Artarea ED

Artarea ED Artarea ED - არტარეას საგანმანათლებლო პლატფორმა

არტარეას საგანმანათლებლო პლატფორმა Artarea ED აერთიანებს ვიდეო-ლექციებს სხვადასხვა მიმართულებაზე: მუსიკა, კინო, ლიტერატურა, თეატრი, ფოტოგრაფია, დიზაინი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, თანამედროვე ხელოვნება და სხვა. პლატფორმის მიზანია საგანმანათლებლო ღონისძიებების ინიცირება და ლექციების ვიდეო არქივის შექმნა.

18/09/2026

✨ მისტიკური შემეცნების 8 კვირიანი კურსი თამარ თანდაშვილისგან

ეს ვორქშოფი ჩემთვისაც გამორჩეულია, რადგან მასზე იმ ადამიანებს ვეპატიჟები, ვისაც ფიზიკური სამყარო ეპატარავება და ვისთვისაც აზრი, რომ ჩვენი სიკვდილით ცხოვრება მართლა მთავრდება, საფუძვლიანად მიუღებელია.

ასეთ ადამიანებს თანამედროვე მისტიკოსებს და სინათლის მაძიებლებს ეძახიან, მე კი მათ ყველაზე დიდ რეალისტებად და სიმართლისადმი თვალახილულ არსებებად ვთვლი.

ვორქშოფზე ჩავუღრმავდებით ბუდიზმის, ისლამის, ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ანდების მთების კოსმოლოგიურ-მისტიკურ ტრადიციებს.

გავეცნობით თანამედროვე მისტიკური შემეცნების პრაქტიკებსაც, რომლებიც კონკრეტულ რელიგიურ კონფესიას არ მიეკუთვნება და ადამიანების პირად სულიერ ძიებებს ასახავს.

ჩვენი მუშაობა დაეყრდნობა კულტურულ ანთროპოლოგიას, თეოლოგიას, პიროვნების ფსიქოლოგიას, ინდიგენური ცოდნის მოდალობასა და მისტიკური შემეცნების კვლევას.

🌿 ვორქშოფი თეორიულთან ერთად პრაქტიკულიცაა.

ვიკვლევთ მონაწილეების პირად გამოცდილებებსა და იმ ბიოგრაფიულ გზებს, რომლებითაც ისინი მისტიკასთან მივიდნენ.

გავიგებთ, როგორ განისაზღვრება მისტიკური განზომილება სხვადასხვა კულტურასა და ტრადიციაში, რატომ დგას მისტიკური შემეცნების ცენტრში ადამიანი თავისი უზენაესი „მე“-თი, სულითა და უშუალო გამოცდილებით.

ვისწავლით ყოველდღიურობაში მისტიკური შემეცნებისთვის სივრცის გამოყოფას, სამყაროსთან კომუნიკაციის ნატიფი ენის ამოცნობასა და სულთან დიალოგის საკუთარ გზებს.

📅 იწყება: 6 ოქტომბერს
⏰ სამშაბათი, 20:00
💻 ონლაინ
🏷️ 690 ლარი / 8 კვირა

📌 რეგისტრაციისთვის დარეკეთ: 555 50 74 63

აღმოაჩინე ის, რაც სასკოლო სახელმძღვანელოებს მიღმა დარჩა!9 თვიანი კურსი მოზარდებისთვის - კვირაში სამჯერ:⏳ ბუბა კუდავა — „...
15/09/2026

აღმოაჩინე ის, რაც სასკოლო სახელმძღვანელოებს მიღმა დარჩა!

9 თვიანი კურსი მოზარდებისთვის - კვირაში სამჯერ:

⏳ ბუბა კუდავა — „ისტორია თარიღებს მიღმა“

ზვიად კვარაცხელია — „შენთვის ნაპოვნი წიგნები“

რუსიკო კობახიძე— კრიტიკული აზროვნება: ტექსტის წვდომა და ანალიზი

ხშირად გვგონია, რომ განათლება მხოლოდ ფაქტების, თარიღებისა და მზა ფორმულების დაზუსტებაა. სინამდვილეში კი, ნამდვილი ცოდნა იქ იწყება, სადაც კითხვების დასმას ვსწავლობთ. ჩვენი ახალი კურსები შექმნილია მათთვის, ვისაც სურს დაინახოს მეტი, იაზროვნოს კრიტიკულად და აღმოაჩინოს ისტორიისა თუ ლიტერატურის ნამდვილი, ცოცხალი სახე.



