IBSU Alumni

IBSU Alumni Official Page of International Black Sea University

03/03/2025

გილოცავთ დედის დღეს 🌸🌷🌺

04/09/2024
04/09/2024

👩‍🎓 -ს კურსდამთავრებული ეთერ გლურჯიძე სექტემბრიდან სრული დაფინანსებით ევროპის კოლეჯში - College of Europe in Natolin ისწავლის.

🗨️ "🇪🇺 ევროკავშირის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტის ფარგლებში, სრული დაფინანსებით ვისწავლი ევროპის ინტერდისციპლინარული კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობს.

სკოლა ნიქოზში, საზღვრისპირა სოფელში დავამთავრე, სადაც 2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები სკოლაში მოსწავლეებს რეგულარულად გვხვდებოდნენ. იმ დროიდან აღმოვაჩინე, რომ რუსული მავთულხლართების საპირწონედ, ევროკავშირი თუ რამესთან ასოცირდებოდა, ეს იყო შესაძლებლობების ზღვა ახალგაზრდებისთვის.

ამ მხრივ, ევროპის კოლეჯში სწავლა ჩემთვის სიმბოლურია, რადგან იგი 1949 წელს ბრიუგეში დაარსდეს ევროპული პოლიტიკის წამყვანმა ფიგურებმა (ჩერჩილი, სპააკი, მადარიაგა და გასპერი). 1992 წელს კი გაიხსნა ახალი კამპუსი ნატოლინში, პოლონეთში.

დაფინანსების მოსაპოვებლად, -ში მიღებულმა აკადემიურმა გამოცდილებამ, პროგრამის ინგლისურ ენაზე სწავლამ და გაცვლით პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობამ დიდი როლი ითამაშა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო -ს გამორჩეულ ლექტორებს, ივანა მაჩიტიძესა და სოფო ინასარიძეს, სააპლიკაციო პროცესისას მუდმივი მხარში დგომისათვის. ნამდვილად იყო საუკეთესო არჩევანი!

#კურსდამთავრებული

03/09/2024

-ს კურსდამთავრებული ეკა სულიკაშვილი სწავლას Korea National University of Arts-ში გააგრძელებს.

🗨️ "მოვიპოვე სამხრეთ კორეის სახელმწიფო დაფინანსება, ყოველთვიური სტიპენდია (AMA+) და ჩავირიცხე მაგისტრატურის საფეხურზე სეულში, Korea National University of Arts-ში, რომელიც კორეის ნომერ პირველი და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტია თავის დარგში, სადაც მხოლოდ ერთეულები ხვდებიან და თავად კორეელებისთვისაც აუხდენელი ოცნებაა ამ უნივერსიტეტში მოხვედრა.

მოცემული სტიპენდია მაძლევს საშუალებას უმაღლესი განათლება მივიღო ჩემთვის ყველაზე საინტერესო, საყვარელ და ძვირფას სფეროში და სწავლის დასრულების შემდეგ მოვიპოვო მაგისტრის ხარისხი Arts Management-ის დარგში. ამავე სტიპენდიის ფარგლებში, სრული დაფინანსებით და სტიპენდიით ჩავირიცხე მეორე უნივერსიტეტში, Hankuk University of Foreign Studies, სადაც მაგისტრატურის საფეხურის დაწყებამდე, პირველი 6 თვის მანძილზე კორეის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამინისტროს სრული დაფინანსებით გავივლი კორეული ენის ინტენსიურ ტრენინგ კურსებს. ხელოვნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა საშუალებას მომცემს დავეუფლო უამრავ საინტერესო დარგს როგორებიცაა: საზოგადოებასთან ურთიერთობები და მედია კომუნიკაცია, მარკეტინგი, მენეჯმენტი და სხვ.

სექტემბრიდან ჩემი ისტორია ჯერ Hankuk University of Foreign Studies-ში იწყება და შემდეგ თებერვლიდან Korea National University of Arts-ში გაგრძელდება, სადაც როგორც კორეელები ამბობენ „Only Geniuses Can Enroll.“ ჩემი ინიციატივითა და უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, IBSU-ში არჩევით ენებს დაემატა კორეული ენა და დღეს ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია სწავლა. ასევე დავაარსე კორეული ენისა და კულტურის კლუბი, რომლის პრეზიდენტი ვიყავი ერთი წლის მანძილზე, სადაც უამრავი კორეული ენისა და კულტურის ღონისძიება მოეწყო, მათ შორის კორეული კულტურის დიდი ფესტივალი.

დავამთავრე წითელ დიპლომზე და -ში სწავლისას მოვიპოვე Erasmus+ სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც, ერთი სემესტრის მანძილზე გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი Amsterdam University of Applied Sciences-ში.

მეგობრებო გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მრავალს დაესწარით...
05/05/2024

მეგობრებო გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
მრავალს დაესწარით...

15/01/2024

ვალდებულებების მართვის უმცროსი ოპერატორი - სს „საქართველოს ბანკის“ ვადაგადაცილებული საკრედიტო პორტფელის მართ...

15/01/2024

სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო” საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკ...

15/01/2024

საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მარკეტინგის, ტექნოლოგიებისა და დიზაინის მიმართულებით პროფესიულ პროგრა....

Address

International Black Sea University
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:30 - 18:00
Tuesday 09:30 - 18:00
Wednesday 09:30 - 18:00
Thursday 09:30 - 18:00
Friday 09:30 - 18:00

Telephone

+995322595006

Alerts

Be the first to know and let us send you an email when IBSU Alumni posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to IBSU Alumni:

Shortcuts

Share