04/11/2025
📍ახალგაზრდობის აღდგენა, ორგანიზმის შიდა რესურსების გააქტიურების გზით!
📍პლაზმოლიფტინგი - ბუნებრივი გაახალგაზრდავებისა და კანის მკურნალობის უნიკალურ მეთოდს წარმოადგენს. თანამედროვე მედიცინაში პლაზმოლიფტინგი რევოლუციურ აღმოჩენად ითვლება, რომლის დანიშნულება სახის კანის , დეკოლტის და ხელის კანის გაახალგაზრდავება, პათოლოგიური და ასაკობრივი ცვლილებების კორექცია და მათი აღმოფხვრაა.
📍პლაზმოლიფტინგი ხელზე ასევე რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ : ქრონიკული ეგზემა, ალერგილული დერმატიტი , კანის სიმშრალე, ასაკობრივი პიგმენტური ლაქები.
14/11/2023
⚜მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო გამომწერებო და გულშემატკივრებო.
❗️არაკეთილსინდისიერი ჩარევის გამო აღნიშნულ გვერდს შეექმნა პრობლემა.
💎გთხოვთ გამოიწეროთ და სიახლეებს თვალი ადევნოთ ფეისბუქის ახალ გვერდზე.
https://www.facebook.com/profile.php?id=100094715320521
07/06/2023
🔎🍃აირჩიეთ საჭირო და აქტიური ნივთიერებით გაჯერებული კოსმეტიკური საშუალებები.
🧪 აქტიური ნივთიერება კოსმეტიკური პროდუქტის ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტია, თავის მოვლის საშუალებებში რამდენიმე ნივთიერების კომბინაცია შესაძლებელია ერთ ფორმულაში იყოს თავმოყრილი, რაც მომხმარებლისთვის რთულად გასაგებია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დეტალურად ვისაუბროთ კანისთვის ამ „სუპერ საკვების“ შესახებ.
❔ ყველა აქტიური ინგრედიენტი ერთნაირად სასარგებლო და საჭიროა კანისათვის, თუმცა რომელია თქვენთვის შესაფერისი? განვიხილოთ ყველაზე პოპულარული და თანამედროვე ინგრედიენტები კოსმეტიკური პროდუქციის შემადგენლობაში.
💧 AHA - და BHA მჟავა, ქიმიური ექსფოლიანტი, აშორებს კანს გარქოვანებულ, მკვდარ უჯრედებს. აპრიალებს კანს და ხდის ერთგვაროვანს,ხელს უწყობს ფორების შევიწროვებას, კანს სძენს ჯანსაღ და ბზინვარე ეფექტს. უფრო მაღალი კონცენტრაციით მისი გამოყენება ღრმად აღწევენ კანის შრეებში და მოქმედებს ეპიდერმისსა და დერმაზე, ზრდის კანის ელასტიურობას და სიმკვრივეს.
🧬 რეტინოლი - საუკეთესო დამხმარე საშუალებაა კანის განახლებისა და დაბერების ნიშნების შესამცირებლად, ის ხსნის აკნეს პრობლემას, ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს, ამცირებს ნაოჭებს და პიგმენტაციას, ათანაბრებს კანის ტონს და ავიწროებს ფორებს.
✨ პეპტიდებს აქვთ გაახალგაზრდავების მძლავრი პოტენციალი. ისინი ასტიმულირებენ კოლაგენის, ელასტინის და უჯრედშორისი მატრიქსის კომპონენტების სინთეზს. კოსმეტიკური საშუალებების ეტიკეტებზე ხშირად გვხვდება სავაჭრო სახელწოდება Matrixyl ან Palmitoyl Oligopeptide, ის აძლიერებს კანის სიმკვრივეს, ამცირებს პტოზს, რის გამოც სახის ოვალი ხდება გამოკვეთილი.
🧫ეპიდერმული ზრდის ფაქტორი EGF (Epidermal Grow Factor) - არეგულირებს უჯრედების ზრდას და დაყოფას, შესწევს უნარი მნიშვნელოვნად გააქტიუროს კანში რეგენერაციული პროცესები და შეანელოს ბუნებრივი დაბერება.
