Ravi • რავი

Ravi • რავი სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი

💚🧡 მარიამ სირაძე  - ,,რავის“ ჩინური ენის  მასწავლებელი.📚სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე.📚თავისუფალი უნივერსიტეტისსაერთაშორ...
30/08/2026

💚🧡 მარიამ სირაძე - ,,რავის“ ჩინური ენის მასწავლებელი.

📚სკოლა დაამთავრა ოქროს მედალზე.
📚თავისუფალი უნივერსიტეტის
საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი 70%-იანი დაფინანსებით
📚სერტიფიკატები
HSK Level 2
HSK Level 3
📚დებატების დიპლომი — GIDE (Georgian Institute of Debate and Education)

✨️მარიამს აქვს ჩინელებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება.
✨️აქტიურად მონაწილეობს თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტისა და სხვა ჩინური ორგანიზაციების მიერ გამართულ კონკურსებსა და კულტურულ ღონისძიებებში.
✨️აქტიურად მონაწილეობს ჩინურენოვან და კულტურულ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო გარემოში კომუნიკაციის უნარების განვითარებას.

📗მარიამს აქვს ინგლისური ენის და ჩინური ენის კერძო მასწავლებლის პრაქტიკა.

ის ფლობს რამდენიმე უცხო ენას სხვადასხვა დონეზე -
🔸️ქართული მშობლიური
🔸️ინგლისური
🔸️ჩინური
🔸️თურქული
🔸️გერმანული

✨️ მარიამი გამორჩეული ადამიანია და კარგი მასწავლებელი. ჩვენ მისი, როგორც ადამიანის, ცხადზე უცხადესი უნარები დავინახეთ, მივხვდით, რომ ჩვენიანი იყო - რავიელების მასწავლებლების გუნდს რომ შეეფერება, ისეთი.

- ჩინურის სწავლების ამბავი საიდან ვიცით? საიდან და, თავად ჩინელს ვანდეთ ჩინურის მასწავლებლის კომპეტენციის გადამოწმება. ეს ჩინელი კი ზოგადი ენათმეცნიერების დოქტორანტია ქართველოლოგიის მიმართულებით.

ჰოდა, ასე შეგვიფასა მასწავლებლობის კანდიდატი -,,ძალიან კაი გოგონაა, მიხარია, ასე კარგად რომ იცის ჩინური და ვამაყობ ძალიან.
მარიამი რომ ლაპარაკობს, მგონია, რომ დიდი ხანი იცხოვრა ჩინეთში-ო" .
სწავლების მეთოდებით მოუწონა და მომავალში პროფესიული თანამშრომლობის იმედიც გამოთქვა.

✨️ასეთი კომპეტენტური და კარგი რეკომენდაციით წარვადგენთ ჩვენს მასწავლებელს და ძალიან გვიხარია, რომ "რავი" იქნება პირველი ოფიციალური სამსახური ბავშვობიდან ჩინურ კულტურასა და ჩინურ ენაზე შეყვარებული მარიამ სირაძის.

"ჩინური ენით ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული, ეს საოცარი კულტურა, დამწერლობა და ჟღერადობა ყოველთვის განსაკუთრებულად მიზიდავდა. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე უკვე მქონდა გარკვეული საბაზისო ცოდნა და ჩემით ვცდილობდი პირველი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა ნამდვილი გარდატეხა სწორედ სტუდენტობისას მოხდა.
უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ჩემი ინტერესი პროფესიულ არჩევანად იქცა. აკადემიურმა სივრცემ და გამოცდილ ლექტორებთან ყოველდღიურმა მუშაობამ საშუალება მომცა, ენის გრამატიკასა და რთულ იეროგლიფიკას საფუძვლიანად ჩავღრმავებოდი.
შედეგად, ბავშვობის უბრალო გატაცება რეალურ ცოდნად, თავდაჯერებულობად და ჩემი მომავლის მნიშვნელოვან ნაწილად გარდაიქმნა" -
ამბობს მარიამი.
🌟
ცენტრში მარიამი წაიყვანს კურსებს:
🟢ჩინური ენა სკოლის მოსწავლეებისთვის
🟢სასაუბრო ჩინური ენა ასაკის შეუზღუდავად.

