29/09/2026
დარჩა 5 დღე! ⏳ Emerging Voices-ზე საგამოძიებო იდეების მიღება 4 ოქტომბერს სრულდება.
გაქვს ამბავი შავ ზღვაზე, რომელიც ჯერ არავის გამოუძიებია? 🌊 გამოგზავნე შენი იდეა ინგლისურად, 800 სიტყვამდე: 📝 https://forms.gle/jVUsbkQKmGD6XGtG7
Emerging Voices — საგამოძიებო იდეების ჰაკათონი Open Black Sea ფესტივალზე (9–10 ოქტომბერი, თბილისი). ფინალისტები იდეების დასახვეწად საერთაშორისო ჟიურისთან ერთად იმუშავებენ, რომლის შემადგენლობაშიც არიან: მარკ ლი ჰანტერი, ჰენრიკ გრუნეტი და უილიამ დანბარი.
3 გამარჯვებული მიიღებს ჯილდოს 🏆 და 3-თვიან სარედაქციო მხარდაჭერას IML-ისა და „ბათუმელების“ გუნდისგან — რომ შენი იდეა გამოძიებად იქცეს და გამოქვეყნდეს.
ვისთვის: 👥 ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტები (მარტო ან 3-კაციან გუნდად) და ჟურნალისტები, განსაკუთრებით დამწყებები.
თემები: 🔍 შავი ზღვის წყლები, სანაპირო, პორტები, თევზჭერა, ეკოლოგია, ენერგეტიკა და ფინანსები.
ფესტივალზე რეგისტრაციის ბმული — პირველ კომენტარში. 👇