურთ, თქვენი შვილის სასწავლო წელი ცოდნით, საინტერესო გამოცდილებებითა და ახალი უნარების განვითარებით დაიწყოს, „სემიტა...
02/09/2026

თუ გსურთ, თქვენი შვილის სასწავლო წელი ცოდნით, საინტერესო გამოცდილებებითა და ახალი უნარების განვითარებით დაიწყოს, „სემიტას“ „4ვ პროგრამა” სწორედ ამისთვისაა შექმნილი. ✨

პროგრამა მოიცავს I-XII კლასის მოსწავლეების მასალას და ხელს უწყობს როგორც სასკოლო მასალის უკეთ ათვისებას, ისე დამოუკიდებელი აზროვნების, კომუნიკაციისა და სწავლის უნარების განვითარებას.

🔸 ვიკითხოთ/ტექსტის აღქმა, გააზრება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოცნობა;

🔸 ვიფიქროთ/კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება;

🔸 ვიმსჯელოთ/საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბება, არგუმენტირება და კომუნიკაცია;

🔸 ვწეროთ/აზრის ნათლად, ლოგიკურად და სწორად გადმოცემა წერილობით.

🟠 „4ვ“ პროგრამაზე რეგისტრაცია გრძელდება!

1. 4ვ ყველასთვის - კლასი I - XI: https://forms.gle/AHmF9hk52y2L3G5U6
2. ⁠4ვ IB პროგრამის მოსწავლეებისთვის - კლასი VI - XII: https://forms.gle/2VTLw69CfpAJ75p78

📞 დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 577 45 43 32 | +995 551 25 56 62

📍 მის.: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. #3, კორპ. #38
(შენი სახლი ჯიქიაზე)

Address

ანა პოლიტკოვსკაიას #3, კორპუსი #38, #1 სადარბაზო, ბინა #1 Ana Politkovskaia #3, Building #38, Entrance #1, Appartment #1, Call #1
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 17:00

Telephone

+995577454332

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Semita.სემიტა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Semita.სემიტა:

Shortcuts

Share

Category