დორიმე მუსიკის აკადემია - Dorime Music Academy

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • დორიმე მუსიკის აკადემია - Dorime Music Academy

დორიმე მუსიკის აკადემია - Dorime Music Academy Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from დორიმე მუსიკის აკადემია - Dorime Music Academy, Music Lessons & Instruction School, დავით აღმაშენებლის 104/ა, Tbilisi.

Dorime Music Academy — ევროპული ვოკალური განათლება თბილისში: ინდივიდუალური აკადემიური და პოპ-ვოკალის სწავლება — იტალიური Bel Canto-ს საფუძველზე.
დამწყებთათვის, მოყვარულებისა და პროფესიული მიზნების მქონე ვოკალისტებისთვის.
მოგვწერეთ Messenger-ში

🎤 95% ვოკალისტი სუნთქავს არასწორად‼️ ჰოდა და მერე საკუთარ ხმას ადანაშაულებს…ხშირად ვოკალისტი ამბობს:😮‍💨 „ჰაერი არ მყოფნი...
20/09/2026

🎤 95% ვოკალისტი სუნთქავს არასწორად‼️ ჰოდა და მერე საკუთარ ხმას ადანაშაულებს…
ხშირად ვოკალისტი ამბობს:
😮‍💨 „ჰაერი არ მყოფნის…“
🎶 „მაღალ ნოტზე ხმა მეკეტება…“
🔉 „ჩემი ხმა სუსტია…“
მაგრამ პრობლემა ყოველთვის ხმაში არ არის. 👀
ვოკალში მნიშვნელოვანია არა უბრალოდ ღრმად ჩასუნთქვა, არამედ ის, როგორ მართავ ჰაერს მთელი ფრაზის განმავლობაში. 🌬️
სწორი ვოკალური სუნთქვა მოითხოვს:
🫁 დიაფრაგმის ჩართულობას
↔️ ნეკნების სწორ მუშაობას
💪 მუცლის კუნთების კოორდინაციას
სწორედ ამ ბალანსთან არის დაკავშირებული Appoggio — Bel Canto-ს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. 🎼
როდესაც ჰაერი ზედმეტად სწრაფად იხარჯება, მომღერალი ხშირად იწყებს:
⚠️ ყელის დაძაბვას
⚠️ ყბის ჩაკეტვას
⚠️ კისრის ზედმეტ ჩართვას
შედეგად ხმა კარგავს თავისუფლებას, სტაბილურობას და კონტროლს. 🎤
✨ სწორი ტექნიკის დროს მიზანია:
- 🌬️ ჰაერის ეკონომიური მართვა
- 🕊️ თავისუფალი ყელი
- 🎯 სტაბილური ბგერა
- 🎶 ფრაზის კონტროლი
- 🚀 მაღალი ნოტები ზედმეტი ძალის გარეშე
💡 ხანდახან „სუსტი ხმა“ საერთოდ არ არის სუსტი — უბრალოდ მას სწორი სუნთქვის სისტემა ჯერ არ აქვს ნაპოვნი.
🎓 Dorime Music Academy
🎤 ვოკალის ინდივიდუალური გაკვეთილები თბილისში
🌐 dorimemusicacademy.edu.ge

19/09/2026
19/09/2026

✨ რა განასხვავებს ჭეშმარიტ ვოკალურ სკოლას ჩვეულებრივი „მასტერკლასებისგან“?

მსოფლიო დონის სოპრანოს, თამარ ივერის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში Batumian Rhapsody / Opera's Golden Voice გამართული ღონისძიებები ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ნამდვილი პროფესიონალიზმი დეტალებსა და შედეგებში ვლინდება. 🔥

როდესაც იტალიელი ტენორი ჯანლუკა ტერანოვა ბათუმში სტანდარტული მატსტერკლასის მსვლელობისას უკვე ღია მასტერკლასისთვის ნიჭიერ ვოკალისტებს არჩევდა, კონკურენცია უდიდესი იყო. მრავალ მონაწილეს შორის, მკაცრი პროფესიული ფილტრის გავლით, სცენაზე გამოსვლა და მსოფლიო დონის მაესტროს წინაშე სხვა მონაწილეთა შორის, წარდგენა სწორედ ჩვენი აკადემიის ამაყმა — სოფია გოგიჩაშვილმაც მოიპოვა!

ეს არ არის უბრალო დამთხვევა. ეს არის ჩვენი აკადემიის ვოკალურად უზადო და ფიზიოლოგიურად გამართული მეთოდოლოგიის პირდაპირი დასტური:
🔹 აპოჯო და სწორი სუნთქვითი მხარდაჭერა;
🔹 რეგისტრების შეუფერხებელი გადასვლა (passaggio);
🔹 ბუნებრივი, მძლავრი რეზონანსი, რომელიც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ფარავს დარბაზს.

ჩვენ არ ვასწავლით უბრალოდ სიმღერას — ჩვენ ვქმნით ხმას, რომელიც კონკურენციის მიღმაა! 🎭🎶

☝️გაიარეთ სწორი გზა ნამდვილ ხელოვნებამდე!

