01/12/2021
მოგესალმებით , როგორც თქვენთვის ცნობილია,შეიქმნა ორგანიზაცია „ თანამედროვე მასწავლებელი“
ორგანიზაციის მიზანია, საინტერესო ვებინარების,ტრენინგების და შეხვედრების გამართვა
საბავშვო ბაღის სპეციალისტებისთვის.
ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწვიტე პირველი შეხვედრა მოგვეწყო საინტერესო და სიმბოლურ თემაზე,როგორიცაა „საბავშვო ბაღების დაარსების ისტორია,სხვადასხვა ქვეყნის საბავშვო ბაღების ადრეული განათლების კურიკულუმის სახეები ,პრინციპები და შინაარსი“.
ვფიქრობ , საბავშვო ბაღის წარმომადგენლებმა უნდა ვიცოდეთ ამ ჯადოსნური სამყაროს დაარსების ისტორია და განვითარება დღემდე.
აღნიშნული სემინარი გაიმართება ონლაინ რეჟიმში 4 დეკემბერს 19 საათზე და დასრულდება 21 საათზე.
ტრენინგს გაუძღვება თბილისის 196 - ე ბაგა-ბაღის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი , ტრენერი ნანა ქაშიბაძე.
სემინარი ფასიანი და მისი სიმბოლური ფასი 10 ლარია.
სემინარში მონაწილე მსმენელებზე გაიცემა სერტიფიკატი და საკითხავი მასალა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ , რეგისტრაცია გაიაროთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSf5weVIyk5RNVp2I7VmgVifziMswMmueR0ebH-7jMZ08Qmong/viewform?usp=sf_link
პატივისცემით - ნანა ქაშიბაძე