⏳ ბუბა კუდავა — „ისტორია თარიღებს მიღმა“

მიგაჩნიათ, რომ ისტორია მოსაწყენი საზეპირო და მშრალი ფაქტების გროვაა? ეს მითია!
ისტორია არ არის მხოლოდ თარიღებისა და სახელების მექანიკური დამახსოვრება — ის აზროვნება და კრიტიკული ანალიზია. ეს კურსი არ არის მორიგი მოსაწყენი ლექცია. აქ ჩვენ:

დავსვამთ კითხვებს, რომლებზეც აქამდე, ალბათ, არასდროს გიფიქრიათ;
ერთად ვიმსჯელებთ და გავაანალიზებთ მოვლენებს;
ეჭვქვეშ დავაყენებთ არსებულ პასუხებს და ვიპოვით ახალს.

ზვიად კვარაცხელია — „შენთვის ნაპოვნი წიგნები“

ლიტერატურა ბევრად დიდია, ვიდრე სავალდებულო სასკოლო პროგრამა. ამ კურსზე ვისაუბრებთ ისეთ ავტორებსა და წიგნებზე, რომლებსაც სკოლაში არ ასწავლიან, მაგრამ მათი აღმოჩენა და წაკითხვა ყველა მოზარდისთვის დაუვიწყარია,

რუსიკო კობახიძის — ტექსტის წვდომა და ანალიზი

როგორ ამოვიკითხოთ სათქმელი სტრიქონებს შორის? ეს კურსი მოსწავლეებს დაეხმარება ტექსტზე მუშაობის, ქვეტექსტების ამოცნობისა და გააზრების უნარების გამომუშავებაში. კურსის მიზანია არგუმენტირებული, გამართული ზეპირი და წერითი მეტყველების განვითარება. ჩვენ ვიმუშავებთ არა მხოლოდ წიგნებზე, არამედ მუსიკალურ, კინო და ფოტომასალაზეც.

ისტორია თარიღებს მიღმა - სამშაბათი 18:00

„შენთვის ნაპოვნი წიგნები“ - ოთხშაბათი 18:00

კრიტიკული აზროვნება - შაბათი 17:00

ფასი თვეში 550 ლარი

შესაძლებელია მხოლოდ ერთი საგნის არჩევაც: ფასი 280 ლარი

კურსი იწყება 6 ოქტომბრიდან

07/09/2026

❤️ ვის ველოდები სრული ბედნიერებისთვის -
რომანტიკული ურთიერთობების ფსიქოლოგია - თამარ თანდაშვილის 2 თვიანი ვორქშოფი

გულში ბევრი ჩვენგანი ოცნებობდა ან კვლავაც ოცნებობს იმ ადამიანზე, რომელსაც სამყარო ჩვენს გადასარჩენად გამოაგზავნის; რომელიც უსიტყვოდ გაგვიგებს, რომელიც ჩვენი პიროვნებით, გარეგნობით, გონებით აღფრთოვანდება და სიკვდილამდე უკანმოუხედავად ვეყვარებით.

სიყვარულის ასეთ მოდელს, მეტ-ნაკლები განსხვავებებით, ბავშვობიდან ვისისხლხორცებთ და მრავალჯერადი გულგატეხილობაც კი მას ხშირად ვერაფერს ავნებს, რადგან არ ვიცით, თუ არა ამ სცენარით, სხვანაირად როგორ და რატომ უნდა ვიცხოვროთ.

ჩემი ვორქშოფი რომანტიკულ სიყვარულს სხვადასხვა დისციპლინის გადმოსახედიდან განიხილავს და შემდეგ კითხვებს სვამს:

შეუძლია კი ჩემი გულის სწორს ჩემი ტკივილების მოშუშება, თუ ამის მოთხოვნა დამანგრეველი ტვირთია ურთიერთობებისთვის?

სინამდვილეში რას ველოდები ურთიერთობისგან?

