01/12/2021
🗣️ არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც მათემატიკა არ გამოგდის, თუმცა ამ მიზეზთაგან ყველა საზოგადოების მიერ შექმნილი სტერეოტიპია, რომლებიც უნდა გადალახო იმისთვის, რომ ჭეშმარიტებას გაუსწორო თვალი.
✖️ მათემატიკური ტვინი არ მაქვს
✔️ ვერც გექნება. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არსებობს არანაირი "მათემატიკური ტვინი". ამ სტერეოტიპის წარმოშობის მიზეზი ისაა, რომ მათემატიკა არის საგანი, რომელსაც სხვა თვალით უნდა შეხედო.
✖️ არ გამომდის
✔️ თუ არ გამოგდის, ესეიგი არასწორად ცდილობ. თუკი უბრალოდ ცდილობ დაიზეპირო ის, რასაც არც მუსიკა აქვს და არც შინაარსი, მიზანს ვერ მიაღწევ. ყველაფერი მარტივდება მას შემდეგ, რაც შინაარსს დაინახავ მათემატიკური ფორმულების მიღმა.
✖️ და საერთოდ რა საჭიროა მათემატიკა?
✔️ სწორედ რიცხვები დგას იმ ყველაფრის მიღმა, რაც კაცობრიობას ოდესმე შეუქმნია. მას შემდეგ, რაც ამ ფაქტს თვალს გაუსწორებ, დარწმუნდები მათემატიკის საჭიროებაში.
ცოდნის სივრცეში დაგხვდებათ პროფესიონალი მასწავლებლები, ვისაც კარგად აქვთ გააზრებული ის პრობლემები, რომლებიც სწავლის პროცესის დროს იჩენენ თავს და ზუსტად იციან, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მათ.
#სწავლამარტივია ჩვენთან ერთად.