თსუ პროფესიული განათლების ცენტრი • TSU Centre of Vocational Education

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • თსუ პროფესიული განათლების ცენტრი • TSU Centre of Vocational Education

თსუ პროფესიული განათლების ცენტრი • TSU Centre of Vocational Education თსუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პრო

🎓 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რექტორის მოადგილე კა...
11/09/2026

🎓 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილთან ერთად, ქუთაისში თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნით ეტაპს გაეცნო.

🔹მიმდინარე სამუშაოების შედეგად პროფესიული განათლების ცენტრი ახალ სასწავლო წელს განახლებული და თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურით შეხვდება.

🔸რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მიმდინარეობს მესამე და მეოთხე სართულების დასკვნითი სარემონტო სამუშაოები. პროექტი ასევე ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის ადაპტირებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რაც ცენტრის საგანმანათლებლო სივრცეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

🔹თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

#თსუ
#პროფესიულიგანათლება
#ქუთაისი

👩‍🎓ნინო ჯოლბორდი თსუ პროფესიული საგნამანათლებლო პროგრამის “საბიბლიოთეკო საქმე”(თბილისი) კურსდამთავრებულია. 📚ნინო ივანე ჯ...
10/09/2026

👩‍🎓ნინო ჯოლბორდი თსუ პროფესიული საგნამანათლებლო პროგრამის “საბიბლიოთეკო საქმე”(თბილისი) კურსდამთავრებულია.

📚ნინო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობს 2008 წლიდან. თუმცა პროფესიული ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტა, რადგან საბიბლიოთეკო სფერო მუდმივად ვითარდება. მოლოდინმა გაამართლა, პროფესიული პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა მისთვის საინტერესო და საჭირო აღმოჩნდა.

იხ. https://shorturl.at/JeBC7

#გახდიპროფესიონალი
#თსუ
#პროფესიულიგანათლება
#თსუპროფესიულიგანათლებისცენტრი
#საბიბლიოთეკოსაქმე

08/09/2026

📣📣თუ გსურს რომ შენი ყოველდღიურობა არასდროს იყოს მოსაწყენი და იდეები რეალობად აქციო, პროფესიული პროგრამა “ღონისძიების ორგანიზება” სწორედ შენთვისაა!

✨ეს არის პროფესია, სადაც კრეატიულობა, ორგანიზებულობა და ლიდერული უნარები ერთიანდება, რათა უბრალო ჩანაფიქრი დაუვიწყარ გამოცდილებად გარდაიქმნას. დინამიური სამუშაო გარემო, მუდმივი კომუნიკაცია და ყოველდღიურად ახალი გამოწვევები უზრუნველყოფს შენს სწრაფ პროფესიულ და პიროვნულ ზრდას.

💥აირჩიე პროფესია, სადაც კადრს მიღმა მუშაობ, მაგრამ შედეგით მთელ სცენას იპყრობ!

📚ისწავლე პროფესიულ პროგრამაზე “ღონისძიების ორგანიზება” სრული სახელმწიფო დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში თბილისსა და ქუთაისში!

#გახდიპროფესიონალი
#თსუ
#პროფესიულიგანათლება
#თსუპროფესიულიგანათლებისცენტრი
#ღონისძიებისორგანიზება
#ივენთმენეჯმენტი
#თბილისი
#ქუთაისი

🎓აზა ბარბაქაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2026 წლის კურსდამთავრებულია. 🚛პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ტვირ...
05/09/2026

🎓აზა ბარბაქაძე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2026 წლის კურსდამთავრებულია.

🚛პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „ტვირთების ექსპედირება“ (ქუთაისი) აირჩია, რადგან თვლიდა რომ აქ შრომის ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი და საჭირო პროფესიას შეისწავლიდა.

🟡აზა ბარბაქაძე მეორე წელია, რაც სადისტრიბუციო კომპანიის შპს „პრემიუმ ტრეიდი“ დირექტორია.

#გახდიპროფესიონალი
#თსუ
#პროფესიულიგანათლება
#თსუპროფესიულიგანათლებისცენტრი
#ტვირთებისექსპედირება
#ქუთაისი

🎓ეკატერინე მჭედლიშვილი თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “საბიბლიოთეკო საქმე” (თბილისი) კურსდამთავრებულია. სწავლი...
03/09/2026

🎓ეკატერინე მჭედლიშვილი თსუ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის “საბიბლიოთეკო საქმე” (თბილისი) კურსდამთავრებულია. სწავლის დასრულების შემდეგ ის პროფესიით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დასაქმდა.

📚თსუ პროფესიული განათლების ცენტრი და “საბიბლიოთეკო საქმე” მისი არჩევანი 2023 წელს გახდა. “ეს არის განათლების სფეროში მაღალი რეპუტაციის მქონე სასწავლებელი, რომლის გარემოც გვაძლევდა მოტივაციას უფრო დიდი მიზნები დაგვესახა”, - აღნიშნა ეკატერინე მჭედლიშვილმა.

#გახდიპროფესიონალი
#თსუ
#პროფესიულიგანათლება
#თსუპროფესიულიგანათლებისცენტრი
#საბიბლიოთეკოსაქმე

01/09/2026

📣გინდა მოკლე ვადაში დაეუფლო მოთხოვნად პროფესიას საფინანსო სფეროში?

