133_ ე სკოლის თვითმმართველობა

133_ ე სკოლის თვითმმართველობა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from 133_ ე სკოლის თვითმმართველობა, School, სანზონა ვარდისუბნის 8, Tbilisi.

14/06/2024

🏆🥳

ვულოცავთ მე-11 ბ კლასის გუნდს გოგონების ფეხბურთის ტურნირში ღირსეულ გამარჯვებას ❤️❤️

Photos from 133_ ე სკოლის თვითმმართველობა's post 14/06/2024

გოგონების ფეხბურთის შიდა სასკოლო ტურნირის ფინალმა დაძაბულად და ემოციურად ჩაიარა . თანაბარ ბრძოლაში ერთმანეთს მე-11 ბ და მე-8 გ კლასის გუნდები შეხვდა . საბოლოოდ გამარჯვება მე-11 ბ კლასის გუნდმა მოიპოვა , მათ საზეიმოდ გადაეცათ თასი . გოგონების ფეხბურთის ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა , სამომავლოდ უფრო მეტ სიახლეს და განვითარებას გპირდებით ამ კუთხით ❤️❤️🥳🏆

Photos from 133_ ე სკოლის თვითმმართველობა's post 07/06/2024

გოგონების ფეხბურთის შიდა სასკოლო ტურნირის პირველი ნახევარფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული და ემოციური გამოდგა . ერთმანეთს მე-11 ბ და მე-8 ვ კლასის გუნდები დაუპირისპირდა . თამაშის პირველი ნახევარი მე- 11 ბ კლასის გუნდის უპირატესობით დაიწყო , ანგარიში მეკარე სალომე ხაჭაპურიძის საოცარმა გოლმა გახსნა , რასაც მარიამ ზარიძისა და ანასტასია ჩერქეზიშვილის გოლები მოჰყვა . მეორე ტაიმში მე-8 ვ კლასის გუნდი მეტად გააქტიურდა ,მათ მაქსიმალურად გაუწიეს მეტოქეობა მოწინააღმდეგე გუნდს . თუმცა საბოლოოდ დაძაბული
მატჩი მე-11 ბ კლასის გამარჯვებით დასრულდა . დაფიქსირდა რეკორდული ანგარიში- 17:0 . ჩვენი ტურნირის პირველი ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია . მეორე ნახევარფინალური შეხვედრა სამშაბათს გაიმართება , მე-8 გ და მე-10 დ კლასის გუნდებს შორის . ვულოცავთ გამარჯვებულ 11 ბ კლასის გუნდს , მე-8 ვ კლასიდან მოთამაშეებს კი მადლობას ვეუბნებით ბოლომდე ბრძოლისა და აქტიურობისთვის .

მადლობა დღევანდელი შეხვედრის მსაჯებს- მე 9 ე კლასის მოსწავლეებს - ნიკოლოზ ჩხეტიას და ლუკა იმნაიშვილს ( ჩხეტოს და იმნას ). 😇✅✅

Photos from 133_ ე სკოლის თვითმმართველობა's post 07/06/2024

დებატების ჩემპიონატი ფინალს მიუახლოვდა. დღეს მეშვიდე კლასებს შორის გამარჯვებული მოდებატე გუნდი გამოვავლინეთ . საფინალო ეტაპზე ერთმანეთს მე-7 გ და მე-7 ე კლასის გუნდები დაუპირისპირდნენ. რეზოლუცია საკმაოდ რთული თემა გახლდათ - ამ კრებას სჯერა , რომ კერძო საკუთრება არ უნდა არსებობდეს . მამტკიცებელი მხარე, საკმაოდ რთული მისიის წინაშე აღმოჩნდა . მიუხედავად ამ გამოწვევებისა მე-7 ე კლასის გუნდმა და სპიკერებმა - ნატალი გობრონიძემ , ლიზი მაისურაძემ , ნათია ანჯაფარიძემ და ქეთა მუხაშავრიამ საინტერესო და მყარი არგუმენტები წარმოადგინეს .

