სმარტ ბუღალტერია • Smart Accounting

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სმარტ ბუღალტერია • Smart Accounting

სმარტ ბუღალტერია • Smart Accounting ✅Smart accounting services.
✅Tax advisories.
✅Audit.
✅Financial trainings.

✅ ბუღალტრული მომსახურების აუთსორსი.
✅ საგადასახადო კონსულტაცია.
✅ აუდიტი.
✅ ფინანსური ტრენინგები:
• ბუღალტრული აღრიცხვა (დამწყები-მთავარი ბუღალტერი).
• საგადასახადო კოდექსი.
• ფინანსური ანგარიშგებები.

13/09/2026

🎓 „უნივერსალური კურსის“ ლექტორი შალვა ბაღდავაძე დეტალურად საუბრობს კურსის პროგრამაზე, სტაჟირების შესაძლებლობაზე და პასუხობს მომავალ სტუდენტებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე.

✦ რეგისტრაციის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება.
ჯგუფში დარჩენილია შეზღუდული რაოდენობის ადგილი.

🚀 სმარტ ბუღალტერია წარმოგიდგენთ უნივერსალურ კურსს, სრულყოფილ სასწავლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ სწავლებასა და რეალურ სამუშაო გამოცდილებას.

📍 ალ. ყაზბეგის გამზირი 3ა
📞 571 80 00 80
📩 რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

#უნივერსალურიკურსი #ისწავლეჩვენთან

🎓 გინდათ პროფესია, რომელიც მხოლოდ ერთ სფეროზე არ არის მიბმული? 🐦‍🔥პროფესია საზღვრებისა და ინდუსტრიების გარეშე 🌎 ბუღალტერ...
11/09/2026

🎓 გინდათ პროფესია, რომელიც მხოლოდ ერთ სფეროზე არ არის მიბმული?

🐦‍🔥პროფესია საზღვრებისა და ინდუსტრიების გარეშე

🌎 ბუღალტერია საჭიროა ყველგან სადაც არის ბიზნესი

💭 როდესაც ახალი პროფესიის არჩევაზე ან კარიერის შეცვლაზე ვფიქრობთ, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისი სტაბილურობა და უნივერსალურობაა.

ℹ️ ბაზარზე მრავლადაა სფეროები, რომლებიც მკაცრად მიბმულია ერთ კონკრეტულ ინდუსტრიაზე, თუ ეს სფერო კრიზისს განიცდის, სპეციალისტიც ავტომატურად კარგავს პოზიციას.

♦️ არსებობს ფუნდამენტური პროფესია, რომელიც ამ კანონზომიერებას სცდება: ბუღალტერია.

♦️ კვალიფიციური ბუღალტერი არ არის დაკავშირებული რომელიმე ერთ მიმართულებასთან. ფინანსური აღრიცხვა, საგადასახადო კანონმდებლობა და ანგარიშგება ის უნივერსალური ენაა, რომელზეც ყველა ბიზნესი საუბრობს, მიუხედავად იმისა, თუ რა არის მისი საქმიანობის საგანი.

🛒 ვაჭრობა - მაღაზიები, სავაჭრო კომპანიები, დისტრიბუცია
🏭 წარმოება - საწარმოები და სხვადასხვა ტიპის მწარმოებელი კომპანიები
🏗️ მშენებლობა - სამშენებლო და დეველოპერული კომპანიები
💼 მომსახურება - სხვადასხვა პროფილის მომსახურების ბიზნესი
🏦 ფინანსები - ფინანსური ორგანიზაციები და კომპანიები
🤝 არასამთავრობო სექტორი - ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები
💻 ტექნოლოგიები - IT და სხვა თანამედროვე ბიზნესები.

🏢 ინდუსტრიების ეს მრავალფეროვნება ბუღალტერს აძლევს უნიკალურ უპირატესობას - თავისუფლებას.

📉 თუ ბაზარზე რომელიმე ერთი სექტორი ნელდება, პროფესიონალს შეუძლია მარტივად გადავიდეს მეორეში, რადგან საბუღალტრო პრინციპები, ანგარიშსწორების ლოგიკა და საგადასახადო კოდექსი ყველგან ერთი და იგივეა.

