მარი ბროსე - რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მარი ბროსე - რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი

მარი ბროსე - რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მარი ბროსე - რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი, School, ზ. ფალიაშვილის 42, Tbilisi.

საფრანგეთის ქალაქ ნანტის მერიას, ასოციაცია Agir abcd-სა და მარი ბროსეს სკოლას შორისდადებული ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებშ...
22/09/2026

საფრანგეთის ქალაქ ნანტის მერიას, ასოციაცია Agir abcd-სა და მარი ბროსეს სკოლას შორის
დადებული ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში, ჩვენი სკოლის მოსწავლეები სასწავლო
პროგრამით საფრანგეთში, ქალაქ ნანტის სკოლებში იმყოფებიან.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად, 2 სექტემბერს ნანტის მერიაში სპეციალური მიღება
გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ და სიტყვით გამოვიდნენ: ნანტის მერის მოადგილე,
ქალბატონი აზილი გუეზი, ნანტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ფილიპ ლეგრანი,
ასოციაცია Agir abcd-ს ქართული პროგრამის ხელმძღვანელი ფილიპ ბრო და ამავე ასოციაციის
ხელმძღვანელი კლერ ბარო.
გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამების უდიდეს როლს
მომავალი თაობის ევროპული ღირებულებებით ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. მათ
ისაუბრეს მარი ბროსეს სკოლასა და ქალაქ ნანტს შორის არსებულ ხანგრძლივ, ნაყოფიერ
მეგობრობის ისტორიაზე, თანამედროვე გამოწვევებსა და მომავალი ურთიერთობების
გაღრმავების პერსპექტივებზე.
ჩვენი მხრივ, უღრმეს მადლობას ვუხდით ნანტის მერიის წარმომადგენლებსა და მოწვეულ
სტუმრებს იმ განსაკუთრებული გულთბილობისა და მხარდაჭერისთვის, რაც მათ ჩვენი სკოლის
მიმართ გამოხატეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მარი ბროსეს სკოლის გამორჩეულ
სტატუსსა და მნიშვნელოვან ადგილს საქართველოს ფრანკოფონიის სივრცეში.
ეს პარტნიორობა ჩვენი მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების, ცოდნისა და დაუვიწყარი
ევროპული გამოცდილების საწინდარია!
Dans le cadre de la convention-cadre conclue entre la mairie de Nantes, l'association Agir
abcd et l'école Marie Brosset, nos élèves séjournent actuellement dans les établissements
scolaires de la ville de Nantes, en France, pour un programme d'échange éducatif.
Afin de marquer cet événement marquant, une réception spéciale s'est tenue le 2 septembre
à l'hôtel de ville de Nantes. À cette occasion, sont intervenus Mme Aziliz Gouez, adjointe à
la maire de Nantes, M. Philippe Legrand, conseiller municipal de Nantes, M. Philippe Braud,
responsable du programme géorgien de l'association Agir abcd, ainsi que Mme Claire
Barrault, présidente de cette même association.
Les intervenants ont souligné l'importance capitale de ces programmes éducatifs dans le
façonnage de l'avenir européen de la jeune génération. Ils ont évoqué la longue et
fructueuse histoire d'amitié qui lie l'école Marie Brosset à la ville de Nantes, les défis actuels,
ainsi que les perspectives de développement de leurs relations futures.
De notre côté, nous exprimons notre plus profonde gratitude aux représentants de la mairie
de Nantes et aux invités d'honneur pour la bienveillance et l'attention toute particulière qu'ils
ont témoignées à l'égard de notre établissement, tout en soulignant le statut privilégié et le
rôle unique de l'école Marie Brosset au sein de la francophonie en Géorgie.
Ce partenariat constitue une véritable opportunité pour nos élèves, leur ouvrant de nouvelles
perspectives d'apprentissage et leur offrant une expérience européenne inoubliable!

https://www.facebook.com/AGIRabcd.loireocean
https://www.facebook.com/44Philou44
https://www.facebook.com/catherine.foucault.927
https://www.facebook.com/profile.php?id=100013409055954
https://www.facebook.com/nantes.fr

რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი აცხადებს რეგისტრაციას მოსწავლეთა წარმომადგენლობით ორგანოში — სენატში!თუ ხა...
22/09/2026

რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი აცხადებს რეგისტრაციას მოსწავლეთა წარმომადგენლობით ორგანოში — სენატში!

თუ ხარ პროგრამა „ანი-Zet“-ის ან „მარი ბროსეს“ მოსწავლე, გაქვს იდეები და გსურს სასკოლო ცხოვრება კიდევ უფრო საინტერესო, აქტიური და მრავალფეროვანი გახადო — ეს შენი შანსია!