უარმყოფელი გუნდი გახლდათ მე-7 გ კლასი , რომლის მოსწავლეებიც ანა ბახტაძე , ანა ფუტკარაძე , მარიამ ბედენაშვილი და ანასტასია გოგია კომისიის და აუდიტორიის წინაშე თავდაჯერებულად და მყარი პოზიციებით წარსდგნენ . დაისვა მწვავე კითხვები , მონაწილეებმა გამოიყენეს გაბათილების მეთოდი . საბოლოოდ ჟიურის გადაწყვეტილებით მცირე უპირატესობით ამ დებატებში გამარჯვება მოიპოვა და მეშვიდე კლასების პარალელებს შორის პირველი ადგილი დაიკავა მე-7 გ კლასის გუნდმა . შესაბამისად მე-7 ე კლასის გუნდი მეორე ადგილის მფლობელი გახდა . შეგახსენებთ , რომ მეშვიდე კლასელები ასე აქტიურად წელს ჩაერთვნენ დებატების ჩემპიონატში და ნამდვილად მისასალმებელი და დასაფასებელია მათი აქტიურობა და კამათის ხელოვნების უნარები . 😇✅✅❤️

Photos from 133_ ე სკოლის თვითმმართველობა's post 04/06/2024

გოგონების ფეხბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი დაძაბულ ფაზაში გადადის . შესარჩევი ეტაპის მეოთხე შეხვედრაში ერთმანეთს მე-8 გ და მე-8 დ კლასის გოგონები დაუპირისპირდნენ . თამაში საინტერესო და ემოციური გამოდგა . ჩვენმა სპორტულმა და მონდომებულმა გოგონებმა თავიანთი მაქსიმუმი გამოავლინეს . აღსანიშნავია მაყურებელთა აქტიურობა , გულშემატკივრობის პროცესში გამორჩეულად იყვნენ ჩართულები , როგორც მე-8 გ და მე-8 დ კლასის მოსწავლეები , ასევე ამ კლასების დამრიგებლები და მშობლები . თამაში თანაბრად ღირსეულად წარიმართა . საბოლოოდ მცირედი უპირატესობით გამარჯვება მე-8 გ კლასის გუნდმა მოიპოვა ანგარიშით 3-2 . ვულოცავთ მათ ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გადასვლას . მე-8 დ კლასის გუნდს განსაკუთრებული მადლობა სანიმუშო თავდადებისა და საინტერესო თამაშისთვის . მადლობა თამაშის მსაჯებს - სპორტის პედაგოგს ნათია კეტაშვილს და 9 ე კლასის მოსწავლეს , ბიჭების ფეხბურთის ჩემპიონატის ბომბარდირს , ლუკა მგელაძეს 😇❤️❤️🥳

Photos from 133_ ე სკოლის თვითმმართველობა's post 03/06/2024

დებატების ჩემპიონატის მორიგი დაძაბული და საინტერესო შეხვედრა . ამჯერად ერთმანეთს მე-7 ა და
ე-7 გ კლასის გუნდები დაუპირისპირდნენ . რეზოლუციის თემად საინტერესო საკითხი შეირჩა , სკოლაში განმსაზღვრელი შეფასება მოსწავლის დისციპლინურ ქცევას უნდა მოიცავდეს . ამ საინტერესო და აქტუალური თემის მტკიცება დაევალა მე-7 ა კლასის გუნდს . სანდრო ბურჯანაძე , დეა ინასარიძე , მარიკო ახობაძე , ანასტასია გილიგაშვილი - მათ თავი ღირსეულად გაართვეს ამ მისიას და საინტერესო არგუმენტები წარმოადგინეს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად .

უარმყოფელი მხარე გახლდათ მე-7 გ კლასის გუნდი - ანა ბახტაძე , ანა ფუტკარაძე , მარიამ ბედენაშვილი , ანასტასია გოგია . მათ მყარო არგუმენტებით დაამტკიცეს საკუთარი შეხედულება , დასვეს მწვავე და აქტუალური კითხვები და გააბათილეს მოწინააღმდეგეთა არგუმენტები .

