მასწავლებლები დემოკრატიისთვის
პროექტი “მასწავლებლის როლი დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში“
განათლების კოალიცია და ორგანიზაცია „ღია სივრცე კავკასია,“ ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „რეგიონული ნდობის ჯგუფები სკოლების დეპოლიტიზებისთვის“ განხორციელებას იწყებს. პროექტის მიზანია ზოგადი განათლების სისტემის დეპოლიტიზების მხარდაჭერისთვის რეგიონული ნდობის ჯგუფების ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას, პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას და მათი რესურსების არამართლზომიერი გამოყენების პრევენციას.
26/09/2024
⭕️ "პოლიტიკური კომპასი ახალგაზრდა ამომრჩევლებისთვის"
შეხვედრის მთავარი მიზანია დაეხმაროს 18-22 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც პირველად იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, რეგიონში წარმოდგენილი ყველა პარტიის წარმომადგენელთან ერთ სივრცეში შეხვედრაში, რათა მათ მომავალში მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება არჩევნებზე.
აღწერა:
პროექტი ქმნის ერთგვარ "პოლიტიკურ კომპასს" ახალგაზრდებისთვის. ეს "კომპასი" დაეხმარება მათ:
1. გაერკვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ იდეოლოგიებში
2. გაეცნონ პოლიტიკური პარტიების პროგრამებს
3. განსაზღვრონ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები
ღონისძიების დეტალები:
- თარიღი: 30 სექტემბერი
- დრო: 12:00 საათი
- ადგილი: დემოკრატიის ჩართულობის ცენტრი, ვაჟა-ფშაველას ქ. #3, თელავი
მონაწილეები:
- 18-22 წლის ახალგაზრდები
- კახეთის რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები
განსახილველი თემა:
"ახალგაზრდების გამოწვევები საქართველოში და მათი გადაჭრის გზები"
სარეგისტრაციო ფორმა :
https://forms.gle/pJwXkJJCXXTtkFK37
09/11/2022
მაშ ასე, წარმოგიდგენთ პროექტის #მასწავლებლებიდემოკრატიისთვის ფარგლებში, მასწავლებელთათვის ჩატარებული ესეების კონკურსის გამარჯვებულ ნაშრომებს 🎉
💡შეგახსნებეთ, რომ საკონკურსო თემას წარმოადგენდა: "მასწავლებლის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში". კონკურსში იმერეთის, აჭარისა და კახეთის 30-მდე პედაგოგმა მიიღო.
ნაშრომების სანახავად გადაყევით ბმულს.
🥇კახაბერ ჩაკვეტაძე, იმერეთი - https://drive.google.com/file/d/1I1iDB2N6sn2Cy-OXzEkmK_0h5ej5SZI6/view?usp=sharing
🥇თინათინ გიორგაძე, აჭარა - https://drive.google.com/file/d/1k1ADf3xzuhOoPOwhjCgO13mn7u5wYAAc/view?usp=sharing
🥇იზოლდა ბოჭორიშვილი, კახეთი - https://drive.google.com/file/d/1au6GZRgvwfTKHHuuCEYL3315HmpWDq4o/view?usp=sharing
ℹ️ პროექტი განხორციელდა „ევროკავშირისა“ და „კონრად ადენაუერის ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) მხარდაჭერით.
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC
European Union in Georgia
01/11/2022
2️⃣9️⃣-3️⃣0️⃣ ოქტომბერს პროექტის #მასწავლებლებიდემოკრატიისთვის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
🗂 ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დისკუსია თემაზე:
"სასკოლო განათლების სისტემაში არსებული მთავარი გამოწვევები და მასწავლებლის როლი მათ დაძლევაში"
👥დისკუსიაში ჯამში 20-მდე მასწავლებელი, განათლების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
🏆ამავე დღეს, გამოვლინდნენ ესეების კონკურსის გამარჯვებული ავტორები იმერეთიდან, აჭარიდან და კახეთიდან. გამარჯვებულ მასწავლებლებს საჩუქარად Amazon Kindle-ის ელექტრონული მკითხველები გადაეცათ.