👩‍💻 გარდა ამისა, ეს სფერო იძლევა როგორც ძლიერ კორპორატიულ პოზიციებზე მუშაობის, ისე საკუთარი პრაქტიკის და ფრილანსერობის დაწყების სრულ დამოუკიდებლობას.

🎯 კარგი ბუღალტერი ნებისმიერი წარმატებული კომპანიის სტრატეგიული პარტნიორია, რომლისთვისაც მთელი ეკონომიკური სამყარო ღიაა.

📊 8 მოდული. ერთი პროფესიული საფუძველი. ბევრი შესაძლო მიმართულება.

📊 უნივერსალური კურსი ბუღალტერიაში

🚀 დაგვიკავშირდით ნომერზე: ☎︎ 571 80 00 80
🏢 ოფისი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 3ა
📩 დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ.

#ისწავლეჩვენთან #უნივერსალურიკურსი

06/09/2026

🎓 უნივერსალურ კურსზე შეისწავლი ორ საბუღალტრო პროგრამას:
ORIS • BALANCE

✦ რატომ ORIS და BALANCE?

🎓 უნივერსალური კურსი ბუღალტერიაში♦️ პროფესიული ზრდა კომპრომისებს არ ითმენს♦️ განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბუღალტერიის...
31/08/2026

🎓 უნივერსალური კურსი ბუღალტერიაში

♦️ პროფესიული ზრდა კომპრომისებს არ ითმენს

♦️ განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბუღალტერიის ფუნდამენტურ და სრულყოფილ შესწავლას ეხება.

🚀 სმარტ ბუღალტერია წარმოგიდგენთ უნივერსალურ კურსს, სრულყოფილ სასწავლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ სწავლებასა და რეალურ სამუშაო გამოცდილებას.

🔹 8 მოდული ერთ კურსში - სრული სასწავლო პროგრამა საბაზისო პრინციპებიდან პროფესიულ დონემდე.
🔹 მოქნილი სწავლების ფორმატი - ონლაინ, ადგილზე ან ჰიბრიდულად.
🔹 თეორია, პრაქტიკა და სტაჟირება - ცოდნა, რომელსაც რეალურ სამუშაო გარემოში გამოიყენებთ.
🔹 პრესტიჟული სერტიფიკატი - თქვენი პროფესიული კვალიფიკაციის ოფიციალური დასტური.

🌎შეისწავლეთ ბუღალტერია სისტემურად, საფუძვლიანად და პრაქტიკულად, უნივერსალური კურსი სწორედ ამისთვის შეიქმნა.

📍 ალ. ყაზბეგის გამზირი 3ა
📞 571 80 00 80
📩 რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.

#ისწავლეჩვენთან #უნივერსალურიკურსი

14/08/2026

არავის ვტოვებთ მარტო რთულ ამოცანებთან! 😉🤺

#ისწავლეჩვენთან

Send a message to learn more

🎯 ნუ დაელოდები სწავლის დასრულებას, რომ გამოცდილება დააგროვო!♦️  ბუღალტერიაში  პრაქტიკაა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ♦️...
10/08/2026

🎯 ნუ დაელოდები სწავლის დასრულებას, რომ გამოცდილება დააგროვო!

♦️ ბუღალტერიაში პრაქტიკაა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

♦️ უნივერსალური კურსი, ძლიერ თეორიულ ბაზასთან და პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად 6 თვიან სტაჟირებას მოიცავს

🎓 უნივერსალურ კურსზე, 6-თვიანი სტაჟირება კურსის განუყოფელი ნაწილია, რომელიც უკვე მესამე ეტაპიდანვე იწყება.

ℹ️ რას ნიშნავს ეს შენთვის?

👩‍💻 არ ელოდები კურსის დასრულებას, რომ რეალური გამოცდილება მიიღო.

👩‍💼 რეალურ გარემოსთან ადაპტაციას სწავლის პროცესშივე იწყებ.

💼 შედეგად, სერტიფიკატთან ერთად ფლობ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილებას და რაც მთავარია, უზარმაზარ თავდაჯერებას პროფესიულ გამოწვევებში.

📚 ისწავლე.
💼 იმუშავე რეალურ გარემოში.
🚀 დაასრულე კურსი უკვე გამოცდილებით.