✨ What distinguishes a true vocal school from ordinary "masterclasses"?
The events held during the "Batumian Rhapsody / Opera's Golden Voice" international festival, organized by world-class soprano Tamar Iveri, are always exceptional, but true professionalism is revealed in details and results. 🔥
When Italian tenor Gianluca Terranova was selecting talented vocalists for an open masterclass during his standard sessions in Batumi, the competition was immense. Among numerous participants, after passing a strict professional filter, the pride of our academy—Sofia Gogichashvili—earned the right to perform on stage and present herself before the world-class maestro alongside other selected singers!
This is no mere coincidence. It is a direct validation of our academy's vocally flawless and physiologically sound methodology:
🔹 Appoggio and proper breath support;
🔹 Seamless transition between registers (passaggio);
🔹 Natural, powerful resonance that effortlessly fills the hall.
We do not just teach singing—we build voices that are beyond competition! 🎭🎶
☝️ Take the right path to true art!

#სოფიაგოგიჩაშვილი #ჯანლუკატერანოვი #თამარივერი #ბათუმი #ოპერა #ვოკალი #მასტერკლასი #რაფსოდია #სოპრანო #ბელკანტო #დორიმემუსიკისაკადემია

თუ მხოლოდ ერთი უნდა აგერჩიათ, რომელ ტენორს მიანიჭებდით უპირატესობას ყველა დანარჩენთან შედარებით?
18/09/2026

თუ მხოლოდ ერთი უნდა აგერჩიათ, რომელ ტენორს მიანიჭებდით უპირატესობას ყველა დანარჩენთან შედარებით?

15/09/2026

პაატა სვანიძე - ტენორი.
აკადემია დორიმე მუსიკის აკადემია - Dorime Music Academy დამფუძნებელი ჯგუფი “ალეგრო”-ს Allegro ალეგრო წევრი სტუმრად ტვ იმედზე გადაცემა “ჩვენო ოჯახი” ჩვენი ოჯახი.

15/09/2026

✨ ზოგჯერ ერთი შეხვედრა მომავალი დიდი პროექტის დასაწყისია…

ფონდ „ცხოვრება მშვენიერია“-ს დამფუძნებელ ნიკოლოზ ესაკიასთან ერთად 🤝 მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა გავმართეთ Alessandro Ariosi-სთან — საერთაშორისო საოპერო არტისტების მენეჯერთან, Ariosi Management-ის დამფუძნებელსა და CEO-სთან. 🎭🌍

Ariosi Management საერთაშორისო საოპერო ინდუსტრიაში მუშაობს და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებთან და არტისტებთან.

შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები, შემოქმედებითი მიმართულებები და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის საორგანიზაციო საკითხები. 🎶🤝🇮🇹🇬🇪

დეტალებს ჯერ შეგნებულად არ ვასაჯაროებთ. 🤫
დიდ პროექტებს ზოგჯერ სიჩუმე სჭირდება მანამდე, სანამ საბოლოო შეთანხმება არ შედგება და ხელმოწერები არ გაკეთდება. 📝✨
ერთს კი უკვე გეტყვით — წინ შესაძლოა ძალიან საინტერესო საერთაშორისო მუსიკალური ამბავი გველოდებოდეს… 👀🎭🎶

გაგრძელება იქნება… 🇮🇹🇬🇪✨

✨ Sometimes, a single meeting marks the beginning of a major future project…
Together with Nikoloz Esakia, founder of the "Life is Wonderful" Foundation, 🤝 we held an important business meeting with Alessandro Ariosi — international opera artist manager, founder, and CEO of Ariosi Management. 🎭🌍
Ariosi Management operates at the highest levels of the international opera industry, collaborating with the world’s leading opera houses and artists.
During the meeting, we thoroughly discussed opportunities for future collaboration, creative directions, and organizational matters regarding a major international project. 🎶🤝🇮🇹🇬🇪
For now, we are deliberately keeping the details under wraps. 🤫
Great projects sometimes require discretion until final agreements are reached and signatures are set. 📝✨
One thing is certain, though — a truly exciting international musical story may lie just ahead… 👀🎭🎶
To be continued… 🇮🇹🇬🇪✨

15/09/2026

🎶 შეხვედრები, საიდანაც დიდი მუსიკალური ურთიერთობები, პროექტები იწყება… ✨

Dorime Music Academy-ის დამფუძნებელი პაატა სვანიძე შეხვედრაზე Alessandro Ariosi-სთან — საერთაშორისო საოპერო არტისტების მენეჯერთან, Ariosi Management-ის დამფუძნებელსა და CEO-სთან. 🤝🎭🌍

საუბარი შეეხო მომავალ საერთაშორისო თანამშრომლობასა და პროექტს, რომლის დეტალებსაც ამ ეტაპზე ჯერ საიდუმლოდ ვტოვებთ. 🤫🎶

ზოგჯერ ერთი შეხვედრა სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისია… 👀🇮🇹🇬🇪
მალე — უფრო მეტი. ✨

