Gavkhdet uketesebi / გავხდეთ უკეთესები

Gavkhdet uketesebi / გავხდეთ უკეთესები

Share

გავხდეთ და გავხადოთ სამყარო უკეთესი

27/10/2022

«ადამიანთა უმრავლესობა, ტაძარში დადის სიტყვით - «მომეცი». მომეცი ჯანმრთელობა, უფალო, მომეცი ფინანსური კეთილდღეობა, მომეცი ოჯახი, მომეცი შვილები.
ძალიან მცირედნი თუ მიდიან ტაძარში სიტყვებით: «მომიტევე, უფალო! მაპატიე, რომ ვცოდავდი. შემინდე, რომ არ მიყვარდა. მომიტევე, რომ დაგივიწყე შენ». და სამწუხაროდ, უმეტესობა, ამ სიტყვებს არა და არ წარმოთქვამს.

ტაძარში მრავალი წლის მანძილზე სიარულის შემთხვევაში მათ არ ესმით, რომ ტაძარში უნდა მივიდეს მონანიე ცოდვილი, მონანული სახით და არა ცრუ მართალი, რომელმაც პატივი დასდო ღმერთს, იმით, რომ ტაძარში იმყოფება...»

არქიმანდრიტი კირილე (პავლოვი)

26/02/2022

‼️ უნგრეთი იყო ბოლო ქვეყანა, რომელიც უარს ამბობდა რუსეთის SWIFT-იდან გათიშვაზე, თუმცა რამდენიმე წუთის წინ გადაწყვეტილება შეცვალა ✊

26/02/2022

❌ თორნიკე შენგელიამ უარი თქვა CSKA Basketball-ში თამაშზე და მოსკოვი დატოვა

26/08/2021

🔵"ჩარლი ჩაპლინი", ყველაზე ცნობილი კომიკოსი კინოს ისტორიაში იხსენებს:

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მამაჩემთან ერთად წავედი ცირკში შოუს სანახავად, დიდხანს ვიდექით ბილეთების რიგში , იქ ჩვენს თვალწინ იდგა ოჯახი, რომელთაც ჰყავდათ ექვსი შვილი.
აშკარად ჩანდა ღარიბები იყვნენ, მათ ეცვათ ძალიან ძველი , მაგრამ სუფთა ტანსაცმელი.
ბავშვები ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, მაგრამ როდესაც მამა ბილეთის სალაროსთან მივიდა და ფასი იკითხა, ძალიან შეწუხდა და ბავშების წინაშე უხერხულობის გამო, ცოლს ჩურჩულით უხსნიდა საკუთარ გაჭირვებას.
ამ დროს ,დავინახე მამაჩემმა ჯიბიდან ოცი დოლარი ამოიღო, მიწაზე დაყარა, შემდეგ მოიხარა, აიღო ,ბავშვების მამას მხარზე ხელი დაადო და უთხრა: თქვენ ფული დაგივარდათ!
კაცმა მამაჩემს შეხედა და ცრემლიანი თვალებით უთხრა: მადლობა, ბატონო, მაგრამ ის ჩემი არ არის!
რადგან ჩემი არ არის , ის უსათუოდ თქვენია, უპასუხა მამამ , შემდეგ
ხელი მომკიდა და სალაროს რიგიდან გამიყვანა, რადგან მას მხოლოდ ის ოცი დოლარი ჰქონდა, რომელიც ექვსშვილიანი ოჯახისთვის აქ დაყარა !
იმ დღიდან, მე ვამაყობ მამაჩემით, ეს სიტუაცია იყო ყველაზე ლამაზი შოუ, რომელიც მე მინახავს ჩემს ცხოვრებაში, ბევრად უფრო ლამაზი, ვიდრე ცირკის შოუ, რომელიც მინახავს!