რამდენად და როგორ, ან საერთოდ, უნდა გავუზიარო ჩემი სამყარო მნიშვნელოვან სხვას?

რას ნიშნავს შესაბამისი და შეუსაბამო რომანტიკული პარტნიორი?

რა უნდა გავარკვიო საკუთარ თავში მანამდე, სანამ რომანტიკულ განზომილებაში შევაბიჯებ?

რატომ ვირჩევ ერთი და იმავე ტიპის ადამიანს ყოველ ჯერზე?

რატომ მივდივარ აზრს მოკლებულ და ჩემთვის დამაზიანებელ კომპრომისებზე?

დაბოლოს, რა უნდა გავაკეთო, ვისწავლო იმისთვის, რომ ჩემი სულის მეორე ნახევარი მართლა ვიპოვო და ჩვენი სიყვარული ათწლეულების განმავლობაში ცოცხალი და სავსე დარჩეს?

💻 ფორმატი: ონლაინ
📅 იწყება: 28 სექტემბერს
⏰ ორშაბათი, 20:00
⌛ ხანგრძლივობა: 2 საათი, კვირაში ერთხელ
🏷️ ღირებულება: 690 ლარი თვეში

დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით:
📞 555 50 74 63
📩 [email protected]

04/09/2026

#თბილისოლოგია

👩‍🏫 ცირა ელისაშვილის კურსი - “თბილისოლოგია”.

⏳შეხვედრები გაიმართება 19 სექტემბრიდან კვირაში ერთხელ: პარასკევი (19:00სთ), 3 თვის განმავლობაში

🏷️ კურსის ღირებულება 870₾ (3 თვე)

👉 კურსის განმავლობაში გაეცნობით:

✔️თბილისის ისტორიას;
✔️თბილისურ ტრადიციებს;
✔️თბილისურ ამბებს;
✔️თბილისის არქიტექტურას;
✔️თბილისის სადარბაზოების მხატვრობას;
✔️ფიროსმანი და თბილისი;
✔️თბილისელ მეცენატეებს;
✔️თბილისურ რეკლამას;
✔️თბილისის კოლექციებს
✔️ტურისტულ მარშრუტს.

✨ ამ კურსით იპოვით ისეთ ქალაქს, რომელსაც ხან პარიზს და ხან ვენეციას ადარებდნენ. თუმცა, ის ყოველთვის ტფილისად რჩებოდა. ყველასგან განსხვავებული, გამორჩეული და უნიკალური.. თბილისური კულტურით, თბილისური ენით, თბილისური სამოსით, თბილისური ცხოვრების წესით, თბილისური არქიტექტურით. ის დღესაც რჩება ქალაქად, სადაც ყველა ეზო თავის ისტორიას გიყვება. მოუსმინეთ ტფილისს და იპოვეთ საკუთარი თავი, ამ ქალაქში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 555 50 74 63

02/09/2026

👩‍🏫 დალილა ცატავას ორ თვიანი კურსი 16 სექტემბრიდან - “ქართული გასტრონომიული კულტურა”.

⏳შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ: ოთხშაბათი (19:00სთ).

🏷️ კურსის ღირებულება 600₾ (2 თვე)

✨ გაინტერესებთ “ქართული გასტრონომიული კულტურა” – ეს ისტორიის, ეთნოგრაფიის, კულტრის, იდენტობის საცავია, ეს არის ცოცხალი ამბავი, თაობიდან თაობას გადმოცემული სული, რიტუალი, ადათები და წესები, რომელიც დროსა და სივრცეს სცდება. ეს არის ქართული კულინარიული შედევრები და საინტერესო გემოების რეგიონალური მრავალფეროვნება;

🇬🇪 ჩვენს კურსზე გელით მოგზაურობა გასტრონომიულ სამყაროში: თბილისის დუქნების ცხელი ისტორიებიდან სამეგრელოს სურნელოვან და მისტიურ “ვაშინერს” საიდუმლოებამდე, აფხაზეთის „გემოდან“ სვანეთის ცივი მთების გულსართიან ლეგენდებამდე და სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, გურია, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის თუ თუშეთის მისტიურ რიტუალებამდე;