რატომ უნდა გახდე სენატორი?

რეალური გავლენა: წარმოადგინე შენი თანაკლასელების ინტერესები და მიიღე გადაწყვეტილებები სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად.

ლიდერობის გამოცდილება: განავითარე მართვის, მოლაპარაკებებისა და პროექტების დაგეგმვის უნარები.

შენი იდეების ასპარეზი: განახორციელე კულტურული, სპორტული და შემეცნებითი პროექტები.https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfdW_SGY_dsTnbfDmZgMEC2DKOBHJMspfCMxeZFzI3K8XK1rQ/viewform?usp=publish-editor

არ დარჩე მაყურებლად — შექმენი შენი სკოლის ისტორია!

🔗 დარეგისტრირდი კანდიდატად ბმულზე:

⏳ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 28 სექტემბერი

მარი ბროსეს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ნიცა სიბაშვილი, 3 თვის განმავლობაშიისწავლის საფრანგეთში, ქალაქ ნანტის ბურდონიე...
21/09/2026

მარი ბროსეს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ნიცა სიბაშვილი, 3 თვის განმავლობაში
ისწავლის საფრანგეთში, ქალაქ ნანტის ბურდონიერის ლიცეუმში (Lycée des Bourdonnière).
ეს პერიოდი ნიცასთვის იქნება უდიდესი გამოცდილება — იგი ფრანგ თანატოლებთან ერთად
ჩაერთვება სასწავლო პროცესში, გაიღრმავებს ცოდნას და გაიმდიდრებს აკადემიურ და
კულტურულ თვალსაწიერს.
გულწრფელად ვუსურვებთ ნიცას წარმატებებს, ნაყოფიერ სასწავლო პერიოდსა და დაუვიწყარ
შთაბეჭდილებებს ამ საინტერესო გზაზე!
პროექტის განხორციელებისათვის, სკოლის დირექციის, პედაგოგებისა და მშობლების
სახელით, უღრმეს მადლობას ვუხდით:
●ასოციაცია Agir ABCD-ს
●ქალაქ ნანტის მერიას
●ფრანგ მასპინძელ ოჯახს — გულითადი თანადგომის, თბილი მიღებისა და
მხარდაჭერისათვის!
C'est avec une immense fierté et beaucoup de joie que nous partageons cette excellente
nouvelle : Nitsa Sibashvili, élève de 1ère à l'école Marie Brosset, étudie actuellement et pour
une durée de 3 mois en France, au lycée des Bourdonnières à Nantes.
Cette période constitue pour Nitsa une expérience particulièrement enrichissante : elle suit
les cours aux côtés des lycéens français, approfondit ses connaissances et enrichit chaque
jour son parcours académique et culturel.
Nous souhaitons de tout cœur à Nitsa beaucoup de succès, une scolarité très fructueuse et
des moments inoubliables dans cette belle aventure !
Pour la réalisation de ce projet, la direction de l'école, l'équipe pédagogique et les parents
d'élève adressent leurs plus sincères remerciements :
●À l'association Agir ABCD
●À la Mairie de Nantes
●À la famille d'accueil française

მარი ბროსეს სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები, მარიამ ზირაქაშვილი და კირა ცინცაძე, სასწავლო გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან...
21/09/2026

მარი ბროსეს სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები, მარიამ ზირაქაშვილი და კირა ცინცაძე, სასწავლო გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან საფრანგეთში, ქალაქ ნანტის შანტენეს კოლეჯში (Collège de Chantenay).
მოსწავლეები ფრანგ თანატოლებთან ერთად ერთი თვის მანძილზე მიიღებენ უდიდეს
გამოცდილებას სხვადასხვა სასწავლო მიმართულებით, რაც მათ აკადემიურ და პიროვნულ
განვითარებას შეუწყობს ხელს.
გულწრფელად ვუსურვებთ მარიამსა და კირას წარმატებებს ამ საინტერესო და
საპასუხისმგებლო გზაზე, რომლის ბოლოსაც მათ ფრანგული კოლეჯის დამამთავრებელი
გამოცდები ელოდებათ.
ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის, სკოლის დირექციის,
პედაგოგებისა და მშობლების სახელით, უღრმეს მადლობას ვუხდით:
• ასოციაცია Agir ABCD-ს
• ქალაქ ნანტის მერიას
• ფრანგ მასპინძელ ოჯახებს — გულითადი თანადგომისა, თბილი მიღებისა და
მხარდაჭერისათვის.
Mariam Zirakashvili et Kira Tsintsadze, élèves de 3ème de notre école, séjournent
actuellement à Nantes au Collège de Chantenay dans le cadre d'un programme
d'échange éducatif.
Au cours de cette année d'examens particulièrement importante pour elles, les
élèves vont acquérir une précieuse expérience aux côtés de leurs camarades
français dans différentes disciplines académiques, ce qui contribuera grandement à
leur épanouissement académique et personnel.
Nous souhaitons de tout cœur beaucoup de succès à Mariam et Kira dans ce
parcours passionnant et exigeant, à l'issue duquel elles passeront les épreuves du
brevet des collèges.
Pour la réalisation de ce projet d'envergure, la direction, les enseignants et les
parents d'élèves adressent leurs plus sincères remerciements :
* À l'association Agir ABCD
* À la Mairie de Nantes
* Aux familles d'accueil françaises

