English With George • ინგლისური გიორგისთან ერთად

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • English With George • ინგლისური გიორგისთან ერთად
22/09/2026

😵‍💫 არვიცი თქვენთან რა ხდება, მაგრამ სკოლებში ბავშვების უმეტესობა ინგლისურად ასე წერს:

Sth.
U.
Ur.
Abt.
Smb.
Ain’t

და ა.შ. 🤡

ჩვეულებრივი TikTok-ის ლექსიკონი 😂

მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს ფორმები ინტერნეტში გვხვდება, პრობლემა მაშინ იწყება, როცა ბავშვი ვეღარ არჩევს, რა არის სოციალური ქსელის არაფორმალური ენა და რა არის სწორი ინგლისური წერაში.

📌 U ≠ you
📌 Ur ≠ your / you’re
📌 Abt ≠ about
📌 Sth. ≠ something

სლენგი, ჩათი და ინტერნეტ-ინგლისური თავის ადგილას ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ სკოლის დავალება TikTok-ის კომენტარი არ არის. 😅

22/09/2026

დილით მთავარია ადგე, გაღვიძებას მერეც მოასწრებ სეზონი გაიხსნა 🥴😅

21/09/2026

🥤 წარმოიდგინეთ, ბლენდერს ვიყენებთ, გონებით გამომყევით და ერთად გავაკეთოთ შეიკი! 🧠💭😁

🔄 Twist off - თავსახურის მოხსნა

🔹Twist off the lid.

🥛 Pour - ჩასხმა / დასხმა

🔹 Pour the milk into the blender.

🥄 Dump - ჩაყრა

🔹 Dump the cocoa powder into the blender.

🍨 Scoop - კოვზით/სკუპით ამოღება

🔹 Scoop some ice cream into the blender.

👆 Tap - მსუბუქად დაკაკუნება, რომ რაღაც ჩამოცვივდეს (მიხვდით იმედია 😁 აი კაკაოს რო ჩაყრით, მთლიანად რო მოშორდეს კოვზს)

🔹Tap the spoon on the side of the blender.

🔄 Twist on - თავსახურის მობრუნებით დამაგრება

🔹 Twist the lid on.
🫨 Shake - შენჯღრევა

📐 Line it up - სწორად მორგება

🔹 Line up the blender jar with the base.

🔒 Lock it in place - ჩაკეტვა / თავის ადგილზე დამაგრება (აი, ტკაც ხმას რო გამოსცემს, სანამ ჩავრთავთ 😁)

🔹Lock it in place.

⚙️ Blend - დაბლენდერება

🔹 Blend until smooth.

🥛 Get a glass - ჭიქის აღება

🔄 Twist off - ბლენდერის თავის/თავსახურის მოხსნა

🥤 Fill the glass - ჭიქის ავსება

🔹 Fill the glass with the shake.

21/09/2026

მოკლედ, სამშაბათი / პარასკევი 15:30-ზე

გვაქვს Bright Hub • ბრაით ჰაბი -ში (ყიფიანის #23-ში) თინეიჯერების ჯგუფში 2 ადგილი და ხვალ ვიწყებთ! 🙌

21/09/2026

🗣️ "იმედი მაქვს, უხეში ადამიანის შთაბეჭდილება არ დავტოვე."

როგორ ვთქვათ ინგლისურად ❓

ვისწავლოთ ფრაზა:

💁 come across as - ისეთი შთაბეჭდილება დატოვო, თითქოს...👀

🔹 You come across as very confident.
ძალიან თავდაჯერებულის შთაბეჭდილებას ტოვებ.

🔹 I hope I didn’t come across as rude.
იმედი მაქვს, უხეში ადამიანის შთაბეჭდილება არ დავტოვე.

📌 come across as + ზედსართავი / არსებითი

🔹 come across as friendly, arrogant, professional, a nice person

21/09/2026

🧏 Vain და Vein არ აგერიოს! 👀

🔊 ორივე გამოითქმის { veɪn } ანუ homophones-ია, მაგრამ მნიშვნელობა სრულიად განსხვავებულია. 👇

💁 vain - ამპარტავანი; საკუთარ თავზე/გარეგნობაზე ზედმეტად შეყვარებული

🔹 She is very vain.
ის ძალიან ამპარტავანია.

🩸 vein - ვენა, ძარღვი

🔹 The nurse found a vein in his arm.
ექთანმა მის მკლავზე ვენა იპოვა.

21/09/2026

„და შენ ვინ დაგნიშნა უფროსად?“ 😏

🧏 როგორ ვთქვათ ინგლისურად ❓

💁 Who died and made you king?

👑 Who died and made you king?
ვინ დაგნიშნა უფროსად? / ვინ მოგცა ყველას უფროსობის უფლება?

P.S. 1 ადგილი დარჩა B1 დონის კურსზე

21/09/2026

სენაკის სკოლა, წყალტუბოს სკოლა, ველისციხის სკოლა, თბილისში 21-ე (იგივე მე-6) საჯარო სკოლა, მისაქციელის სკოლა და კიდევ რამდენიმე არ მახსოვს ყველა სამწუხაროდ...

კიდევ რამდენის დანგრევის გადაწყვეტილებას მიიღებენ აბა დღის ბოლომდე?! 😌🤡

სწავლის დაწყებას ელოდნენ? არ იცოდნენ აქამდე ავარიული თუ იყო? დირექტორებმა არ იცოდნენ? 😌🥱

არაპოლიტიკური მასწავლებლები და მშობლები რას ამბობენ?
მოხარულები არიან თუ ხმას ვერ იღებენ?

უყურეთ ერთმანეთს ახლა და იძახეთ:
"იყვიროს ყველამ და ვიყვირებ მეც!"

თბილისში, დადიანზე 3 სკოლაა დახურული უკვე წლებია, ძლივს აშენდა ზოგი, ოღონდ ვერ გაიხსნა.

21/09/2026

🧏 Amused თუ Bemused 🤔

🔹 amused - გახარებული, გამხიარულებული

🔹 bemused - საგონებელში ჩავარდნილი, დაფიქრებული, დაბნეული

21/09/2026

🗣️ ATE მარტო „ჭამას“ არ ნიშნავს! 👀

ate ასევე ნიშნავს - დაგლიჯა, ძაან მაგრად გააკეთა, საოცრად გამოიყურებოდა და ა.შ 🔥

💁 She ate that performance.
ისეთი მაგარი შესრულება ჰქონდა, დაგლიჯა რასაც ჰქვია! 🔥

💁 You ate with that outfit.
უუჰ, რა მაგრად გეცვა! დაგლიჯე! 🔥

💁 He ate and left no crumbs.
ისეთი მაგარი იყო, ვერაფერს დაუწუნებ! 🔥

ასე რომ, თუ ვინმე გეტყვის “You ate!”, საჭმელზე ნამდვილად არ გელაპარაკება. 😄🔥

Address

Tbilisi

Telephone

+995598848040

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when English With George • ინგლისური გიორგისთან ერთად posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to English With George • ინგლისური გიორგისთან ერთად:

Shortcuts

Share

Category