01/06/2025
✅თითოეული ბავშვის განვითარებისთვის უსაფრთხო, ჯანსაღი და სრულფასოვანი გარემოს უზრუნველყოფა ყოველი ჩვენთაგანის ვალია.
🤝სკოლამდელი განათლების საზოგადოება დიდი ხანია ერთიანდება იდეის გარშემო, რომ ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების დაწყებისთვის თანაბარი შესაძლებლობა.
💡ამ იდეას შესაძლებელს გახდის სტრატეგიული ნაბიჯები იმ განსხვავების და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, რომლებიც შეიძლება არსებობდეს სოფლად თუ ქალაქად, მთასა თუ ბარში.
🎈სკოლამდელ აღზრდასა და განათლებას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი მაშინ, თუკი ინტერდისციპლინური პერსპექტივიდან ხედავს ბავშვს, მშობელს და ოჯახს.
📚ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ყველა ცოდნა, რომელიც დაგროვილია სხვადასხვა დისციპლინასა და სექტორში ბავშვების საკეთილდღეოდ და მათი ბედნიერი მომავლისთვის.
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!👧👦