ხელოვნებისა და სპორტის სტუდია “ანი-Zet” აცხადებს მოსწავლეების მიღებას✨რეგისტრაცია სრულდება 29 სექტემბერს!
20/09/2026

ხელოვნებისა და სპორტის სტუდია “ანი-Zet” აცხადებს მოსწავლეების მიღებას✨

რეგისტრაცია სრულდება 29 სექტემბერს!

15/09/2026
🇬🇪 ვულოცავთ „მარი ბროსესა“ და „ანი-Zet-ის“ მოსწავლეებს DELF-ის გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას! 🇫🇷A2 — მარიამ ტალიაშვილი; ...
03/09/2026

🇬🇪 ვულოცავთ „მარი ბროსესა“ და „ანი-Zet-ის“ მოსწავლეებს DELF-ის გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას! 🇫🇷
A2 — მარიამ ტალიაშვილი;
B1 — მარიამ ზირაქაშვილი, ანასტასია ცინცაძე;
B2 — ანასტასია ჩხიკვაძე, ნიცა სიბაშვილი.
მომავალ სასწავლო წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ვუსურვებთ მონდომებას, წარმატებასა და დაუვიწყარ აღმოჩენებს! ✨

🇫🇷 Félicitations chaleureuses aux élèves de Marie Brosset et d’Ani-Zet pour leur réussite aux examens du DELF !
Niveau A2 — Mariam Taliachvili;
Niveau B1 — Mariam Zirakachvili, Anastasia Tsintsadze;
Niveau B2 — Anastasia Tchkhikvadze, Nitsa Sibachvili.
Pour la prochaine année scolaire, nous adressons nos vœux les plus sincères à tous les élèves de notre école : que la persévérance, la réussite et les découvertes soient au rendez-vous ! ✨

ბავშვები, რომლებიც ვარჯიშს იწყებენ 8 სექტემბერს , გთხოვთ დაუკავშირდეთ სტუდიის ხელმძღვანელს ნომერზე - 599113448
30/08/2026

ბავშვები, რომლებიც ვარჯიშს იწყებენ 8 სექტემბერს , გთხოვთ დაუკავშირდეთ სტუდიის ხელმძღვანელს ნომერზე - 599113448

მარი ბროსეს დევიზის „ორი დიპლომი ერთ სივრცეში“ კიდევ ერთი ღირსეული დადასტურება! 🙌📚ჩვენი სკოლის 2025–2026 წლის კურსდამთავ...
28/08/2026

მარი ბროსეს დევიზის „ორი დიპლომი ერთ სივრცეში“ კიდევ ერთი ღირსეული დადასტურება! 🙌📚
ჩვენი სკოლის 2025–2026 წლის კურსდამთავრებულმა ლიზი შეროზიამ წარმატებით ჩააბარა საფრანგეთის ეროვნული გამოცდები (პოლიტიკური მეცნიერებები, ეკონომიკის მეცნიერებები და ფილოსოფია) და მოიპოვა ფრანგული ეროვნული დიპლომი – Baccalauréat, საქართველოს სკოლის დამამთავრებელ ატესტატთან ერთად.
მომდევნო სასწავლო წელს ლიზი სწავლას საფრანგეთში, მონპელიეს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელებს.
ვულოცავთ მას ამ ღირსეულ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს და საინტერესო სტუდენტურ გზას! 📚🙌❤️

Lizi Sherozia, diplômée de notre établissement pour l'année scolaire 2025–2026, a obtenu avec succès le diplôme du Baccalauréat général, qui vient s'ajouter à son diplôme de fin d'études secondaires géorgien.
Dès la rentrée prochaine, Lizi intègrera l'Université de Montpellier en licence de Psychologie.
Nous lui adressons nos plus vives félicitations pour cette belle réussite et tous nos vœux de succès pour la suite de ses études.

Address

ზ. ფალიაშვილის 42
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მარი ბროსე - რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to მარი ბროსე - რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი:

Shortcuts

Share

Category