31/07/2024
რა არის სააღრიცხვო პოლიტიკა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ყველა კომპანიისათვის?
საერთაშორისო სტანდარტი - "ფინანსური ანგარიშგების წარდგენა" - სააღრიცხვო პოლიტიკას შემდეგნაირად განმარტავს: "სააღრიცხვო პოლიტიკა არის განსაკუთრებული პრინციპების, საფუძვლების, შეთანხმებების, წესებისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება საწარმოში ფინანსური ანგარიშგების მომზადების და წარდგენის პროცესში"
საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკს შერჩევა ხდება საწარმოს საფინანსო და იურიდიული სამსახურის მონაწილეობით. პასუხისმგებლობა სააღრიცხვო პოლიტიკაზე ეკისრება კომპანიის ხელმძღვანელს.
სააღრიცხვო პოლიტიკის შერჩევისას აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით ძირითადი დაშვებების გათვალისწინება.
სააღრიცხვო პოლიტიკა ითვალისწინებს აქტივების აღიარებისა და შეფასების მეთოდებს, მათი ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის წესს. კაპიტალის და ვალდებულებათა, შემოსავლებისა და ხარჯების ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მეთოდების განსაზღვრას.