🔴 შეხვედრების თემები:
* მნიშვნელოვანი და აქტუალური გასტრონომიაში დამკვიდრებული ტერმინები;
* კულინარია როგორც არამატერიალური კულტურული ფასეულობა;
* იუნესკოს არამატერიალურ ნუსხაში შეტანილი ქართული ნომინაციები;
* საქართველოს არამატერიალურ ფასულობათა ნუსხაში შეტანილი გასტრონომიული ნომინაციები;
* გასტრონომიული თბილისი - თბილისის გასტრონომიული ტურის ჩართულობით;
* „სამარგალო გვალო შხვა რე“ - სამეგრელოს გასტრონომიული კულტრა;
* აფხაზეთის „გემო;“
* ქართული სამზარეულოს უმთავრესი მახასიათებლები;
* რეგიონალური ქართული სამზარეულო და მისი თავისებურებები;
* გულსართიანები - ხაჭაპური როგორც ტრადიცია, ხაჭაპურის სახეები და მათი ლეგენდები;
* ქართული სუფრა როგორც ხელოვნება - არტი;
* რიტუალური კერძები ქართულ გასტრონომიულ კულტურაში;

II - გასვლითი ნაწილი-ურსის მსმენელთა არჩევანის მიხედვით (თვითდაფინანსებით)
- სამცხე ჯავახეთი
-სვანეთი
- სამეგრელო
- თუშეთი
- რაჭა

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 555 50 74 63
📩 [email protected]

31/08/2026

👨‍🏫 21 სექტემბრიდან! გიორგი თავართქილაძის 3 თვიანი კურსი -“როგორ გადავიღო ფილმი”
📝 კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე :
👉 https://www.artareaed.ge/განაცხადი
⏳შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ: ორშაბათი (20:00სთ).
🏷️ კურსის ღირებულება 840₾ (3 თვე)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
📞 555 50 74 63
📩 [email protected]
🌐 artareaed.ge

24/08/2026

🌿 1 დღიანი რითრითი საგურამოში თამარ თანდაშვილთან ერთად

მათთვის, ვინც ზაფხულში დასვენების ნაცვლად დაიღალეთ, ან სექტემბრის ალიაქოთმა დასვენების ვაიბი გაგიფერმკრთალათ, ან სულაც გაგიქროთ.

✨ ამ რითრითზე:

🧠 ისწავლით, როგორ გაუმკლავდეთ ყოველდღიურ ფორიაქს მარტივი, მოკლე და ეფექტური ნეიროპლასტიკური მეთოდოლოგიით;

🌿 პოლივაგალური პრაქტიკების დახმარებით იგრძნობთ და განიცდით თქვენთვის სასურველ ემოციურ მდგომარეობებს;

🤍 დაუახლოვდებით საკუთარ თავს თბილი და ღრმა ინტიმის განცდით - რაც ყოველდღიურობაში დიდი ფუფუნებაა;

🧰 თან წაიღებთ თქვენზე მორგებულ პრაქტიკების თულქითს, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში მარტივად და სხვებისთვის შეუმჩნევლად გამოიყენებთ.

📅 5 სექტემბერი
⏰ 12:00–19:00
📍 საგურამო
🏷️ ღირებულება: 490 ლარი

21/08/2026

იჩქარეთ! ამ ზაფხულის ბოლო ნაკადი! 31 აგვისტოს ჯგუფში დარჩენილია სულ რამდენიმე ადგილი ❤️

☀️ ზაფხული, რომელიც ბავშვებს თავისუფლებას, სიხარულსა და დაუვიწყარ თავგადასავლებს ჩუქნის ✨
✨ ადგილი, სადაც ზაფხული ნამდვილ ბავშვობად იქცევა

არტარეა-ს საზაფხულო სკოლის რეგისტრაცია საგურამოში უკვე გახსნილია! 💛
10-დღიანი პროგრამა ბავშვებისთვის, სადაც თითოეული დღე სავსეა თამაშით, შემოქმედებით, ბუნებასთან კავშირითა და ახალი გამოცდილებებით 🌿

🌞 ზაფხული, სავსე თამაშით, აღმოჩენებითა და ცოცხალი ემოციებით

📌 ძირითადი ინფორმაცია
👧🧒 ასაკი: 6 – 12 წელი
📅 ხანგრძლივობა: 10 დღე (ორშაბათი – პარასკევი)
🕙 დრო: 10:00 – 18:00
📍 ლოკაცია: საგურამო
💛 ღირებულება: 1376 ლარი

