27/08/2025
პირველი მოთამაშე აცხადებს მიღებას, ერასმუს +- ისა და ESC- პროექტებისთვის…
დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში…!
The first player announces the call for applications for Erasmus+ and ESC projects…
Interested individuals, please contact us via private message…!
07/03/2023
პირველი მოთამაშე, როგორც ახალგაზრდობის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჩვენი ორგანიზაცია, პირველი მოთამაშის ოჯახი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას გადაუხვევს.
როგორც ჩვენ, ისევე ჩვენ ქვეყანას სჭირდება მეტი განვითარება და საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ ამ განვითარების საშუალებას მხოლოდ ევროპულ ოჯახთან ერთად ხედავს. ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ გზის მართებულობა არ უნდა დაექვემდებაროს გადახედვას.
04/10/2022
🗣️ და აი ისიც ,,პირველი მოთამაშე" დაბრუნდა. დაბრუნდა ახალთახალი იდეებითა და ახალი გამოწვევებით.
🎊ვიწყებთ ორგანიზატორების შერჩევას!
✔️გსურს, გახდე, პირველი მოთამაშე?
🤞 გსურს, შეცვალო, ისტორია და მომავალი?
🤟გსურს, მიიღო, განათლება და გაერთო მაქსიმალურად?
➡️ გსურს, შენი განათლება და შენი ძალა აჩვენო მსოფლიოს?
🔴 მაშინ ეს ორგანიზაცია, სწორედ შენთვისაა!!
🔊 შეავსე, ონლაინ აპლიკაცია და გახდი ჩვენი გუნდის სრულუფლებიანი წევრი.
პირველი მოთამაშე-ორგანიზატორი
09/10/2021
🎗️ პირველი მოთამაშე მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო.
ჩვენ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთელს საქართველოს!
ასევე მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობას იღებდა და იღებს სამაშველო ოპერაციებში!
26/05/2021
,,ამ აქტით იშვა ახალი სახელმწიფო კაცობრიობის წიაღში, ეს ახალი სახელმწიფო არის ჩვენი სახელმწიფო. ჩვენ აქამდის თვითონ ვთვლიდით ჩვენს თავს სახელმწიფოდ, ჩვენ თავს თვითონ ვაღიარებდით სუვერენულ და დამოუკიდებელ ერთეულად. ამიერიდან კი, ამ ჩვენს აზრს ამ ჩვენს დებულებას, რომელიც ჩვენ ვიღიარეთ ამ სამი წლის წინად, დასთანხმდენ მოწინავე სახელმწიფოები და ჩვენ შევედით საკაცობრიო ოჯახში, როგორც სრულწლოვანი და სრულუფლებიანი, სახელმწიფო სრულუფლებიან სახელმწიფოთა შორის."
,,შეხვდით 26 მაისს და გაიგებთ თუ რა ძალა აქვს თავისუფლებას."
,,იდღესასწაულეთ 26 მაისი. ის ქართველი ერის დაბადების დღეა."
პირველი მოთამაშე, 1918 წლის დამოუკიდებლობის აღდგენის პაქტითა და ნოე ჟორდანიას ციტატებით გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!. იდღესასწაულეთ 26 მაისი. ეს ქართველი ერის დაბადების დღეა!.
20/03/2021
✔️გსურს, გახდე, პირველი მოთამაშე?
🤞 გსურს, შეცვალო, ისტორია და მომავალი?
🤟გსურს, მიიღო, განათლება და გაერთო მაქსიმალურად?
➡️ გსურს, შენი განათლება და შენი ძალა აჩვენო მსოფლიოს?
🔴 მაშინ ეს ორგანიზაცია, სწორედ შენთვისაა!!
🔊 შეავსე, ონლაინ აპლიკაცია და გახდი ჩვენი გუნდის სრულუფლებიანი წევრი.
,,პირველი მოთამაშე" -ორგანიზატორი
09/12/2020
განხორციელდა პირველი ერთობლივი პროექტი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კიევის ნაციონალურ უნივერსიტეტისა (KNEU) და პირველი მოთამაშის თანამშრომლობით, სადაც ჩაერთო 100-ამდე ახალგაზრდა.
ახალგაზრდებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა.
დადებითი და უარყოფითი მხარეები ონლაინ სწავლების.
განათლების სისტემა პანდემიის პირობებში.
გამოწვევები უმაღლესი განათლების სისტემის წინაშე პანდემიის პირობებში.
კარანტინის პირობებში რა პრობლემები წამოეჭრათ სტუდენტებს; ეკონომიკური,ტექნიკური,ორგანიზაციული, მენტალური/სოციკულტურული.
ასევე ახალგაზრდები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობაზე და საერთო პროექტებზე.
01/11/2020
,,პირველი მოთამაშისა'' და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ონლაინ საერთაშორისო პროექტი ,,მსოფლიო განათლება პანდემიის პირობებში'' დასრულდა. პროექტი საინტერესოდ ჩატარდა. იტალიის, საქართველოსა და ამერიკის ახალგაზრდები დაესწრნენ ამ პროექტს და იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე,როგორებიცაა:
1. განათლების სისტემა საკუთარ ქვეყნებში (აშშ,საქართველო და იტალია)
2.ონლაინ სწავლების პლიუსები და მინუსები.
3.შეზღუდვები კორონავირუსის დროს.
4.კორონავირუსის გამოწვევები ახალგაზრდებში.
ასევე ახალგაზრდება ერთმანეთს პირადი გამოცდილება გაუზიარეს.
ასევე ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნულ პროექტს დაესწრო, პირველი მოთამაშის გენერალური დირექტორი ლუკა წურწუმია, პირველი მოთამაშის საერთაშორისო პროექტების დირექტორი დაჩი ტაბატაძე, სოხუმის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ქალბატონი ირმა დიხამინჯია, ინგლისური ენის პროფესორი მანანა შელია და დოქტორანტი ლევან კიკილაშვილი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ანა მოსემღვდვლიშვილი. ასევე ამერიკიდან ჩაერთო ,,mclinckton high school''-ის სტუდენტთა გაერთიანების დირექტორი ქელაბი და universate de piza-ს სტუდენტი სალომე თანაშვილი. პროექტი წარმატებით განხორციელდა.
08/06/2020
როგორც მოგეხსენებათ, ჩვენმა ორგანიზაციამ გუშინ, 7 ივნისს ჩაატარა ონლაინ ინტელექტუალური თამაში.
თამაშმა საკმაოდ დაძაბულად ჩაიარა და ამ ბრძოლაში გამარჯვება დავით ცოგოშვილის გუნდს ხვდა წილად. საუკეთესო მოაზროვნედაც სწორედ დავით ცოგოშვილი დასახელდა.
აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენი თამაშის წაყვანისათვის "ბატონ წამყვან", გიორგი მოსიძეს.