მარიამის ჩინური ენის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო.
დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ გვერდზე
📩
ან დაგვირეკეთ: 595 138 238

#რავი -სადაც განათლება და პიროვნული განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია
#რავი - ადგილი, სადაც ყოველთვის სიყვარულით გელოდებიან

ჩარიცხვები დაიდო. გულაჩქარებული ველოდებით რავიელების საბოლოო შედეგებს. ეს პირველი წერილია... ჩვენო რავიელებო, მადლობა, ა...
25/08/2026

ჩარიცხვები დაიდო. გულაჩქარებული ველოდებით რავიელების საბოლოო შედეგებს.
ეს პირველი წერილია...
ჩვენო რავიელებო, მადლობა, ამ სიხარულითვის.
გვიყვარხართ, გელოდებით, ახლა უკვე სტუდენტებს
🧡🧡🧡

💚🧡თორნიკე გოგიჩაიშვილი - ,,რავის" სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.📚2022 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია თ...
20/08/2026

💚🧡თორნიკე გოგიჩაიშვილი - ,,რავის" სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.

📚2022 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია თეოლოგიის მიმართულებით .
📚2024 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ისტორიის სპეციალობით .
📚2025 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა სამოქალაქო განათლებაში.
📚2026წელს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

თორნიკე სერტიფიცირებული მასწავლებელია.
📚ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა საკომპეტენციო გამოცდა სამოქალაქო განათლებაში.
📚ჩაბარებული აქვს მასწავლებელთა საკომპეტენციო გამოცდა ისტორიაში.

🌟თორნიკეს აკადემიური განათლების ინტერესები თეოლოგიისა და ისტორიის გადაკვეთას უკავშირდება.
არის სამეცნიერო სტატიების ავტორი:
​📗📙„ქართველების წვლილი პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში“
📗📙​„ანგელოზის დაცემის გააზრება ისლამსა და ქრისტიანობაში“
​📗📙„ღვთისმეტყველება ისლამში“

​🌟როცა თორნიკესთან განათლებაზე საუბრობ, ის მთელი გულწრფელობით ამბობს- ,,მჯერა, რომ სწავლა და ცოდნა ადამიანს აკეთილშობილებს. სამოქალაქო განათლების სწავლებისას კი ეს სწრაფვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. განათლების მიღება მოსწავლეებს ეხმარება კრიტიკულ, ტოლერანტულ და პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში".

​🌟📖თორნიკეს გაკვეთილებზე დიდი ყურადღება დაეთმობა მასალის ვიზუალურ აღქმას. ის გამოიყენებს მის მიერ მომზადებულ პრეზენტაციებსა და კონკრეტულ თემებზე მორგებულ სასწავლო მეთოდებს, რათა სწავლის პროცესი თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო და პროდუქტიული იყოს.
ამ ყველაფერს თორნიკეს მოსწავლეები თავად გაივლიან თავიანთ მეგობარ მასწავლებელთან ერთად.

🟠ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ თორნიკე „რავის“ საუკეთესო გუნდის წევრია. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ თორნიკეს აბიტურიენტები დიდი ცოდნით და თავდაჯერებით წავლენ ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად და საუკეთესო შედეგებითაც გაგვახარებენ.

🟢ცენტრში თორნიკე წაიყვანს სამოქალაქო განათლების კურსს აბიტურიენტებისთვის

🔰სამოქალაქო განათლების კურსზე რეგისტრაცია გრძელდება

დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ გვერდზე
📩
ან დაგვირეკეთ: 595 13 82 38
#რავი -სადაც განათლება და პიროვნული განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია
#რავი - ადგილი, სადაც ყოველთვის სიყვარულით გელოდებიან

💚🧡 ლაო ზოზიაშვილი - "რავის" ინგლისურის მასწავლებელი.📚 ლაო პროფესიით ინგლისური ენის  ფილოლოგია.📚დამთავრებული აქვს ჯავახიშ...
20/08/2026

💚🧡 ლაო ზოზიაშვილი - "რავის" ინგლისურის მასწავლებელი.

