სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრი - Ittc - ევროპის უნივერსიტეტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრი - Ittc - ევროპის უნივერსიტეტი

სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრი - Ittc - ევროპის უნივერსიტეტი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრი - Ittc - ევროპის უნივერსიტეტი, Education, Guramishvili 76, Tbilisi.

The training Center is oriented on improving Continuous Professional Development for University lecturers/teachers and implementing the innovative teaching methods in Higher Education.

ტრენერების ღამის 12:20 ის ონლაინ შეხვედრა სახელად - ✨რა დროს ძილია, როცა ხვალ ონლაინ ტრენინგია ✨😂 მადლობა თიკო💕, ეკა 💕ას...
14/03/2020

ტრენერების ღამის 12:20 ის ონლაინ შეხვედრა სახელად - ✨რა დროს ძილია, როცა ხვალ ონლაინ ტრენინგია ✨😂 მადლობა თიკო💕, ეკა 💕ასეთი პასუხისმგებლიანი და კომფორტულები რომ ხართ!

დღეს ტრენინგცენტრის მოწვევით ონლაინ ჩართვა გვქონდა გიგა ხოსიტაშვილან 🤓👌დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შესახებ. შეხვედრა...
14/03/2020

დღეს ტრენინგცენტრის მოწვევით ონლაინ ჩართვა გვქონდა გიგა ხოსიტაშვილან 🤓👌დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შესახებ. შეხვედრა ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
ევროპის უნივერსიტეტი სიახლეებს მზად ხვდება, რადგან ის ერთ დიდ და ძლიერ გუნდს წარმოადგენს!!!

28 თებერვალს ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები- შეფასე...
03/03/2020

28 თებერვალს ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები- შეფასების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში და სწავლების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში. პარალელური ტრენინგები ჩაატარეს ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა და ცენტრის ტრენერმა, ქალბატონმა თამარ კერძაიამ🌸 და ტრენერმა ლალი კოპტონაშვილმა🌸. ტრენინგები უნივერსიტეტის მედიცინისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენელთათვის ჩატარდა. ✨დიდი მადლობა ქალბატონ თამარს და ქალბატონ ლალის საიტერესო ტრენინგებისთვის! ✨ჩემი პირადი მადლობა კი ტრენინგის მონაწილეებს, კომფორტული თანამშრომლობისთვის. 🥰

დღეს, ევროპის უნივერსიტეტში ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები - სტუდენტზე ორიენტირებულის სასწავლო პროცესის დ...
27/02/2020

დღეს, ევროპის უნივერსიტეტში ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგები - სტუდენტზე ორიენტირებულის სასწავლო პროცესის დაგეგმვა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება. ტრენინგები ევროპის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის წარმომადგენელთათვის ჩაატარეს ცენტრის ტრენერებმა - გიორგი შენგელიძემ და მარიამ კილანავამ.

2020 წლის 21 თებერვალს ევროპის  უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგ...
24/02/2020

2020 წლის 21 თებერვალს ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი - შეფასების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში. ორი ტრენინგი, რომელთაც უძღვებოდნენ ტრენინგცენტრის ტრენერები - ეკატერინე ნაცვლიშვილი ბიზნესის ფაკულტეტისთვის და თინათინ გოგნაძე მედიცინის ფაკულტეტისთვის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტრენინგების მსვლელობისას ტრენერებმა დეტალურად განიხილეს შეფასების თანამედროვე მეთოდთა უპირატესობები და შესაძლო რისკები, რაც პრაქტიკული აქტივობებით იქნა გაანალიზებული. ტრენერებმა და ტრენინგებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ტრენინგზე დამსწრეთა შორის.

2020 წლის 20 თებერვალს ევროპის  უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგ...
24/02/2020

2020 წლის 20 თებერვალს ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი - სწავლების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში. ტრენინგებს, რომელთაც უძღვებოდნენ ტრენინგცენტრის ხელმძღვანელი მარიამ კილანავა და ტრენინგცენტრის ტრენერი - ოლია რჩეულიშვილი პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ტრენინგები ჩატარდა ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტისთვის. ტრენინგებზე ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების შედარების მაგალიზე განხილული იყო სწავლების თანამედროვე მეთოდთა უპირატესობები და შესაძლო რისკები. ტრენინგზე თითოეული მეთოდი პრაქტიკული აქტივობებით იქნა განხილული, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა ტრენინგზე დამსწრეთა შორის.