🚀 დაგვიკავშირდით ნომერზე: ☎︎ 571 80 00 80
🏢 ოფისი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 3ა
#ისწავლეჩვენთან #უნივერსალურიკურსი

💜✨ არის წარმატებები, რომლებიც მთელი გუნდისთვის განსაკუთრებული სიამაყისა და სიხარულის მიზეზად იქცევა ხოლმე.დღეს სწორედ ას...
01/08/2026

💜✨ არის წარმატებები, რომლებიც მთელი გუნდისთვის განსაკუთრებული სიამაყისა და სიხარულის მიზეზად იქცევა ხოლმე.

დღეს სწორედ ასეთი ამბის გაზიარება გვინდა.

🎉 ჩვენი აკადემიის ოფის მენეჯერი, თეკლა მესხი, ASSIST-ის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული გახდა და სექტემბრიდან სრული დაფინანსებით სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, Friends School of Baltimore-ში გააგრძელებს. 🇬🇪🇺🇸

💜 ჩვენთვის უდიდესი ბედნიერებაა, როდესაც ჩვენი გუნდის წევრები ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას აღწევენ.

🌟 ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ შრომა, მიზანდასახულობა და ცოდნისადმი ერთგულება ყოველთვის ფასდება და დიდ შესაძლებლობებს ქმნის.

💐 ძვირფასო თეკლა,

გულითადად გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას!
უსაზღვროდ ვამაყობთ შენით და გვჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.

🚀 წინ გელოდება ახალი ცოდნა, ფასდაუდებელი გამოცდილება , საინტერესო ადამიანები და კიდევ უფრო დიდი მწვერვალები. 🏆

🙏 მადლობა იმ პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და სიკეთისთვის, რომელიც შემოგაქვს ჩვენს აკადემიაში.

🌎 გისურვებთ, რომ ამერიკაში გატარებული ყოველი დღე იყოს ახალი შესაძლებლობების, განვითარების, შთაგონების და დიდი გამარჯვებების დასაწყისი.

🎓 მთელი გულით ვულოცავთ ჩვენს თეკლას ამ გამორჩეულ წარმატებას!

წარმატებები, Tekla Meskhi! ✨

სმარტ ბუღალტერია • Smart Accounting - ში უნივერსალურ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო 🏃🏃‍♀️♦️  სიღრმისეული თეორია + პრაქტიკა + ...
28/07/2026

სმარტ ბუღალტერია • Smart Accounting - ში უნივერსალურ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო 🏃🏃‍♀️

♦️ სიღრმისეული თეორია + პრაქტიკა + სტაჟირება!
♦️ სრულყოფილი სილაბუსი!
♦️ კომფორტული სწავლის პირობები!
♦️ უნივერსალური სწავლების მეთოდი!

ℹ️ კურსის შესახებ:

⮑ „უნივერსალური კურსი ბუღალტერიაში“ არის თანამედროვე, ინოვაციური და პრაქტიკაზე ორიენტირებული სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პროფესიულ პრაქტიკას და რეალურ სამუშაო გამოცდილებას.

➤ კურსი ეფუძნება ხარისხიანი სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს (IFRS, IAS, ACCA,ISO), საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ამზადებს პროფესიონალ სპეციალისტებს.

➤ პროექტი უკვე მე-7 წელია წარმატებით ფუნქციონირებს და დღემდე რჩება ანალოგის არმქონე პროფესიულ პროგრამად, რომელიც ქმნის მაღალი დონის კადრებს და ახდენს მნიშვნელოვან გავლენას როგორც ინდუსტრიაზე, ისე განათლების სექტორზე.

➤ კურსის მონაწილეებს ეძლევათ საშუალება აითვისონ ცოდნა და უნარები, რომლებიც ადაპტირებულია გლობალური ბიზნესის საუკეთესო პრაქტიკასთან. ზრდის მათი დასაქმების და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს.

ℹ️ კურსის მიზანი:

⮑ მოამზადოს სტუდენტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ბუღალტრად/მთავარ ბუღალტრად მუშაობისთვის ან საკუთარი ბიზნესის ფინანსების სამართავად
⮑ ჩვენ ვქმნით კადრებს, რომლებიც პასუხობენ ბიზნესის თანამედროვე მოთხოვნებს.