🟣ჩარლი ჩაპლინმა იცოცხლა 88 წელი, მან დაგვიტოვა 4 ესეთი ფრაზა:
1) არაფერი არ არის მუდმივი, თუნდაც ჩვენი პრობლემები.
2) მიყვარს წვიმაში სეირნობა, იმიტომ რომ მაშინ ვერავინ უყურებს ჩემს ცრემლებს.
3) ყველაზე ფუჭად ჩავლილად ითვლება ის დღე, როდესაც ჩვენ არ ვიღიმით.
4) ექვსი საუკეთესო ექიმი არსებობს ცხოვრებაში:
1.მზე
2.დასვენება
3.ვარჯიში
4.დიეტა
5.საკუთარი თავის დაფასება
6.მეგობრები
როდესაც თქვენ დაინახავთ მთვარეს, ამ დროს უყურებთ ღმერთის სილამაზეს...
როდესაც თქვენ შეხედავთ მზეს,იქ ჩანს ღმერთის ძალა...
როდესაც თქვენ ჩაიხედავთ სარკეში, დაინახავთ ღმერთის საუკეთესო ქმნილებას...
ასე, რომ გჯეროდეთ ამის.
ჩვენ ყველა ტურისტები ვართ ამ ქვეყანაზე, ისიამოვნეთ ცხოვრებით!
ცხოვრება ეს არის მოგზაურობა!
ისიამოვნეთ და დატკბით დღევანდელი დღით!
ხვალ შეიძლება აღარც იყოს

28/04/2021
25/12/2020

ვენაში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში შობის წინა ღამეს 9 წლის ბიჭუნა მივიდა, რომელსაც ყრმა იესუს ხატი ეკავა ხელში და ადმინისტრატორს ლუქსი ნომერი სთხოვა, რომლის ერთი ღამის ღირებულება სამასი დოლარი იყო.

პატარავ,იცი რა ძვირია ეს ნომერი? მიეალერსა მას სასტუმროს დირექტორი და თავზე ხელი მოუთათუნა.პატარამ ჯიბეები ამოაბრუნა და სამასი დოლარი მაგიდაზე დააწყო სასტუმროს გაოცებული მოსამსახურეების თვალწინ. მერედა რად გინდა ეს ნომერი, ამაღამ ხომ შობა თენდება? მშობლები ინერვიულებენ — უთხრა დირექტორმა.

მე მალევე წავალ სახლში,მიუგო პატარამ, ნომერში კი აი ამ ხატს დავტოვებ ერთი ღამით. გაოცებულმა დირექტორმა მზერა ხატს მიაპყრო. იცით — განაგრძო საუბარი ბიჭუნამ—უფალი ღამის სიცივეში დაიბადა გამოქვაბულში, ყველაზე ღარიბ ადგილზე,
მე მინდა რომ თუნდაც ერთხელ მაინც მან ეს ღამე თბილად გაატაროს, რომ ზამთრის სუსხმა და გამოქვაბულის სიცივემ ამ ერთხელ მაინც არ შეაწუხოს. ჩვენ ეხლა ყველანი სუფრას მივუჯდებით ჩვენს თბილ სახლებში, მისი შობის აღსანიშნავად, ის კი გამოქვაბულის სიცივეში მარტო დარჩება.

გეხვეწებით, მომაქირავეთ ეს ნომერი, აგერ თანხაც აიღეთ, რომელსაც მთელი წელი ვაგროვებდი." თვალაცრემლებული დირექტორი მოეხვია პატარას და უთხრა—შვილო შენ უკვე გაათბე უფალი შენი თბილი და მოსიყვარულე პაწია გულით. ეს საუკეთესო სითბოა მისთვის. სასტუმროს ნომერს კი უფასოდ გითმობ, ყოველთვის, ყოველ წელს, შობა ღამეს, ეს ნომერი შენთვის და უფლისთვის იყოს მანამ, სანამ ამქვეყნად ვიქნებით ჩვენ ორთავენი.

