06/09/2026
🔶 „სტატისტიკა არ გვაძლევს სრულ, უპირობო ჭეშმარიტებებს, არამედ გვთავაზობს დასკვნებს, რომლებიც დაფუძნებულია გარკვეულ დაშვებებსა და ალბათობებზე. სწორედ ეს პირობითობა აღიქმება ხშირად სისუსტედ. თუმცა, სინამდვილეში, ეს არ არის დისციპლინის ნაკლი – ეს არის მისი არსი. სტატისტიკა მუშაობს იმ სამყაროში, სადაც სრული ცოდნა მიუწვდომელია და სადაც განუზღვრელობა არის არა გამონაკლისი, არამედ წესი. ჩვენ კი, იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, როცა პლატონის იდეების სამყაროზე ან ავგუსტინეს „ღვთის ქალაქზე“ ვსაუბრობთ, სწორედ ასეთ სამყაროში – ქაოტურსა და განუსაზღვრელში – ვცხოვრობთ.“
🔷 „სტატისტიკა გვასწავლის, როგორ ვიფიქროთ მაშინ, როდესაც სრული ინფორმაცია არ გვაქვს; როგორ დავაფუძნოთ მსჯელობა არასრულ მონაცემებზე ისე, რომ შევინარჩუნოთ ინტელექტუალური სიზუსტე. ამგვარად, სტატისტიკა არა მხოლოდ მეთოდია მონაცემების ანალიზისთვის, არამედ აზროვნების განსაკუთრებული ფორმაა: იგი გვასწავლის გაუგებრობის ფორმულირებას, მისი საზღვრების დადგენასა და მასთან რაციონალურ ურთიერთობას.“
ავტორი: ანნა სანოძე
რედაქტორი: ბექა იობიძე
კორექტორი: თიკო იობიძე
📰 იხილეთ ვრცლად ნაშრომი „სტატისტიკის ფილოსოფია“.
📌 „მდევარს“ წარმოგიდგენთ რერო.
სტატისტიკა ერთ-ერთი იმ დისციპლინათაგანია, რომელსაც საზოგადოებაში ხშირად უნდობლად უყურებენ. მსგავსი შეფასება, ე...