მასწავლებლის დღიური / Teacher's Diary

მასწავლებლის დღიური / Teacher's Diary

Share

Global Schools Advocate, School Certified Consultant, Teacher, Public Speaking & Debate Trainer

16/06/2025

🚀❤️ “მასწავლებელი, როგორც ხიდი უკეთესი მომავლისთვის…”

09/06/2025

🥰❤️

Photos from გიმნაზიის სამოქალაქო კლუბი / Gymnazium Civil Club's post 09/06/2025

ასეთი მრავალფეროვანი გამოფენა გამოგვივიდა ხელოვნებასთან ინტეგრირებით მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ. 🥰❤️

09/06/2025

👉 გიზიარებთ სამოტივაციო პოსტერს, რომელიც შეგიძლიათ განათავსოთ კლასში თვალსაჩინო ადგილას და ამ გზით შეახსენოთ თქვენს მოსწავლეებს, რომ ყველა ემოცია მათ ხელშია და არა პირიქით.

🥰 მართებული გამოყენებით შეგვიძლია ჩვენი ემოციები ჩვენსავე ძალად ვაქციოთ!

08/06/2025

🔎ემოციების მართვამდე მნიშვნელოვანია მათი ამოცნობა და დაფიქსირება. დღეს სწორედ ამ მიმართულებით მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი ინსტრუმენტი - "ემოციების ბორბალი". სასურველია ეს სამუშაო ფურცელი ყველა მოსწავლეს ინდივიდუალურად ჰქონდეს მერხზე.

👉"ემოციების ბორბალი" შეგიძლიათ გამოიყენოთ:

📌გაკვეთილის შესაფასებლად - თხოვეთ მოსწავლეებს გაკვეთილის დასაწყისში და ბოლოს დააფიქსირონ ემოცია და მიეცით მათ რამდენიმე სიტყვით ამ ემოციის ახსნის საშუალება;

📌მოსწავლეებში თვითმართვის უნარის გასაუმჯობესებლად - დღის განმავლობაში თხოვეთ მათ დააფიქსირონ საკუთარი ემოცია რამდენჯერმე და მოქმედების განხოცრიელებამდე გაანალიზნონ ის.

📌ემოციების გამოსათავისუფლებლად - დღის ბოლოს დამრიგებლებს შეგიძლიათ შეამოწმოთ ბავშვების სამუშაო ფურცლები და დღის შესაჯამებლად დაუსვათ მათ ემოციების შესახებ შეკითხვები.

🫶ეს ინსტრუმენტი ყველა სხვა სარგებელთან ერთად დაგეხმარებათ თქვენს მოსწავლეებთან სანდო და პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში.

05/06/2025

📮 რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი როგორ შემეძლო ბავშვებისთვის სახალისო გზით მესწავლებინა ემოციების მართვის სტრატეგიები, სწორედ ასე დაიბადა იდეა თამაშის შესახებ, რომელიც მინდა გაგიზიაროთ.

🎨 თამაშის განსახორციელებლად დაგჭირდებათ ამობეჭდოთ წარმოდგენილი ვიზუალი, რომელზეც ანიმაცია „თავდაყირადან“ ათი ემოციაა გამოსახული. ასევე სასურველია შექმნათ ქაღალდის ერთი ან რამდენიმე კამათელი. რესურსების მომზადების შემდეგ დაყავით მოსწავლეები გუნდებად. თამაშის დასაწყისში თითოეულმა გუნდმა უნდა გააგოროს კამათელი ამობეჭდილ დაფაზე და დაიმახსოვროს რომელ ემოციაზე გაჩერდა ის. მას შემდეგ რაც ყველა გუნდის ემოცია ცნობილი გახდება, მიეცით მოსწავლეებს სამუშაოდ 7-10 წუთი რათა შექმნან იმ ემოციის მართვის სტრატეგიები, რომლებიც შეხვდათ. დროის ამოწურვის შემდეგ გუნდებს მიეცით საშუალება კლასის წინაშე წარადგინონ ნაშრომები.

👉 ეს თამაში ხელს შეუწყობს: კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, ემოციების მართვის სტრატეგიების დაუფლებას და მოსწავლეთა დაინტერესებას.

🫶 თუ გსურთ PDF ფაილის მიღება გთხოვთ დააკომენტაროთ და გაგიზიარებთ.

Photos from გიმნაზიის სამოქალაქო კლუბი / Gymnazium Civil Club's post 05/06/2025

🥰😍

29/05/2025

📣 გსურთ ენერგიული დასაწყისი ან დასასრული გაკვეთილისთვის? მაშინ ეს პოსტი არ უნდა გამოტოვოთ, რადგან დღეს ჩვენთან ენერჯაიზერების გაზიარების დღეა!

🎯 "ციფრი 7" ასე ჰქვია აქტივობას, რომელიც სულ რაღაც 5 წუთში იქცევა თქვენი მოსწავლეებისთვის საყვარელ და მხიარულ თამაშად.

🔸 აქტივობის ინსტრუქცია: მოსწავლეები რიგრიგობით ითვლიან: 1, 2, 3, 4… მაგრამ 7-ის ჯერადებზე (7, 14, 21…) ციფრის თქმის ნაცვლად ტაშს უკრავენ! ვისაც შეეშლება - ტოვებს წრეს ან თამაშს თავიდან იწყებს. თუ გსურთ, რომ თამაში გახდეს კიდევ უფრო ენერგიული და მხიარული თანდათან გაზარდეთ სიჩქარე!

✨ ეს პატარა, მაგრამ ეფექტური აქტივობა ავითარებს:
🔹 ყურადღებას
🔹 მეხსიერებას
🔹 რეაქციის სისწრაფეს

💡 არ დაგავიწყდეთ - გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი საყვარელი ენერჯაიზერი, რადგან გაზიარება ძალაა!

#ენერჯაიზერი

28/05/2025

💬 სიტყვა და ჟესტი — ხანდახან სწორედ ის ძალაა, რომელიც ახალ ენერგიას ბადებს.

📅 დღეს ქცევის მართვის სტრატეგიების გაზიარების დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაგრძელებთ დადებითი განმამტკიცებლების გაცნობას.

🗣️ დღევანდელი თემა — სოციალური განმამტკიცებლებია, რომელიც მოიცავს შექებას, სოციალურ უკუკავშირს, ღიმილს, თავის დაქნევას და სხვა მსგავს ქმედებებს.

✅ სოციალური განმამტკიცებლების გამოყენება მარტივი და ხშირად ძალიან ეფექტურია. ის მასწავლებლისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს - მთავარია დაინახოთ მოსწავლის მცდელობა და აღიაროთ ის უბრალო, მაგრამ ძლიერი ჟესტით: სიტყვიერი შეფასებით, თბილი ღიმილით ან თავის დამაჯერებელი დაქნევით.

✨ მაგალითად, როდესაც მოსწავლე რთულ სიტყვას დაწერს დაუხმარებლად, შეგიძლიათ უთხრათ: „ვხედავ, როგორ მოინდომე — ვაფასებ შენს ძალისხმევას!“ და დააკვირდეთ იმ ენერგიას, რომელიც მასში თითქოს თავიდან იბადება.

📣 გაგვიზიარეთ - თქვენ რა სოციალური განმამტკიცებლები გამოგიყენებიათ პრაქტიკაში?

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Tbilisi