📚 ლაო პროფესიით ინგლისური ენის ფილოლოგია.
📚დამთავრებული აქვს ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
📚გავლილი აქვს მასწავლებელთა მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა
📚 2016 წელს და 2017 წლებში, ორივე წელს, იყო National English Spelling Competition-ის ფინალისტი

👩‍🎓ლაო არის უნიჭიერესი, შრომისმოყვარე, თბილი და შედეგებზე ორიენტირებული პრაქტიკოსი მასწავლებელი. მისი სწავლების მეთოდები განსაკუთრებულად შემოქმედებითია. მიდგომები თითოეული მოსწავლისადმი არის ინდივიდუალური და შემოქმედებითი.
🌟ლაოს აქვს სკოლის მოსწავლეებთან და აბიტურიენტებთან მუშაობის კარგი გამოცდილება. მისი მოსწავლეების შედეგები ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესოა.
🌟ლაოს განათლება, მისი უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლეებს აძლევს დიდ მოტივაციას სწავლისთვის და თუ თქვენ გჭირდებათ მეგობარი მასწავლებელი, რომელიც ლაღად, თავისუფლად გაგატარებთ ინგლისურის სასწავლო პროგრამას, თითოეულ გაკვეთილზე შეგმატებთ თავდაჯერებას, რომ არ არსებობს დაუძლეველი სირთულე, მაშინ ლაოს მოსწავლე უნდა გახდეთ.

🟢🟠ჩვენ ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ ლაო „რავის“ საუკეთესო გუნდის წევრია, რადგან ზუსტად ვიცით, როგორი მრავალფეროვანი და საინტერესოა ლაოს გაკვეთილები; რამდენად მშვიდად, კომფორტულად, ლაღად და თავისუფლად გრძნობენ მოსწავლეები თავს, როგორ იზრდებიან, იწყებენ ინგლისურ ენაზე ლაპარაკს, იმუშავებენ ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად საჭირო უნარ-ჩვევებს და აღწევენ საუკეთესო შედეგებს.

ცენტრში ლაო წაიყვანს კურსებს:
🟢 ინგლისური სკოლის მოსწავლეებისთვის
🟢სასაუბრო ინგლისური ასაკის შეუზღუდავად
🟢ინგლისური აბიტურიენტებისთვის

ინგლისურის კურსზე რეგისტრაცია გრძელდება
დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ გვერდზე
📩
ან დაგვირეკეთ: 595 13 82 38

#რავი -სადაც განათლება და პიროვნული განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია
#რავი - ადგილი, სადაც ყოველთვის სიყვარულით გელოდებიან

მაია ბარამიძე

20/08/2026

ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია განსჯისა და დაფიქრებისათვის... ვფიქრობთ, ბევრი რამეა გადასახედი და სამართლიანად შესაფასებელი...
ეს მონაცემები, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, შემაშფოთებელია...

📝შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პროცენტულად ყველაზე მეტი აბიტურიენტი ბიოლოგიასა და ფიზიკაში ჩაიჭრა.

📈 გთავაზობთ 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკურ ანალიზს შემდეგი საგნების მიხედვით: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა.

🔹️ ბიოლოგიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე სულ 3825 აბიტურიენტი იღებდა მონაწილეობას. ამათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 68.58%-მა, რაც 2623 აბიტურიენტს შეადგენს, ხოლო ჩაიჭრა 1202 აბიტურიენტი (31.42%).

🔹️სტატისტიკური ანალიზიდან ასევე ირკვევა, რომ ქიმიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე სულ 2337 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული. რომელთაგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 1721 აბიტურიენტმა (73.64%), ხოლო ჩაიჭრა — 616 (26.36%).

🔹️რაც შეეხება ფიზიკის ერთიან ეროვნულ გამოცდას: რეგისტრირებული იყო 994 აბიტურიენტი, რომელთაგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა 679 აბიტურიენტმა (68.31%), ხოლო ჩაიჭრა — 315 (31.69%).
სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი ,,რავი,, გისურვებთ წარმატებას!

🌟გიორგი გოგოხია - ,,რავის" არაბულის მასწავლებელი. ჩვენი ცენტრისთვის მასწავლებლის შერჩევა ყოველთვის უმნიშვნელოვანესი პროც...
17/08/2026

🌟გიორგი გოგოხია - ,,რავის" არაბულის მასწავლებელი.

ჩვენი ცენტრისთვის მასწავლებლის შერჩევა ყოველთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია. ადვილი ამბავი სულაც არაა, იპოვო თავისი საქმის ძალიან კარგი მცოდნე და ჩვენიანი ანუ რავიელი. ჰოდა, ვიპოვეთ და ის ჩვენი საუკეთესო გუნდის წევრია. მისი პროფესიონალიზმი და სიყვარულიანი ენერგია კი ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს 💚🧡