#ყველას გულში შობილიყოს უფალი
#გვიყვარდესერთმანეთი

19/11/2020

ჩემი ცხოვრება - სხვანაირად

შენ ხარ? შემოდი, ზუსტად ახლა ვალაგებდი ცხოვრებას. იყავი, არ წახვიდე, ხელს არ შემიშლი. ეს... კისერზე? არაფერია, პატარა დაბრკოლებას წამოვკარი ფეხი და... მოვიტეხე, მითხრეს მალე მოგირჩებაო, ჯერ პატარა ხარ და საშიში არააო. მეტის ღირსი ვარ, სიარულისას წინ არასოდეს ვიხედები, არადა ჩვენთან ასე არავინ დადის... . მოდი, აი ამ პატარა გაუგებრობაზე ჩამოჯექი, მეც ახლავე მოვრჩები, თაროზე შემოწყობილი რამოდენიმე დამტვერილი მოგონებაღა დამრჩა გასაწმენდი, სკივრში ჩალაგებულ ფიქრებსაც გავამზეურებ და ეგაა. მანამდე შეგიძლია მაგიდაზე მოფენილი თავსატეხებით შეიქციო თავი, ამასწინად ერთ–ერთის ამოხსნა მეც დავიწყე თუმცა ნერვები აღარ მეყო და... ჯერ რა უჭირს, პატარები და ადვილებია, თუმცა რომ გართულდებიან და გაიბერებიან, მერე რა უნდა ვქნა ჯერ არ ვიცი. ჰო, ეს პრობლემები ძირს გადმოყარე, მაინც გადასაყრელია და ბარემ ერთად გავიტან. ხომ არ გცივა? მეც რას გეკითხები, შეგცივდება, აბა რა, რამდენი ხანია მზეც აღარ ამოსულა ჩვენთან. ბუხარში კიდევ უნდა იყოს იმედის პატარა ნაპერწკალი. ცოტა გრძნობებს მივუმატებ და ცეცხლს დავანთებ ახლავე. მთავარია რწმენა ვიპოვო.სადღაც აქვე მქონდა, სულ ფეხებში მედებოდა და რომ მჭირდება ახლა ვეღარ ვოპოულობ, არადა, იმდენი ხანია ეს ნაპერწკალი აღარ გამიღვივებია, აღარც აინთება რწმენის გარეშე. მოდი, დედაჩემის სიყვარულს მოგასხამ, იცი როგორი თბილია? თან თავისი ხელით მომიქსოვა, ნახე როგორ გაგათბობს. რომ შემეძლოს რაიმეთი გაგიმასპინძლდებოდი, თუმცა უკანასკნელი ობმოდებული სურვილებისაგან ახლახან გამოვათავისუფლე განჯინა.
– ვაი!.. თითი გავიჭერი. ეტყობა ისევ იმ ამოტეხილ სასოწარკვეთილებას გამოვდე, მერამდენედ უნდა მომივიდეს ასე?არადა სულ მავიწყდება რომ ფრთხილად უნდა ვიყო. მაგიდაზე შვების პატარა ნაჭერი უნდა იდოს და თუ არ შეწუხდები მომაწოდე რა, თითს გადავიხვევ. უი, ფრთხილად... არაუშავს. აქ ისეა ყველაფერი მიყრილმოყრილი... მიკვირს, აქამდე რომ არაფერს დაეჯახე. ისე ეს ჩემი სანუკვარი ოცნება იყო, ნამსხვრევებს მაინც შევინახავ,იქნებ ოდესმე შევძლო მისი შეკეთება... კარგი რა, ნუ მოიწყინე, გინდა რაღაც გაჩვენო? მოდი, ფრთხილად, გაიხედე, ფერმკრთალ დისკოს ხედავ? არა, ეს ჩემი არაა, ჩემი ჯერ ასე არ კაშკაშებს, იქეთ, უფრო უკან, დაინახე? იცი ეს რა არის? – ჩემი მიზანია. ჯერ სულ ახლახანს გამოჩნდა და ამიტომაა ასეთი სიფრიფანა, თუმცა ვერც წარმოიდგენ, ამან როგორ გამახარა – ჩემს ცხოვრებასაც რომ გაუჩნდა დანიშნულების ადგილი...
– თავი დახარე! ... – კიდევ დაგვეჯახა, აუუ შეხედე, ისევ თავდაყირა დააყენა ყველაფერი, ვერაფრით გამიგია ჩემგან რა უნდა, სულ ასე იცის, რაც ეს მიზანი გამოჩნდა იმის მერე მითუმეტეს, ცდილობს როგორმე გზიდან გადამაგდოს, არადა, აქ ერთხელ თუ აცდი მიზანს, მორჩა, ამდენ აბრდღვიალებულ დისკოში ვეღარც იპოვი ალბათ ვერასოდეს. კიდევ კარგი, შენ რომ ვერ დაგინახა,ცუდად კი არ გამიგო, უბრალოდ ჩვენთან სტუმრები არ დადიან... მოდი რა, ჩვენც წავიდეთ სადმე, თითო ნუგეში გადავკრათ. ცხოვრება ისედაც მოიცდის...

08/04/2020

უყურეთ,
გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ

31/03/2020

🔴 არა აზარტულ თამაშებს! ⤵
📺 საქართველოს პირველი არხი ⤵

Want your school to be the top-listed School/college in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Tbilisi