დებატები კომისიამ დადებითად შეაფასა . საბოლოოდ გამარჯვებული გუნდის გამოვლენაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა - ნინო ბაკურაძემ და ხატია ჭალიძემ , დირექციის წარმომადგენელმა ციცო ჭკუასელმა და წინა წლის დებატების ჩემპიონატის გამარჯვებულმა , გამოცდილმა მოდებატეებმა - მე-10 დ კლასის მოსწავლეებმა გვანცა ქემოკლიძემ და ლიზა კახეთელიძემ . ხმათა უმრავლესობით ამ დებატების გამარჯვებულად გამოცხადდა მე-7 გ კლასის გუნდი . ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს , მადლობა მე- 7 ა კლასის გუნდს აქტიური ჩართულობისა და ღირსეული ოპონირებისთვის ❤️❤️😇😇

Photos from 133_ ე სკოლის თვითმმართველობა's post 31/05/2024

133-ე სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ფიზიკური აქტივობის კლუბის ორგანიზებით გოგონების ფეხბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს ძალიან დაძაბული და საინტერესო თამაში ჩატარდა.

დღევანდელ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ მე-8 ბ და მე-10 დ კლასის გუნდები თამაშობდნენ. ემოციური და თანაბარი თამაშის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა მე-10 დ კლასმა, ანგარიშით 3-2.

მადლობას ვუხდით ორივე გუნდს პასუხისმგებლობისა და აქტიური მონაწილეობისთვის. ვულოცავთ მე-10 დ კლასს გამარჯვებას. ასევე მადლობას ვუხდით ჩვენს მსაჯს - სპორტის პედაგოგ ნათია კეტაშვილს და 10 ბ კლასის მოსწავლე საბა გაფრინდაშვილს. გოგონების ფეხბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი გრძელდება. წინ საინტერესო მატჩები გველის. 😇🏃🏼‍♀️

Photos from 133_ ე სკოლის თვითმმართველობა's post 30/05/2024

ფიზიკური აქტივობის კლუბის ორგანიზებით გოგონების ფეხბურთის შიდა სასკოლო ტურნირი გრძელდება . ამჯერას ერთმანეთს მე-8 ვ და მე-10 გ კლასის გუნდები შეხვდა . თამაში საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა , რაც ანგარიშზე აისახა და ფრედ 1:1 დასრულდა . პენალტების სერია უფრო მეტად დაძაბული და ემოციური გამოდგა , ორივე გუნდის მოთამაშეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები და მაყურებელთა ოვაციებიც დაიმსახურეს . საბოლოოდ მატჩი პენალტების სერიით დასრულდა და გამარჯვება მე-8 ვ კლასის გუნდმა მოიპოვა ანგარიშით 3:2 . ვულოცავთ მე-8 ვ კლასს ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გადასვლას. 10 გ კლასის გუნდს კი მადლობა აქტიურობისა და ჩართულობისთვის . 😇❤️❤️🏆

Photos from 133_ ე სკოლის თვითმმართველობა's post 30/05/2024

დებატების ჩემპიონატის მორიგი დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გაიმართა მე- 8 ბ და მე- 8 დ კლასის გუნდებს შორის . რეზოლუცია გახლდათ , “ ამ კრებას სჯერა , რომ მოზარდის დანაშაულზე პასუხი მშობელმა უნდა აგოს .” მამტკიცებელ მხარეს წარმოადგენდა მე-8 დ კლასის გუნდი : ნიკა შაიშმელაშვილი , მარიამ მელუა , ელენე ჩალაძე , დავით მურმანიშვილი .

უარმყოფელი გუნდის წევრები გახლდათ მე-8 ბ კლასის მოსწავლეები : ნიკოლოზ ჩადუნელი , ეკატერინე შარაშენიძე , ლაზარე ლაითაძე , ლილე გაგნიძე .
გუნდებმა მყარი არგუმენტები წარმოადგინეს . კომისიის აღფრთოვანება გამოიწვია ორივე მხარის მიერ მოძიებულმა და დამუშავებულმა ინფორმაციამ , სამეცნიერო კვლევებისა და ფსიქოლოგიური დასკვნების მრავალფეროვნებამ . დაისვა რეკორდულად ბევრი კითხვა და მხარეებმა გამოიყენეს გაბათილების ტექნიკა . საბოლოო ჯამში ეს ძალიან დაძაბული და თანაბრად ღირსეული კამათი მე-8 დ კლასის ანუ მამტკიცებელი მხარის გამარჯვებით დასრულდა . ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდს ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გადასვლას , მე-8 ბ კლასს კი მადლობას ვეუბნებით ღირსეული და წარმატებული ასპარეზობისთვის . 😇😇❤️❤️✅

