29/03/2023
🔴 ჰოლივუდური სტილი - ეს არის გლამურული და მდიდრული დიზაინი: ბრჭყვიალა და გადატვირთული. ყველა ნიუანსში ჩანს, რომ აქ ვარსკვლავი ცხოვრობს. ამ სტილს 1930-იან წლებში დაედო საფუძველი და მიზნად ისახავდა კინოვარსკვლავების სტატუსის ხაზგასმას, მათი ორიგინალურობის, არასტანდარტული ცხოვრების სტილის ინტერიერის დიზაინში ასახვას.
✨ ტიპიურ, ჰოლივუდური სტილის სახლში ფართო სათავსოები, პრიალა ზედაპირები და უამრავი სარკეა. სახლი შეგიძლიათ მეორადი ავეჯის მაღაზიაში შეძენილი სავარძლებითაც მორთოთ - მთავარია, რაც შეიძლება მეტი რბილი ზედაპირით გააწყოთ.
🌠 არ შეუშინდეთ კონტრასტსა და მრავალფეროვნებას. საცხოვრებელი სივრცე მხოლოდ თქვენს განსაკუთრებულობას უნდა უსვამდეს ხაზს.
#ინტერიერისდიზაინი #დიზაინისსტილი #ჰოლივუდური