ეკოკლუბი ლარიქსი- georgian american school

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ეკოკლუბი ლარიქსი- georgian american school

ეკოკლუბი ლარიქსი- georgian american school ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბი

28 სექტემბერი- ცოფის ვირუსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.ეკოკლუბის წევრებმა  ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები ცნობიერების...
30/09/2024

28 სექტემბერი- ცოფის ვირუსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები ცნობიერების ასამაღლებთან.

21/03/2024
ეკოკლუბ ლარიქსის წევრი ანანო კენჭაძე სტუმრად მე-7(3) კლასთან. შეხვედრის თემა:"გლობალური დათბობა"
23/11/2023

ეკოკლუბ ლარიქსის წევრი ანანო კენჭაძე სტუმრად მე-7(3) კლასთან. შეხვედრის თემა:"გლობალური დათბობა"

გაიმართა ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის მორიგი სამუშაო შეხვედრა,რომლის ძირითადი საკითხი იყო:"მეთევზეობის მავნე  ზეგავ...
22/04/2023

გაიმართა ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის მორიგი სამუშაო შეხვედრა,რომლის ძირითადი საკითხი იყო:"მეთევზეობის მავნე ზეგავლენა ზღვების და ოკეანების ეკოსისტემებზე". ბავშვებმა იმსჯელეს როგორ მოქმედებს ჭარბი თევზჭერა ზღვებზე და ოკეანეებზე; მიმოიხილეს ზღვების მკვდარი ზონები, დაშლილი მარჯნის პოლიპები და ევტროფიკაცია.
მოწაფეებმა დაასკვნეს, რომ კვალი, რომელსაც ადამიანი ტოვებს, საბოლოო ჯამში მოქმედებს ყველა ეკოსისტემაზე.
ეკოკლუბელებმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილეს სათევზო მეურნეობაზე, სადაც ხდება მცირე რაოდენიბით პესტიციდების გამოყენება პარაზიტების საწინააღმდეგოდ. ამ პესტიციდების მცირე ზედოზირებაც კი შეიძლება მავნე აღმოჩნდეს გარემოსთვის.შეხვედრა ჩატარდა მეგობრულ და სახალისო გარემოში

ეკოკლუბის წევრები თეკლა ბერუკაშვილი და ნინი კერვალიშვილი ესტუმრნენ თავის მეგობარ მე-7 კლასელებს, რომლებიც დაინტერესებულნ...
28/03/2023

ეკოკლუბის წევრები თეკლა ბერუკაშვილი და ნინი კერვალიშვილი ესტუმრნენ თავის მეგობარ მე-7 კლასელებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კლუბის მუშაობით.
გოგონებმა წარადგინეს პრეზენტაცია, რომელშიც განიხილეს ოკეანეების და ზღვის დაბინძურების პრობლემა.ბავშებმა იმსჯელეს როგორ და რითი ბინძურდება ზღვები და ოკეანეები; მოიყვანეს სხვადასხვა მაგალითები; აღნიშნეს, რომელი ოკეანეა უფრო დაბინძურებული.

მოწაფეებმა ყურადღება გაამახვილეს პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურებაზე; იმსჯელეს, რა მავნე ზეგავლენას ახდენს ეს ოკეანეების და ზღვის ბინადრებზე. შეხვედრა ჩატარდა ინტერაქტიული მეთოდით. მე-7 კლასელები აქტიურად მონაწილეობდნენ დისკუსიაში. გამოთქვეს მოსაზრებები, რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ოკეანეების და ზღვების დაბინძურების შემცირებაში.

ქართულ-ამერიკული სკოლის,  ეკოკლუბ “ლარიქსის” წევრებმა, დაამუშავეს მათთვის ახალი საკითხი: ინვაზიური სახეობები. კლუბის წევ...
25/03/2023

ქართულ-ამერიკული სკოლის, ეკოკლუბ “ლარიქსის” წევრებმა, დაამუშავეს მათთვის ახალი საკითხი: ინვაზიური სახეობები.
კლუბის წევრმა მარიამ მაისაშვილმა, მოამზადა პრეზენტაცია აღნიშნულ საკითხზე და თანაგუნდელებს წარუდგინა კლუბის სამუშაო შეხვედრაზე.
ბავშვებმა განიხილეს ინვაზიური სახეობის ცნება და შინაარსი, როგორ ვრცელდება და ინტეგრირდებ იგი ახალ ტერიტორიებზე და რა სიჩქარით მრავლდება; იმსჯელეს, რა ზეგავლენას ახდენენ ინვაზიური სახეობები არსებულ ეკოსისტემაზე.
ბავშებმა განიხილეს ინვაზიური სახეობების მაგალითები:პავლოვია, ჩვეულებრივი ციყვი, ენოტი.
ბავშვები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ადგილობრივი ციყვის მაგალითით, რომელმაც კავკასიური ციყვი გამოდევნა.

