26-ე ხელოვნების სკოლა

26-ე ხელოვნების სკოლა საფორტეპიანო, ქართული ცეკვა, თეატრალური, გიტარა, ხალხური საკრავები, ფერწერა, ვოკალურ-საესტრადო განყ.

1978 წელს თბილისის ყველაზე დიდ და მჭიდროდ დასახლებულ უბანს - გლდანის რაიონს, რომლის მოსახლეობა 150 ათასს აღემატებოდა, კულტურის ახალი კერა, 26-ე სამუსიკო სკოლა შეემატა.
მას შემდეგ სკოლის შემოქმედებითი კოლექტივი დიდი რუდუნებით უნერგავს მოზარდ თაობას მუსიკალური ხელოვნების სიყვარულს, აზიარებს მის განუმეორებელ ხიბლს, რომელსაც დიდი როლი აკისრია ჰარმონიული პიროვნების ჩამოყალიბებაში.
მართლაც, ამ მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, სკოლის კედლებში არაერთი კარგი მუსიკოსი აღიზარდა, რომლებმაც წარმატებით გააგრძელეს სწავლა ჯერ საშუალო, შემდეგ კი უმაღლეს სასწავლებლებში. მეტიც, ზოგიერთმა მშობლიური სკოლის კედლებში პედაგოგიური მოღვაწეობაც დაიწყო. არანაკლებ მნიშვნელოვანია სამუსიკო სკოლის კოლექტივის წვლილი კლასიკური მუსიკის განათლებული მსმენელის აღზრდაში, მისი ესთეტიკისა და გემოვნების ფორმირებაში.
ამ 43 წლის განმავლობაში სკოლის აღსაზრდელები აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობენ - ყოველწლიურად მართავენ საჩვენებელ, საანგარიშო კონცერტებს, მონაწილეობენ სამუსიკო სკოლების საქალაქო თუ რესპუბლიკურ დათვალიერება-კონკურსებში და ლაურეატის წოდებასაც იმსახურებენ.
დაარსებიდან 20 წლის თავზე სკოლას სახელოვანი ქართველი კომპოზიტორის ალექსი მაჭავარიანის სახელი მიენიჭა. ეს, თავის მხრივ, დიდი პატივიც იყო და პასუხისმგებლობაც სკოლის კოლექტივის წევრებისათვის, რომელთაც კარგად აქვთ გათავისებული დიდი ილიასეული სიბრძნე: "ცოდნა თვითონ, თავისთავადაც სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრე, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუნაწილო, შენ არა დაგაკლდება რა, თუ არ მოგემატება... ცოდნა ყველას ერთნაირად მოუხდება, ერთნაირად დაამშვენებს ხოლმე"...
ჩვენს რთულ ყოველდღიურობაში ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მცხოვრები ასობით მოზარდის კლასიკურ მუსიკასთან და აგრეთვე ქართულ ფოლკლორთან ზიარება ის დიდი სულიერებაა, რომელიც ჯერ კიდევ ფუფუნებაა ეკონომიურად ჩვენზე ბევრად წელგამართული ქვეყნებისათვის, სწორედ ის დიდი სიმდიდრეა, რომლის ფასს სამომავლოდ კიდევ მეტად შევიგრძნობთ.
ამჟამად სკოლაში მუშაობს შემდეგი განყოფილებები: საფორტეპიანო და საორკესტრო, ქართული ხალხური საკრავები, ხალხური სიმღერა და ცეკვა, ვოკალურ-საესტრადო, თეატრალური, გიტარის კლასი, ხატვის წრე. სკოლის კონტიგენტი აღემატება 300 მოსწავლეს, რომელთა მუსიკალურ -ესთეტიური აღზრდის საქმეს ემსახურება 60 პედაგოგი.
სკოლას თავისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ხელმძღვანელობდნენ შესანიშნავი მუსიკოსები, ორგანიზატორები, მოზარდი თაობის აღზრდაში ამაგდარი ადამიანები.
სკოლის პირველი დირექტორი 1978-1984 წ.წ. იყო ედუარს კვერნაძე;
1984-1995 წ.წ. სკოლას ხელმძღვანელობდა ჭაბუკა ნიჟარაძე,
ხოლო 1995-2001 წ.წ. სამუსიკო სკოლის დირექტორი იყო ავთანდილ (საშა) ტაბატაძე.
ამჟამად სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი ჟანა თეთრაშვილი, ხოლო სასწავლო ნაწილის გამგედ გახსნის დღიდან მუშაობს ქალბატონი ელისაბედ ხმალაძე.

21/05/2026

ჩვენი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ჟანნას, სიყვარულით ვულოცავთ დაბადების დღეს!
❤️🌹🥰🎂🥂

21/05/2026
01/04/2026

🎸 გიტარის მასწავლებლის ვაკანსია 🎶
ხელოვნების სკოლა ეძებს ენერგიულ და შემოქმედებით გიტარის მასწავლებელს!

👉 თუ გიყვარს მუსიკა და გინდა შენი ცოდნა ბავშვებსა და ახალგაზრდებს გაუზიარო — ეს ადგილი შენთვისაა.
👉 სრული განაკვეთი, მეგობრული გარემო და შესაძლებლობა, გახდე ჩვენი სკოლის გუნდის ნაწილი.

რას ველით შენგან:

გიტარაზე დაკვრა პროფესიონალურ დომეზე.

ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის სურვილი და გამოცდილება

პასუხისმგებლობა და პოზიტიური ენერგია

რას გთავაზობთ ჩვენ:
✨ ინსპირაციულ სამუშაო გარემოს
✨ პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
✨ კონკურენტულ ანაზღაურებას

📩 დაგვიკავშირდი და გახდი ჩვენი სკოლის ნაწილი — ერთად შევქმნათ მუსიკა!

30/03/2026

გამოჩენილი ადამიანები “ფარნავაზიანი”-ს შესახებ.
ჩვენი სკოლის ქართული ცეკვის სახალხო დამსახურებული ანსამბლი ”ეგრისი”
#ფარნავაზიანი,

ალ.მაჭავარიანის სახ. ხელოვნების სკოლაქართული ცეკვის სახალხო დამსახურებული ანსამბლი ”ეგრისი”
29/01/2026

ალ.მაჭავარიანის სახ. ხელოვნების სკოლა
ქართული ცეკვის სახალხო დამსახურებული ანსამბლი ”ეგრისი”

Esta revista se distingue por su trayectoria de logros y galardones obtenidos en los Estados Unidos, con reconocimientos en el estado de Georgia. Ha promovido activamente la participación internacional, destacando el intercambio cultural con Perú, y ejerce su labor como Embajadora de Paz, contrib....

10/09/2025

Address

7. Patar Tba Street
Tbilisi
0107

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 09:00 - 17:00

Telephone

+995592724488

Alerts

Be the first to know and let us send you an email when 26-ე ხელოვნების სკოლა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to 26-ე ხელოვნების სკოლა:

Shortcuts

Share