23/08/2026
👨🎓✅ სასკოლო ფორმების შესახებ✅👨🎓
🟢 გაცნობებთ, რომ ჩვენი სკოლის პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმები გაიცემა 2026 წლის 9 სექტემბერს, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე.
🟢 სსიპ აკაკი შანიძის სახელობის ქალაქ თბილისის №176 საჯარო სკოლაში
➡️ მისამართი: ვარკეთილის მე-4 მ/რ მე-2 რიგი N1
🔴 პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
➡️ რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
➡️ ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
➡️ განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
➡️ ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
➡️ განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
➡️ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
▶️ ფორმის გადაცვლა ან დაბრუნება შესაძლებელია ზომის შეუსაბამობის შემთხვევაში (ერთჯერადად) ან ქარხნული წუნის არსებობისას.
Gvanca Xmaladze