🎶 Meetings where great musical partnerships and projects begin… ✨
Paata Svanidze, founder of Dorime Music Academy, in a meeting with Alessandro Ariosi — international opera artist manager, founder, and CEO of Ariosi Management. 🤝🎭🌍
The conversation touched upon future international collaboration and a project whose details we are keeping under wraps for now. 🤫🎶
Sometimes, a single meeting marks the beginning of an entirely new story… 👀🇮🇹🇬🇪
More to come soon. ✨

🎶 ვოკალი მხოლოდ ხმით ბგერების სწორად შესრულება არ არის?!როგორც პოეზიაში თითოეულ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, სიმღერაშიც თით...
14/09/2026

🎶 ვოკალი მხოლოდ ხმით ბგერების სწორად შესრულება არ არის?!

როგორც პოეზიაში თითოეულ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, სიმღერაშიც თითოეული ბგერა, მარცვალი და ფრაზა გააზრებულად უნდა დაიბადოს.

ვოკალისტმა სიტყვა მხოლოდ არ უნდა წარმოთქვას — მან უნდა იცოდეს, "რატომ ამბობს მას, რას გრძნობს და რა უნდა გადასცეს მსმენელს."

ზოგჯერ ერთი ფრაზის სწორად შესრულებას დიდი დრო სჭირდება. საჭიროა ინტონაციის, სუნთქვის, დინამიკისა და ემოციური ფერის ძიება. სწორედ ამ ძიებაში იბადება ნამდვილი ხელოვნება.

თუ სიმღერა არ გიყვარს, ის ცოცხალი ვერ გახდება.

თუ სიხარულზე მღერი — სიხარული შენში უნდა არსებობდეს.
თუ ტკივილზე მღერი — მსმენელმა ეს ტკივილი შენს ხმაში უნდა იგრძნოს.
თუ სიტყვა არაფერს ნიშნავს შენთვის, ის მსმენელამდეც ვერ მივა.
👉აკადემიაში მოსახვედრად შეავსეთ ონლაინ ანკეტა-განაცხადი: https://forms.gle/BMP443DWGHCg4gnz9
👉English: To join the academy, please fill out the online application form: https://forms.gle/BMP443DWGHCg4gnz9

ვოკალისტისთვის აუცილებელია არა მხოლოდ კარგი ხმა, არამედ შინაგანი გამოცდილება, დაკვირვება და გულწრფელობა.

ზოგჯერ საჭიროა შეჩერდე, ჩაისუნთქო, ტექსტს სხვა თვალით შეხედო და საკუთარ თავს ჰკითხო:

"რას ვამბობ ამ სიმღერით?"
"ვის ვესაუბრები?'
"რატომ უნდა დამიჯეროს მსმენელმა?*"

ნამდვილი შესრულება იწყება მაშინ, როდესაც ხმა აღარ არის უბრალოდ ხმა, ხოლო სიტყვები — უბრალოდ სიტყვები.

მაშინ ხმა ცოცხლდება.
მაშინ ფრაზა იწყებს სუნთქვას.
მაშინ მსმენელი აღარ გისმენს მხოლოდ ყურით — ის გრძნობს სულით და გულით. ❤️

ლამაზად „შემოსეთ“ თქვენი ნამღერი სიმღერები — სწორად გააზრებული სიტყვით, ბგერით, სუნთქვითა და ემოციით."

14/09/2026

სიამაყით გვინდა გაგიზიაროთ აკადემია „დორიმეს“ სტუდენტის, სოფია გოგიჩაშვილის ბრწყინვალე წარმატება! 🌟🇬🇪🎶
ბათუმში, თამარ ივერის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ფესტივალის — „ბათუმის რაფსოდიის“ ფარგლებში, სოფიამ წარმატებით გაიარა მასტერკლასები! 🎼✨
უამრავ ნიჭიერ მონაწილეს შორის, უდიდესი კონკურენციის პირობებში, მსოფლიო დონის მაესტრომ და ტენორმა, ჯანლუკა ტერანოვამ (Gianluca Terranova) სწორედ სოფია გოგიჩაშვილი შეარჩია თავის საჯარო ღია გაკვეთილზე გამოსასვლელად! 👏🎤🇮🇹
მასტერკლასს ესწრებოდნენ იტალიური საოპერო სამყაროს ცნობილი თეატრალური მოღვაწეები და ექსპერტები, რომელთა წინაშეც სოფიამ თავისი ოსტატობა ღირსეულად წარმოაჩინა. 🎭🏛️
მთელი გულით ვულოცავთ სოფიას ამ დიდ აღიარებას და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ შემოქმედებით მწვერვალებს დიდ სცენაზე! 🎉💐🚀

Address

დავით აღმაშენებლის 104/ა
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 09:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 19:00
Thursday 09:00 - 19:00
Friday 09:00 - 19:00

Telephone

+995599526145

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დორიმე მუსიკის აკადემია - Dorime Music Academy posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The School

Send a message to დორიმე მუსიკის აკადემია - Dorime Music Academy:

Shortcuts

Share