ℹ️ სასწავლო პროცესი:

სწავლა ხელმისაწვდომია:

✦ ონლაინ – სწავლის სრული პროცესი დისტანციურად
✦ არაონლაინ – აუდიტორიაში დასწრებით
✦ ჰიბრიდული – ონლაინ და აუდიტორიული სწავლის კომბინაცია

⮑ სტუდენტი უზრუნველყოფილია სალექციო მასალებით
⮑ პრაქტიკული ამოცანები, დამოუკიდებელი სამუშაოები
⮑ სიტუაციური ანალიზები
⮑ გადაწყვეტილებების მიღების სიმულაციები

ℹ️ შეისწავლება:

8️⃣ მოდული
➤ ბუღალტრული აღრიცხვა
➤ საგადასახადო კოდექსი
➤ ACCA FA1, FA2, F3
➤ RS. GE -ზე მუშაობა
➤ საბუღალტრო პროგრამები - ორისი, ბალანსი
➤ მსს ფასს / ფასს
➤ ექსელი
➤ ფინანსური ანალიზი

ℹ️ სერტიფიკატის მიღების პირობები:

𒐬 შუალედური გამოცდები
𒐬 ძირითადი გამოცდა სერტიფიკატისათვის, რომელიც მოიცავს:

📊 პრაქტიკული ნაწილი:
რეალური ორგანიზაციის დოკუმენტების დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში გატარება. საშემოსავლო, დღგ, მოგების დეკლარაციების შევსება და გაგზავნა. ბუღალტრული ბაზის შექმნა.
📊 თეორიული ნაწილი: განვლილი თეორიული მასალის ჩაბარება

𒐬 სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლა
𒐬 კურსის თითოეული დონისწარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი (ქართულ - ინგლისური) სერტიფიკატი

ℹ️ კურსის I თვის ღირებულება: 340 ლარი

▞ ლექცია: კვირაში ორჯერ 2+ საათი

🚀 დაგვიკავშირდით ნომერზე: ☎︎ 571 80 00 80
🏢 ოფისი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 3ა

#ისწავლეჩვენთან #უნივერსალურიკურსი

🎓 განათლების ჭეშმარიტი დანიშნულება, პროფესიული ინფორმაციის დასწავლის გარდა, აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარის გ...
21/07/2026

🎓 განათლების ჭეშმარიტი დანიშნულება, პროფესიული ინფორმაციის დასწავლის გარდა, აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებაა.

♦️ „უნივერსალური კურსის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გასწავლოთ არა მხოლოდ კონკრეტული ანგარიშის ნომერი, სტანდარტის მუხლი ან რეგულაცია, არამედ ის, თუ როგორ იაზროვნოთ პროფესიონალივით და როგორ გადაჭრათ რთული ფინანსური ამოცანები.

👩‍💼 რეალური პროფესიონალიზმი სწორედ მაშინ იწყება, როცა შეგიძლია:

🔹 გააანალიზო სიტუაცია;
🔹 სწორად დასვა კითხვა;
🔹 იპოვო პრობლემის ძირითადი მიზეზი;
🔹 გამოიყენო მიღებული ცოდნა ახალ და განსხვავებულ სიტუაციებში;
🔹 მიიღო დასაბუთებული და არგუმენტირებული გადაწყვეტილება.

✦ ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და იცვლება;
✦ პრობლემების გადაჭრის უნარი ყოველთვის აქტუალური და ღირებულია;
✦ წარმატებული კარიერა ეფუძნება აზროვნების, სწავლისა და ადაპტირების უნარს;
✦ აზროვნების განვითარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტების მექანიკური დამახსოვრება.

💫 ადამიანები, რომლებიც პრობლემებს წყვეტენ, ყოველთვის ქმნიან მომავალს.

🎓 შექმენი შენი მომავალი „უნივერსალურ კურსთან“ ერთად!

#ისწავლეჩვენთან!

📊 ბუღალტერია უძველესი პროფესიაა, თუმცა ბუღალტერებს უკვე 100+ წელია და ალბათ მანამდეც, გამუდმებით "გაქრობას" უწინასწარმეტ...
03/06/2026

📊 ბუღალტერია უძველესი პროფესიაა, თუმცა ბუღალტერებს უკვე 100+ წელია და ალბათ მანამდეც, გამუდმებით "გაქრობას" უწინასწარმეტყველებენ 😄

📜 ბუღალტრები 7000 წლის წინ თიხის ფირფიტებზე აღრიცხავდნენ:
💰 მარცვლეულის მარაგებს;
💰 პირუტყვს;
💰 გადასახადებს;
💰 ვალებსა და მოთხოვნებს.

