17/07/2024
🌟შესანიშნავი შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის!
💫პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ეს ქვეყანა შენია • This country is yours"!
👇გადადი ლინკზე და გაეცანი კონკურსის დეტალებს აქ: https://csogeorgia.org/ge/vacancyItem/19404?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR2kzIvScJjpe91gAHz_MmeyABYFj_qB2i_C9XBeNURuE7cSBasMKKxNCRE_aem_BkL-X4eu4fQClYP42cJ4DQ
🌟 კონკურსი ახალგაზრდებისთვის - #ესქვეყანაშენია 2024 - დადექი ისტორიის სწორ მხარეს!
🙌🏻 კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ქვემოთ მოცემული ორი თემიდან ერთ-ერთზე უნდა დაგეგმონ და განახორციელონ რაიმე აქტივობა, რომელიც შეიძლება იყოს როგორც საინფორმაციო კამპანია ან სოციალური მედია კამპანია, ასევე, ადგილობრივ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთობლივი ინიციატივები, ფლეშმობი და სხვა.
🟡 თემა #1
2024 წლის 15 მაისს 145 წელი შესრულდა პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნებიდან. ეს მოვლენა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რამხელა სიკეთე შეიძლება მოუტანოს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობამ სრულიად მთელ ქვეყანას! აი, ამიტომ - აღიდგინე დაკარგული მეხსიერება!
მოიძიე და სხვებსაც გააცანი დაკარგული და დავიწყებული ისტორიები საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების დაბადების და განვითარების შესახებ.
🟡 თემა #2
დადექი ისტორიის სწორ მხარეს! – საინფორმაციო კამპანიით ხელი შეუწყე თანატოლების, თანასოფლელების, თანაქალაქელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას, გააქტიურებას და არჩევნებში მონაწილეობას!
🔛 კონკურსს – „ეს ქვეყანა შენიას“ აცხადებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში.
👉🏻 გაეცანი კონკურსის დეტალებსა და მონაწილეობის მიღების წესებს: bit.ly/კონკურსი_ეს_ქვეყანა_შენია