👉პროფესიული პროგრამა “საფინანსო სერვისები” შენთვისაა!

❗აქ გელოდება:

▪︎ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება რეალურ გარემოში;
▪︎ დასაქმების მრავალფეროვანი შესაძლებლობები საფინანსო ინსტიტუტებსა და სხვადასხვა პროფილის კომერციულ ორგანიზაციებში!

📚ისწავლე 💯სრული სახელმწიფო დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში თბილისსა და ქუთაისში!

☝️აირჩიე პროფესიულ პროგრამა “საფინანსო სერვისები” და გადადგი პირველი ნაბიჯი წარმატებული კარიერისკენ!

#გახდიპროფესიონალი
#თსუ
#პროფესიულიგანათლება
#თსუპროფესიულიგანათლებისცენტრი
#საფინანსოსერვისები
#თბილისი
#ქუთაისი

🎓თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის “საფინანსო სერვისები” (ქუთაისი) სტუდენტებმა სწავლის პროცესში მიღ...
27/08/2026

🎓თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის “საფინანსო სერვისები” (ქუთაისი) სტუდენტებმა სწავლის პროცესში მიღებული ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით პირველ წარმატებებს მიაღწიეს.

☝️გვანცა ცხადაძე “კრედო ბანკი”-ს ზესტაფონის ფილიალში ანაზღაურებად სტაჟირებაზე შეარჩიეს. გვანცა ბანკის ფილიალში კლიენტთა მრჩეველის პოზიციაზე მუშაობს. ქეთევან საღინაძე კი “მათე მოტორსი”-ს ქუთაისის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა.

იხ. https://shorturl.at/arI3V

#გახდიპროფესიონალი
#თსუ
#პროფესიულიგანათლება
#თსუპროფესიულიგანათლებისცენტრი
#საფინანსოსერვისები
#ქუთაისი

24/08/2026

📣საყვარელი საქმის დაწყება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი!

👧👦თუ გიყვარს ბავშვები და გსურს მათზე ზრუნვა შენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი იყოს, დაეუფლე სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლის პროფესიას!

📚ისწავლე 💯სრული სახელმწიფო დაფინანსებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში პროფესიულ პროგრამაზე “სკოლამდელი აღზრდა” თბილისსა და ქუთაისში.

👉აქ თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებასაც შეიძენთ პარტნიორ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

🫶 შეიძინე ახალი პროფესია, რომელიც სიყვარულს და მუდმივ განვითარებას აერთიანებს!

#გახდიპროფესიონალი
#თსუ
#პროფესიულიგანათლება
#თსუპროფესიულიგანათლებისცენტრი
#სკოლამდელიაღზრდა
#თბილისი
#ქუთაისი

🎓ნოდარ ჟორჟოლიანი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2026 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიული პროგრამა 🚢 “ტვირთების ექსპედ...
19/08/2026

🎓ნოდარ ჟორჟოლიანი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2026 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიული პროგრამა 🚢 “ტვირთების ექსპედირება” (ქუთაისი) მისთვის ახალ სფეროში კარიერის დაწყების შესაძლებლობა გახდა.

🛃ნოდარ ჟორჟოლიანი ამჟამად შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკის სამმართველოში გადის სტაჟირებას.

#გახდიპროფესიონალი
#თსუ
#პროფესიულიგანათლება
#თსუპროფესიულიგანათლებისცენტრი
#ტვირთებისექსპედირება
#ქუთაისი

17/08/2026

📣📣გინდა დაეუფლო თანამედროვე, პრაქტიკულ და მრავალფეროვან პროფესიას?

🛃თსუ პროფესიული განათლების ცენტრი გთავაზობს პროფესიულ პროგრამას „საბაჟო საქმე" თბილისსა და ქუთაისში 💯სრული სახელმწიფო დაფინანსებით!

🌐ეს არის შესაძლებლობა მიიღო პროფესიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში.

📚პროგრამის ფარგლებში შეისწავლი:

▫︎ eCustoms და საბაჟო ელექტრონულ სისტემებს;
▫︎ საბაჟო დეკლარირებასა და დოკუმენტაციას;
▫︎ საბაჟო პროცედურებსა და ფორმალობებს;
▫︎ იმპორტს, ექსპორტსა და ტრანზიტს;
▫︎ საქონლის კლასიფიკაციასა და საბაჟო ღირებულებას;
▫︎ სატარიფო და არასატარიფო კონტროლს;
▫︎ საბაჟო კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვაჭრობის საფუძვლებს;
▫︎ საბაჟო სამართალდარღვევებს და მათზე რაგირების მექანიზმებს.

👉შეისწავლე საბაჟო საქმე - შექმენი პროფესიული მომავალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად!

#გახდიპროფესიონალი
#თსუ
#პროფესიულიგანათლება
#თსუპროფესიულიგანათლებისცენტრი
#საბაჟოსაქმე
#თბილისი
#ქუთაისი

Address

University Street N19
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322250484

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when თსუ პროფესიული განათლების ცენტრი • TSU Centre of Vocational Education posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to თსუ პროფესიული განათლების ცენტრი • TSU Centre of Vocational Education:

Shortcuts

Share