ℹ️ შეგახსენებთ, პროექტი განხორციელდა „ევროკავშირისა“ და „კონრად ადენაუერის ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) მხარდაჭერით.
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC
European Union in Georgia
07/10/2022
პროექტის #მასწავლებლებიდემოკრატიისთვის გუნდმა აჭარაში, იმერეთსა და კახეთში პროექტით დაინტერესებული პირებისათვის საინფორმაციო შეხვედრები გამართა.
პროექტის აქტივობების და მათში მონაწილეობის კრიტერიუმების წარდგენასთან ერთად, განხილვის საგანი განათლების სექტორში მიმდინარე ცვლილებებიც იყო.
შეხვედრებს დეპოლიტიზების მოძრაობის ფარგლებში შექმნილი ნდობის ჯგუფების წევრებიც ესწრებოდნენ პროექტის სამი სამიზნე რეგიონიდან.
ℹ️ შეგახსენებთ, პროექტი ხორციელდება „ევროკავშირისა“ და „კონრად ადენაუერის ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა" ფარგლებში, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) მხარდაჭერით.
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC
European Union in Georgia
21/09/2022
📣 პროექტი #მასწავლებლებიდემოკრატიისთვის აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოქმედი მასწავლებლებისთვის საქართველოს სამ რეგიონში: კახეთში, იმერეთსა და აჭარაში.
🎯 საკონკურსო ნაშრომის თემა: "მასწავლებლის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში“
📝 სამივე რეგიონიდან გამოვლენილი თითო გამარჯვებული ესე გამოქვეყნდება „მასწავლებლები დემოკრატიისთვის“ facebook გვერდზე, საავტორო უფლებების დაცვით.
🏆სამივე გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი - ქინდლი (ელექტრონული მკითხველი)
საკონკურსო ნაშრომების მიღება: 2️⃣1️⃣ სექტემბერი - 5️⃣ ოქტომბერი
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის
მისაღებად მოგვწერეთ პირადი შეტყობინებების ველში ან დაგვიკავშირდით ნომრებზე:
აჭარა - ნაზიბროლა რეხვიაშვილი, 📱557 20 00 01
იმერეთი - ანა შალიკიანი, 📱 593 17 18 28
კახეთი - გიორგი პაპაშვილი, 📱 599 12 48 75
ℹ️ კონკურსის პირობებისა და ესეს ტექნიკური მახასიათებლების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას გაეცანით მითითებულ ბმულზე:
https://drive.google.com/file/d/1UuRU6GZoVsLG_LZ0DPP2P_g21nHYQwxC/view?usp=sharing
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC
European Union in Georgia
22/07/2022
⭕ სკოლის დეპოლიტიზების საზოგადოებრივი მოძრაობის განცხადება
🔴გვსურს გამოვეხმაუროთ „სამართლიანი არჩევნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშს, საჯარო რესურსების საარჩევნოდ გამოყენების მავნე პრაქტიკების შესახებ
👉ვრცლად: https://rb.gy/os8a1a
#სკოლებისდეპოლიტიზებისმოძრაობა
27/05/2022
🔷 კახეთის რეგიონული ნდობის ჯგუფის კოორდინატორი, გიორგი პაპაშვილი 29 მაისს, გადაცემის "მისია" ფარგლებში კიდევ ერთხელ წარდგება მაყურებლის წინაშე და ისაუბრებს მასწავლებლების და მოსწავლეების უფლებებზე.
📲 გიორგის საკონკურსო ნომერია 0 800 001 014 დარეკეთ (ზარი უფასოა)! George Papashvili
🔹შეგახსენებთ, გადაცემა "მისია" საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს და ტელეკომპანია "ფორმულას" ერთობლივი სატელევიზიო პროექტია და ყოველ კვირას, 18:30 საათზე გადის ეთერში.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the school
Telephone
Website
Address
ოთარ ჩხეიძის N5
Tbilisi
0177
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:00 |
| Tuesday | 10:00 - 18:00 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:00 |
25/09/2022