13 თებერვალს  ევროპის  უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი  - პრობ...
19/02/2020

13 თებერვალს ევროპის უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების
ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი - პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება. ტრენინგი ჩაატარეს ცენტრის ტრენერებმა - ანა ლოლიშვილმა და ლოლიტა შენგელიამ. ტრენინგები ბიზნესის და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენელთათვის ჩატარდა პარალელურ რეჟიმში.
ტრენერებმა დამსწრე აუდიტორიასთან ერთად დეტალურად განიხილეს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სასწავლო პროცესში იმპლიმენტირების მნიშვნელოვანი ასპექტები. თეორიული ნაწილი კონკრეტული შემთხვევების (ქეისები) ანალიზით იქნა განხილული.
ტრენინგზე დამსწრე აუდიტორიამ გამოთქვა სურვილი მომავალშიც დაესწროს ტრენინგცენტრის მიერ შეთავაზებულ სხვა ტრენინგმოდულებს.
ევროპის უნივერსიტეტის ტრენინგცენტრი თებერვალში კვლავ აგრძელებს ტრენინგების სერიას, რომელიც სხვადასხვა ფაკულტეტისთვის არის დაგეგმილი. ამჯერად, ტრენინგცენტრი 20 და 21 თებერვალს გეგმავს ტრენინგების - სწავლების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში და შეფასების თანამედროვე მეთოდები უმაღლეს განათლებაში ორგანიზებას ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენელთათვის.

6 თებერვალს, ევროპის უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა  ტრენინგი - პლაგია...
19/02/2020

6 თებერვალს, ევროპის უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი - პლაგიატის ამომცნობი პროგრამის ინტეგრირება სწავლების პროცესში. ტრენინგი ჩაატარა ტრენინგცენტრის ტრენერმა -ლოლიტა შენგელიამ.

ტრენინგზე გახილული იყო პლაგიატის ამომცნობი პროგრამის - Turnitin.com - ის გამოყენების უპირატესობები და მახასიათებლები. ტრენინგზე ასევე დეტალურად იყო განხილული ის ტექნიკური საკითხები, რაც აუცილებელია აღნიშნული პროგრამის სწავლების პროცესში ინტეგრირებისთვის. ტრენინგის აუდიტორიას წარმოადგენდა სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესურა. დამსწრეებს, ტრენინგის ბოლოს გადაეცათ სერტიფიკატები.

ტრენინგმა, ისევე როგორც თავად ტრენერმა დიდი მოწონება დაიმსახურა აუდიტორიის მხრიდან.

სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრი კვლავ გეგმავს ტრენინგების სერიის ორგანიზებას ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თუ მოწვეული პერსონალისთვის. ტრენინგები დაგეგმილია 2020 წლის თებერვლიდან.

Turnitin solutions promote academic integrity, streamline grading and feedback, deter plagiarism, and improve student outcomes.

27/01/2020
ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრში აქტიურად მიმდინარეობს ტრენინგთა ახალი სერიის ჩაშვებ...
27/01/2020

ევროპის უნივერსიტეტის სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრში აქტიურად მიმდინარეობს ტრენინგთა ახალი სერიის ჩაშვების მოსამზადებელი სამუშაოები.

24/12/2019

18 დეკემბერს, ევროპის უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენი.....

Address

Guramishvili 76
Tbilisi
072

Opening Hours

Monday 10:00 - 18:30
Tuesday 10:00 - 18:30
Wednesday 10:00 - 18:30
Thursday 10:00 - 18:30
Friday 10:00 - 18:30
Saturday 10:00 - 15:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრი - Ittc - ევროპის უნივერსიტეტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სწავლების თანამედროვე მეთოდების ტრენინგცენტრი - Ittc - ევროპის უნივერსიტეტი:

Shortcuts

Share

Category