✅📍გაითვალიsწინეთ , რომ კოსმეტიკურ თავის მოვლის საშუალებებში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ეფექტი დგება მაშინ, როდესაც პროდუქტს ვიყენებთ კურსის სახით, ყოველდღიურად.
#აქტიურიინგრედიენტები #აქტიურიინგრედიენტებითქვენსკოსმეტიკაში #პეპტიდები #რეტინოლი
19/05/2023
❓როგორ ვებრძოლოთ თმის ცვენას?
🔴 PRP და PRF თერაპია ყველა სახის ალოპეციის სამკურნალოდ - ერთ-ერთი ეფექტური პროცედურა მამაკაცის ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ!
✅მკურნალობის კურსი მხოლოდ 4-6 პროცედურას მოიცავს და შედეგიც არ დააყოვნებს! პირველივე პროცედურის შემდეგ თმის ცვენა შესამჩნევად მცირდება. ხოლო 4-5 პროცედურის დასრულების შემდეგ აღინიშნება ახალი თმის ზრდა, თმის ბოლქვის გაძლიერება და ბზინვარება.
🔴ტრიქოლოგიაში PRP თერაპიის გამოიყენების ჩვენებები:
✔️ თმის ზრდის სტიმულირება;
✔️თმის ცვენის მკურნალობა და პროფილაქტიკა (დიფუზური, კეროვანი ალოპეცია);
✔️თმის სტრუქტურის გაუმჯობესება;
✔️სებორეული დერმატიტის მკურნალობა (ქერტლი, სიმშრალე, ქავილი);
✔️ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზება;
✔️სკალპის მომზადება თმის გადანერგვამდე და გადანერგვის შემდეგ;
👌 თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის წყალობით აღდგება სკალპის ადგილობრივი იმუნიტეტი, რაც საგრძნობლად ამცირებს მიკოზის (სოკოვანი ინფექციების) რისკს.
✅გარდა ამისა, ზრდის ფაქტორის უშუალო გავლენით აქტიურდება სისხლის მიმოქცევა და მეტაბოლიზმის პროცესები, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თმის ფოლიკულის მდგომარეობას და თმის სიჯანსაღეს!
❓ პროცედურასთან დაკავშირებით დასვით თქვენი შეკითხვები და მიიღეთ კომპეტენტური პასუხები.
#ალოპეცია #თმისცვენა #თმისმოვლა #თმა #სილამაზე
01/05/2023
⁉️როგორ მივხვდე რომელი ტიპის კანი მაქვს მშრალი, ცხიმიანი, თუ ნორმალური? როგორ მოვუარო სახის კანს გაზაფხულზე? როგორ გამოვიყენთ ჩვენი ორგანიზმიის შიდა რესურსები ჩვენი კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის? - ეს ის კითხვებია რაც ყველა ჩვენგანს აწუხებს.
⚜️საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე გადავწყვტეთ ახალი პროექტი გაგაცნოთ - თქვენს კითხვებს ექიმი დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი Ketevan Berianidze უპასუხებს.
💢პირველი რუბრიკის თემად გვინდა შემოგთავაზოთ პლაზმისა (PRP-PRF) და პლაზმოგელის გამოყენება დერმატოლოგიაში, ტრიხოლოგიასა (თმის ცვენასთან დაკავრებული პრობლემები) და ესთეტიურ მედიცინაში.
📣კანის რეგენერაცია უჯრედულ დონზე, გაახალგაზრდავება თრომბოციტებით მდიდარი პლაზმით! - რა უნდა ვიცოდეთ პროცედურის სწორად წარმართვისთვის, რა მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ სინჯარას - აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებით მოგვწერეთ თქვენი კითხვები და მოსაზრებები, ან დაგვიტოვეთ კომენტარი პოსტის ქვეშ და მიიღეთ მათზე კომპეტენტური და პროფესიული პასუხები facebook ლაივის საშუალებით. 👇
🕰ჩართვის დრო 17 მაისი, 16:00. საათი.