18 მარტი-ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე
18/03/2023

18 მარტი-ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღე

ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბის წევრები აგრძელებენ მუშაობას მდგრადი განვითარების მე-7 მიზანზე:"უსაფრთხო და ხელმისაწვდ...
15/03/2023

ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბის წევრები აგრძელებენ მუშაობას მდგრადი განვითარების მე-7 მიზანზე:"უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ენერგია" . ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კლუბის წევრებმა მარიამ მაზმიშვილმა და ანა ჯამელაშვილმა მოამზადეს პოსტერი თემაზე:" ელექტროენერგიის დაზოგვის გზები". მოწაფეებმა დაამუშავეს კვლევაში მიღებული შედეგები და გამოყვეს ის საკითხები რომლების საჭიროებდა ყურადღების მიქცევას. აღნიშნული პოსტერი მოწაფეებმა წარადგინეს მე-7 კლასელებთან. შეხვედრაზე ბავშვებმა იმსჯელეს ელექტროენერგიის დაზოგვის გზებზე, განიხილეს ელექტროენერგიის დაზოგვის მაგალითები. ზოგიერთი მათგანი ცნობილი იყო ბავშვებისთვის. ზოგიერთი კი აღმოჩნდა ახალი და საინტერესო.ბავშვების ნაწილისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ასეატი უმნიშვნელო პროცედურები როგორ დაზოგვას ენერგიას და რითი ეხმარება ეს ეკოლოგიას. ეკოკლუბის წარმომადგენლებმა შეიცავდეს რომ ბავშვებისთვის მარტივად გაეცათ პასუხი მათთვის საინტერესო კითხვებზე. ბავშვებმა გადაწყვიტეს მიღებული ცოდნა გაუნაწილონ ოჯახის წევრებსაც. შეხვედრა ჩატარდა საკმაოდ აქტიურ რეჟიმში

ეკო-კლუბის წევრებმა ნინი კერვალიშვილმა და თეკლა ბერუკაშვილმა გადაწყვიტეს ემუშავათ   საკითხზე "ბულინგი სკოლაში". ბავშვებმ...
02/03/2023

ეკო-კლუბის წევრებმა ნინი კერვალიშვილმა და თეკლა ბერუკაშვილმა გადაწყვიტეს ემუშავათ საკითხზე "ბულინგი სკოლაში". ბავშვებმა ეს საკითხი დააკავშირეს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანთან "ხარისხიანი განათლება". ბულინგი საგანმანათებლო დაწესებულებებში უშლის ხელს ხარისხიანი განათლების მიღებაში.. მოწაფეებმა მოამზადეს პრეზენტაცია და ესტუმრნენ მე-9 კლასელებს სადაც განიხილეს აღნიშნული საკითხი.იმსჯელეს რა სახის ბულინგი არსებობს, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა; მოიყვანეს მაგალითები ცნობილი ადამიანების, რომლებიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლები იყვნენ.იმის მიუხედავად რომ ეს თემა საკმაოდ განხილვადია სხვასასკოლო კლუბებში და გაკვეთილებზე,მე-9 კლასელებებისთვის ეს საკითხი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.ბავშვებმა გაიხსენეს მათვის ცნობილი ბულინგის შემთხვევები,მაგალითად მოყვანილი იყო შემთხვევა როდესაც ბულინგის მსხვერპლი თავად გახდა ბულერი,მოწაფეებმა იმსჯელეს რა გახდა ამის მიზეზი.შეხვედრა საკმაოდ პოზიტურად და საინტერესოდ წარიმართა.

ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზანზე - “სუფთა წყალი და სანიტარია". მ...
01/03/2023

ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზანზე - “სუფთა წყალი და სანიტარია".
მოსწავლეებმა მიმოიხილეს საქართველოს და მსოფლიოს წყლის რესურსები; იმსჯელეს, საშუალოდ წყლის რა მოცულობას ხარჯავს ადამიანი დღის განმავლობაში; ბოლო წლების მანძილზე როგორ გაიზარდა წყლის მოხმარება საქართველოში და მსოფლიოში და როგორია მომავალი წლების სავარაუდო ტენდენცია ამ მიმართულებით; იმსჯელეს მსოფლიოს იმ ქვეყნებზე, სადაც წყლის დეფიციტია. ისაუბრეს წყლის დაზოგვის ხერხებზე.

კლუბის აქტიურმა წევრმა მარიამ მაისაშვილმა მოამზადა და წარადგინა ფლაერი თემაზე"წყლის ეკონომიური ხარჯვა". წარდგენის შემდეგ ფლაერები დაურიგდათ მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციას. მასწავლებლები გაეცნენ წყლის დაზოგვის გზებს და ხერხებს. ზოგიერთი მათგანი იცნობს და იცავს ამ წესებს, ზოგმა კი გამოხატა მზადყოფნა სამომავლოდ ამ წესების დასაცავად.

Address

Tbilisi

Telephone

+995599775141

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ეკოკლუბი ლარიქსი- georgian american school posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to ეკოკლუბი ლარიქსი- georgian american school:

Shortcuts

Share

Category