05/11/2022
"ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ, დღეს იწყება ITI საქართველოში , გილოცავთ კოლეგებო "- ამ სიტყვებით დაიწყო პირველი ITI club Georgia-ს დირექტორმა ,ბ-მა ვლადიმერ მარგველაშვილმა შეხვედრა, რომელიც 29 ოქტომბერს სასტუმრო Golden tulip design tbilisi-ში გაიმართა.
შეხვედრაზე კლუბის წევრებს მიეცათ შესაძლებლობა გაეკეთებინათ 10 წუთიანი პრეზენტაცები,სადაც განიხილეს SAC Classification in Implant Dentistry-ში წარმოდგენილი თავები მოკლედ და შეჯერდნენ როგორ უნდა გამოიყურებოდეს სრულფასოვანი,საერთაშორისო სტადარტების შესაბამისი ანკეტა,საიმპლანტაციო პაციენტებისთვის .
მიუხედავად იმისა რომ საქართველოში სტომატოლოგიური პროფილის ბევრი ასოციაციაა დარეგისტრირებული, ITI Team of implantology და მისი სასწავლო კლუბების ფორმატი, განსხვავებული და განსაკუთრებულია.
ITI study club- ის მიზანია,არა ერთი ან რამდენიმე მენტორის,არამედ თითოეული კლუბის წევრის :
📣ჩართულობა&აქტიურობა
📣აქტუალური&აუცილებელი თემების განხილვა
📣საერთაშორისო გაიდლაინებთან&პუბლიკაციებთან წვდომა
📣საერთო მიზანზე ორიენტირება.
მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილის ინიციატივით,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩამოყალიბდა ITI campus -ის სასწავლო პროგრამა.
ეს არის ახალი,ფართო შესაძლებლებების გაზიარება მედიცინის ფაკულტეტის,სტომატოლოგიური მიმართულების როგორც ქართული , ასევე ინგლისურენოვანი სტუდენტებისთვის.
შეხვედრას , კლუბის წევრების გარდა ესწრებოდნენ:
პროფესორი,მედიცინის დოქტორი
მანანა კალანდაძე და
ასისტენტ-პროფესორი,მედიცინის დოქტორი
სოფიო ფუთურიძე.
შეგახსენებთ, რომ ITI global international -ი საქართველოში დარეგისტრირდა 14 ივლისს, მის ოფიციალურ პრეზენტაციას ITI -ის გენერალური დირექტორი ალექსანდერ ოქსნერი ესწრებოდა