🌟გიორგი პროფესიით არაბისტია.
📚დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი (არაბისტიკა) GPA (3.96)
📚არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბისტიკის მიმართულების მაგისტრანტი
📚კატარის უნივერსიტეტის 8 თვიანი პროგრამის კურსდამთავრებული არაბული ენის პროგრამაზე
📚 საუდის არაბეთის პრინც სალმანის აკადემიის 2 თვიანი პროგრამის კურსდამთავრებული არაბული ენის და კულტურის შესწავლის მიზნით

🌟შთამბეჭდავია ახალგაზრდა პროფესიონალის მიღწევებიც -
🔶ევროპის ჩემპიონატი არაბულენოვან დებატებში 2022 წელს
🔶კატარის არაბულენოვანი დებატების მონაწილე დოჰაში 2023 წელს
🔶ქართულენოვანი დებატების გუნდის წევრი ( 2025 წლის ნოემბრიდან…)

👨‍🏫მოკლედ, ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ გიორგი შენი მასწავლებელი იყოს.

ცენტრში გიორგი წაიყვანს კურსებს:
🟢არაბული სკოლის მოსწავლეებისთვის
🟢არაბული სტუდენტებისთვის და ასაკის შეუზღუდავად
🟢ქართული არაბულენოვანი მსმენელებისთვის

არაბულის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ გვერდზე
📩
ან დაგვირეკეთ: 595 13 82 38

#რავი -სადაც განათლება და პიროვნული განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია
#რავი - ადგილი, სადაც ყოველთვის სიყვარულით გელოდებიან

💚🧡 მათე გახარია - ,,რავის“ მათემატიკის მასწავლებელი.🔸️დამთავრებული აქვს თსუ-ს მათემატიკის ფაკულტეტი🔸️სტუ-ს მათემატიკის მ...
16/08/2026

💚🧡 მათე გახარია - ,,რავის“ მათემატიკის მასწავლებელი.

🔸️დამთავრებული აქვს თსუ-ს მათემატიკის ფაკულტეტი
🔸️სტუ-ს მათემატიკის მიმართულების მაგისტრანტურა
🔸️ამჟამად მათე სტუ-ს მათემატიკის მიმართულების დოქტორანტია
🔸️ დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია უმაღლეს ქულაზე
🔸️მათე გახარია თბილისის საერთაშორისო სკოლის სკოლის მათემატიკის კათედრის ხელმძღვანელი და მასწავლებელია
🔸️რა? სად? როდის? - სუპერლიგის მოთამაშე
🔸️ მოჭადრაკე - მესამე თანრიგი

✨️ მათე გამორჩეული და საუკეთესოთა შორის საუკეთესო მასწავლებელია.
,,ჩემს პროფესიად მათემატიკის მასწავლებლობა ავირჩიე, მათემატიკის სწავლება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესია. ბავშვს რომ ვუხსნი ახალ მასალას და მას თვალები გაუნათდება, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივაცია. მაგრამ მოსწავლესთან ურთიერთობაში მხოლოდ ახსნა არ არის საკმარისი, უნდა შეამჩნიო, ვის რა აწუხებს, დაეხმარო, სახლში საფიქრალი გაატანო და ა.შ.
მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა, ის ლოგიკურ მსჯელობას მოითხოვს და ამ დროს უნდა შეძლო, რიცხვებს და ფორმულებს შინაარსი მისცე ისე, რომ მოსწავლისთვის ეს საფიქრალი საინტერესო და მომხიბვლელიც კი იყოს." - ამბობს მათე.
ეს ყველაფერი კი ძალიან კარგად გამოსდის მათე მასწავლებელს.

🌟მათეს მოსწავლეების საუკეთესო შედეგები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უდიდესი შრომის შედეგია.

ცენტრში მათე წაიყვანს კურსებს:

🟢მათემატიკა აბიტურიენტებისთვის
🟢მათემატიკა სკოლის მოსწავლეებისთვის
🟢მათემატიკა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისთვის

მათეს კურსზე რეგისტრაცია გრძელდება.

დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ გვერდზე
📩
ან დაგვირეკეთ: 595 138 238

#რავი -სადაც განათლება და პიროვნული განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია
#რავი - ადგილი, სადაც ყოველთვის სიყვარულით გელოდებიან

🌟 სულ საოცარ მასწავლებლებს ვარჩევთ თქვენთვის. "რავის" თურქულის მასწავლებლის მორიგი წარმატება გვინდა გაგიზიაროთ -   თურქო...
16/08/2026

🌟 სულ საოცარ მასწავლებლებს ვარჩევთ თქვენთვის.
"რავის" თურქულის მასწავლებლის მორიგი წარმატება გვინდა გაგიზიაროთ - თურქოლოგი დავით ჯიჯიეშვილი "ახლო აღმოსავლეთის შემსწავლელი ბრიტანული საზოგადოების"
The British Society for Middle Eastem Studies -Brismes
ოფიციალური წევრი გახდა!
🌟გილოცავთ, დავით, ძალიან გვიხარია და ვამაყობთ შენი წარმატებებით.
💚🧡

დავითის კურსზე რეგისტრაცია გრძელდება. დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ გვერდზე
📩
ან დაგვირეკეთ: 595 138 238

#რავი -სადაც განათლება და პიროვნული განვითარება თანაბრად პრიორიტეტულია
#რავი - ადგილი, სადაც ყოველთვის სიყვარულით გელოდებიან

💚🧡 მიხეილ ბედოშვილი ქიმიის მასწავლებელია.მას განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს თავისი სპეციალობა და მუდმივად თვალებგაბრწყ...
15/08/2026

💚🧡 მიხეილ ბედოშვილი ქიმიის მასწავლებელია.
მას განსაკუთრებული სიყვარულით უყვარს თავისი სპეციალობა და მუდმივად თვალებგაბრწყინებული ჰყვება ქიმიაზე.
☀️ შეუძლებელია, მოუსმინო და არ შეგიყვარდეს ქიმია და თავად მიხეილი.
ამიტომაც, ამ ერთი შეხედვით რთულ საგანს ძალიან გასაგები ენით ხსნის. სწავლების პროცესში იყენებს უამრავ, ერთმანეთზე საინტერესო და მრავალფეროვან რესურსს:

🟢 ცენტრში მოწყობილ მინილაბორატორიაში ატარებს ცდებს
🟢 იყენებს ინტერაქციულ სიმულაციებსა და ქვიზებს
🟢 ამზადებს ვიზუალურ პრეზენტაციებსა და საგანმანათლებლო ვიდეოებს, რომლებსაც კოლეგა მასწავლებლებიც აქტიურად იყენებენ.

📚 მიხეილი არის დამხმარე სახელმძღვანელოს — ,,ქიმია ტესტები ერთიანი ეროვნული და საგნობრივი გამოცდის ფორმატით“ — ავტორი, რომლის მასალებსაც წარმატებით იყენებს მომზადების პროცესში.

👨‍🎓 ის სერტიფიცირებული მასწავლებელია და ქიმიის მასწავლებელთა საკომპეტენციო გამოცდა მაქსიმალური, 10/10 კრედიტით აქვს ჩაბარებული.

მისი გამოცდილება და პრაქტიკა მრავალმხრივია:
🟢 წარმატებით ამზადებს სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს;
🟢 აქვს უცხოელი მოსწავლეების საერთაშორისო სტანდარტებით მომზადების წარმატებული პრაქტიკა IB Chemistry HL (Higher Level) დონის რთული გამოცდებისთვის;
🟢 ეწევა მასწავლებელთა გადამზადებას და ამზადებს მათ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის.

🌟 მიხეილი თავისი საქმის უბადლო მცოდნეა — პედაგოგი, რომლის ენთუზიაზმი და პროფესიონალიზმი საყრდენია როგორც მოსწავლეებისთვის, ისე დამწყები თუ მოქმედი კოლეგებისთვის.

🟢🟠 მისმა მოსწავლემ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო აბიტურიენტებისა და მასწავლებელთა გამოცდების წლევანდელი შედეგები განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო.
დასწრება შესაძლებელია როგორც აუდიტორიაში,
ისე დისტანციურად ✅




დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ გვერდზე
📩
ან დაგვირეკეთ: 595 138 238

სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი ,,რავი" აგრძელებს აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეების მიღებას ახალი სასწავლო წლისთვის 💚დი...
14/08/2026

სასწავლო-შემეცნებითი ცენტრი ,,რავი" აგრძელებს აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეების მიღებას ახალი სასწავლო წლისთვის 💚
დიდი მადლობა ყველას, ვინც დარეგისტრირდით ჩვენთან სასწავლებლად 🧡
ცოტაც და ადგილები შეივსება. 7 სექტემბერს კიდევ ერთ საინტერესო სასწავლო წელს დავიწყებთ ახალ მეგობრებთან ერთად 🌞
დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახით. 💚🧡

Address

დუშეთის ქუჩა N14, ავლაბრის მეტროსთან
Tbilisi

Telephone

+995595138238

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ravi • რავი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category