03/08/2026
🔹 13 აგვისტოს, კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრი უმასპინძლებს პროფესორ რაზვან ბოკუს ტრენინგს, რომელიც ჩატარდება კავკასიის უნივერსიტეტის კვანტურ ლაბორატორიაში.
🔹 დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. დეტალები იხილეთ ბმულზე.
😊 სასიამოვნო სიახლე გვაქვს ჩვენი აუდიტორიისთვის
💥 13 აგვისტოს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა და ტრენინგს ჩაატარებს NATO ს საგრანტო პროექტით, მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, დაფინანსებული კვლევითი პროექტის “Post-quantum Digital Signature using Verkle Trees” რეგიონული დირექტორი - ტრანსილვანიის უნივერსიტეტის ჰაბილ პროფესორი რაზვან ბოკუ.
🔹 ტრენინგის სათაური: „FLD-DDoS - Generalized detection of DDoS attack patterns using machine learning models“
🔹 შეხვედრა ჩატარდება კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის კვანტურ ლაბორატორიაში, კავკასიის უნივერსიტეტში. დასაწყისი - 12:00 საათზე.
🔹 დასწრება თავისუფალია, თუმცა ადგილები შეზღუდულია. გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია:
https://forms.gle/BKJAkxhxRUzSLQDx7
🔹 შეხვედრის მოკლე მიმოხილვა:
DDoS შეტევები - მათ შორის ისეთი ფარული ფორმები, როგორიცაა დაბალი ინტენსივობის DDoS (LRDDoS) - სერიოზულ გამოწვევას უქმნის ქსელურ უსაფრთხოებას, რადგან წარმატებით უვლის გვერდს ტრაფიკის მოცულობის ზღვრებზე დამყარებულ ტრადიციულ დამცავ სისტემებს. მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული არსებული დეტექტორები ხშირად ვერ ახერხებენ სხვადასხვა ტიპის შეტევების ერთიანი ნიმუშებით ამოცნობას, ცვალებად ტრაფიკში „კონცეფციის დრიფტს“ (concept drift) ეჯახებიან და კონფიდენციალურობის შეზღუდვების გამო ვერ იყენებენ მონაცემებს.
პროფესორი რაზვან ბოკუ წარადგენს FLD-DDoS-ს - ინტეგრირებულ დეტექციის სისტემას, რომელიც ეფუძნება ასინქრონულ სწავლებას (FL), ორმხრივ გრძელვადიან მეხსიერების ქსელს (Bi-LSTM) და კონცეფციის დრიფტის ადაპტურ მართვას. მისი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, მოდელის ერთობლივი ტრენინგი წარიმართოს მრავალ ქსელურ კვანძს შორის სენსიტიური მონაცემების ცენტრალიზების გარეშე, თანაც ისე, რომ ტრაფიკის ცვალებად პირობებშიც კი დეტექციის მაღალი სიზუსტე უცვლელი რჩება.