Photos from 133_ ე სკოლის თვითმმართველობა's post 29/05/2024

ჩვენი მკითხველთა კლუბის წევრის მარიამ ფირცხალავას ინიციატივით წიგნების თაროს მორიგი შეხვედრა გაიმართა , ამჯერად ვუმასპინძლეთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ თბილისის 154- ე საჯარო სკოლას . სამი რაუნდისგან შემდგარ კონკურსში ჩვენმა მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს ქართული და უცხოური , თანამედროვე და კლასიკად ქცეული პროზიდან თუ პოეზიიდან . მონაწილეებმა ასევე პასუხი გასცეს სპორტის , მეცნიერებისა და ხელოვნების დარგებიდან დასმულ კითხვებს . დაძაბული და ღირსეულად თანაბარი ბრძოლის ბედი საბოლოოდ მესამე რაუნდში ბლიც კითხვებმა გადაწყვიტა . საბოლოოდ “ წიგნების თარო “ 1 ქულიანი სხვაობით სტუმარი გუნდის გამარჯვებით დასრულდა . ვულოცავთ ჩვენს ძალიან ყოჩაღ და გონიერ სტუმრებს . 🥳

მადლობა პროექტის წამყვანებსა და ორგანიზატორებს - ჩვენს მეთერთმეტე კლასელებს - მარიამ ფირცხალავას და ნიკა კახობერაშვილს . განსაკუთრებული მადლობა სტუმრებს, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ლუიზა მირუაშვილის ხელმძღვანელობით . წინ მეტი საერთო გეგმა და პროექტია . ჩვენი მეგობრობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა გრძელდება ✅😇😇❤️

Photos from 133_ ე სკოლის თვითმმართველობა's post 29/05/2024

ფეხბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატის ფინალისტი გუნდების დაჯილდოება გაიმართა . მოსწავლეთა თვითმმართველობის ფასილიტატორმა და ჩემპიონატის ორგანიზატორმა , დირექტორის მოადგილემ ანა ურუშაძემ შეაჯამა ტურნირში მონაწილე გუნდთა აქტიურობა და ამ პროექტის , როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა . დირექტორმა , ქალბატონმა ლიანა ფუტკარაძემ მადლობა გადაუხადა სპორტის პედაგოგებს , ჩვენს აქტიურ თვითმმართველებს ამ საინტერესო ინიციატივისთვის . მან სიგელებით დააჯილდოვა ფინალში წარმატებული ასპარეზობისთვის მე-9 ბ კლასის გუნდის მოთამაშეები . სამახსოვრო მედლები და ჩემპიონატის მთავარი სიმბოლო თასი გადავეცით ტურნირის გამარჯვებულ მე-9 ე კლასის გუნდს , ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა 17 გოლის ავტორი ლუკა მგელაძე . ვულოცავთ ჩვენს წარმატებულ მონაწილეებს ამ გამარჯვებას და გვჯერა , წინ კიდევ მეტი სპორტული თასი თუ აღიარებაა 🏆🏆❤️❤️

განსაკუთრებული მადლობა სპორტული ინვენტარისა და სასაჩუქრე ნივთებისთვის სამოქალაქო განათლების პროგრამას და ფონდ თბილისის მოზარდთა სახლს 🥳❤️❤️❤️

Photos from 133_ ე სკოლის თვითმმართველობა's post 26/05/2024

133-ე სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ფიზიკური აქტივობის კლუბის ორგანიზებით დაიწყო გოგონების ფეხბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი. დღევანდელი დღე ძალიან ემოციური და საინტერესო გამოდგა.

ჩატარებულ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მე-10 ა და მე-11 ბ კლასის გუნდები. თანაბარი და დაძაბული თამაშის შემდეგ გამარჯვება მოიპოვა მე-11 ბ კლასის გუნდმა ანგარიშით 4-3 .

მადლობას ვუხდით ორივე გუნდს მონაწილეობისთვის და ვულოცავთ მე-11 ბ კლასს ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გადასვლას. მადლობა დღევანდელი მატჩის მსაჯს - საბა გაფრინდაშვილს. ჩემპიონატი გრძელდება, წინ დასამახსოვრებელი თამაშები გველის .

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


სანზონა ვარდისუბნის 8
Tbilisi