26/11/2023
🚀𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 𝟐𝟎𝟐𝟒
𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 𝟐𝟎𝟐𝟒-ზე რეგისტრაცია დაიწყო!
〽 თუ ხარ 13-დან 18 წლამდე გოგო საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან და გაინტერესებს ტექნოლოგიები, აუცილებლად შემოუერთდი პროექტს.
𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 საერთაშორისო პროექტია, რომელიც პროგრამირებასა და მეწარმეობაში გოგოების მეტ ჩართულობას და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში გოგოებმა უნდა იპოვონ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზები.
𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში მიმდინარე წელსაც ალტე უნივერსიტეტია, არასამთავრობო ორგანიზაცია 𝐓𝐞𝐜𝐡𝐝𝐫𝐨-სთან ერთად.
〽პროექტი ხორციელდება ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის - 13-15 წელი და 16-18 წელი. თითოეულ გუნდში შესაძლებელია იყოს 1-5 მოსწავლე.
🔺 𝐓𝐞𝐜𝐡𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐆𝐢𝐫𝐥𝐬 - საქართველოს 2024 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გუნდები გააგრძელებენ მონაწილეობას გლობალურ შეჯიბრში. საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ ბანაკში, რომელიც ზაფხულში ჩატარდება.
〽 პროექტის მხარდამჭერია TBC - თიბისი, რომლისთვისაც ახალი თაობის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ტექნოლოგიების სწავლების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
👉 რეგისტრაცია გაგრძელდება 28 ნოემბრამდე.
გარდა მონაწილეებისა, პროექტში ჩართვა შეუძლიათ მოხალისე მენტორებსაც, რომლებიც მონაწილეებს პროექტების დამუშავებაში დაეხმარებიან.
გოგოების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/TgyuzYoSvTyDkZy76
მენტორების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/W9p3s158MZMrcSwf8