ფასი მოიცავს:
✔ ტრანსპორტირებას
✔ სამჯერად კვებას
✔ სრულ პროგრამას
✔ მწვანე და უსაფრთხო გარემოს

☀️ ნამდვილი ზაფხული — ტელეფონების გარეშე, თავგადასავლებით სავსე
🍃 სივრცე, სადაც ბავშვები ეკრანებს თა�

19/08/2026

ქეთი დევდარიანის კურსი „ამბის თხრობის ხელოვნება“

✨ ამბები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამბავი გვეხმარება სამყაროს შეცნობაში, ემოციების გაზიარებასა და ერთმანეთთან დაკავშირებაში.

✍️ ამბის თხრობა მხოლოდ ნიჭი არ არის - ეს უნარია, რომლის ათვისება და განვითარებაც შესაძლებელია.

3 თვის განმავლობაში ერთად გავივლით ყველა იმ ძირითად ელემენტს, რაც კარგ ამბავს ქმნის: პერსონაჟებიდან - კონფლიქტამდე, სიუჟეტის სტრუქტურიდან - დიალოგამდე და ფინალურ ფორმამდე.

📚 კურსის თემები:

I — ამბის ძალა
II — პერსონაჟები
III — კონფლიქტი
IV — სიუჟეტის სტრუქტურა I
V — სიუჟეტის სტრუქტურა II
VI — დიალოგი
VII — გარემო და ატმოსფერო
VIII — ემოცია და მეტაფორა
IX — პერსპექტივა და მთხრობელი
X — იუმორი და დრამა
XI — ამბის საბოლოო ფორმა
XII — ფინალური პრეზენტაცია

🗓️ კურსის დასაწყისი: 16 სექტემბერი
⏳ ხანგრძლივობა: 3 თვე
📅 შეხვედრები: კვირაში ორჯერ: ოთხშაბათი: 19:00 ან 21:00 ; კვირა 16:00 ან 18:00;

🏷️ ღირებულება: 980 ლარი / 3 თვე
შესაძლებელია თანხის ორ ნაწილად გაყოფა.

🧑‍💼 კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.

დასარეგისტრირებლად დაგვიკავშირდით:
📞 555 50 74 63
📩 [email protected]

14/08/2026

იჩქარეთ! ამ ზაფხულის ბოლო ნაკადი! 24 აგვისტოს ჯგუფში დარჩენილია სულ რამდენიმე ადგილი ❤️

☀️ ზაფხული, რომელიც ბავშვებს თავისუფლებას, სიხარულსა და დაუვიწყარ თავგადასავლებს ჩუქნის ✨
✨ ადგილი, სადაც ზაფხული ნამდვილ ბავშვობად იქცევა

არტარეა-ს საზაფხულო სკოლის რეგისტრაცია საგურამოში უკვე გახსნილია! 💛
10-დღიანი პროგრამა ბავშვებისთვის, სადაც თითოეული დღე სავსეა თამაშით, შემოქმედებით, ბუნებასთან კავშირითა და ახალი გამოცდილებებით 🌿

🌞 ზაფხული, სავსე თამაშით, აღმოჩენებითა და ცოცხალი ემოციებით

📌 ძირითადი ინფორმაცია
👧🧒 ასაკი: 6 – 12 წელი
📅 ხანგრძლივობა: 10 დღე (ორშაბათი – პარასკევი)
🕙 დრო: 10:00 – 18:00
📍 ლოკაცია: საგურამო
💛 ღირებულება: 1376 ლარი

ფასი მოიცავს:
✔ ტრანსპორტირებას
✔ სამჯერად კვებას
✔ სრულ პროგრამას
✔ მწვანე და უსაფრთხო გარემოს

☀️ ნამდვილი ზაფხული — ტელეფონების გარეშე, თავგადასავლებით სავსე
🍃 სივრცე, სადაც ბავშვები ეკრანებს თა�

Address

ვაკე, ლევან მიქელაძე #3
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Artarea ED posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to Artarea ED:

Shortcuts

Share

Category