08/09/2026
🚀 EduCity-ში ახალგაზრდები საკუთარ იდეებს რეალურ სტარტაპებად აქცევენ.
✨ ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში მონაწილეები გრაფიკული დიზაინის, UI/UX დიზაინისა და პროგრამირების მიმართულებებს სრულიად უფასოდ სწავლობდნენ. სწავლის პროცესში ისინი მულტიდისციპლინარულ გუნდებად გაერთიანდნენ და საკუთარი სტარტაპებისა და ბიზნეს იდეების შექმნაზე დაიწყეს მუშაობა.
🔥 გუნდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დამატებით გაევლოთ ბიზნეს ტრენინგები, დაეხვეწათ იდეები და უკეთ გაეაზრებინათ, როგორ შეიძლება კრეატიული იდეა რეალურ ბიზნესად იქცეს.
👉 მუშაობის პროცესს უკვე მოჰყვა პირველი შედეგებიც: გუნდებმა თავიანთი პროექტები და პრეზენტაციები წარადგინეს, სადაც კარგად გამოჩნდა მათი კრეატიულობა, ცოდნა, გუნდური მუშაობა და ინოვაციური ხედვა.
🥳 წინ კი ყველაზე საინტერესო ეტაპი გველოდება, ფინალური ღონისძიება, სადაც საუკეთესო გუნდები თავიანთ ნამუშევრებსა და იდეებს წარადგენენ.
💙 გვჯერა, რომ ეს გამოცდილება მათთვის მხოლოდ ერთი პროექტით არ მრთავდება, ეს არის შესაძლებლობა, ისწავლონ, შექმნან და საკუთარი იდეების რეალიზება თავად დაიწყონ.