𒐬 ეს იყო ბუღალტერიის ყველაზე ადრეული ფორმა.

📑 თანამედროვე ბუღალტერიის დაბადებად ითვლება 1494 წელი, როდესაც იტალიელმა ლუკა პაჩიოლიმ პირველად სისტემურად აღწერა ორმაგი ჩანაწერის მეთოდი - პრინციპი, რომელსაც დღემდე იყენებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო.

🌊 ბუღალტერიამ უკვე გადაიტანა და წარმატებით აითვისა ათობით ტექნოლოგიური რევოლუცია:

🧮 მექანიკური საანგარიშო მანქანები,
📇 ელექტრონული კალკულატორი,
💾 Excel,
⌨️ საბუღალტრო პროგრამები,
📲 ავტომატური ინტეგრაციები,
🗂️ OCR და Receipt Scanner,
🪩 AI (ხელოვნური ინტელექტი)

♦️ და ყველა ეტაპზე პანიკა: ბუღალტრის ეპოქა დასრულდა! ბუღალტერი აღარ დაგვჭირდება!

➤ უნდა გვეშინოდეს თუ არა ტექნოლოგიების?

პირიქით. ძალიან გვიხარია, რომ ეს ყველაფერი ვითარდება! ტექნოლოგიების გარეშე უკვე წარმოუდგენელია ჩვენი პროფესია. რაც უფრო იხვეწება ეს ინსტრუმენტები, მით უფრო მეტი შესაძლებლობა გვეხსნება ჩვენ.

➤ რა იწვევს ამ პანიკას და გაუგებრობას?

ჩემი აზრით, ამ გაუგებრობის დიდი ნაწილი სწორედ იქიდან მოდის, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს, ბუღალტერი მონაცემების შემყვანი ინსტრუმენტი გონიათ.
და ეს უკიდურესად მცდარი დამოკიდებულებაა.

♦️ სანამ იარსებებს ბიზნესი, ვაჭრობა, მომსახურება, წარმოება ან ნებისმიერი ფორმის ეკონომიკური საქმიანობა, იარსებებს ბუღალტერიაც და ბუღალტერიც.

♦️ სანამ იარსებებს სახელმწიფო და საგადასახადო კანონმდებლობა, იარსებებს ფინანსური აღრიცხვის, ანგარიშგებისა და საგადასახადო შესაბამისობის საჭიროება.

🧰 ტექნოლოგია ცვლის ინსტრუმენტებს, ამარტივებს პროცესებს და ზრდის ეფექტურობას, მაგრამ ვერ აუქმებს პასუხისმგებლობას, პროფესიულ განსჯას და კანონმდებლობის სწორად ინტერპრეტაციის აუცილებლობას.

♦️ ადამიანის ჩანაცვლება, მხოლოდ მასზე მეტად პროფესიონალ ადამიანს შეუძლია.

🫂 ამიტომ, სანამ კიდევ ერთხელ გვიწინასწარმეტყველებთ გაქრობას, სასურველია ჯერ პროფესიის არსი გაიაზროთ.

♦️ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს ურთულესი, ძალიან შრომატევადი და გონიერი სამუშაო, ისევ ჩვენ, მაღალი დონის პროფესიონალებმა უნდა შევასრულოთ და ისევ გავზარდოთ ლიდერები პროფესიაში, რომლებიც თანამედროვე ბიზნესის ყველა გამოწვევას უპასუხებენ.

🚀 დაგვიკავშირდით ნომერზე: ☎︎ 571 80 00 80
🏢 ოფისი: ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 3ა
#ისწავლეჩვენთან #უნივერსალურიკურსი

Address

ალ. ყაზბეგის #3ა
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 20:00
Saturday 10:00 - 20:00

Telephone

+995571800080

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სმარტ ბუღალტერია • Smart Accounting posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to სმარტ ბუღალტერია • Smart Accounting:

Shortcuts

Share