12/09/2024
🌟ვილბერგერის პროტოკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე არ გიზიარებდით საჯაროდ, თუმცა რადგან ძალიან ბევრი არასწორად ფორმულირებული ინფორმაცია გავრცელდა გიზიარებთ ვილბერგერის პროტოკოლს.
💫 ვილბერგერის ჯაგრისით ,,დაჩოთქვის” პროტოკოლი არის სპეციფიკური, პროფესიონალის მეთვალყურეობით
განსახორციელებელი თერაპიული ტექნიკა - სენსორული ინტეგრაციის დისფუნქციის შესამცირებლად.
I ეტაპი:
✅ ვილბერგერის ჯაგრისით დაჩოთქვის ტექნიკის პირველი ეტაპი მოიცავს სპეციალური თერაპიული
ჯაგრისის გამოყენებით კანის ზედაპირზე (ხელებზე, ზურგსა და ფეხებზე) ღრმა
ზეწოლის განხორციელებას;
✅ თერაპევტი ან მშობელი ბავშვს ,,ჩოთქავს “ თერაპიული ჯაგრისის
გამოყენებით;
✅ ჯაგრისი გამოიყენება გარკვეული მეთოდოლოგიით: მისი მეშვეობით
ხორციელდება სხეულის ზედაპირის (კანის ) უმეტეს ნაწილზე ნელი, ინტენსიური
ღრმა ზეწოლის შეგრძნება;
‼️დარწმუნდით, რომ იყენებთ მყარ/ძლიერ ზეწოლას, როდესაც ჯაგრისს უსვამთ ბავშვის კანზე ; მსუბუქი ზეწოლით ჯაგრისის გასმა შეიძლება უფრო საზიანო იყოს, ვიდრე -
სარგებლის მომტანი.
‼️სახეზე, მკერდსა და მუცელზე არ შეიძლება ჯაგრისის გასმა.
💫 ტექნიკა
1. ვიწყებთ ზედა კიდურების გარეთა ნაწილის ,,დაჩოთქვას” .
‼️ჯაგრისს ვიჭერთ ჰორიზონტალურად, ოდნავ დახრილ მდგომარეობაში და ჩამოვუსვამთ ზემოდან ქვემოთ მიმართულებით ძლიერი ზეწოლით, მხარიდან - მაჯამდე (5-10-ჯერ).
2. ვაგრძელებთ ქვედა კიდურების წინა ნაწილის თერაპიული ჯაგრისით ,, დაჩოთქვას”
(ჯაგრისს ვიჭერთ ჰორიზონტალურად, ოდნავ დახრილ პოზაში), ზემოდან ქვემოთ მიმართულებით ,
ძლიერი ზეწოლით და ნელი ტემპით ჩამოვუსვამთ (ერთი ჩამოსმა დაახლოებით 3
წამი გრძელდება).
3. ვაგრძელებთ მენჯიდან კოჭამდე ,, დაჩოთქვას”
4. ტერფზე (ქუსლიდან
ფეხის თითებამდე) ჯაგრისის გასმას ძლიერი ზეწოლით, მაგრამ აქ ზემოდან ქვემოთ მიმართულებით .
5. კიდურებზე ჯაგრისის
გასმის შემდეგ ვიწყებთ ზურგზე გასმას ზემოდან ქვემოთ მიმართულებით და
ძლიერი ზეწოლით ოდნავ დახრილი ჯაგრისით ,,ვჩოთქავთ” ზურგს .
II ნაბიჯი:
✅ ,,დაჩოთქვის” შემდგომ მოდის ,,მასაჟის“ ფაზა, ბავშვი იღებს მხრებზე,
იდაყვებზე, მაჯაზე/თითებზე, მენჯსა და მუხლებზე/ტერფებზე ნაზ კომპრესს
- ზეწოლას;
‼️ ეს ზეწოლა უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცემას
პროპრიოცეფტულ შეგრძნების არხზე.
‼️ტექნიკა
1. ზედა კიდური: ვაფიქსირებთ ერთი ხელით ბავშვის მაჯას ისე, რომ მისი ცერა თითი
იყოს თქვენს ცერა თითთან, მეორე ხელით კი იდაყვის ძვალს ვაფიქსირებთ (მაჯის
მიმართება სხივისა და იდაყვის ძვალთან უნდა იყოს 90°, იდაყვის მიმართება მხარის
ძვალთან უნდა იყოს 90°, მხარის ძვალი უნდა იყოს სხეულის ხაზზე), ოდნავ ძლიერი
ზეწოლით ვიწყებთ სახსრის დაპრესვას (5-10-ჯერ).
2. შემდეგ იდაყვის ძვალს
ვაფიქსირებთ ერთი ხელით, ხოლო მეორე ხელით მხარის ძვალს (იდაყვის მიმართება
მხარის ძვალთან უნდა იყოს 90°), ვაწვებით სახსარს ორივე მხარიდან დაპრესვის
მიზნით,‼️ ეცადეთ, პროცესის დროს ძვალი იყოს უძრავ მდგომარეობაში. აკეთებთ
ორივე ხელზე მონაცვლეობით. ზედა კიდური: მაჯა - იდაყვი, იდაყვი - მხ ა რის
ძვალი;
3. ქვედა კიდური: ვაფიქსირებთ ერთი ხელით ბავშვის კოჭს ისე, რომ მისი ქუსლი
მოთავსდეს თქვენს ხელში, მეორე ხელით კი მუხლის ძვალს ვაფიქსირებთ (კოჭის
წვივის ძვალთან მიმართება უნდა იყოს 90°, მუხლის ბარძაყის ძვალთან მიმართებაც -
90°), ძლიერი ზეწოლით ვიწყებთ სახსრის დაპრესვას ორივე მხარიდან (5-10-ჯერ).
4. შემდეგ მუხლის ძვალს ვაფიქსირებთ ერთი ხელით, ხოლო მეორე ხელით - საჯდომ
ძვალს (მუხლის მიმართება ბარძაყის ძვალთან უნდა იყოს 90°, ბარძაყის ძვლის
მიმართება მენჯთანაც - 90°), ვაწვებით სახსარს ორივე მხარიდან დაპრესვის მიზნით,
‼️ეცადეთ, პროცესის დროს ძვალი იყოს უძრავ მდგომარეობაში. ქვედა კიდური: კოჭი -მუხლი, მუხლი - საჯდომი ძვალი;
📌 ჯაგრისით ,,დაჩოთქვა” და სახსრების შეკუმშვა/დაპრესვა უზრუნველყოფს
სხეულის ზედაპირზე ძლიერ ზეწოლას. ეს მოქმედებები სრულდება სპეციალურად
ერთმანეთთან შეთანხმებით, რაც ხელს უწყობს სენსორული შიმშილის შემცირებას და ასევე მიმღებლობის გაზრდას სენსორული ზემგრძნობელობის შემთხვევაში .
‼️მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა : სპეციალისტის მეთვალყურეობის გარეშე არ გამოიყენოთ აღნიშნული ტექნიკა თვითნებურად.
©️სენსორული პროფილი.Sensory profile